1. მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით.
2. თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(136)
- საქმე №ას-865-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2021
…როგორც სანივთო, ისე ვალდებულებითი უფლებებით დატვირთვა. 8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.ნ–მა აპელანტისაგან მიღებული ოქროს ნივთები დააგირავა, ე.ი. უფლებრივად დატვირთა მ.ო–ის სასარგებლოდ, ამასთან გამოვლენილია სსკ-ის 257-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მფლობელობითი გირავნობა (მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით) და სადავო ოქროს ნივთები მ.ო–ის მფლობელობაში იმყოფება.
- საქმე №ბს-19(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2020
გადაიდო, რაც სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობასთან, კერძოდ სსკ-ის 257.1 მუხლის მიხედვით მოსამართლე უფლებამოსილია გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა.
- საქმე №ას-77-73-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2017
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 255-ე, 257-ე, 568-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ სსკ-ის 267.3-ე მუხლი ამკვიდრებს სანივთო უფლების წარმოშობის შესაძლებლობას მხარეთა ნების ავტონომიის გაუთვალისწინებლად, გარკვეული პირობების არსებობისას.
- საქმე №ას-831-797-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2016
…clausus” პრინციპით. 28. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს, მოთხოვნის დამატებითი უზრუნველყოფის საშუალების სახით, მოძრავ ნივთებზე მფლობელობითი გირავნობის წარმოსაშობად ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გადასცემოდა მოძრავი ნივთები (იხ. სსკ-ის 257.1-ე მუხლი), ხოლო თუკი გირავნობის რეგისტრირებულ სახეზე აპელირებს კასატორი, მაშინ უნდა მომხდარიყო უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული მოძრავი ნივთების იდენტიფიცირებული სახით რეგისტრაცია, რაც გახდებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და შემდეგ მისი აღსრულების საფუძველი.
- საქმე №ბს-9-8(2კ-6კს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.09.2016
…პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 02.12.15წ. განჩინებით მართებულად ეთქვა უარი განმცხადებელს კანონისმიერი ვადის აღდგენაზე. სსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი ხსენებული ვადის ათვლას უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას. სსკ-ის 257-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამოცხადება გულისხმობს როგორც დასაბუთებულ, ასევე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.
- საქმე №ას-304-289-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2013
- საქმე №ას-483-457-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2012
- საქმე №ას-294-278-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2011
- საქმე №ას-361-613-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2008
- საქმე №ბს-1167-782(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
- საქმე №330210117001777977 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.04.2019
- საქმე №330310016001471320 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №120310019003261026 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.02.2020
- საქმე №110210019003239535 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 10.02.2020
- საქმე №160210019003093989 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 09.01.2020
- საქმე №050310118002681993 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 30.12.2019
- საქმე №050210019003094104 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 29.10.2019
- საქმე №030310519003098804 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 25.10.2019
- საქმე №030310519003198193 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №110210119003064944 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 23.09.2019
- საქმე №030310519003090989 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 18.09.2019
- საქმე №030310519003074693 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 17.09.2019
- საქმე №030310519003074768 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 17.09.2019
- საქმე №110310017002214966 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 11.09.2019
- საქმე №050310019002996348 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 26.07.2019
- საქმე №521210019002822882 · ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლო · 10.07.2019
- საქმე №010210118002577561 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №050310117002175233 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 23.06.2019
- საქმე №050310118002354498 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 22.06.2019
- საქმე №330210018002393371 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №030310519002846148 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 14.05.2019
- საქმე №200210116001289517 · თელავის რაიონული სასამართლო · 30.04.2019
- საქმე №050310018002358426 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 23.03.2019
- საქმე №010210117001834763 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №611210018002728229 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №050310018002327789 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 03.03.2019
- საქმე №050310117001859280 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №050310018002356911 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №030310518002785022 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 31.12.2018
- საქმე №030310518002761212 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 25.12.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 136-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება