1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3315
–
ვებგვერდი, 07.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.07.2018 კანონი №3315
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 276. მოგირავნის დაკმაყოფილება 1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(212)
- საქმე №ბს-83(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ავტომობილი, რომელსაც მოსარჩელე მართავდა ავტოსაგზაო შემთხვევისას, წარმოადგენდა ნივთიერ მტკიცებულებას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ბრალი წარედგინა მოსარჩელეს სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და მოსარჩელე ტ. ლ-მა შპს „ტ...ს“ გადაუხადა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი ავტომობილის („ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით...) სპეცავტოსადგომზე დგომის საფასური - 5884 ლარის ოდენობით.
- საქმე №ას-944-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2025
…გადაცემის შემთხვევაში, მსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შესახებ. 4. სააპელაციო პალატამ დავა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 623-ე, 625-ე 417- 418-ე, 254.1, 258-ე, 2601 და 276.2 მუხლებით მოაწესრიგა და მიიჩნია, რომ ვინაიდან მსესხებელმა სესხის გადახდის შესახებ ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, გამსესხებელს წარმოეშვა უფლება მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებლისაგან გირავნობის საგნის გამოთხოვის გზით.
- საქმე №ას-611-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2025
…შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ლ:.რ–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დადგენილებიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 5 დეკემბერს, ქ.
- საქმე №ბს-110(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
ჭ-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
- საქმე №ბს-935(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 128-ე მუხლით და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №ას-88-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2024
- საქმე №ას-864-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2024
- საქმე №ბს-661(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
- საქმე №ას-440-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2023
- საქმე №ბს-1465(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
- საქმე №ბს-67(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ბს-1084(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ას-360-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №ას-802-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2022
- საქმე №ას-901-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2022
- საქმე №ბს-164(3კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2022
- საქმე №ას-1329-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2022
- საქმე №ას-938-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
- საქმე №ას-722-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2021
- საქმე №ბს-1124(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2021
- საქმე №ბს-1065(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
- საქმე №ას-125-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2020
- საქმე №ას-635-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2020
- საქმე №ას-1603-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
- საქმე №ას-277-277-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2019
- საქმე №ას-261-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2019
- საქმე №ას-381-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
- საქმე №ას-1162-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-586-545-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-485-453-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-1455-1375-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2018
- საქმე №ას-68-68-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2018
- საქმე №ას-445-427-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.09.2016
- საქმე №ას-61-59-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2016
- საქმე №ბს-710-702(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2016
- საქმე №ას-679-645-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2015
- საქმე №ას-1005-966-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2015
- საქმე №ას-785-752-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2015
- საქმე №ას-1119-1066-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2015
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 212-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 272 (297)
11.07.2007-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 272; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ბს-1210(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2025
გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში, სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ამ ცვლილებებით, სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას შემსუბუქებულია, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შეფარდებული სანქციების სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.
- საქმე №ბს-110(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
შუამდგომლობის ავტორმა სსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე დავის საგანის არარსებობის გამო მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, აგრეთვე აღნიშნა, რომ მოსარჩელის ინტერესი სახეზე იყო…
- საქმე №ბს-226(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2025
პალატამ მიუთითა სსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან 19.07.2024წ. ნ. ჩ-ეის გათავისუფლების გამო დავის საგანი აღარ არსებობს.
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ბს-974(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ბს-902(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
- საქმე №ბს-470(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2023
- საქმე №ბს-1052(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
- საქმე №ბს-1245(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-1140(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2021
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება