1. თუ გირავნობის საგანი რამდენჯერმეა დაგირავებული, მაშინ მისი რეალიზაციის უფლება აქვს ნებისმიერ მოგირავნეს მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას.
2. მოგირავნეს, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას, შეუძლია გირავნობის საგნის შესაძლო რეალიზაციის შესახებ შემდგომი მოგირავნის წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ორი კვირის განმავლობაში აცნობოს შემდგომ მოგირავნეს იმის თაობაზე, რომ:
ა) იგი სარგებლობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებით. ამ შემთხვევაში შემდგომი მოგირავნე ვერ განახორციელებს რეალიზაციას და რეალიზაციის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება წინა მოგირავნეს;
ბ) იგი თანახმაა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელოს შემდგომმა მოგირავნემ, ოღონდ იმ პირობით, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან თავისი მოთხოვნა უპირატესად დაკმაყოფილდება.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ რეალიზაციის შემთხვევებში რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან შემდგომი მოგირავნის მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნა.
4. თუ წინა მოგირავნე არ ისარგებლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით, გირავნობის საგანი დატვირთული რჩება იმ მოგირავნეთა უფლებებით, რომელთა გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას.
5. რეალიზაციის განმახორციელებელ მოგირავნესა და შემძენს ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(65)
- საქმე №ბს-1172(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2026
ზემოხსენებულის საფუძველზე, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის შეფასება მასზედ, რომ სახეზეა სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონისმიერი წინაპირობები, საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეუძლებელს, მიზანშეუწონელს ხდის აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობის გაგრძელებას.
- საქმე №ბს-172(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
ზემოხსენებულის საფუძველზე, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის შეფასება მასზედ, რომ სახეზეა სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონისმიერი წინაპირობები, საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეუძლებელს, მიზანშეუწონელს ხდის აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობის გაგრძელებას.
- საქმე №ას-572-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 279-ე მუხლის,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმისწარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
- საქმე №ბს-433(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით №3/4041-18 ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეჩერდა სსკ-ის 279-ე მუხლის საფუძველზე, სხვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით განახლდა №3/4041-18 ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
- საქმე №ბს-569(2კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებზე, მოიხმო სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 და მე-11 ნაწილები, მიმოიხილა…
- საქმე №ბს-823(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
- საქმე №ბს-931(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №ას-555-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2024
- საქმე №ბს-53(2კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2024
- საქმე №ბს-977(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
- საქმე №ბს-164(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2024
- საქმე №ბს-575(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
- საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
- საქმე №ბს-411(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ბს-109(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2022
- საქმე №ბს-319(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2022
- საქმე №ბს-719(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ას-1314-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2022
- საქმე №ბს-554(3კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.10.2021
- საქმე №ბს-1031(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2021
- საქმე №ბს-1351(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2021
- საქმე №ბს-1268(2კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2021
- საქმე №ბს-136(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2020
- საქმე №ბს-266(კს-უს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2020
- საქმე №ბს-1135(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №ბს-100(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2019
- საქმე №ბს-617-610(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
- საქმე №ბს-231-227(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.11.2017
- საქმე №ბს-1062-1033(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.02.2017
- საქმე №ბს-207-203(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2016
- საქმე №ბს-418-413(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2016
- საქმე №ბს-1376-1126-კ-კს-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2016
- საქმე №ბს-1376-1126-კ-კს-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2016
- საქმე №ბს-245-242(კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2015
- საქმე №ბს-265-207-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2015
- საქმე №ბს-92-72-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2015
- საქმე №ბს-515-502(კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2015
- საქმე №ას-1127-1074-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2014
- საქმე №3გ/ად-198-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2013
- საქმე №ბს-451-446(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2013
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 65-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება