1. მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.
2. თუ გირავნობის საგანს აქვს საბირჟო ან საბაზრო ფასი, მოგირავნეს შეუძლია გირავნობის საგნის გაყიდვა მიანდოს სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებას.
3. თუ დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაცია ხორციელდება მოვალის მიერ მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებით, მოგირავნე ვალდებულია წარუდგინოს დამგირავებელს ანგარიში მოვალის მიერ თავის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(37)
- საქმე №ბს-59(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2025
დ) რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის და 283-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით;
- საქმე №ას-938-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებათა სადავო პუნქტებში ჩამოყალიბებულია მსესხებლის თანხმობა, რომ მის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოგირავნეს თავად უნდა მოეხდინა გირავნობის საგნების რეალიზება, რაც იძლევა სსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რომ მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებლის შეთანხმება.
- საქმე №ბს-881(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2021
გირავნობის საგნის რეალიზაცია სკ-ის 283-ე მუხლის თანახმად, ძირითადში ხდება მოგირავნის მიერ გირაოს საგნის რეალიზაციით. გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემა (სკ-ის 2601 მუხ.) ხდება მხოლოდ…
- საქმე №ას-82-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
საკასაციო პალატის ეს დასკვნა გამომდინარეობს სსკ-ის 283.1 მუხლით (მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება.
- საქმე №ას-125-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2020
…დაკისრება. გარდა ამისა, შეფასების გარეშე იქნა დატოვებული კრედიტორის მიერ გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების ფაქტი წარმოადგენდა თუ არა საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 260-ე, 280.1 და 283-ე მუხლების გამოყენების, ასევე, კერძო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის ფართო განმარტების მიუხედავად, გვერდი აუარა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით…
- საქმე №ას-1162-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-108-108-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2018
- საქმე №ბს-265-207-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2015
- საქმე №ას-784-744-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2015
- საქმე №ას-143-134-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2014
- საქმე №ას-1712-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №ას-701-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №100210018002245053 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №330210016001455667 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.05.2018
- საქმე №811210019002798212 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 15.01.2020
- საქმე №330100117001812373 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.11.2019
- საქმე №330210117002049242 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №010210019001800641 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.10.2019
- საქმე №080210018002325675 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2019
- საქმე №190310017002016127 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2019
- საქმე №100210018002245053 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.09.2018
- საქმე №010210118001441133 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 04.09.2018
- საქმე №190310019003153468 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 05.02.2020
- საქმე №010210018002595788 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №030210017001936441 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 12.06.2019
- საქმე №811210019002798212 · წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლო · 29.05.2019
- საქმე №080210017001761212 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 21.03.2019
- საქმე №010210017001800641 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №190310018002751306 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №330100117001812373 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №330210018002320826 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.12.2018
- საქმე №010210018002502087 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №041210018002472926 · თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო · 28.09.2018
- საქმე №010210017002123931 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №330210117001933793 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.09.2018
- საქმე №041210018002393602 · თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო · 12.06.2018
- საქმე №190310017001928995 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 04.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება