1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
2. იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.
3. ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში.
31. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენების (დატვირთვის) შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესი.
4. ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფაზე.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.
[
. აკრძალულია ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონების ფაქტორინგის, მათ შორის, რევერსიული ფაქტორინგის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, თუ არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის/მისი საოჯახო მეურნეობის წევრის საკუთრებაში დამატებით არანაკლებ 1 საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონებაა რეგისტრირებული.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
7. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსისთვის, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობისა და მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელი არიან უშუალოდ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3315
–
ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2622 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1454 – ვებგვერდი, 06.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 01.04.2026 კანონი №1454
- 22.02.2023 კანონი №2622
- 25.06.2019 კანონი №4851
- 21.07.2018 კანონი №3315
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (19.09.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 286. ცნება 1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). 2. იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა. 3. ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში. 31. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენების (დატვირთვის) შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესი. 4. ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფაზე. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა. [ . აკრძალულია ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონების ფაქტორინგის, მათ შორის, რევერსიული ფაქტორინგის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, თუ არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის/მისი საოჯახო მეურნეობის წევრის საკუთრებაში დამატებით არანაკლებ 1 საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონებაა რეგისტრირებული. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 7. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსისთვის, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობისა და მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელი არიან უშუალოდ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(914)
- საქმე №ას-200-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. 11.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56.2, 623-ე, 625-ე, 286-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვლინდებოდა მ.მ–ძესა და ნ.მ–ს შორის, 2008 წლის 26 ივნისს, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.
- საქმე №ას-1492-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის…
- საქმე №ას-29-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით.
- საქმე №ბს-787(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2026
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 23 ივნისის დასკვნა, 28 ივნისის №18255 ბრძანება და 29 ივნისის №007-130 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა შემცირდა და შეადგინა 1295,23 ლარი, ხოლო სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა (5188 ლარი) დარჩა უცვლელი;
- საქმე №ას-516-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2026
…გამორიცხვას. 32. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 33. სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
- საქმე №ას-1320-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
- საქმე №ას-1540-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
- საქმე №ას-620-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
- საქმე №ას-1027-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2026
- საქმე №ას-1019-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
- საქმე №ას-737-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-112-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №ას-1219-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-293-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ას-375-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.09.2025
- საქმე №ას-379-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2025
- საქმე №ას-774-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2025
- საქმე №ას-1455-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №ბს-866(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2025
- საქმე №ას-447-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ას-1338-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
- საქმე №ას-1043-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
- საქმე №ას-1489-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2025
- საქმე №ას-656-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
- საქმე №ას-81-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2024
- საქმე №ას-112-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №ას-720-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ას-1657-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2024
- საქმე №ას-1042-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2024
- საქმე №ას-1293-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-417-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
- საქმე №ას-519-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2024
- საქმე №ას-34-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2024
- საქმე №ას-372-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
- საქმე №ას-296-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
- საქმე №ას-1104-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
- საქმე №ას-930-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
- საქმე №ას-815-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
- საქმე №ას-1524-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
- საქმე №ას-1359-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 914-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება