1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
1. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.
12. იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ნოტარიუსი უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
13. ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე.
2. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით საჯარო რეესტრი გასცემს იპოთეკის მოწმობას. იპოთეკის მოწმობის გაცემა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
3. იპოთეკის ხელშეკრულება, რომელზედაც მხარეთა შეთანხმებით გაიცემა იპოთეკის მოწმობა, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომელიც მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, უნდა დაამოწმოს იმავე ნოტარიუსმა, რომელმაც დაამოწმა აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება.
4. საერთო იპოთეკაზე გაიცემა მხოლოდ ერთი იპოთეკის მოწმობა.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1864
- ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1901
–
ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2622 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3942 - ვებგვერდი, 27.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3942
- 22.02.2023 კანონი №2622
- 23.12.2017 კანონი №1901
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 289. იპოთეკის რეგისტრაცია 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები. 1 1. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას. 12. იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ნოტარიუსი უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 13. ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე. 2. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით საჯარო რეესტრი გასცემს იპოთეკის მოწმობას. იპოთეკის მოწმობის გაცემა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. 3. იპოთეკის ხელშეკრულება, რომელზედაც მხარეთა შეთანხმებით გაიცემა იპოთეკის მოწმობა, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომელიც მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, უნდა დაამოწმოს იმავე ნოტარიუსმა, რომელმაც დაამოწმა აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება. 4. საერთო იპოთეკაზე გაიცემა მხოლოდ ერთი იპოთეკის მოწმობა. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260 საქართველოს 2013 წლის დეკემბრის კანონი №1864 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(290)
- საქმე №ას-1019-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
…განსაზღვრული სასესხო ვალდებულების 189 000 აშშ დოლარის მსესხებლისათვის დაკისრებისა და თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაციის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა სსკ-ის 623-ე, 625.1, 286.1, 289.1 და 301.1 მუხლების ნორმატიული დანაწესიდან გამომდინარეობს. მოპასუხემ კი სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი დაუპირისპირა, კერძოდ, მისი…
- საქმე №ას-375-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.09.2025
მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს, აგრეთვე, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები [ სსკ-ის 289.1 მუხლი ]. დასახელებული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს იპოთეკის ხელშეკრულების სავალდებულო კომპონენტებს: ა) უძრავი ნივთის მესაკუთრე;
- საქმე №ას-1043-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით დაფარული იქნა ნამდვილი გარიგება-სესხისა და იპოთეკის თაობაზე, შესაბამისად თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სწორედ ზ/აღნიშნული დაფარული გარიგება და აღნიშნული გარიგების ძალაში შესვლისათვის, სსკ-ის 289-ე მუხლის საფუძველზე უნდა მოხდეს მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. თუმცა, ვინაიდან, სსკ-ის 286.4 მუხლით, ხელშეკრულების დადების დროისათვის, უკვე აკრძალული იყო…
- საქმე №ას-656-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
შესაბამისად, სადავო გარიგების ბათილობის გამო, მათზე უნდა გავრცელდეს სესხისა და იპოთეკისთვის დადგენილი წესები (სსკ-ის 623-ე და 289-ე მუხლები). თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაფარული გარიგების ნამდვილობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა.
- საქმე №ას-131-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
აღნიშნულთან დაკავშირებით საჭიროა სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, იპოთეკის ხელშეკრულებისათვის იურიდიული ძალის მინიჭების წინაპირობის არსებობის დადგენა.
- საქმე №ბს-689(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
- საქმე №ას-930-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
- საქმე №ას-749-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2024
- საქმე №ას-705-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2023
- საქმე №ას-1585-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2023
- საქმე №ბს-671(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ას-1520-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2023
- საქმე №ბს-973(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2023
- საქმე №ას-1084-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ას-612-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2022
- საქმე №ბს-484(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2022
- საქმე №ას-982-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2022
- საქმე №ას-824-824-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2022
- საქმე №ას-984-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ას-537-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2022
- საქმე №ას-242-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2022
- საქმე №ას-855-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ას-1127-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2021
- საქმე №ას-258-258-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
- საქმე №ბს-1163(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
- საქმე №ბს-127(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2020
- საქმე №ას-84-84-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2020
- საქმე №ას-647-647-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2019
- საქმე №ბს-275(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ას-1906-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2019
- საქმე №ას-232-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2019
- საქმე №ას-134-126-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2019
- საქმე №ბს-1536(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2019
- საქმე №ას-41-41-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2019
- საქმე №ას-1373-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ბს-1126(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2018
- საქმე №ას-1240-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2018
- საქმე №ას-1168-2018(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ას-512-512-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-1378-1298-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 290-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება