თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.07.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 287. საერთო იპოთეკა თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), მაშინ საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლიაშეუძლია, სურვილისამებრსურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს.დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ას-798-747-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2018
სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მიუხედავად, იპოთეკის ხელშეკრულება კვლავ ნამდვილია და სამოქალაქო კოდექსის 287-ე მუხლიდან გამომდინარე (თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი.
- საქმე №ას-184-177-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2016
მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავდა ნოტარიუსს, გაეცა რამდენიმე სააღსრულებო ფურცელი, თუნდაც ერთი მოვალის პირობებში, რადგან სახეზე იყო სსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებული საერთო იპოთეკა, როცა კრედიტორს შეეძლო, საკუთარი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა არჩევით, იპოთეკით დატვირთული ნივთებიდან ცალ-ცალკე.
- საქმე №ას-92-87-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინების უკანონობის დასასაბუთებლად აპელანტი მიუთითებს ერთადერთ სამართლებრივ საფუძველზე - სსკ-ის 287-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ, აგრეთვე, სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ მხარეები, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები, ოქმის შედგენა სავალდებულოა.
- საქმე №ბს-1760-1728(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2012
სადავოდ გამხდარი სამემკვიდრეო მოწმობისა და ხელშეკრულების ბათილობის საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გამარტა, რომ დოკუმენტები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 287-ე, 488-ე, 489-ე, 1306-ე, 1307-ე, 1324-ე, 1328-ე, 1336-ე მუხლებისა და სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრ
- საქმე №ბს-791-378(კს-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2005
საპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს არეგულირებს სსკ-ის 287-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო…
- საქმე №ას-884-1152-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2005
- საქმე №ას-396-687-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.09.2004
- საქმე №ას-490-1174-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2003
- საქმე №3კ/701-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2002
- საქმე №3კ/432-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2002
- საქმე №ას-287-287-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210013210123 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.07.2018
- საქმე №330310018002359486 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.05.2019
- საქმე №050210017001903613 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.01.2018
- საქმე №190210018002553964 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.04.2019
- საქმე №330210118002665693 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.04.2019
- საქმე №190210018002705789 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №190210018002243646 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 15.11.2018
- საქმე №080210017001789279 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.06.2018
- საქმე №340210016001238056 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 11.05.2018
- საქმე №100210018002266651 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 04.04.2018
- საქმე №100210017002072461 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 23.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება