1. მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები.
2. (ამოღებულია - 11.05.2007, №4744).
3. რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ:
ა) არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე;
ბ) გირავნობის საგანი მალფუჭებადია.
4. მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ დამგირავებლისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.12.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 282. გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულება 1. მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები. 2. (ამოღებულია).(ამოღებულია - 11.05.2007, №4744). 3. რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ: ა) არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე; ბ) გირავნობის საგანი მალფუჭებადია. 4. მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ დამგირავებლისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158მუხ.1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №ბს-1106(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…ცნებებს. ვინაიდან, შპს „...“ არ წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რეზიდენტურიდან მიღებული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით, დაჯარიმდა რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის სსკ-ის 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად. 5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
- საქმე №ბს-98(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
ამასთან, სსკ-ის 282-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
- საქმე №ბს-562(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
ვინაიდან საწარმო არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, ზემოაღნიშნული ოპერაციის განხორციელების შედეგად, სსკ-ის 157-ე მუხლის შესაბამისად, მას წარმოეშვა ამგვარი ვალდებულება და სსკ-ის 282-ე მუხლის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაერიცხა ჯარიმა.
- საქმე №ას-1093-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
კასატორი ზემოხსენებული პრეტენზიით ფაქტობრივად მოგირავნის მიერ სსკ-ის 282.1 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულების დარღვევასა და დამგირავებლისათვის გირაოს გამოხსნის ( სსკ-ის 269.3 მუხლი) უფლების წართმევაზე აპელირებს.
- საქმე №ას-938-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
…შემთხვევაში მოგირავნის მიერ გირავნობის საგნების რეალიზების შესახებ და მოვალემ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია, რამაც წარმოშვა მოგირავნის უფლება, გირავნობის საგნების რეალიზაციით მისი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა; 3.17. სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და…
- საქმე №ას-68-68-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2018
- საქმე №ას-212-197-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2014
- საქმე №ბს-966-927(3კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2008
- საქმე №ას-289-651-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2005
- საქმე №ბს-977-563(გ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2005
- საქმე №ას-517-843-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2005
- საქმე №ას-8-382-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2005
- საქმე №ბს-41-5-კს-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2004
- საქმე №ას-40-740-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2003
- საქმე №ას-40-740-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2003
- საქმე №517-84-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210117001933793 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.11.2019
- საქმე №080310017001916438 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2019
- საქმე №330310117002149092 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.01.2020
- საქმე №330310018002710070 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.10.2019
- საქმე №010210018002595788 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №080210017001761212 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 21.03.2019
- საქმე №041210018002472926 · თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო · 28.09.2018
- საქმე №010210017002123931 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №330210117001933793 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება