1. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა.
2. გირავნობით რამდენჯერმე დატვირთული საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციის ხარჯების დაფარვისა და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა შეინახოს ნოტარიუსთან დეპოზიტზე შემდგომი მოგირავნეების მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ყოველი შემდგომი მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.
3. გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს.
4. გირავნობის საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე პასუხს აგებს სხვა მოგირავნეების წინაშე იმ ზიანისათვის, რაც წარმოიშობა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-1106(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
აღნიშნული ა/ფ-ები ჩათვლილი იყო 2018 წლის თებერვლის დეკლარაციაში, დღგ-ის თანხით 3 423 ლარი, რომელიც მეწარმეს დაერიცხებოდა დამატებით ძირითად გადასახადში, ასევე მას დაერიცხებოდა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 1 712 ლარი (საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირება) და სსკ-ის 280-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 6 846 ლარი (გადასახადის უკანონო ჩათვლა). სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22…
- საქმე №ას-125-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2020
სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 260-ე, 280.1 და 283-ე მუხლების გამოყენების, ასევე, კერძო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის ფართო განმარტების მიუხედავად, გვერდი აუარა სამოქალაქო კოდექსის 54-ე…
- საქმე №ას-1162-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
…მოსარჩელის სასარგებლოდ, 2014 წლის 23 სექტემბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1104 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა. 9.2 თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 254-ე, 256-ე, 276-ე, 280-ე, 283-ე, 327-ე, 623-ე და 625-ე მუხლებით. 9.3 სასამართლომ დაადგინა, რომ კრედიტორს სსკ-ის 283-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია და გირავნობის საგანი სამართლიან და გონივრულ ფასად გაყიდა.
- საქმე №ბს-540-537(კს-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2017
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასახელებს შემთხვევებს, როცა სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას (სსკ 279), და, როცა სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია შეაჩეროს საქმის წარმოება ( სსკ 280-ე მუხლი). საქმის წარმოების შეჩერების დამატებითი შემთხვევებისას, სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რა დროსაც ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია კანონით გათვალისწინებული საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება.
- საქმე №ას-304-289-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2013
…ურთიერთობა უნდა შეფასებულიყო, როგორც ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობდა გასხვისების შესახებ მხარეთა ერთობლივი განცხადებიდან და არც სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების ანალიზიდან. სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას, ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს.
- საქმე №050310017002149793 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.02.2019
- საქმე №330210017002131890 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება