1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
[
1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
2. რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.
3. მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს.
4. დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ.
[
5. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგის შედეგად დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება დებიტორულ დავალიანებაზე და ფაქტორის საკუთრებაში გადადის გირავნობის უფლებით დაუტვირთავი ქონება. ამ შემთხვევაში გირავნობის უფლება არსებობას აგრძელებს აღნიშნული დებიტორული დავალიანების ფაქტორის საკუთრებაში გადაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალზე. თუ ფაქტორს დებიტორული დავალიანების ნაწილი გადაეცემა, ეს წესი აღნიშნული დებიტორული დავალიანების მხოლოდ გადაცემულ ნაწილზე გავრცელდება.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1454 – ვებგვერდი, 06.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 01.04.2026 კანონი №1454
- 24.12.2013 კანონი №1833
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (19.09.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 274. გირავნობის საგნის გასხვისება 1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. [ 1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 2. რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის. 3. მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს. 4. დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ. [ 5. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგის შედეგად დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება დებიტორულ დავალიანებაზე და ფაქტორის საკუთრებაში გადადის გირავნობის უფლებით დაუტვირთავი ქონება. ამ შემთხვევაში გირავნობის უფლება არსებობას აგრძელებს აღნიშნული დებიტორული დავალიანების ფაქტორის საკუთრებაში გადაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალზე. თუ ფაქტორს დებიტორული დავალიანების ნაწილი გადაეცემა, ეს წესი აღნიშნული დებიტორული დავალიანების მხოლოდ გადაცემულ ნაწილზე გავრცელდება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35 საქართველოს 2013 წლის დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(26)
- საქმე №ბს-1085(კ-2კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის 2017 წლის 5-6 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტებიდან. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სახელმწიფოს უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაეცა მოძრავი ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის საგნის გასხვისებისას დამგირავებელსა და მესაკუთრეს ერთობლივად ეკისებათ პასუხისმგებლობა.
- საქმე №ბს-1085(კ-2კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- საქმე №ბს-408(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
აუდიტორის შეფასებით, შემოწმებით აღნიშნული თანხების დაბეგვრა მოხდა უკუდაბეგვრის დღგ-ით და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სსკ-ის 275-ე და 274-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები. ამდენად, სასამართლოს მითითებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს სადავო ოპერაციები წარმოადგენდა თუ არა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს.
- საქმე №ბს-1312(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) მიერ სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლზე მითითება და პოზიცია, რომ შემძენზე უფლებრივად დაუტვირთავი ქონება უნდა გადავიდეს და პირველ რიგში აღნიშნა, რომ ი/მ,,ვ.
- საქმე №ას-944-906-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2015
ამ სესხის უზრუნველსაყოფად ბანკში დაგირავებული კასატორის კუთვნილი ავტომანქანის შეძენით, სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, შემძენზე (მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეზე) შესაძლებელია გადასულიყო გირავნობით დატვირთული საკუთრება, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ შემძენმა დაიკავა თავდაპირველი მოვალის (მსესხებლის) ადგილი.
- საქმე №ას-743-699-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2012
- საქმე №ბს-1107-1096(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2012
- საქმე №ბს-1521-1478(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.08.2009
- საქმე №ბს-1201-1027-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2005
- საქმე №ბს-261-420-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2003
- საქმე №3გ-ად-27-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2003
- საქმე №3კ/350-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2003
- საქმე №3კ/316-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2003
- საქმე №3კ/1334-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2003
- საქმე №3კ/1430-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2002
- საქმე №3კ/705-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.09.2001
- საქმე №080310017001878030 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №330210015702210 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №330310015001022310 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2018
- საქმე №330210014465263 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.01.2018
- საქმე №050310118002681993 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 30.12.2019
- საქმე №330210118002338260 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.05.2019
- საქმე №080310017001878030 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330310018002297023 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №190310017002191076 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 09.11.2018
- საქმე №330210118002370376 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება