1. გირავნობის საგნის რეალიზაციით შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, გარდა 279-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის არამართლზომიერი რეალიზაციის შემთხვევაში შემძენი იძენს საკუთრების უფლებას, თუ იგი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ბს-899(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სსკ-ის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევით. განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ კანონის ნორმის ციტირებით.
- საქმე №ბს-889(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სსკ-ის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევით. განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ კანონის ნორმის ციტირებით.
- საქმე №ას-68-68-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2018
მოპასუხემ მიუთითა სსკ-ის 282-ე და 285.1 მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელეს მისთვის წერილობით არც გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ უცნობებია და არც ანგარიში წარუდგენია მისთვის რეალიზაციის ხარჯების, რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა და ამ თანხის გამოყენების თაობაზე.
- საქმე №ბს-421-414(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 და 26-ე მუხლებზე, სსკ-ის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებზე და მ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
- საქმე №ბს-423-416(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 და 26-ე მუხლებზე, სსკ-ის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებზე და ს. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
- საქმე №ბს-721-707(გ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2015
- საქმე №ბს-460-454(კ-კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2014
- საქმე №ბს-642-617(კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2014
- საქმე №ა-2636-შ-38-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2011
- საქმე №ა-135-შ-2-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2011
- საქმე №ბს-898-865(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.11.2008
- საქმე №ბს-889-856(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2008
- საქმე №ბს-894-861(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2008
- საქმე №ბს-788-750(კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2008
- საქმე №330310016001471320 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №110210017001977360 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 283 (12)
11.07.2007-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 283; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ბს-669-638(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2007
ადრე რეგისტრირებული სანივთო უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება, ხოლო ამავე კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გირაოს მართლზომიერი გასხვისებითა და გადაცემით შემძენზე გადადის დაუტვირთავი ქონება (ს.ფ.
- საქმე №ას-467-778-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2006
…პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეჩერებული საქმის განხილვა აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანამდე და ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას, რომ საქმის წარმოება არ უნდა შეჩერებულიყო. სსკ-ის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება.
- საქმე №3კ/390 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2006
ვ-ს» საკასაციო საჩივრის გამო საქმის წარმოება უნდა განახლდეს, ხოლო შემდეგ შეწყდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შემდეგი საფუძვლებით: სსკ-ის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება.
- საქმე №ას-891-1506-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2006
- საქმე №ას-191-884-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2006
- საქმე №ას-1040-1287-04, · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.01.2006
- საქმე №3კ/1323-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2004
- საქმე №3კ/871-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2004
- საქმე №ბს-21-226-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2003
- საქმე №3გ-ად-98-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2003
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება