1. ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან
–
ამ წარმომადგენლების თანხმობით
–
მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით.
2. თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც.
3. საწარმოს გაძღოლის ნებართვა საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. არასრულწლოვანის ემანსიპაცია 1. ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან _– ამ წარმომადგენლების თანხმობით _– მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით. 2. თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც. 3. საწარმოს გაძღოლის ნებართვა საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით.შეთანხმები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(32)
- საქმე №ბს-1373(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული გარემოებები ვერ ადასტურებს სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის საპროცესო ვადაში წარდგენის შეუძლებლობასა და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის სსკ-ის 65-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების არსებობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მას გაშვებული ვადა საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს.
- საქმე №ბს-704(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
- საქმე №ბს-164(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სსკ 65-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო მოქმედების ვადის აღდგენის შესაძლებლობას, კერძოდ, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
- საქმე №ბს-226(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2025
ვადამდე გათავისუფლება კი გულისმობს სასჯელის მოხდისაგან პირობით გათავისუფლებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ამასთანავე სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადაში მსჯავრდებულს შესაძლოა დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეოებები (ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი და სხვ.).
- საქმე №ბს-982(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2020
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, უნდა აღდგეს საპროცესო მოქმედებისათვის განსაზღვრული ვადა, რადგან კონკრეტული საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
- საქმე №ბს-1211(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №ბს-626-626(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2018
- საქმე №ბ-858-5(ა-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2014
- საქმე №ას-76-72-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2013
- საქმე №ბს-1756-1724(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.03.2012
- საქმე №ბს-340-337(კს-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.05.2011
- საქმე №ბს-158-153(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2009
- საქმე №ბს-1515-1472(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2009
- საქმე №ბს-585-562(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2008
- საქმე №ას-472-859-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2006
- საქმე №ას-116-554-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.05.2006
- საქმე №ბს-1324-900(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2006
- საქმე №ბს-371-28-კს-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.03.2004
- საქმე №3გ/ად-207-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.07.2003
- საქმე №3გ-ად-191-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2003
- საქმე №3კ/586-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2003
- საქმე №3კ/1441-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2003
- საქმე №3კ/1329-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2003
- საქმე №3გ/ად-234-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2002
- საქმე №3-გ-ად-34-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.01.2000
- საქმე №330310017002127149 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №080210118001446657 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.11.2018
- საქმე №330210016001451162 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.05.2018
- საქმე №330310016001456169 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.03.2018
- საქმე №330210116001433323 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2018
- საქმე №330210019003175221 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.01.2020
- საქმე №330310018002372640 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება