ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.05.2016 ბოლო ცვლილება 12.01.2024
ნომერი
№40/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017112
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (38)

შემდგომი ცვლილებები (20)

წინა ცვლილებები (18)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №40/ნ

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-7 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ეროვნული სასწავლო გეგმა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36 ბრძანებით დამტკიცებული  ეროვნული სასწავლო გეგმის:

ა) შესავალი;

ბ) I კარი;

გ) II კარის 49-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 (მხოლოდ VII კლასი) პუნქტები;

გ​1) II კარის 49-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები;

დ) II კარის 50-ე მუხლი;

ე) II კარის X თავის I კლასი, II კლასი, III კლასი, IV კლასი, V კლასი, VI კლასი, ქართულენოვანი სკოლების VII კლასი;

ვ) III კარის XI, XII, XIII (VII კლასი), XV, XVI, XVII, XVIII (VII დონე), XIX​2, XX, XXI, XXII (VII კლასი),  XXIV, XXV, XXVI (I დონე (ს.I), II დონე (ს.II)), XXVII, XXVIII დონე (ს.1), XXIX, XXX (I დონე (ს.I), II დონე (ს.II)), XXXI, XXXII დონე (ს.I), XXXIII, XXXIV​2, XXXIV​3,  XXXIV​4 , XXXIV​5, XXXIV​6 დონე I (ს.1), XXXIV​7, XXXIV​8, XXXV, XXXVI, XXXVII (VII კლასის ისტორია და გეოგრაფია), XXXIX, XL, XLI (VII კლასი), XLIII, XLIV, XLV, XLVI, XLVII (VII კლასი), XLVIII, XLIX, L (VII კლასი), LI, LII, LIII, LIV, LV (VII კლასი) თავები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 10.09.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 14.08.2019წ.

+
მუხლი 3
1. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 15 სექტემბრიდან და მოქმედებს 6 წლის განმავლობაში.

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

3. ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ პუნქტები ქართულენოვანი სკოლებისთვის ამოქმედდეს 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

4. ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ე“, „ვ“ და „გ​1“ პუნქტები არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის ამოქმედდეს 2019 წლის 15 სექტემბრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 10.09.2018წ.

+
მუხლი 4
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისთვის ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“, №40/ნ, 18.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017112 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3285991-18/