ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.05.2016 ბოლო ცვლილება 12.01.2024
ნომერი
№40/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017112
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (38)

შემდგომი ცვლილებები (32)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №40/ნ

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-7 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა  და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ეროვნული სასწავლო გეგმა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36 ბრძანებით დამტკიცებული  ეროვნული სასწავლო გეგმის:

ა) შესავალი;

ბ) I კარი;

გ) II კარის 49-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტები;

დ) II კარის 50-ე მუხლი;

ე) II კარის X თავის I კლასი, II კლასი, III კლასი, IV კლასი, V კლასი, VI კლასი;

ვ) III კარის XI, XII, XV, XVI, XVII, XIX​2, XX, XXI, XXIV, XXV, XXVII, XXIX, XXXI, XXXIII, XXXIV​1, XXXIV​3,  XXXIV​5, XXXIV​7, XXXV, XXXVI, XXXIX, XL, XLIII, XLIV, XLV, XLVI, XLVIII, XLIX, LI, LII, LIII, LIV თავები.

+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 15 სექტემბრიდან და მოქმედებს 6 წლის განმავლობაში.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

+
მუხლი 4
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისთვის ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“, №40/ნ, 18.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017112 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3285991-6/