ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (38)
შემდგომი ცვლილებები (36)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-7 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე
, ვბრძანებ:
|
+
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ეროვნული სასწავლო გეგმა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
+
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის:
ა) შესავალი; ბ) I კარი; გ) II კარის 49-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტები; დ) II კარის 50-ე მუხლი; ე) II კარის X თავის I კლასი, II კლასი, III კლასი, IV კლასი, V კლასი, VI კლასი; ვ) III კარის XI, XII, XV, XVI, XVII, XIX2, XX, XXI, XXIV, XXV, XXVII, XXIX, XXXI, XXXIII, XXXIV1, XXXIV3, XXXIV5, XXXIV7, XXXV, XXXVI, XXXIX, XL, XLIII, XLIV, XLV, XLVI, XLVIII, XLIX, LI, LII, LIII, LIV თავები. |
+
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 15 სექტემბრიდან და მოქმედებს 6 წლის განმავლობაში. |
+
| მუხლი 4 |
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისთვის ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“, №40/ნ, 18.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017112 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3285991-2/