ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (20)
შემდგომი ცვლილებები (9)
წინა ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2022 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2022 წ.
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან (კალენდარული წლის პერიოდში ერთჯერადად) თანადაფინანსების პროგრამას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
3. (ამოღებულია - 18.01.2023, №7).
1. წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით.
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, რომელიც შესაძლებელია დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ბ) კოსმეტიკურ მომსახურებაზე;
გ) საკურორტო მომსახურებაზე;
დ) ფიზიოთერაპიულ მომსახურებაზე 18 წელს ზემოთ:
ე) განცხადების წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე;
ვ) (ამოღებულია - 07.02.2023, №7).
1. 0-65000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ, შშმ პირებს და 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბენეფიციარებს 100%-ით დაფინანსდება 200 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება. ის ბენეფიციარი, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, 200 ლარამდე სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდება 50%-ით;
2. 65001-150000-ის სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 55%-ით.
3. ბენეფიციარი, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების მიხედვით:
ა) 2000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით;
ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 40%-ით;
გ) 5000 ლარიდან ზევით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 35%-ით;
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებულ ბავშვების სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური ავადმყოფი, მასზე სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება გაიცეს კალენდარული წლის პერიოდში ორჯერადად 70%-ით.
51. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარს, რომელსაც ესაჭიროება ორთოპედიული ენდოპროთეზირება (მენჯ-ბარძაყის სახსარი), დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 7000 (შვიდი ათასი) ლარისა.
6. 18 წლამდე ასაკის შ.შ.მ. პირებს და სოციალურად დაუცველებს ფიზიოთერაპია და ფსიქო სოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდეს 100%-ით 3000 ლარამდე.
61. 18 წლის ასაკს ზევით შშმ და სოციალურად დაუცველ პირებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ:
ა) 3000 ლარამდე 100%-ით;
ბ) 5000 ლარამდე 50 %-ით.
7. 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდეთ 50%-ით 5000 ლარამდე.
71. ამ მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დაფინანსება, საგამონაკლისო წესით, ორჯერადად განხორციელდება, უკიდურესად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ პირებისთვის ამბოლატორიულ მომსახურებაზე, სტაციონარულ მომსახურებასა და სამედიცინო გამოკვლევაზე.
72. ამ მუხლის მიზნებისთვის უკიდურესად გაჭირვებულია პირი რომელიც ჩამოთვლილთაგან აკმაყოფილებს შემდეგ ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა) მინიჭებული აქვს მარტოხელა, მშობლის სტატუსი;
ბ) მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი;
გ) არის მარტოხელა პენსიონერი;
დ) მინიჭებული აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი;
ე) არ უფიქსირდება ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი;
ვ) მინიჭებული აქვს შშმ პირის სტატუსი.
8. ომის მონაწილე ვეტერანებს ფიზიოთერაპია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
9. სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.
მოქალაქემ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (განცხადების დაწერა შესაძლებელია ბენეფიციარის ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მინდობილი პირის მიერ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა, მინდობილობა ან სხვა);
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან კალკულაცია);
ე) ცნობა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არარსებობის, ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
თ) მშობლის ან მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
კ) ამონაწერი არასრულწლოვანი ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
ლ) დასრულებული სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ცნობა დაწესებულებიდან დავალიანების ქონის შესახებ;
მ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ნ) ომის მონაწილის დამადასტურებელი (ვეტერანის) მოწმობა;
ო) ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.
პ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია განმცხადებლის ან საქართველოში რეგისტრირებული შუამავალი სამედიცინო დაწესებულების, საავადმყოფოს (კლინიკის) მიერ.
ჟ) მე-4 მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით შესასრულებლად გადაეცემა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსს სპეციალისტს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.
2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.
3. სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.
4. საგარანტიო ვალდებულება შემცირებულ იქნება შესაბამისი პროპორციული რაოდენობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენის შემდეგ დადგინდება, რომ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობის მთლიანი ღირებულებიდან უშუალოდ პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შემცირდა წინასწარი დოკუმენტაციით წარმოდგენილ თანხასთან შედარებით.
სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.
5. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შემთხვევაში საგარანტიო წერილი გაიცემა შუამავალ სამედიცინო დაწესებულების (საავადმყოფოს, კლინიკის) სახელზე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 08.02.2023წ.
+
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2019 წლის 7 მაისი დაბა ადიგენიადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2022 წ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.+
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი
+
დანართი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2022 წ.
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან (კალენდარული წლის პერიოდში ერთჯერადად) თანადაფინანსების პროგრამას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
3. (ამოღებულია - 18.01.2023, №7).
1. წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით.
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, რომელიც შესაძლებელია დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ბ) კოსმეტიკურ მომსახურებაზე;
გ) საკურორტო მომსახურებაზე;
დ) ფიზიოთერაპიულ მომსახურებაზე 18 წელს ზემოთ:
ე) განცხადების წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე;
ვ) (ამოღებულია - 07.02.2023, №7).
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.1. 0-65000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ, შშმ პირებს და 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბენეფიციარებს 100%-ით დაფინანსდება 200 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება. ის ბენეფიციარი, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, 200 ლარამდე სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდება 50%-ით;
2. 65001-150000-ის სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 55%-ით.
3. ბენეფიციარი, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების მიხედვით:
ა) 2000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით;
ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 40%-ით;
გ) 5000 ლარიდან ზევით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 35%-ით;
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებულ ბავშვების სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური ავადმყოფი, მასზედ სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურეობა გაიცეს კალენდარული წლის პერიოდში ორჯერადად 60 %-ით.
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური ავადმყოფი, მასზე სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება გაიცეს კალენდარული წლის პერიოდში ორჯერადად 70%-ით.
51. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარს, რომელსაც ესაჭიროება ორთოპედიული ენდოპროთეზირება (მენჯ-ბარძაყის სახსარი), დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 7000 (შვიდი ათასი) ლარისა.
6. 18 წლამდე ასაკის შ.შ.მ. პირებს და სოციალურად დაუცველებს ფიზიოთერაპია და ფსიქო სოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდეს 100%-ით 3000 ლარამდე.
61. 18 წლის ასაკს ზევით შშმ და სოციალურად დაუცველ პირებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ:
ა) 3000 ლარამდე 100%-ით;
ბ) 5000 ლარამდე 50 %-ით.
7. 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდეთ 50%-ით 5000 ლარამდე.
71. ამ მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დაფინანსება, საგამონაკლისო წესით, ორჯერადად განხორციელდება, უკიდურესად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ პირებისთვის ამბოლატორიულ მომსახურებაზე, სტაციონარულ მომსახურებასა და სამედიცინო გამოკვლევაზე.
72. ამ მუხლის მიზნებისთვის უკიდურესად გაჭირვებულია პირი რომელიც ჩამოთვლილთაგან აკმაყოფილებს შემდეგ ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა) მინიჭებული აქვს მარტოხელა, მშობლის სტატუსი;
ბ) მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი;
გ) არის მარტოხელა პენსიონერი;
დ) მინიჭებული აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი;
ე) არ უფიქსირდება ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი;
ვ) მინიჭებული აქვს შშმ პირის სტატუსი.
8. ომის მონაწილე ვეტერანებს ფიზიოთერაპია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
9. სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2022 წ.
მოქალაქემ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (განცხადების დაწერა შესაძლებელია ბენეფიციარის ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მინდობილი პირის მიერ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა, მინდობილობა ან სხვა);
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან კალკულაცია);
ე) ცნობა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არარსებობის, ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
თ) მშობლის ან მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
კ) ამონაწერი არასრულწლოვანი ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
ლ) დასრულებული სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ცნობა დაწესებულებიდან დავალიანების ქონის შესახებ;
მ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ნ) ომის მონაწილის დამადასტურებელი (ვეტერანის) მოწმობა;
ო) ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.
პ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია განმცხადებლის ან საქართველოში რეგისტრირებული შუამავალი სამედიცინო დაწესებულების, საავადმყოფოს (კლინიკის) მიერ.
ჟ) მე-4 მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2022 წ.
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით შესასრულებლად გადაეცემა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსს სპეციალისტს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.
2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.
3. სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.
4. საგარანტიო ვალდებულება შემცირებულ იქნება შესაბამისი პროპორციული რაოდენობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენის შემდეგ დადგინდება, რომ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობის მთლიანი ღირებულებიდან უშუალოდ პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შემცირდა წინასწარი დოკუმენტაციით წარმოდგენილ თანხასთან შედარებით.
სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.
5. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შემთხვევაში საგარანტიო წერილი გაიცემა შუამავალ სამედიცინო დაწესებულების (საავადმყოფოს, კლინიკის) სახელზე. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2022 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №19, 07.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016451 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4556326-11/