ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (20)
შემდგომი ცვლილებები (18)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
|
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან (კალენდარული წლის პერიოდში ერთჯერადად) თანადაფინანსების პროგრამას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
1. წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით.
1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს ქირურგიული მკურნალობის, ამბულატორიული მკურნალობის, სტაციონალური მკურნალობის, ლაბორატორიული კვლევის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიოთერაპიის, მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სამედიცინო მომსახურების, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანების თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსები, სააფთიაქო ხარჯები.
2. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;
ბ) კოსმეტიკურ პლასტიკურ - ქირურგიულ მომსახურებაზე;
გ) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე;
დ) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალებებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე;
ე) განცხადების წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე;
ზ) (ამოღებულია - 25.06.2019, №26);
თ) იაფფასიან მედიკამენტებზე (ღირებულებით 10 ლარამდე);
ი) (ამოღებულია - 04.06.2019, № 24)

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ივნისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 27.06.2019წ.
1.200 ლარამდე მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურეობა (ქირურგიული მკურნალობა, ამბულატორიული მკურნალობა, სტაციონალური მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა) დაუფინანსდეს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს 100%-ით.
2. ლაბორატორიული-სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსება;
ბენეფიციარს, რომელსაც ესაჭიროება ლაბორატორიული – სადიაგნოსტიკო გამოკვლევა, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე.
3. მოსახლეობის სააფთიაქო მომსახურების დაფინანსება:
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც სააფთიაქო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააფთიაქო მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;
ბ) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც სააფთიაქო მომსახურებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააფთიაქო მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
გ) ნებისმიერი სხვა დაავადების მქონე ბენეფიციარის, სააფთიაქო მომსახურეობის დაფინანსება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განისაზღვროს 50%-მდე.
4. მკურნალობისა და ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება
ა) ონკოლოგიური (ავთვისებიანი) დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;
ბ) ონკოლოგიური (ავთვისებიანი) დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
გ) ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი) დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;
დ) ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი) დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
ე) გულით დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;
ვ) გულით დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა;
ზ) მშობიარე მშობიარობისას, საკეისრო კვეთისას, გამოკვლევისას და მკურნალობისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
თ) მშობიარე მშობიარობისას, საკეისრო კვეთისას, გამოკვლევისას და მკურნალობისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
ი) სხვა დანარჩენი დაავადების მქონე ბენეფიციარის, მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინასების ღირებულება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განისაზღვროს 50%-მდე;
კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფიზიოთერაპიის თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;
ლ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 40%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
მ) სოციალურად დაუცველ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსების დაფინანსება განისაზღვროს 100%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
1. მოქალაქემ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
დ) სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (კალკულაცია, ანგარიშფაქტურა ან ინვოისი);
ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არ არსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მინდობით აღსაზრდელი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) მშობლის ან მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
კ) ამონაწერი არასრულწლოვანი ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
ლ) დასრულებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ცნობა დაწესებულებიდან დავალიანების ქონის შესახებ.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალურ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის მერს.
3. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.
4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.
5. საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარი წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) განსაზღვრული ხარჯების საბოლოოს შემცირების შემთხვევაში.
6. სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
მოსალოდნელი შედეგები პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
+
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2019 წლის 7 მაისი დაბა ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.+
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი
+
დანართიზ) აყვანილი ექიმის ჰონორარზე;
ი) (ამოღებულია - 04.06.2019, № 24)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.+
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2019 წლის 7 მაისი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/01/2016, 280010000.35.137.016221).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი
+
დანართი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან (კალენდარული წლის პერიოდში ერთჯერადად) თანადაფინანსების პროგრამას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარი🔗
1. წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით.
მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების სახეები🔗
1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს ქირურგიული მკურნალობის, ამბულატორიული მკურნალობის, სტაციონალური მკურნალობის, ლაბორატორიული კვლევის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიოთერაპიის, მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სამედიცინო მომსახურების, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანების თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსები, სააფთიაქო ხარჯები.
2. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;
ბ) კოსმეტიკურ პლასტიკურ - ქირურგიულ მომსახურებაზე;
გ) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე;
დ) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალებებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე;
ე) განცხადების წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე;
ზ) (ამოღებულია - 25.06.2019, №26);
თ) იაფფასიან მედიკამენტებზე (ღირებულებით 10 ლარამდე);
ი) (ამოღებულია - 04.06.2019, № 24)
ი) (ამოღებულია - 04.06.2019, №24)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ივნისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 27.06.2019წ.
მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა🔗
1. 200 ლარამდე მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურეობა (ქირურგიული მკურნალობა, ამბულატორიულიმკურნალობა, სტაციონალური მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა) დაუფინანსდეს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს 100%-ით.
2. ლაბორატორიული-სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსება;
ბენეფიციარს, რომელსაც ესაჭიროება ლაბორატორიული – სადიაგნოსტიკო გამოკვლევა, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე.
3. მოსახლეობის სააფთიაქო მომსახურების დაფინანსება:
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც სააფთიაქო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააფთიაქო მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;
ბ) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც სააფთიაქო მომსახურებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააფთიაქო მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
გ) ნებისმიერი სხვა დაავადების მქონე ბენეფიციარის, სააფთიაქო მომსახურეობის დაფინანსება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განისაზღვროს 50%-მდე.
4. მკურნალობისა და ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;
ბ) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;
გ) (ამოღებულია - 10.07.2019, №29);
დ) (ამოღებულია - 10.07.2019, №29);
ე) (ამოღებულია - 10.07.2019, №29);
ვ) (ამოღებულია - 10.07.2019, №29);
ზ) მშობიარე მშობიარობისას, საკეისრო კვეთისას, გამოკვლევისას და მკურნალობისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
თ) მშობიარე მშობიარობისას, საკეისრო კვეთისას, გამოკვლევისას და მკურნალობისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
ი) სხვა დანარჩენი დაავადების მქონე ბენეფიციარის, მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინასების ღირებულება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განისაზღვროს 50%-მდე;
კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფიზიოთერაპიის თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;
ლ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 40%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
მ) სოციალურად დაუცველ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსების დაფინანსება განისაზღვროს 100%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 ივლისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 12.07.2019წ.
მუხლი 5. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია🔗
1. მოქალაქემ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
დ) სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა ან ინვოისი);
ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არ არსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მინდობით აღსაზრდელი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) მშობლის ან მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
კ) ამონაწერი არასრულწლოვანი ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
ლ) დასრულებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ცნობა დაწესებულებიდან დავალიანების ქონის შესახებ.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 ივლისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 12.07.2019წ.
მუხლი 6. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების გაცემის წესი🔗
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალურ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის მერს.
3. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.
4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.
5. საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარი წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) განსაზღვრული ხარჯების საბოლოოს შემცირების შემთხვევაში.
6. სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
მუხლი 7. მოსალოდნელი შედეგი🔗
მოსალოდნელი შედეგები პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №19, 07.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016451 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4556326-2/