ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (20)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2022 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 აპრილის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 12.04.24
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კალენდარული წლის პერიოდში ერთჯერადად, თანადაფინანსების პროგრამას, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს მოსახლეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 მაისის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 16.05.2024 წ.
1. წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფო, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით.
1. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;
ბ) კოსმეტიკურ მომსახურებაზე;
გ) საკურორტო მომსახურებაზე;
დ) განცხადების წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე.
1. 0-65000 სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ პირებს, შშმ პირებს და 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბენეფიციარებს 100%-ით დაუფინანსდებათ 200 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება.
2. 65001-150000 სოციალური სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარებს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი თანხის 55%-ით.
3. ბენეფიციარს, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განესაზღვრება ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების მიხედვით:
ა) 2000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით;
ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 40%-ით;
გ) 5000 ლარიდან ზევით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 35%-ით.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.
5. ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური პაციენტი, სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება დაუფინანსდება კალენდარული წლის პერიოდში ორჯერადად, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%-ით.
6. ბენეფიციარს, რომელსაც ესაჭიროება ორთოპედიული ენდოპროთეზირება (მენჯ-ბარძაყის სახსარი), დაუფინანსდება ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%, მაგრამ არაუმეტეს 7000 ლარისა.
7. 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 100%-ით 3000 ლარამდე.
8. 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდეთ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50%-ით 5000 ლარამდე.
9. 18 წლის ასაკს ზევით შშმ და სოციალურად დაუცველ პირებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ:
ა) 1000 ლარამდე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების100%-ით;
ბ) 1000 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50 %-ით;
გ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 40 %-ით;
დ) 5000 ლარიდან ზევით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 35%-ით.
10. 18 წლის ასაკს ზევით ბენეფიციარებს კინეზოთერაპია დაუფინანსდებათ:
ა) 2000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50%-ით;
ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 40%-ით;
გ) 5000 ლარიდან ზევით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 35%-ით.
11. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურებისთვის დაფინანსება ორჯერადად განხორციელდება უკიდურესად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ პირებზე.
12. ამ მუხლის მიზნებისთვის უკიდურესად გაჭირვებულია პირი რომელიც ჩამოთვლილთაგან აკმაყოფილებს შემდეგ ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა) მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი;
ბ) მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი;
გ) არის მარტოხელა პენსიონერი;
დ) მინიჭებული აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი;
ე) არ უფიქსირდება ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი;
ვ) მინიჭებული აქვს შშმ პირის სტატუსი.
13. ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს ფიზიოთერაპია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
14. სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

მოქალაქემ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (განცხადების დაწერა შესაძლებელია ბენეფიციარის ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მინდობილი პირის მიერ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა, მინდობილობა ან სხვა);
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან, სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან კალკულაცია) ან/და სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სააფთიაქო ან სამედიცინო დაწესებულებებისადმი ბენეფიციარის ასანაზღაურებელი თანხა;
ე) ცნობა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების ან/და ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
თ) მშობლის ან მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
კ) ამონაწერი არასრულწლოვანი ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
ლ) დასრულებული სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ცნობა დაწესებულებიდან დავალიანების ქონის შესახებ;
მ) სოციალური სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ნ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის მოწმობა;
ო) ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს;
პ) (ამოღებულია - 16.05.2024, №30);
ჟ) მე-4 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, შესასრულებლად გადაეცემა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალურ საკითხთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროს სპეციალისტს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.
2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.
3. სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემდგომი სამუშაოს (სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.
4. საგარანტიო ვალდებულება შემცირებული იქნება შესაბამისი პროპორციული რაოდენობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენის შემდეგ დადგინდება, რომ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობის მთლიანი ღირებულებიდან უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შემცირდა წინასწარი დოკუმენტაციით წარმოდგენილ თანხასთან შედარებით.
სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.
5. (ამოღებულია - 16.05.2024, №30).

+
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2019 წლის 7 მაისი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2022 წ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/01/2016, 280010000.35.137.016221).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი
+
დანართი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 აპრილის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 12.04.24
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კალენდარული წლის პერიოდში ერთჯერადად, თანადაფინანსების პროგრამას, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს მოსახლეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 მაისის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 16.05.2024 წ.
მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარი🔗
1. წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფო, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით.
მუხლი 3. პროგრამის მოქმედების გავრცელება🔗
1. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;
ბ) კოსმეტიკურ მომსახურებაზე;
გ) საკურორტო მომსახურებაზე;
დ) განცხადების წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე.
მუხლი 4. სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურების დაფინანსების ოდენობა🔗
1. 0-65000 სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ პირებს, შშმ პირებს და 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბენეფიციარებს 100%-ით დაუფინანსდებათ 200 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება.
2. 65001-150000 სოციალური სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარებს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი თანხის 55%-ით.
3. ბენეფიციარს, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განესაზღვრება ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების მიხედვით:
ა) 2000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით;
ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 40%-ით;
გ) 5000 ლარიდან ზევით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 35%-ით.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.
5. ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური პაციენტი, სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება დაუფინანსდება კალენდარული წლის პერიოდში ორჯერადად, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%-ით.
5. ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური პაციენტი, სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება დაუფინანსდება კალენდარული წლის პერიოდში ორჯერადად, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%-ით, ხოლო კალენდარული წლის პერიოდში, ონკოლოგიურ პაციენტს მესამედ დაუფინანსდება მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევა 70%-ის ოდენობით.
6. ბენეფიციარს, რომელსაც ესაჭიროება ორთოპედიული ენდოპროთეზირება (მენჯ-ბარძაყის სახსარი), დაუფინანსდება ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%, მაგრამ არაუმეტეს 7000 ლარისა.
7. 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 100%-ით 3000 ლარამდე.
8. 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდეთ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50%-ით 5000 ლარამდე.
9. 18 წლის ასაკს ზევით შშმ და სოციალურად დაუცველ პირებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ:
ა) 1000 ლარამდე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების100%-ით;
ბ) 1000 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50 %-ით;
გ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 40 %-ით;
დ) 5000 ლარიდან ზევით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 35%-ით.
10. 18 წლის ასაკს ზევით ბენეფიციარებს კინეზოთერაპია დაუფინანსდებათ:
ა) 2000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50%-ით;
ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 40%-ით;
გ) 5000 ლარიდან ზევით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 35%-ით.
11. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურებისთვის დაფინანსება ორჯერადად განხორციელდება უკიდურესად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ პირებზე.
12. ამ მუხლის მიზნებისთვის უკიდურესად გაჭირვებულია პირი რომელიც ჩამოთვლილთაგან აკმაყოფილებს შემდეგ ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა) მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი;
ბ) მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი;
გ) არის მარტოხელა პენსიონერი;
დ) მინიჭებული აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი;
ე) არ უფიქსირდება ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი;
ვ) მინიჭებული აქვს შშმ პირის სტატუსი.
13. ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს ფიზიოთერაპია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
14. სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 მაისის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 16.05.2024 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ივლისის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 26.07.2024 წ.
მუხლი 5. სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია🔗
მოქალაქემ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (განცხადების დაწერა შესაძლებელია ბენეფიციარის ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მინდობილი პირის მიერ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა, მინდობილობა ან სხვა);
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან, სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან კალკულაცია) ან/და სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სააფთიაქო ან სამედიცინო დაწესებულებებისადმი ბენეფიციარის ასანაზღაურებელი თანხა;
ე) ცნობა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების ან/და ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
თ) მშობლის ან მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
კ) ამონაწერი არასრულწლოვანი ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
ლ) დასრულებული სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ცნობა დაწესებულებიდან დავალიანების ქონის შესახებ;
მ) სოციალური სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ნ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის მოწმობა;
ო) ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს;
პ) (ამოღებულია - 16.05.2024, №30);
ჟ) მე-4 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 მაისის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 16.05.2024 წ.
მუხლი 6. სააფთიაქო და სამედიცინო და მომსახურების დაფინანსების გაცემის წესი🔗
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, შესასრულებლად გადაეცემა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალურ საკითხთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროს სპეციალისტს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.
2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.
3. სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემდგომი სამუშაოს (სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.
4. საგარანტიო ვალდებულება შემცირებული იქნება შესაბამისი პროპორციული რაოდენობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენის შემდეგ დადგინდება, რომ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობის მთლიანი ღირებულებიდან უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შემცირდა წინასწარი დოკუმენტაციით წარმოდგენილ თანხასთან შედარებით.
სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.
5. (ამოღებულია - 16.05.2024, №30).
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 მაისის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 16.05.2024 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №19, 07.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016451 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4556326-13/