ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.05.2019 ბოლო ცვლილება 04.02.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.137.016451
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (20)

შემდგომი ცვლილებები (14)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2019 წლის 7 მაისი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის  სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“   დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის  სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის  №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/01/2016,  280010000.35.137.016221).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
+



დანართი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან (კალენდარული წლის პერიოდში ერთჯერადად) თანადაფინანსების პროგრამას.

2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.

მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარი

1. წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით.

მუხლი 3. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;

ბ) კოსმეტიკურ მომსახურებაზე;

გ) საკურორტო მომსახურებაზე;

დ) ფიზიოთერაპიულ მომსახურებაზე 18 წელს ზემოთ:

ე) განცხადების წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე;

ვ) იაფფასიან მედიკამენტებზე (ღირებულებით 10 ლარამდე):

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ივნისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 27.06.2019წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 მაისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.05.2021წ.

მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა

1. 0-65000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით 200 ლარამდე  სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდეს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს 100%-ით.

2. 65001-150000-ის სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 55%-ით.

3. ბენეფიციარი რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის  დამადასტურებელ დოკუმენტს მისი სამედიცინო მომსახურეობა 2000 ლარამდე განისაზღვროს 50%-ით, 2000-დან 5000  ლარამდე 40%-ით, 5000 ლარის ზევით დაფინანსება მოხდეს 35%-ით, ხოლო, სააფთიაქო მომსახურება დაფინანსდეს 45%-ით.

4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის  ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად  მიბარებულ ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარისა;

5. სამედიცინო  დაწესებულების  სახელზე  გაცემული  საგარანტიო  წერილი  მოქმედებს  მისი  გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

6. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ    ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური  ავადმყოფი,   მასზედ   სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურეობა გაიცეს 60%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერადად.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 ივლისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 12.07.2019წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 მაისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.05.2021წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 27.12.2021წ.

მუხლი 5. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. მოქალაქემ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (განცხადების დაწერა შესაძლებელია ბენეფიციარის ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მინდობილი პირის მიერ რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა, მონდობილობა ან სხვა))

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);

დ) სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა ან ინვოისი);

ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არ არსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ;

ვ)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) მინდობით აღსაზრდელი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) მშობლის ან მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;

ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი  ბაზიდან;

კ) ამონაწერი არასრულწლოვანი ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;

ლ) დასრულებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ცნობა დაწესებულებიდან დავალიანების ქონის შესახებ.

მ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 ივლისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 12.07.2019წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 08.04.2021წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 მაისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.05.2021წ.

მუხლი 6. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების გაცემის წესი.

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით შესასრულებლად გადაეცემა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის   მესამე   რანგის   მეორე   კატეგორიის უფროსს სპეციალისტს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.

2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.

3. სამედიცინო  მომსახურების  თანადაფინანსება  (თანხის  გადარიცხვა  სამედიცინო  დაწესებულების ანგარიშზე)    განხორციელდება   მუნიციპალიტეტის   მერის    ინდივიდუალურ-სამართლებრივი   აქტით სამედიცინო     მომსახურების    შემდგომი,    სამუშაოს    (სამედიცინო     მომსახურების)     დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.

4. საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების  თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული  იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარი წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი)   განსაზღვრული  ხარჯების  საბოლოოს შემცირების შემთხვევაში.

5. სამედიცინო  დაწესებულების  სახელზე  გაცემული  საგარანტიო  წერილი  მოქმედებს  მისი  გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 მაისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.05.2021წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 27.12.2021წ.

მუხლი 7. მოსალოდნელი შედეგი 

მოსალოდნელი შედეგები პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №19, 07.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016451 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4556326-6/