1. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების მიმართ არ გამოიყენება გარე გადამუშავებისა და შიდა გადამუშავების პროცედურები, გარდა შიდა გადამუშავების პროცედურისა, რომელიც საქონლის შერევის (კომპაუდირების) და გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით ხორციელდება.
2. ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყლის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხის) მიმართ არ გამოიყენება გარე გადამუშავებისა და შიდა გადამუშავების პროცედურები, გარდა შიდა გადამუშავების პროცედურისა, რომელიც გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით ხორციელდება.
3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული:
ა) სანებართვო მოწმობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მასზე ვრცელდება ამ კოდექსის დებულებები;
ბ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს ამ კოდექსის დებულებების შესრულება.
4. ამ კოდექსის დებულებები ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან დეკლარირებულ საბაჟო პროცედურებზე.
5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დეკლარირებულ სასაქონლო ოპერაციებზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი დებულებები და მათ შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
6. 2028 წლის 1 იანვრამდე იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი.
7. ოქროს სიაში შეყვანით პირს 2028 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით.
8. საბაჟო ორგანოს მიერ დაინტერესებულ პირზე ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის გაცემად მიიჩნევა შესაბამისი საბაჟო დეკლარაციისთვის შეფასების ნომრის მინიჭება.
9. 2028 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.
10. 2028 წლის 1 იანვრამდე საბაჟო ორგანოსთვის ამ კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება.
11. 2019 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყონ ამ კოდექსით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.
საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის კანონი №7203 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1164 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2440 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1062 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1233 – ვებგვერდი, 19.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1233
- 12.11.2025 კანონი №1062
- 16.12.2022 კანონი №2440
- 17.12.2021 კანონი №1164
- 30.09.2020 კანონი №7203
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 213. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების მიმართ არ გამოიყენება გარე გადამუშავებისა და შიდა გადამუშავების პროცედურები, გარდა შიდა გადამუშავების პროცედურისა, რომელიც საქონლის შერევის (კომპაუდირების) და გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით ხორციელდება. 2. ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყლის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხის) მიმართ არ გამოიყენება გარე გადამუშავებისა და შიდა გადამუშავების პროცედურები, გარდა შიდა გადამუშავების პროცედურისა, რომელიც გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით ხორციელდება. 3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული: ა) სანებართვო მოწმობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მასზე ვრცელდება ამ კოდექსის დებულებები; ბ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს ამ კოდექსის დებულებების შესრულება. 4. ამ კოდექსის დებულებები ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან დეკლარირებულ საბაჟო პროცედურებზე. 5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დეკლარირებულ სასაქონლო ოპერაციებზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი დებულებები და მათ შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 6. 2026 წლის 1 იანვრამდე იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი. [ 6. 2028 წლის 1 იანვრამდე იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან) ] 7. ოქროს სიაში შეყვანით პირს 2026 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით. [ 7. ოქროს სიაში შეყვანით პირს 2028 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)] 8. საბაჟო ორგანოს მიერ დაინტერესებულ პირზე ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის გაცემად მიიჩნევა შესაბამისი საბაჟო დეკლარაციისთვის შეფასების ნომრის მინიჭება. 9. 2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა. 10. 2026 წლის 1 იანვრამდე საბაჟო ორგანოსთვის ამ კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება. [ 9. 2028 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა. 10. 2028 წლის 1 იანვრამდე საბაჟო ორგანოსთვის ამ კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)] 11. 2019 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყონ ამ კოდექსით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-987(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
…2019 წლის 1 სექტემბრიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის X წიგნი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის X წიგნის მოქმედება შეჩერდეს 2022 წლის 1 იანვრამდე. ამავე კოდექსის 213-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ამ კოდექსის ამოქმედებამდე დეკლარირებულ სასაქონლო ოპერაციებზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი დებულებები და მათ შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება