აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2005 ბოლო ცვლილება 17.12.2025
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010200000.32.040.000017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 5, 24/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (28)

შემდგომი ცვლილებები (13)

წინა ცვლილებები (15)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №11

2005 წლის 22 თებერვალი 

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ

„აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით:

1. შეიქმნას აფხაზეთის მთავრობის აპარატი და დამტკიცდეს აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანდართული დებულება.

2. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ „აფხაზეთის 2005 წლის ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

თავმჯდომარე         ი. ალასანია

 

აფხაზეთის მთავრობის აპარატის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულება  

1. აფხაზეთის მთავრობის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.

2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, აფხაზეთის მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. აპარატს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

3​1. აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და საშტატო რიცხოვნობას ამტკიცებს მთავრობის თავმჯდომარე.

4. აპარატის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ბიუჯეტი.

5.აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №42; ზემო აფხაზეთი, სოფელი ჩხალთა.

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 29 ივლისის დადგენილება №8- ასმ, №9, 30.07.2008წ.მუხ.13

მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები  

1. აფხაზეთის მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე, მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აპარატი უზრუნველყოფს:

ა) აფხაზეთის მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პირობების შექმნას;

ბ) აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზებას;

გ) აფხაზეთის მთავრობის მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას;

დ) აფხაზეთის კონსტიტუციის შესაბამისად აფხაზეთის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას;

ე) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ დასკვნების მომზადებას;

ვ) აფხაზეთის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ზ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

თ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ურთიერთობას სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ი) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობასთან დაკავშირებული საპროტოკოლო ღონისძიებათა კოორდინაციას;

კ) აფხაზეთის მთავრობის სხდომების (განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადება) ორგანიზებას;

ლ) ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოების - კომისიებისა და საბჭოების საქმიანობისადმი ხელშეწყობას;

მ)  სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებული  საქმიანობის კოორდინაციას და ამ პროგრამების შესრულების კონტროლს;

ნ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სახელზე შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის სფეროში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფას;

ო) სასამართლოსა და სხვა ორგანოებში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლობას;

პ) აფხაზეთის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტას;

ჟ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას.

რ) დოკუმენტების მიღების, დამუშავებისა და მომზადების ერთიანი წესისა და მასთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;

ს) აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;

ტ) კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაციის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვას;

უ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გამგებლობის სფეროს კანონმდებლობით მიკუთვნებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტის ხელშეწყობას;

ფ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ წინადადებების წარდგენას.

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №4- ასმ, №6,.01.05.2008წ.მუხ.8

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 29 ივლისის დადგენილება №8- ასმ, №9, 30.07.2008წ.მუხ.13

აფხაზეთის  მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №16- ვებგვერდი, 29.12,2011წ.

აფხაზეთის  მთავრობის 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №15- ვებგვერდი, 31.12,2012წ.

მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა

აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მთავრობის თავმჯდომარის ბიურო.

ბ) პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

ბ.ა) საინფორმაციო-ტექნოლოგიური სამსახური;

გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი:

დ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული სამმართველო:

.ა) მონიტორინგის სამსახური;

ვ) ანალიტიკის სამმართველო;

ზ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;

თ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახური;

ი)  შიდა აუდიტის სამსახური.

აფხაზეთის  მთავრობის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილება №4 - ასმ, №2,.01.02.2006წ.მუხ.6

აფხაზეთის  მთავრობის 2006 წლის 27 თებერვლის დადგენილება №15- ასმ, №5,.28.02.2006წ.მუხ.23

აფხაზეთის  მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №14- ასმ, №7,.27.03.2007წ.მუხ.15

აფხაზეთის  მთავრობის 2007 წლის 29 ივნისის დადგენილება №28- ასმ, №17,.29.06.2007წ.მუხ.42

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №2- ასმ, №4,.31.03.2008წ.მუხ.6

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №4- ასმ, №6,.01.05.2008წ.მუხ.8

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 29 ივლისის დადგენილება №8- ასმ, №9, 30.07.2008წ.მუხ.13

აფხაზეთის  მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11- ასმ, №9, 20.07.2009წ.მუხ.14

აფხაზეთის  მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის დადგენილება №7- ასმ, №3, 23.02.2010წ.მუხ.8

აფხაზეთის  მთავრობის 2010 წლის 22 ივლისის დადგენილება №22- ასმ, №91, 27.07.2010წ.მუხ.1349

აფხაზეთის  მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 25.02,2011წ.

აფხაზეთის  მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №16- ვებგვერდი, 29.12,2011წ.

აფხაზეთის  მთავრობის 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 31.12,2012წ.

აფხაზეთის  მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 12.12,2013წ.

აფხაზეთის  მთავრობის 2014 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 18.11,2014წ.

მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.

2.აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.

2​1. აპარატის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება აპარატის უფროსის ბრძანებით. აპარატის უფროსის არყოფნისას, აპარატის უფროსის პირველი მოადგილე ასრულებს აპარატის უფროსის მოვალეობას.  აპარატის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. აპარატის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და კორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა​1) მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის აპარატის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ბ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სხვა მოსამსახურეებს;

გ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას აპარატის მოსამსახურეთა, ხოლო აპარატის სტრუქტურული ერთეულის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე აპარატის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აპარატის მომსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) განკარგავს მთავრობის აპარატის ფინანსურ სახსრებს;

ე​1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ვ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;

ზ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

თ) სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის მთავრობის აპარატის სახელით;

ი) კორდინაციას უწევს მუდმივი და დროებითი კომისიების საქმიანობას. უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების მიზნით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;

კ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს აბარებს ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

აფხაზეთის  მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №14- ასმ, №7,.27.03.2007წ.მუხ.15

აფხაზეთის  მთავრობის 2007 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №35- ასმ, №24,.09.10.2007წ.მუხ.62

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 29 ივლისის დადგენილება №8- ასმ, №9, 30.07.2008წ.მუხ.13

აფხაზეთის  მთავრობის 2014 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 18.11,2014წ.

მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები

1. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მთავრობის თავმჯდომარის ერთ-ერთი მრჩეველი იმავდროულად არის მთავრობის თავმჯდომარის ბიუროს უფროსი.

1​​1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობას, აფხაზეთის მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მეშვეობით, ახორციელებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, რომელსაც, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.

2. აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მთავრობის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის დავალებების, აპარატის დებულებისა და სტრუქტურულ ერთეულის დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, ამავე დროს, პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ა​1) ამზადებს და აპარატის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა შორის და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;

ბ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმანტაციას;

გ) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, საჭირო დოკუმენტაცია;

დ) შუამდგომლობს აპარატის უფროსის წინაშე თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 29 ივლისის დადგენილება №8- ასმ, №9, 30.07.2008წ.მუხ.13

აფხაზეთის  მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის დადგენილება №7- ასმ, №3, 23.02.2010წ.მუხ.8

აფხაზეთის  მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 25.02,2011წ.

აფხაზეთის  მთავრობის 2014 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 18.11,2014წ.

მუხლი 6. აპარატის თანამშრომლები

1. აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

2. აპარატის თანამშრომლების სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატში სტაჟირების გავლის წესი და პირობები განისაზღვრება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით.

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 29 ივლისის დადგენილება №8- ასმ, №9, 30.07.2008წ.მუხ.13

მუხლი 7. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. მთავრობის თავმჯდომარის ბიუროს ფუნქციებია:

ა) მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მთავრობის თავმჯდომარის კავშირურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;

გ) ომის მონაწილეთა ოჯახებთან ურთიერთობის, კონფლიქტის დარეგულირების, ეკონომიკური და ინვესტიციების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში წინადადებების შემუშავება და მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენა; 

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა, მოქალაქეთა მიღება და მოქალაქეთა საჩივრების განხილვა;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლობის განხორციელება;

ვ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

2. პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მთავრობის თავმჯდომარის საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მთავრობის თავმჯდომარის სტუმრების ვიზიტების მაღალ დონეზე ჩატარების, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარესთან უცხოელი სტუმრების აუდიენციების უზრუნველყოფა;

ბ) სხვადასხვა სადღესასწაულო და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზება;

გ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის სათარჯიმნო მომსახურება;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა, მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე, აგრეთვე, მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო რეაგირება;

ვ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების მოწყობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის, მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზება;

ზ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, სხვადასხვა საკითხებზე სოციოლოგიური კვლევების ორგანიზება და განხორციელება;

თ) სამთავრობო ვებგვერდის მართვა;

ი) მთავრობის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

კ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

2.1. საინფორმაციო-ტექნოლოგიური სამსახურის ფუნქციებია:

ა) სამთავრობო ვებგვერდის, სააგენტო Abkhazia News-ისა და ფეისბუკ-გვერდის მართვა;

ბ) სამთავრობო სტრუქტურების ელექტრონულ მედიასთან ურთიერთობის კოორდინირება;

გ) სამთავრობო ვებგვერდზე საინფორმაციო–ანალიტიკური მასალის განთავსება;

დ) მთავრობის ვებგვერდის ინტერნეტ-ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით უზრუნველყოფა;

ე) სააგენტო Abkhazia News-ში საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაშუქების მიზნით ოპერატიული, ექსკლუზიური მასალების მოპოვება და გავრცელება;

ვ) უცხო ენაზე მოპოვებული ინფორმაციის სწრაფი თარგმნა ან საერთო შინაარსის გადმოცემა და მათი ოპერატიული გამოქვეყნება (,,გარდიანის“, ვაშინგტონ პოსტის“. ,,ნიუ-იორკ ტაიმსის“, ,,ელ პაისის“, ,,ბიბისის“ და სხვა გავლენიანი გამოცემების და სააგენტოების გამოყენება);

ზ) აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტში ყოფნისა და საჭირბოროტო საკითხებზე გასაუბრების მიზნით სპეციალური გვერდისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სვეტის გამოყოფა და მისი უზრუნველყოფა შესაბამისი დიზაინით;

თ) საიტებთან არსებული ბლოგების მართვა;

ი) ვებგვერდის, ფეისბუკ-გვერდისა და Abkhazia News-ის სრული ინტეგრაციის მიზნით მისი მუდმივი კონტროლი ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფისათვის;

კ) საინფორმაციო საშუალებებისა და სოციალური ქსელების მაქსიმალურად გამოყენება მთავრობის ფეისბუკ-გვერდისა და საიტის პოპულარიზაციის, ასევე, ახალი სააგენტოს მუშაობის განვითარებისათვის;

ლ) ახალ სიმბოლოებსა და ლოგოებზე მუშაობა სამთავრობო ვებგვერდის, ფეისბუკ-გვერდისა და სააგენტოს მოდერნიზაციისა და მათი სრული რეორგანიზაციის მიზნით;

მ) ახალი ტექნოლოგიების თანმიმდევრულად დანერგვა-გამოყენება სააგენტოს სამომავლო განვითარებისათვის;

ნ) მთავრობის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ო) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

3. აღმსრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) აღმსრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის უფროსის ურთიერთობის ხელშეწყობა და, საჭიროების შემთხვევაში, თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;

ვ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური  მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ შემუშავებული შესაბამისი პროგრამების, საკანონმდებლო ნორმატიული აქტის პროექტის საფინანსო–ეკონომიკური ანალიზის, მათი ამოქმედებით მოსალოდნელ სოციალურ–ეკონომიკურ შედეგებზე დასკვნების მომზადების და  მონიტორინგის განხორციელება;

ზ) მიზნობრივი პროგრამების პროექტების განხილვაში მონაწილეობა, პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენის უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანიზაციების მიერ მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენილი ანგარიშების შესწავლა.

ი) მთავრობის და ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე სისტემური კონტროლის განხორციელება საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობაში სათანადო წინადადებების შეტანა;

კ) საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავება.

ლ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი, ანალიტიკური და პროგნოზული ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის;

მ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების შემუშავება, ასევე, ამ მიმართულებით დარგობრივი დაწესებულებების მიერ შესაბამისი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შემუშავებული პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;

ნ) განათლების, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვისა და სპორტის დარგებში, ასევე, სოციალურ და ახალგაზრდობის სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მთავრობისათვის, მთავრობის თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ო) დემოგრაფიის, სამუშაო ძალის, დასაქმებულებისა და უმუშევრების, აგრეთვე, შრომის ანაზღაურების ფორმირებისა და სახეობების შესახებ საფინანსო-ეკონომიკური ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;

პ) სარეზერვო ფონდის ათვისებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნისა და სამართლებრივი  აქტის პროექტის მომზადება;

ჟ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მითითებების მიცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და უწყებებისათვის, მათგან სათანადო ინფორმაციის მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული წესით;

რ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა და მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;

ს) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ტ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

4. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის მთავრობის დადგენილების, განკარგულების, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ბრძანების პროექტების შემუშავება;

ბ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაფორმება და აღრიცხვა;

გ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარმოდგენილი მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტის შესწავლა და მათი მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება;

დ) მთავრობის თავმჯდომარის ან/და მთავრობის აპარატის უფროსის დავალებით, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და მთავრობის აპარატის უფროსის სახელზე შემოსული მასალების (წერილი, განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნით, უმაღლეს საბჭოს წინაშე საკითხის დაყენება მთავრობის თავმჯდომარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების რიგგარეშე განხილვის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ;

ზ) მთავრობის თავმჯდომარისათვის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტების ხელმოსაწერად წარდგენა, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნებით, უმაღლესი საბჭოსათვის კანონპროექტის დაბრუნება;

თ) მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციულ–ანალიტიკური უზრუნველყოფა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე წინადადებების მომზადება და ასეთ საქმეებზე წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში;

კ) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისა და მეთოდური უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადება;

ლ)  ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;

მ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ მოხსენების წარდგენა მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსისათვის;

ნ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის;

ო)   სახელმწიფო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა–გათავისუფლების, შვებულების, უფლებამოსილების შეჩერების, მივლინებისა და სხვა საკითხთა შესახებ აქტების პროექტების მომზადება, საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა;

ჟ) მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და საჯარო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ კონსულტაციების  გაწევა;

რ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების საკადრო და იურიდიული სამსახურების  მუშაობის კოორდინაცია, კონსულტირება და მეთოდური დახმარების გაწევა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან;

უ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ფ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

5. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას; დოკუმენტების საინფორმაციო–საძიებო სისტემის შექმნას; დოკუმენტების შესრულების კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;

ბ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

გ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის გადაწვეტილებათა შემსრულებლებამდე დაყვანა;

დ) საკონტროლო დოკუმენტთა და დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ე) მთავრობის სხდომების, მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის აპარატის უფროსის თათბირების ორგანიზება;

ვ) მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გაფორმება და აღრიცხვა;

ზ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

თ) მთავრობის სხდომების, მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის აპარატის უფროსთან თათბირების ოქმების შედგენა, გაფორმება და აღრიცხვა;

ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება;

კ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების კონტროლი;

ლ) აპარატის საარქივო საქმიანობის წარმართვა;

მ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის რედაქტირება;

ნ) მთავრობის თავმჯდომარის მისაღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ო) მთავრობის თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

პ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

5.1. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის გადაწვეტილებათა შემსრულებლებამდე დაყვანა;

ბ) საკონტროლო დოკუმენტთა და დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

გ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) მთავრობის თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ე) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

6. ანალიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) აფხაზეთში კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის აკუმულირება, სისტემატიზაცია და საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ბ) აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მომუშავე კონფლიქტოლოგთა, პოლიტიკურ მიმომხილველთა, ექსპერტთა მონაწილეობითა და საზოგადოების ჩართულობით შეხვედრების მოწყობა;

გ) მთავრობის თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

დ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

7. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

გ) საქართველოსა და უცხოეთის მაღალი თანამდებობის პირებთან, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სხვა საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების სამუშაო და ოფიციალური შეხვედრების მოწყობა–ორგანიზება;

დ) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ვ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

8.  საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მთავრობის აპარატის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგების წარმოება;

ბ) მთავრობის აპარატის კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა;

გ) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობათა მიზნობრივ გამოყენებაზე, ასევე, მთავრობის აპარატის მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა;

ე) მთავრობის აპარატში საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის სრულყოფა;

ვ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების აღრიცხვა;

ზ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;

თ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება და სრული და დროული აღრიცხვა;

ი) დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშების დადგენილ ვადებში შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა;

კ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება;

ლ) საფინანსო–საბუღალტრო დოკუმენტაციის მიმოხილვა, მომზადება, საფინანსო–საბუღალტრო საკითხებთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების, საპასუხო წერილების ან/და წინადადებების მომზადება;

მ) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

9.  შიდა აუდიტის სამსახური

9.1. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი მიზნებია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით დაწესებულების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, დაწესებულების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია.

9.2. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) აპარატის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

ბ) აპარატში ფინანსების მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის განხორციელება;

დ) აპარატის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის და, ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

ე) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ზ) აპარატში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;

თ) აპარატის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ი) აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენა;

კ) აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშეწყობის მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აპარატის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ლ) აპარატის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

მ) აპარატის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

ნ) აპარატის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

9.3. შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება

შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ". შიდა აუდიტის სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს ფართო, ყოვლისმომცველი აუდიტის პროგრამა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას და საკონსულტაციო მომსახურებას აპარატში.

აფხაზეთის  მთავრობის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილება №4 - ასმ, №2,01.02.2006წ.მუხ.6

აფხაზეთის  მთავრობის 2006 წლის 27 თებერვლის დადგენილება №15- ასმ, №5,.28.02.2006წ.მუხ.23

აფხაზეთის  მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №14- ასმ, №7,.27.03.2007წ.მუხ.15

აფხაზეთის  მთავრობის 2007 წლის 29 ივნისის დადგენილება №28- ასმ, №17,.29.06.2007წ.მუხ.42

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №2- ასმ, №4,.31.03.2008წ.მუხ.6

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №4- ასმ, №6,.01.05.2008წ.მუხ.8

აფხაზეთის  მთავრობის 2008 წლის 29 ივლისის დადგენილება №8- ასმ, №9, 30.07.2008წ.მუხ.13

აფხაზეთის  მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11- ასმ, №9, 20.07.2009წ.მუხ.14

აფხაზეთის  მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის დადგენილება №7- ასმ, №3, 23.02.2010წ.მუხ.8

აფხაზეთის  მთავრობის 2010 წლის 22 ივლისის დადგენილება №22- ასმ, №91, 27.07.2010წ.მუხ.1349

აფხაზეთის  მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 25.02,2011წ.

აფხაზეთის  მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №16- ვებგვერდი, 29.12,2011წ.

აფხაზეთის  მთავრობის 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №15- ვებგვერდი, 31.12,2012წ.

აფხაზეთის  მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №28- ვებგვერდი, 12.12,2013წ.

აფხაზეთის  მთავრობის 2014 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 18.11,2014წ.

 მუხლი 8. დებულებაში ცვლილებებისა  და დამატებების შეტანა

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.

აფხაზეთის  მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №16- ვებგვერდი, 29.12,2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“, №11, 22.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 010200000.32.040.000017 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4716064-15/