აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (28)
შემდგომი ცვლილებები (23)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №11
2005 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ
„აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით:
1. შეიქმნას აფხაზეთის მთავრობის აპარატი და დამტკიცდეს აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანდართული დებულება.
2. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ „აფხაზეთის 2005 წლის ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე ი. ალასანია
აფხაზეთის მთავრობის აპარატის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. აფხაზეთის მთავრობის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, აფხაზეთის მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. აპარატს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.
4. აპარატის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ბიუჯეტი.
5. აპარატის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. №29.
1. აფხაზეთის მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აპარატი უზრუნველყოფს:
ა) აფხაზეთის მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პირობების შექმნას;
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზების ხელშეწყობას;
გ) აფხაზეთის მთავრობის მიზნობრივი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას;
დ) კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას;
ე) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტების გაუქმების შესახებ დასკვნების მომზადებას;
ვ) აფხაზეთის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ზ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
თ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ურთიერთობას სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ი) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობასთან დაკავშირებული საპროტოკოლო ღონისძიებათა კოორდინაციას;
კ) აფხაზეთის მთავრობის სხდომების (განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადება) ორგანიზებას;
ლ) ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოების – კომისიებისა და საბჭოების საქმიანობისადმი ხელშეწყობას;
მ) სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ამ პროგრამების შესრულების კონტროლს;
ნ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობის კოორდინაციას;
ო) აფხაზეთის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტას;
პ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;
ჟ) დოკუმენტების მიღების, დამუშავებისა და მომზადების ერთიანი წესისა და მასთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;
რ) აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის განხორციელებას;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაციის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვას და მიღებას;
ტ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გამგებლობის სფეროს კანონმდებლობით მიკუთვნებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტის ხელშეწყობას;
უ) აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ წინადადებების წარდგენას.
2. აპარატი, დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას, სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) განათლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
დ) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ე) პროტოკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი:
ე.ა) დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობის სამსახური;
ვ) იურიდიული სამსახური;
ზ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახური;
თ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ი) მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილება №4 - ასმ, №2,.01.02.2006წ.მუხ.6
აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 27 თებერვლის დადგენილება №15- ასმ, №5,.28.02.2006წ.მუხ.23
აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №14- ასმ, №7,.27.03.2007წ.მუხ.15
აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 29 ივნისის დადგენილება №28- ასმ, №17,.29.06.2007წ.მუხ.42
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.
2.აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.
21.აპარატის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. აპარატის უფროსის მოადგილე ასრულებს აპარატის უფროსის მოვალეობას მისი ადგილზე არყოფნისას, ასევე, ასრულებს აპარატის უფროსის სხვა დავალებებს.
3. აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სხვა მოსამსახურეებს;
გ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას აპარატის მოსამსახურეთა, ხოლო აპარატის სტრუქტურული ერთეულის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე აპარატის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აპარატის მომსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) განკარგავს მთავრობის აპარატის ფინანსურ სახსრებს;
ე1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ვ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ზ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
თ) სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის მთავრობის აპარატის სახელით;
ი) კორდინაციას უწევს მუდმივი და დროებითი კომისიების საქმიანობას. უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების მიზნით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
კ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს აბარებს ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №35- ასმ, №24,.09.10.2007წ.მუხ.62
1. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.
2. აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეების და აპარატის უფროსის დავალებების, აპარატის დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, ამავე დროს, პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმანტაციას;
გ) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, საჭირო დოკუმენტაცია;
დ) შუამდგომლობს აპარატის უფროსის წინაშე თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
1. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) სისტემატური კონტროლი საკურატორო სფეროში შემავალი უწყებების და მათი საქვეუწყებო ორგანოების მუშაობაზე. მიიღოს ზომები, რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;
ბ) სისტემატური კონტროლი მთავრობის და სხვა ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული დადგენილებების და განკარგულებების შესრულებაზე საკურატორო უწყებების მხრივ.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს აპარატში ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობა, რაც მოიცავს ტექნიკურ და საქმისწარმოების ფუნქციებს;
ბ) განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, აფხაზეთის მთავრობის სხდომების და მთავრობის თავმჯდომარის თათბირების მომზადების ორგანიზება;
გ) კონტროლი გაუწიოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მისაღების ფუნქციონირებას.
3. განათლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად განახორციელოს აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის სამინისტროებისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შესაბამისი პროგრამების, საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი;
ბ)განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და მოახდინოს მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
გ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მისცეს შესაბამისი მითითებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებსა და უწყებებს, მოითხოვოს მათგან სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული წესით.
4.აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა)აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას;
ბ)საქართველოს სამხედრო ძალებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებულად ჩატარებას. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების საქმიანობის სისტემატურ კონტროლს.
5.პროტოკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა)თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა უწყებებთან და ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ბ)საქართველოსა და უცხოეთის მაღალი თანამდებობების პირებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, სხვა საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების სამუშაო და ოფიციალური შეხვედრების მოწყობა-ორგანიზება;
გ) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დელეგაციის დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჟავშნა და სტუმართა განთავსება, მათ კვებასთან, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
დ)შესაბამის სამსახურებსა და უწყებებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სადღესასწაულო და სხვა ოფიციალური ღონისძიებების მოწყობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარის ან/და, მთავრობის აპარატის უფროსის დავალებით, სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება.
6. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ბრძანებების პროექტების შემუშავება;
ბ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარმოდგენილი მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შესწავლა და სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და მთავრობის აპარატის უფროსის სახელზე შემოსული მასალების (წერილი, განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონისა და აფხაზეთის კანონების პროექტების მომზადება და, მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად.
ვ)მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, უმაღლეს საბჭოში იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების წარდგენა, რომელთა წარდგენაც შედის მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენციაში;
ზ)კომპეტენციის ფარგლებში უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს წინაშე საკითხის დაყენება მთავრობის თავმჯდომარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების რიგგარეშე განხილვის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ;
თ)მთავრობის თავმჯდომარისათვის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტების ხელმოსაწერად წარდგენა, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნებით, უმაღლესი საბჭოსათვის კანონპროექტის დაბრუნება;
ი)მთავრობის თავმჯდომარისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;
კ) საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე წინადადებების მომზადება და ასეთ საქმეებზე წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში;
ლ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვა;
მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
7. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურის ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) მთავრობის აპარატის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ბ)კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის აპარატის მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა;
გ) მთავრობის აპარატის კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა:
დ) მთავრობის აპარატში საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;
ე) საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის მიმოხილვა, მომზადება, საფინანსო-საბუღალტრო საკითხებთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების, საპასუხო წერილების ან/და წინადადებების მომზადება;
ვ) კანონმდებლობით და კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
8. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საკადრო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და მეთოდური უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ მოხსენების წარდგენა;
დ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების დამუშავება და მათი წარდგენა მთავრობისათვის;
ე) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო ორგანოთა საკადრო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ;
ვ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურის სისტემის შექმნა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის აპარატის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტის პროექტის მომზადება, მათი პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების წარმოებას;
თ) მთავრობის აპარატის სისტემაში მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა.
9. მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება მთავრობის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
გ) მთავრობის საქმიანობის გაშუქება;
დ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების მოწყობა, მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების მომზადება და გამართვა;
ე) საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული მასალების ანალიზი და საპასუხო წერილების მომზადება;
ვ)დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ კანონით ნებადართული მონაცემებისა და ინფორმაცის მიწოდება;
ზ)მთავრობის წევრებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა;
თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით წარმომადგენელთა აკრედიტაციის უზრუნველყოფა;
ი)აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან საქმიანი ურთიერთობა;
კ) რეგიონის მოსახლეობაში სოციოლოგიური გამოკვლევების ჩატარება;
ლ) კანონმდებლობითა და კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარის მიერ მასზე დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილება №4 - ასმ, №2,01.02.2006წ.მუხ.6

+

მუხლი 1. ზოგადი დებულება🔗

მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗

მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა🔗
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) განათლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
დ) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ე) პროტოკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი:
ე.ა) დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობის სამსახური;
ვ) იურიდიული სამსახური;
ზ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახური;
თ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ი) მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
ი) (ამოღებულია - 27.03.2008, №2).
აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილება №4 - ასმ, №2,.01.02.2006წ.მუხ.6
აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 27 თებერვლის დადგენილება №15- ასმ, №5,.28.02.2006წ.მუხ.23
აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №14- ასმ, №7,.27.03.2007წ.მუხ.15
აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 29 ივნისის დადგენილება №28- ასმ, №17,.29.06.2007წ.მუხ.42
აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №2- ასმ, №4,.31.03.2008წ.მუხ.6
მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა🔗
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.
2.აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.
21.აპარატის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. აპარატის უფროსის მოადგილე ასრულებს აპარატის უფროსის მოვალეობას მისი ადგილზე არყოფნისას, ასევე, ასრულებს აპარატის უფროსის სხვა დავალებებს.
3. აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სხვა მოსამსახურეებს;
გ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას აპარატის მოსამსახურეთა, ხოლო აპარატის სტრუქტურული ერთეულის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე აპარატის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აპარატის მომსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) განკარგავს მთავრობის აპარატის ფინანსურ სახსრებს;
ე1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ვ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ზ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
თ) სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის მთავრობის აპარატის სახელით;
ი) კორდინაციას უწევს მუდმივი და დროებითი კომისიების საქმიანობას. უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების მიზნით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
კ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს აბარებს ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №14- ასმ, №7,.27.03.2007წ.მუხ.15
აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №35- ასმ, №24,.09.10.2007წ.მუხ.62
მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები🔗
1. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.
2. აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეების და აპარატის უფროსის დავალებების, აპარატის დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, ამავე დროს, პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმანტაციას;
გ) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, საჭირო დოკუმენტაცია;
დ) შუამდგომლობს აპარატის უფროსის წინაშე თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6. აპარატის თანამშრომლები🔗
აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
მუხლი 7. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები🔗
1. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) სისტემატური კონტროლი საკურატორო სფეროში შემავალი უწყებების და მათი საქვეუწყებო ორგანოების მუშაობაზე. მიიღოს ზომები, რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;
ბ) სისტემატური კონტროლი მთავრობის და სხვა ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული დადგენილებების და განკარგულებების შესრულებაზე საკურატორო უწყებების მხრივ.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს აპარატში ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობა, რაც მოიცავს ტექნიკურ და საქმისწარმოების ფუნქციებს;
ბ) განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, აფხაზეთის მთავრობის სხდომების და მთავრობის თავმჯდომარის თათბირების მომზადების ორგანიზება;
გ) კონტროლი გაუწიოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მისაღების ფუნქციონირებას.
3. განათლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად განახორციელოს აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის სამინისტროებისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შესაბამისი პროგრამების, საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი;
ბ)განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და მოახდინოს მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
გ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მისცეს შესაბამისი მითითებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებსა და უწყებებს, მოითხოვოს მათგან სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული წესით.
4.აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა)აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას;
ბ)საქართველოს სამხედრო ძალებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებულად ჩატარებას. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების საქმიანობის სისტემატურ კონტროლს.
5.პროტოკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა)თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა უწყებებთან და ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ბ)საქართველოსა და უცხოეთის მაღალი თანამდებობების პირებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, სხვა საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების სამუშაო და ოფიციალური შეხვედრების მოწყობა-ორგანიზება;
გ) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დელეგაციის დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჟავშნა და სტუმართა განთავსება, მათ კვებასთან, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
დ)შესაბამის სამსახურებსა და უწყებებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სადღესასწაულო და სხვა ოფიციალური ღონისძიებების მოწყობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარის ან/და, მთავრობის აპარატის უფროსის დავალებით, სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება.
6. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ბრძანებების პროექტების შემუშავება;
ბ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარმოდგენილი მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შესწავლა და სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და მთავრობის აპარატის უფროსის სახელზე შემოსული მასალების (წერილი, განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონისა და აფხაზეთის კანონების პროექტების მომზადება და, მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად.
ვ)მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, უმაღლეს საბჭოში იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების წარდგენა, რომელთა წარდგენაც შედის მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენციაში;
ზ)კომპეტენციის ფარგლებში უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს წინაშე საკითხის დაყენება მთავრობის თავმჯდომარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების რიგგარეშე განხილვის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ;
თ)მთავრობის თავმჯდომარისათვის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტების ხელმოსაწერად წარდგენა, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნებით, უმაღლესი საბჭოსათვის კანონპროექტის დაბრუნება;
ი)მთავრობის თავმჯდომარისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;
კ) საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე წინადადებების მომზადება და ასეთ საქმეებზე წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში;
ლ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვა;
მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
7. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურის ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) მთავრობის აპარატის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ბ)კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის აპარატის მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა;
გ) მთავრობის აპარატის კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა:
დ) მთავრობის აპარატში საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;
ე) საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის მიმოხილვა, მომზადება, საფინანსო-საბუღალტრო საკითხებთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების, საპასუხო წერილების ან/და წინადადებების მომზადება;
ვ) კანონმდებლობით და კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
8. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საკადრო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და მეთოდური უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ მოხსენების წარდგენა;
დ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების დამუშავება და მათი წარდგენა მთავრობისათვის;
ე) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო ორგანოთა საკადრო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ;
ვ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურის სისტემის შექმნა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის აპარატის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტის პროექტის მომზადება, მათი პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების წარმოებას;
თ) მთავრობის აპარატის სისტემაში მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა.
9. მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
9. (ამოღებულია - 27.03.2008, №2)
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება მთავრობის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
გ) მთავრობის საქმიანობის გაშუქება;
დ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების მოწყობა, მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების მომზადება და გამართვა;
ე) საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული მასალების ანალიზი და საპასუხო წერილების მომზადება;
ვ)დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ კანონით ნებადართული მონაცემებისა და ინფორმაცის მიწოდება;
ზ)მთავრობის წევრებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა;
თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით წარმომადგენელთა აკრედიტაციის უზრუნველყოფა;
ი)აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან საქმიანი ურთიერთობა;
კ) რეგიონის მოსახლეობაში სოციოლოგიური გამოკვლევების ჩატარება;
ლ) კანონმდებლობითა და კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარის მიერ მასზე დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილება №4 - ასმ, №2,01.02.2006წ.მუხ.6
აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 27 თებერვლის დადგენილება №15- ასმ, №5,.28.02.2006წ.მუხ.23
აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №14- ასმ, №7,.27.03.2007წ.მუხ.15
აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 29 ივნისის დადგენილება №28- ასმ, №17,.29.06.2007წ.მუხ.42
აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 29 ივნისის დადგენილება №28- ასმ, №17,.29.06.2007წ.მუხ.42
აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №2- ასმ, №4,.31.03.2008წ.მუხ.6
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“, №11, 22.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 010200000.32.040.000017 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4716064-5/