აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2005 ბოლო ცვლილება 17.12.2025
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010200000.32.040.000017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 5, 24/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (28)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (24)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №11

2005 წლის 22 თებერვალი 

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ

„აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით:

1. შეიქმნას აფხაზეთის მთავრობის აპარატი და დამტკიცდეს აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანდართული დებულება.

2. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ „აფხაზეთის 2005 წლის ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

თავმჯდომარე         ი. ალასანია

აფხაზეთის მთავრობის აპარატის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულება  

1. აფხაზეთის მთავრობის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.

2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, აფხაზეთის მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. აპარატს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

31. აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და საშტატო რიცხოვნობას ამტკიცებს მთავრობის თავმჯდომარე.

4. აპარატის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ბიუჯეტი.

5.აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №42; ზემო აფხაზეთი, სოფელი ჩხალთა.

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 29 ივლისის დადგენილება №8- ასმ, №9, 30.07.2008წ.მუხ.13

 

მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები  

1. აფხაზეთის მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე, მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აპარატი უზრუნველყოფს:

ა) აფხაზეთის მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პირობების შექმნას;

ბ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მასში შემავალი სხვა დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ხელშეწყობას;

ბ1) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;

გ) მიზნობრივი საბიუჯეტო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას, მათი განხორციელების ხელშეწყობასა და მონიტორინგს;

დ) აფხაზეთის კონსტიტუციის შესაბამისად აფხაზეთის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას;

ე) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ დასკვნების მომზადებას;

ვ) აფხაზეთის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ზ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

თ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ურთიერთობას სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ი) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა კოორდინაციას;

კ) აფხაზეთის მთავრობის სხდომების ორგანიზებას;

ლ) ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოების – კომისიებისა და საბჭოების საქმიანობის ხელშეწყობას;

მ) მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მისი შესრულების კონტროლს;

ნ) აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმის თაობაზე წინადადებების შემუშავებას და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენას;

ო) მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და მინისტრის აპარატის, მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებების, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა დაწესებულებების, ასევე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების საქმიანობის ანალიზს, შეფასებას და რეკომენდაციების შემუშავებას;

პ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და მინისტრის აპარატის, მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებების, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობას;

ჟ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სახელზე შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის სფეროში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფას;

რ) სასამართლოსა და სხვა ორგანოებში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლობას;

ს) აფხაზეთის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ასევე, ბიუჯეტის შესრულების ანალიზსა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ტ) პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;

უ) აფხაზეთის მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს;

ფ) დოკუმენტების მიღების, დამუშავებისა და მომზადების ერთიანი წესისა და მასთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;

ქ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს; აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ან აფხაზეთის მთავრობის აპარატის სახელზე შემოსული კორესპონდენციის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსაგან განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას, ანალიზსა და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;

ღ) კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაციის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვას;

ყ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზებას;

შ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გამგებლობის სფეროს კანონმდებლობით მიკუთვნებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტის ხელშეწყობას;

ჩ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ წინადადებების წარდგენას;

ც) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №4- ასმ, №6,.01.05.2008წ.მუხ.8
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 29 ივლისის დადგენილება №8- ასმ, №9, 30.07.2008წ.მუხ.13
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 21 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2019წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 23.04.2020 წ.
 
მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა

აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) (ამოღებულია - 21.01.2019, №2);

ბ) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი:

გ.ა) საქმისწარმოების სამსახური;

დ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

დ1) საფინანსო-ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

დ1.ა) საფინანსო უზრუნველყოფის სამსახური;

დ1.ბ) შესყიდვებისა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამსახური;

ე) (ამოღებულია - 23.07.2019, №17);

ვ) (ამოღებულია - 23.07.2019, №17);

ზ) (ამოღებულია - 28.12.2021, №31);

თ) (ამოღებულია - 23.07.2019, №17);

ი) (ამოღებულია - 23.07.2019, №17);

კ) (ამოღებულია - 23.07.2019, №17).

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილება №4 - ასმ, №2,.01.02.2006წ.მუხ.6
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 27 თებერვლის დადგენილება №15- ასმ, №5,.28.02.2006წ.მუხ.23
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №14- ასმ, №7,.27.03.2007წ.მუხ.15
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 29 ივნისის დადგენილება №28- ასმ, №17,.29.06.2007წ.მუხ.42
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №2- ასმ, №4,.31.03.2008წ.მუხ.6
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №4- ასმ, №6,.01.05.2008წ.მუხ.8
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 29 ივლისის დადგენილება №8- ასმ, №9, 30.07.2008წ.მუხ.13

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“, №11, 22.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 010200000.32.040.000017 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4716064-24/