1. კომისია უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის ეფექტიანი და მარტივი პროცედურის დანერგვას, რაც საბოლოო მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეცვალოს არსებული მიმწოდებელი მისთვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 3 კვირისა.
2. მიმწოდებლის შეცვლის წესებს ამტკიცებს კომისია. მიმწოდებლის შეცვლის წესები განსაზღვრავს მიმწოდებლის შეცვლის პირობებს, მათ შორის:
ა) მიმწოდებლის შეცვლის პროცედურას;
ბ) ახალი მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ პირობებს;
გ) იმ მიმწოდებლის მოვალეობებს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს საბოლოო მომხმარებელი;
დ) იმ სისტემის ოპერატორის მოვალეობებს, რომლის ქსელთანაც მიერთებულია საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობა;
ე) ახალი მიმწოდებლის უფლებებს ახალი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებთან დაშვებასა და ამ სისტემებით სარგებლობასთან დაკავშირებით;
ვ) საბოლოო მომხმარებლის დავალიანების დაფარვის წესს.
3. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესაბამისად, საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლა უფასოა. მიმწოდებლის შეცვლა ხდება საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნით.
4. იმ მიმწოდებელს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს საბოლოო მომხმარებელი, არ აქვს უფლება, მომხმარებელს დაუდგინოს მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი პირობები. აღნიშნული მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოს ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება.
5. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესრულებას ზედამხედველობს კომისია. კომისია უფლებამოსილია მიმწოდებლის შეცვლის წესები დაამტკიცოს მიწოდების წესების ნაწილის სახით.
6. დავის არსებობა ხელს არ უშლის მიწოდების ახალი ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის განხორციელებას.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1198
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 106. მიმწოდებლის შეცვლის წესები 1. კომისია უზრუნველყოფს კვალიფიციურისაბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის ეფექტიანი და მარტივი პროცედურის დანერგვასდანერგვას, , რაც კვალიფიციურსაბოლოო მომხმარებელს საშუალებას მისცემსმისცემს, , შეცვალოს მიმწოდებელი არსებული მიმწოდებლისთვისმიმწოდებელი მისთვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუმეტესარაუგვიანეს 3 კვირისკვირისა. ვადაში . 2. მიმწოდებლის შეცვლის წესებს ამტკიცებს კომისიაკომისია. . მიმწოდებლის შეცვლის წესები განსაზღვრავს მიმწოდებლის შეცვლის პირობებსპირობებს, , მათ შორისშორის: :ა) ა ) მიმწოდებლის შეცვლის პროცედურასპროცედურას; ;ბ) ბ ) ახალი მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ ,პირობებს; მათგ) შორის , დაბალანსებასთან დაკავშირებულ , პირობებს ; გ ) იმ მიმწოდებლის მოვალეობებსმოვალეობებს, , რომელთან დადებულიდადებულ მიწოდების ხელშეკრულებაცხელშეკრულებასაც წყდებაწყვეტს ;საბოლოო დმომხმარებელი; )დ) იმ სისტემის ოპერატორის მოვალეობებსმოვალეობებს, , რომლის ქსელთანაც მიერთებულია კვალიფიციურისაბოლოო მომხმარებლის მოწყობილობამოწყობილობა; ;ე) ე ) ახალი მიმწოდებლის უფლებებს ახალი კვალიფიციურისაბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზესისტემებთან დაშვებასა და აღნიშნულიამ სისტემებით სარგებლობასთან დაკავშირებითდაკავშირებით; ;ვ) ვსაბოლოო ) კვალიფიციური მომხმარებლის დავალიანების დაფარვის წესსწესს. . 3. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესაბამისადშესაბამისად, ,საბოლოო კვალიფიციური მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლა უფასოაუფასოა. . მიმწოდებლის შეცვლა ხორციელდებახდება კვალიფიციურისაბოლოო მომხმარებლის მოთხოვნითმოთხოვნით. . 4. მიმწოდებელსიმ ,მიმწოდებელს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს კვალიფიციურისაბოლოო მომხმარებელიმომხმარებელი, , არ აქვს უფლებაუფლება, , მომხმარებელს დაუდგინოს მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი პირობებიპირობები. ,აღნიშნული დამიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოს კვალიფიციური მომხმარებლისთვის ენერგიის მიწოდებასაბოლოო .მომხმარებლისთვის მიწოდება. 5. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესრულებას ზედამხედველობს კომისიაკომისია. . კომისია უფლებამოსილია მიმწოდებლის შეცვლის წესები დაამტკიცოს მიწოდების წესების ნაწილის სახითსახით. . 6. დავის არსებობა ხელს არ უშლის მიწოდების ახალი ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის განხორციელებას .განხორციელებას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება