1. საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, მცირე საწარმოსა და იმ თბოელექტროსადგურს, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროა, უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ბუნებრივი გაზი საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგან.
2. განაწილების მომსახურების ერთ არეალში არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებს მიწოდების მომსახურება შესაძლოა გაუწიოს მხოლოდ ერთმა მიმწოდებელმა, რომელსაც ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად დაეკისრა საჯარო მიწოდების ვალდებულება.
3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის საქმიანობის წესებს, რომლებითაც რეგულირდება საჯარო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა, მათ შორის, მისი უფლება-მოვალეობები, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების შეწყვეტა და ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში ამზადებს და კომისიას წარუდგენს წინა წლის საქმიანობის ანგარიშს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის.
4. ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ფასს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით ადგენს საჯარო მომსახურების მიმწოდებელი. საჯარო მომსახურების ფასი უნდა იყოს სამართლიანი, საბაზრო და შედარებადი.
5. ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია თავის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაადგინოს ბუნებრივი გაზის ფასი იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელსაც საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ემსახურება. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის ფასის რეგულირება განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების ფარგლებში, ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების მიზნით.
6. კომისია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას დეტალურად ასაბუთებს და მიუთითებს ბუნებრივი გაზის ბაზართან დაკავშირებულ იმ განსაკუთრებულ გარემოებებზე, რომლებმაც გამოიწვია საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით შენარჩუნების აუცილებლობა. აღნიშნული დასაბუთება ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის.
7. კომისია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას აგრეთვე განსაზღვრავს საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების ეტაპობრივი გაუქმების გეგმას და მისი დასრულების თარიღს, რაც ნათლად უნდა მიუთითებდეს რეგულირების დროებით ხასიათზე.
8. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბუნებრივი გაზის როგორც რეგულირებული, ისე საბაზრო ფასი ასახავდეს გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, აგრეთვე იმპორტისა და მიწოდების მომსახურების ხარჯებს.
9. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი:
ა) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების გაწევის სახით ბუნებრივი გაზის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ, ისარგებლონ ასეთი მომსახურებით;
ბ) ახორციელებს საჯარო მომსახურებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
გ) იღებს ზომებს საჯარო მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, საიმედო და განსაზღვრული ხარისხით მიწოდების მიზნით;
დ) იღებს ზომებს საჯარო მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები ფასების დადგენის მიზნით.
10. კომისია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიას, რომლებიც ბუნებრივ გაზს იღებენ საჯარო მომსახურების სახით, არ ჰქონდეს მომსახურებისა და დაცვის ერთნაირი პირობები.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1198
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 109. ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით 1. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსმომხმარებელს, , მცირე ზომისსაწარმოსა საწარმოებს და იმ თბოელექტროსადგურებსთბოელექტროსადგურს, ,რომელიც რომლებიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროაწყაროა, , უფლება აქვთაქვთ, , ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ბუნებრივი გაზი საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგანმიმწოდებლისგან. . 2. განაწილების მომსახურების ერთ არეალში არსებულარსებულ, , ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებს მიწოდების მომსახურება შესაძლოა გაუწიოს მხოლოდ ერთმა მიმწოდებელმამიმწოდებელმა, , რომელსაც ამ კანონის მემე-9 -9 მუხლის შესაბამისად დაეკისრა საჯარო მიწოდების ვალდებულებავალდებულება. . 3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის საქმიანობის წესებსწესებს, , რომლებითაც რეგულირდება საჯარო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობასაქმიანობა, , მათ შორისშორის, , მისი უფლებაუფლება-მოვალეობები, -მოვალეობები , საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების შეწყვეტა და ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა საკითხებისაკითხები. . საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურადყოველწლიურად, , კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში ამზადებს და კომისიას წარუდგენს წინა წლის საქმიანობის ანგარიშსანგარიშს. . ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვისსამდივნოსთვის. . 4. ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ფასსფასს, , გარდა ამ მუხლის მემე-5 -5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისაშემთხვევისა, , გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით ადგენს საჯარო მომსახურების მიმწოდებელიმიმწოდებელი. . საჯარო მომსახურების ფასი უნდა იყოს სამართლიანისამართლიანი, , საბაზრო და შედარებადიშედარებადი. . 5. ამ კანონის მემე-9 -9 მუხლის მიზნებიდან გამომდინარეგამომდინარე, , კომისია უფლებამოსილია მისთავის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაადგინოს ბუნებრივი გაზის ფასი იმ საბოლოო მომხმარებლისთვისმომხმარებლისთვის, , რომელსაც ემსახურება საჯარო მომსახურების მიმწოდებელი .ემსახურება. კომისიამ უნდა უზრუნველყოსუზრუნველყოს, , რომ საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის ფასის რეგულირება განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების ფარგლებშიფარგლებში, და საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ზომის საწარმოსთვის ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების მიზნითმიზნით. . 6. კომისია ამ მუხლის მემე-5 -5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას დეტალურად ასაბუთებს და მიუთითებს ბუნებრივი გაზის ბაზართან დაკავშირებულ იმ განსაკუთრებულ გარემოებებზეგარემოებებზე, , რომლებმაც გამოიწვია საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით შენარჩუნების აუცილებლობააუცილებლობა. . აღნიშნული დასაბუთება ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვისსამდივნოსთვის. . 7. კომისია ამ მუხლის მემე-5 -5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას აგრეთვე განსაზღვრავს საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების ეტაპობრივი გაუქმების გეგმას და მისი დასრულების თარიღსთარიღს, , რაც ნათლად უნდა მიუთითებდეს რეგულირების დროებით ხასიათზეხასიათზე. . 8. კომისიამ უნდა უზრუნველყოსუზრუნველყოს, , რომ ბუნებრივი გაზის როგორც რეგულირებულირეგულირებული, , ისე საბაზრო ფასი ასახავდეს გაწეულ ხარჯებსხარჯებს, , მათ შორისშორის, , მიწოდების ფაქტობრივ ხარჯსხარჯს, , აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლითჩათვლით, , აგრეთვე იმპორტისა და მიწოდების მომსახურების ხარჯებსხარჯებს. . 9. საჯარო მომსახურების მიმწოდებელიმიმწოდებელი: :ა) ა ) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების გაწევის სახით ბუნებრივი გაზის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლებისთვისმომხმარებლებისთვის, , რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთაქვთ, , ისარგებლონ ასეთი მომსახურებითმომსახურებით; ;ბ) ბ ) ახორციელებს საჯარო მომსახურებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვითდაცვით; ;გ) გ ) იღებს ზომებს საჯარო მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის უსაფრთხოუსაფრთხო, , საიმედო და განსაზღვრული ხარისხით მიწოდების მიზნითმიზნით; ;დ) დ ) იღებს ზომებს საჯარო მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები ფასების დადგენის მიზნითმიზნით. . 10. კომისია უზრუნველყოფსუზრუნველყოფს, , რომ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიასკატეგორიას, , რომლებიც ბუნებრივ გაზს იღებენ საჯარო მომსახურების სახითსახით, , არ ჰქონდეს მომსახურებისა და დაცვის ერთნაირი პირობები .პირობები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება