1. კომისია ამტკიცებს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უწყვეტი და საიმედო მიწოდების პირობებს.
2. ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან ან/და მცირე საწარმოსთან მიწოდების ხელშეკრულება დადოს კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად. მიწოდების ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით დადებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების შემთხვევაში.
3. მიმწოდებელი უფლებამოსილია უარი თქვას მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაზე, ან შესაბამისი გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში;
ბ) თუ მომხმარებელი, მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის, მიღებული მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1198
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 104. მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები 1. კომისია ამტკიცებს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებსპირობებს, , რომლებიც განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე ზომის საწარმოებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უწყვეტი და საიმედო მიწოდების პირობებსპირობებს. . 2. ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან ანან/და /და მცირე ზომის საწარმოსთან მიწოდების ხელშეკრულება გააფორმოსდადოს კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისადშესაბამისად. .მიწოდების ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით ხელშეკრულებადადებულად გაფორმებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთებითმიერთების .შემთხვევაში. 3. მიმწოდებელი უფლებამოსილია უარი თქვას მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაზეგაწევაზე, , ან შესაბამისი გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებშიშემთხვევებში: :ა) ა ) საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებშიშემთხვევებში; ;ბ) ბ ) თუ მომხმარებელიმომხმარებელი, , მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავადმიუხედავად, , არ ასრულებს მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებსვალდებულებებს, , მათ შორისშორის, , მიღებული მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით .დაკავშირებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება