1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულებების ფარგლებში და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის არანაკლებ 5 წლის ვადით შენახვას და სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შესაბამისი ოპერაციის ისეთ დეტალებს, როგორიცაა ხანგრძლივობა, მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესები, მოცულობა, შესრულების თარიღი და დრო, ოპერაციის ფასი, შესაბამისი ტრეიდერის საიდენტიფიკაციო მონაცემები და იმ მიწოდების ხელშეკრულებისა და დერივატივის კონკრეტული დეტალები, რომლებთან დაკავშირებითაც ანგარიშსწორება არ განხორციელებულა.
3. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი ხელმისაწვდომი გახადოს ბაზრის ყველა მონაწილისთვის იმ პირობით, რომ არ გამოქვეყნდება კონკრეტულ მონაწილეებთან ან ოპერაციებთან დაკავშირებული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
4. ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევებში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებით ამ მუხლის მოქმედება გავრცელდება ენერგეტიკული გაერთიანების მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფის მიერ შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შემდეგ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3763 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.11.2023 კანონი №3763
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 107. მიმწოდებლის მიერ ინფორმაციის შენახვა 1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულებების ფარგლებში და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის არანაკლებ 5 წლის ვადით შენახვას და სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისთვის,კომისიისა კონკურენციისდა სააგენტოსაკონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შესაბამისი ოპერაციის ისეთ დეტალებს, როგორიცაა ხანგრძლივობა, მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესები, მოცულობა, შესრულების თარიღი და დრო, ოპერაციის ფასი, შესაბამისი ტრეიდერის საიდენტიფიკაციო მონაცემები და იმ მიწოდების ხელშეკრულებისა და დერივატივის კონკრეტული დეტალები, რომლებთან დაკავშირებითაც ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. 3. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი ხელმისაწვდომი გახადოს ბაზრის ყველა მონაწილისთვის იმ პირობით, რომ არ გამოქვეყნდება კონკრეტულ მონაწილეებთან ან ოპერაციებთან დაკავშირებული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. 4. ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევებში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებით ამ მუხლის მოქმედება გავრცელდება ენერგეტიკული გაერთიანების მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფის მიერ შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შემდეგ. თავი XXVII. მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება