ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.04.2020 ბოლო ცვლილება 22.06.2022
ნომერი
№76
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №76

2020 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

„საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 4 ივნისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 05.06.2020წ.


+
მუხლი 1
1. (ამოღებულია - 28.12.2021, №294).

2. შეჩერდეს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის № 98 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება 2022 წლის პირველ ივლისამდე.

3. შეჩერდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება 2022 წლის პირველ ივლისამდე.

4. (ამოღებულია - 28.12.2021, №294).

5. (ამოღებულია - 28.12.2021, №294).

6. (ამოღებულია - 28.12.2021, №294).

7. 2022 წლის პირველ ივლისამდე არ განხორციელდეს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს გარე სადგურის ადგილზე შემოწმება, თუ კონკრეტული ქვეყნის მიერ, საქართველოს მოქალაქეებისთვის, დადგენილია გარკვეული შეზღუდვები ამ ქვეყანაში შესვლასთან ან გადაადგილებასთან დაკავშირებით.

8. (ამოღებულია - 28.12.2021, №294).

9. 2022 წლის 1 ივლისამდე, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის (თუ სერტიფიკატი გაცემული არ არის EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ) აღიარება განხორციელდეს სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლებიდან მიღებული ზედამხედველობის ანგარიშის საფუძველზე, თუ კონკრეტული ქვეყნის მიერ, საქართველოს მოქალაქეებისთვის, დადგენილია გარკვეული შეზღუდვები ამ ქვეყანაში შესვლასთან ან გადაადგილებასთან დაკავშირებით.

10. 2022 წლის პირველ აგვისტომდე შეჩერდეს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანების მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის მოქმედება და ელექტრონული სწავლების მეთოდის გამოყენება დაშვებულ იქნეს იკაოს დოკ. 9284-ით („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) გათვალისწინებული ნებისმიერი კატეგორიის პერსონალისათვის.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 18 მაისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 22.05.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 4 ივნისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 05.06.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 ივლისის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 06.07.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 10.07.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №142 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 29 მარტის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 31.03.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №153 - ვებგვერდი, 23.06.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №190 - ვებგვერდი, 10.08.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 10.09.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №232 - ვებგვერდი, 19.10.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №294 - ვებგვერდი, 30.12.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 4 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 07.02.2022წ.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №76, 17.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4852932-13/