ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.04.2020 ბოლო ცვლილება 22.06.2022
ნომერი
№76
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №76

2020 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

„საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 4 ივნისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 05.06.2020წ.


+
მუხლი 1
1. შესაბამისი ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი, თუ მას არ გააჩნია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი, ვალდებულია წარადგინოს უცხო ქვეყნის სერტიფიცირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული და შესაბამისი საავიაციო უწყების მიერ დადასტურებული სამედიცინო სერტიფიკატი.

2. შეჩერდეს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის № 98 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება 2022 წლის პირველ იანვრამდე.

3. შეჩერდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე.

4. 2021 წლის პირველ ივლისამდე, „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებით გათვალისწინებული იდენტიფიცირება – იმ საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მიზნით, რომელიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, განახორციელოს (უზრუნველყოს) განმცხადებელმა და სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

5. შეჩერდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება 2020 წლის პირველ აგვისტომდე იმ საჰაერო ხომალდის მიმართ, რომლის დერეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან.

6. „უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 9 დეკემბრის №236 ბრძანება არ გავრცელდეს 2021 წლის პირველ აგვისტომდე  განხორციელებულ ერთჯერად ფრენაზე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 18 მაისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 22.05.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 4 ივნისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 05.06.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 ივლისის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 06.07.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 10.07.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №142 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 29 მარტის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 31.03.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №153 - ვებგვერდი, 23.06.2021წ.

 
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №76, 17.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4852932-8/