ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (15)
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №76 |
|
2020 წლის 17 აპრილი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საავიაციო საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდეს შემდეგი წესით:
1. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში არ განხორციელდეს: ა) საზღვარგარეთ ბაზირებული ავიაკომპანიების, საბაზო ობიექტებისა და სხ-ის ინსპექტირება; ბ) სხ-ის ბაქანზე ინსპექტირება; გ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის შემოწმება; დ) ავიაკომპანიის ეკიპაჟის მარშრუტზე შემოწმება; ე) საავიაციო სატვირთო ტერმინალების, დანიშნული საფოსტო ოპერატორისა და ტვირთგამგზავნების შემოწმება. 2. შესაბამისი ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით: ა) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი, თუ მას არ გააჩნია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი, ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს უცხო ქვეყნის სერტიფიცირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული და შესაბამისი საავიაციო უწყების მიერ დადასტურებული სამედიცინო სერტიფიკატი; ბ) პილოტის საკვალიფიკაციო შემოწმება (LPC) შესაძლებელია ჩატარებულ იქნეს საჰაერო ხომალდზე (ნაცვლად საწაფისა, „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს № 150 ბრძანების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად). 3. საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი გათავისუფლდეს „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანების 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკული მომზადებისა და 87-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან. 4. შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით. 5. საზღვარგარეთ ბაზირებული სხ-ის ვარგისობის სერტიფიკატს, რომლის ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით, ექსპლუატანტის მიერ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და ტექნიკური პერსონალის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის საფუძველზე. 6. საქართველოს შესაბამისი სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში პიროვნების და ავტოსანტრაპორტი საშუალების საშვებს, რომელთა მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით. 7. შეჩერდეს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის № 98 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება 2021 წლის პირველ ივლისამდე. 8. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ჩაითვალოს მოქმედად 3 თვის განმავლობაში. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
+
№76
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №76
| მუხლი 1 |
„საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 4 ივნისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 05.06.2020წ.
+
მუხლი 1
1. (ამოღებულია - 28.12.2021, №294).
2. შეჩერდეს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის № 98 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება 2022 წლის პირველ ივლისამდე.
3. შეჩერდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება 2022 წლის პირველ ივლისამდე.
4. (ამოღებულია - 28.12.2021, №294).
5. (ამოღებულია - 28.12.2021, №294).
6. (ამოღებულია - 28.12.2021, №294).
7. 2022 წლის პირველ ივლისამდე არ განხორციელდეს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს გარე სადგურის ადგილზე შემოწმება, თუ კონკრეტული ქვეყნის მიერ, საქართველოს მოქალაქეებისთვის, დადგენილია გარკვეული შეზღუდვები ამ ქვეყანაში შესვლასთან ან გადაადგილებასთან დაკავშირებით.
8. (ამოღებულია - 28.12.2021, №294).
9. 2022 წლის 1 ივლისამდე, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის (თუ სერტიფიკატი გაცემული არ არის EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ) აღიარება განხორციელდეს სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლებიდან მიღებული ზედამხედველობის ანგარიშის საფუძველზე, თუ კონკრეტული ქვეყნის მიერ, საქართველოს მოქალაქეებისთვის, დადგენილია გარკვეული შეზღუდვები ამ ქვეყანაში შესვლასთან ან გადაადგილებასთან დაკავშირებით.
10. 2022 წლის პირველ აგვისტომდე შეჩერდეს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანების მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის მოქმედება და ელექტრონული სწავლების მეთოდის გამოყენება დაშვებულ იქნეს იკაოს დოკ. 9284-ით („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) გათვალისწინებული ნებისმიერი კატეგორიის პერსონალისათვის.
11. შეჩერდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება 2022 წლის 1 ივლისამდე იმ საჰაერო ხომალდის მიმართ, რომლის დერეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 18 მაისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 22.05.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 4 ივნისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 05.06.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 ივლისის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 06.07.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 10.07.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №142 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 29 მარტის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 31.03.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №153 - ვებგვერდი, 23.06.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №190 - ვებგვერდი, 10.08.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 10.09.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №232 - ვებგვერდი, 19.10.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №294 - ვებგვერდი, 30.12.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 4 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 07.02.2022წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 მარტის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 07.03.2022წ.
+
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2022.
- როდის იქნა მიღებული „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 17.04.2020. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №76. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016179.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 15 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №76, 17.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4852932/