ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.04.2020 ბოლო ცვლილება 22.06.2022
ნომერი
№76
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

შემდგომი ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №76

2020 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

„საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 4 ივნისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 05.06.2020წ.


+
მუხლი 1
2020 წლის პირველ სექტემბრამდე სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საავიაციო საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობის განხორციელება განხორციელდეს შემდეგი წესით:

1. 2020 წლის პირველ სექტემბრამდე არ განხორციელდეს:

ა) საზღვარგარეთ ბაზირებული ავიაკომპანიების, საბაზო ობიექტებისა და სხ-ის ინსპექტირება;

ბ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის შემოწმება;

გ) ავიაკომპანიის ეკიპაჟის მარშრუტზე შემოწმება;

დ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს გარე სადგურის ადგილზე შემოწმება.

2. შესაბამისი ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით:

ა) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი, თუ მას არ გააჩნია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი, ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს უცხო ქვეყნის სერტიფიცირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული და შესაბამისი საავიაციო უწყების მიერ დადასტურებული სამედიცინო სერტიფიკატი;

ბ) პილოტის საკვალიფიკაციო შემოწმება (LPC) შესაძლებელია ჩატარებულ იქნეს საჰაერო ხომალდზე (ნაცვლად საწაფისა, „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს № 150 ბრძანების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად).

3. 2020 წლის პირველ სექტემბრამდე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი გათავისუფლდეს „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203-ე ბრძანების 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკული მომზადებისა და 87-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან.

4. შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით.

5. საზღვარგარეთ ბაზირებული სხ-ის ვარგისობის სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით, სხ-ის ექსპლუატანტის მიერ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და ტექნიკური პერსონალის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის საფუძველზე.

6. საქართველოს შესაბამისი სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში პიროვნების და ავტოსატრანსპორტო საშუალების საშვებს, რომელთა მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით.

7. შეჩერდეს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის № 98 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება 2021 წლის პირველ ივლისამდე.

8. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით.

9. ავიაგადამზიდველები, რომელთა ფრენები გაუქმდა ახალი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს და შესაბამისი უცხო ქვეყნის (ქვეყნების) მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, გათავისუფლდნენ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის №122 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლების მოთხოვნებისგან. აღნიშნული შეღავათი მოქმედებს საქართველოს და შესაბამისი უცხო ქვეყნის (ქვეყნების) მიერ რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღიდან 2 თვის განმავლობაში.

10. მგზავრს, რომლის ფრენაც გაუქმდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული მიზეზით, უფლება აქვს შეცვალოს ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი მისი სურვილისამებრ, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვოს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ.

11. შეჩერდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება 2020 წლის 1 სექტემბრამდე.

12. შეჩერდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება 2021 წლის პირველ იანვრამდე.

13. 2020 წლის 1 სექტემბრამდე, სააგენტომ განახორციელოს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს გარე სადგურის დამატების  შეთანხმება და ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირებისას გარე სადგურის შეფასება, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და საწარმოს მიერ ჩატარებული გარე სადგურის შეფასების ანგარიშის საფუძველზე. გარე სადგურის შეფასების ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №262 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ მე-16 დანართის მოთხოვნებს.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 18 მაისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 22.05.2020წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 4 ივნისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 05.06.2020წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 ივლისის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 06.07.2020წ.

+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №76, 17.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4852932-3/