COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (18)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-11/ნ |
|
2021 წლის 3 თებერვალი ქ. თბილისი |
ა) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესი (დანართი №1);
ბ) COVID-19 mRNA vaccine, Pfizer-BioNtech-ით ვაქცინაციის სქემა და ჩატარების წესი (დანართი №2);
გ) COVID-19 AstraZeneca ვაქცინით ვაქცინაციის სქემა და ჩატარების წესი (დანართი №3);
დ) COVID-19-ის ვაქცინაციის ბარათი (დანართი №4);
ე) COVID-19-ის ვაქცინაციის შემდგომი პოტენციური ანაფილაქსიის მართვა და აცრის შემდგომ ანაფილაქსიად მცდარად მიჩნეული მდგომარეობები (დანართი №5);
ვ) სარეგისტრაცო და საანგარიშგებო ფორმების შევსების წესი, წარდგენის სიხშირე და ვადები (დანართი №6);
ზ) ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) პრინციპები და პროცედურები COVID-19-ის ვაქცინაციის დროს (დანართი №7).
|
+
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-11/ნ
2021 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, COVID-19 ინფექციის ტრანსმისიის შესაჩერებლად და დაავადების მართვის გაუმჯობესების მიზნით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის, „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულების და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:
ა) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესი (დანართი №1);
ბ) COVID-19 mRNA ვაქცინა (დანართი №2);
გ) COVID-19 რეკომბინანტული ვაქცინა (დანართი №3);
დ) COVID-19-ის ვაქცინაციის ბარათი (დანართი №4);
ე) COVID-19-ის ვაქცინაციის შემდგომი პოტენციური ანაფილაქსიის მართვა და აცრის შემდგომ ანაფილაქსიად მცდარად მიჩნეული მდგომარეობები (დანართი №5);
ვ) სარეგისტრაცო და საანგარიშგებო ფორმების შევსების წესი, წარდგენის სიხშირე და ვადები (დანართი №6);
ზ) ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) პრინციპები და პროცედურები COVID-19-ის ვაქცინაციის დროს (დანართი №7).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 4 მარტის ბრძანება №01-20/ნ - ვებგვერდი, 05.03.2021წ.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“, №01-11/ნ, 03.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016839 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5094063-0/