COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (13)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესი (დანართი №1);
ბ) COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა Comirnaty კონცენტრატი საინიექციო დისპერსიისთვის (დანართი N2);
გ) COVID -19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca საინიექციო ხსნარი (დანართი N3);
დ) (ამოღებულია - 25.06.2021, №01-56/ნ);
დ1) COVID - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (დანართი 41);
დ2) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (Sinovac) (დანართი №42).
ე) COVID-19-ის ვაქცინაციის შემდგომი პოტენციური ანაფილაქსიის მართვა და აცრის შემდგომ ანაფილაქსიად მცდარად მიჩნეული მდგომარეობები (დანართი №5);
ვ) სარეგისტრაცო და საანგარიშგებო ფორმების შევსების წესი, წარდგენის სიხშირე და ვადები (დანართი №6);
ზ) ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) პრინციპები და პროცედურები COVID-19-ის ვაქცინაციის დროს (დანართი №7);
თ) ასაცრელი პირის COVID-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარი (დანართი 8).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 4 მარტის ბრძანება №01-20/ნ - ვებგვერდი, 05.03.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 29 აპრილის ბრძანება №01-42/ნ - ვებგვერდი, 29.04.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 20.05.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ივნისის ბრძანება №01-56/ნ - ვებგვერდი, 25.06.2021წ.
2. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებული ინფორმაციის საფუძველზე COVID-19 ვაქცინაციის შესახებ ვაქცინირებული პირის მოთხოვნით გაცემული სამედიცინო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ვაქცინირებული პირის პირად მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი) და მონაცემებს პირისათვის იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებ(ებ)ის მიერ ჩატარებული აცრ(ებ)ის (COVID-19 ვაქცინაციის დოზა, ვაქცინის მწარმოებელი, ვაქცინაციის თარიღი, სამედიცინო დაწესებულების დასახელება), ასევე პირისთვის ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია ვაქცინირებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულიდან (იმემ) დააგენერიროს/სამედიცინო დოკუმენტის სახით ამობეჭდოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის თაობაზე ვაქცინირებული პირის შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია და დაადასტუროს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ივნისის ბრძანება №01-56/ნ - ვებგვერდი, 25.06.2021წ.
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“, №01-11/ნ, 03.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016839 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5094063-5/