COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.02.2021 ბოლო ცვლილება 13.06.2022
ნომერი
№01-11/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016839
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

შემდგომი ცვლილებები (16)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-11/ნ

2021 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, COVID-19 ინფექციის ტრანსმისიის შესაჩერებლად და დაავადების მართვის გაუმჯობესების მიზნით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის, „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულების და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

ა) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესი (დანართი №1); 

ბ) COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა Comirnaty კონცენტრატი საინიექციო დისპერსიისთვის (დანართი N2);

გ) COVID -19 - ის საწინააღმდეგო  ვაქცინა AstraZeneca საინიექციო ხსნარი (დანართი N3);

დ) COVID-19-ის  ვაქცინაციის  ბარათი   (დანართი №4);

დ​1) COVID - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (დანართი 4​1);

ე) COVID-19-ის ვაქცინაციის შემდგომი პოტენციური ანაფილაქსიის მართვა და აცრის შემდგომ ანაფილაქსიად მცდარად მიჩნეული  მდგომარეობები  (დანართი №5);

ვ) სარეგისტრაცო და საანგარიშგებო ფორმების შევსების წესი, წარდგენის სიხშირე და ვადები (დანართი №6);

ზ) ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) პრინციპები და პროცედურები COVID-19-ის ვაქცინაციის დროს (დანართი №7);

თ) ასაცრელი პირის COVID-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარი (დანართი 8).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 4 მარტის ბრძანება №01-20/ნ - ვებგვერდი, 05.03.2021წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 29 აპრილის ბრძანება №01-42/ნ - ვებგვერდი, 29.04.2021წ.

+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“, №01-11/ნ, 03.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016839 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5094063-2/