COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (14)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესი (დანართი №1);
ბ) COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა Comirnaty კონცენტრატი საინიექციო დისპერსიისთვის (დანართი N2);
გ) COVID -19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca საინიექციო ხსნარი (დანართი N3);
დ) (ამოღებულია - 25.06.2021, №01-56/ნ);
დ1) COVID - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (დანართი 41);
დ2) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (Sinovac) (დანართი №42).
ე) COVID-19-ის ვაქცინაციის შემდგომი პოტენციური ანაფილაქსიის მართვა და აცრის შემდგომ ანაფილაქსიად მცდარად მიჩნეული მდგომარეობები (დანართი №5);
ე1) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე (დანართი №51).
ვ) სარეგისტრაცო და საანგარიშგებო ფორმების შევსების წესი, წარდგენის სიხშირე და ვადები (დანართი №6);
ზ) ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) პრინციპები და პროცედურები COVID-19-ის ვაქცინაციის დროს (დანართი №7);
თ) ასაცრელი პირის COVID-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარი (დანართი 8).
2. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებული ინფორმაციის საფუძველზე COVID-19 ვაქცინაციის შესახებ ვაქცინირებული პირის მოთხოვნით გაცემული სამედიცინო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ვაქცინირებული პირის პირად მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი) და მონაცემებს პირისათვის იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებ(ებ)ის მიერ ჩატარებული აცრ(ებ)ის (COVID-19 ვაქცინაციის დოზა, ვაქცინის მწარმოებელი, ვაქცინაციის თარიღი, სამედიცინო დაწესებულების დასახელება), ასევე პირისთვის ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლი უფლებამოსილნი არიან, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულიდან (იმემ) დააგენერირონ/დოკუმენტის სახით ამობეჭდონ დაინტერესებული პირის შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია პირის კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით და დაადასტურონ ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, შესაბამისი მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული ფორმატით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ივნისის ბრძანება №01-56/ნ - ვებგვერდი, 25.06.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-70/ნ - ვებგვერდი, 11.08.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №01-92/ნ - ვებგვერდი, 30.11.2021წ.
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“, №01-11/ნ, 03.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016839 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5094063-14/