სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.05.2006 ძალადაკარგული 25.02.2020
ნომერი
№487
სარეგისტრაციო კოდი
040.200.010.22.027.008.601
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 15/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (21)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.008.601

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №487

2006 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.

1. დამტკიცდეს სპეციალური სარიტუალო მომსახურების თანდართული წესი.

2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს ქორწინების რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №143 - ვებგვერდი, 10.08.2012 წ.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. ქავთარაძე


სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესი

1. სპეციალური სარიტუალო მომსახურება გულისხმობს ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარებას.

2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლების, აგრეთვე, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, ვანის, ზუგდიდის, თერჯოლის, თიანეთის, ლაგოდეხის, მარნეულის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, ფოთის, ყაზბეგისა და ხარაგაულის ტერიტორიული სამსახურების კომპეტენციას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677
       საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.1
       საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
       საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
        საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №143 - ვებგვერდი, 10.08.2012 წ.
        საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 14 მაისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 14.05.2014 წ.
        საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის ბრძანება №86 - ვებგვერდი, 25.07.2015 წ.
        საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 12.10.2015 წ.
        საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №108 - ვებგვერდი, 09.11.2015 წ.
       საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016  წლის 11ივნისის ბრძანება №138 - ვებგვერდი, 13.06.2016 წ.
       საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის ბრძანება №145- ვებგვერდი, 31.07.2016 წ.
       საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №197 - ვებგვერდი, 12.10.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №350 - ვებგვერდი, 27.11.2018 წ.

3. სპეციალური სარიტუალო მომსახურების ჩატარებას უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.

4. დასაქორწინებელმა პირებმა, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ქორწინების სახლს ან უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს და აღნიშნულის თაობაზე მიუთითონ ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში. განცხადებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად დაქორწინების მსურველმა პირება უნდა წარადგინონ ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებ ით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.

5 . სპეციალური სარიტუალო მომსახურების თაობაზე დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლი ან შესაბამისი სამსახური ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რიტუალის წესი და პირობები, უზრუნველყოს რიტუალის სათანადოდ ჩატარება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.

6. დაქორწინების მსურველ პირებს უფლება აქვთ მოითხოვონ ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სპეციალური სარიტუალო მომსახურება.

7. სპეციალური სარიტუალო მომსახურება მოიცავს:

ა) ქორწინების რეგისტრაციისას საზეიმო გარემოს შექმნას;

ბ) სარიტუალო დარბაზის გაფორმება ქორწინების სახლში ან შესაბამის სამსახურში არსებული ინვენტარისა და დაქორწინების მსურველი პირის სურვილის გათვალისწინებით;

გ) ქორწინების რეგისტრაციის მუსიკალურ გაფორმებას დაქორწინების მსურველი პირების სურვილის გათვალისწინებით;

დ) დაქორწინებულთათვის მილოცვის განსაკუთრებულ ფორმას;

ე) რიტუალის ჩატარებისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677

8. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებაში შემავალი საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“, №487, 11.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.008.601 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64612-13/