სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (21)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.008.601
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №487
2006 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ
,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ� საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სპეციალური სარიტუალო მომსახურების თანდართული წესი.
2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ (ი. ფორჩხიძე) უზრუნველყოს ქორწინების რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის შესაბამისად.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
�გ. ქავთარაძე
სპეციალური სარიტუალო მომსახურების
წესი
1. სპეციალური სარიტუალო მომსახურება გულისხმობს ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარებას.
2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სპეციალიზებული სამსახურის კომპეტენციას; რიტუალი ხორციელდება შესაბამისი სპეციალიზებული სამსახურისათვის გამოყოფილ შენობაში.
3. სპეციალური სარიტუალო მომსახურების ჩატარებას უზრუნველყოფს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
4. დასაქორწინებელმა პირებმა, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის სპეციალიზებულ სამსახურს და აღნიშნულის თაობაზე მიუთითონ ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში. განცხადებასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ საბუთებთან და ქორწინების რეგისტრაციისათვის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითართან ერთად დაქორწინების მსურველმა პირებმა უნდა წარადგინონ ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ქვითარი.
5. სპეციალური სარიტუალო მომსახურების თაობაზე დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი სპეციალიზებული სამსახური ვალდებულია გააცნოს განმცხადებლებს ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რიტუალის წესი და პირობები, უზრუნველყოს რიტუალის სათანადოდ ჩატარება.
6. დაქორწინების მსურველ პირებს უფლება აქვთ მოითხოვონ ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სპეციალური სარიტუალო მომსახურება.
7. სპეციალური სარიტუალო მომსახურება მოიცავს:
ა) ქორწინების რეგისტრაციისას საზეიმო გარემოს შექმნას;
ბ) სარიტუალო დარბაზის გაფორმება სპეციალიზებულ სამსახურში არსებული ინვენტარისა და დაქორწინების მსურველი პირების სურვილის გათვალისწინებით;
გ) ქორწინების რეგისტრაციის მუსიკალურ გაფორმებას დაქორწინების მსურველი პირების სურვილის გათვალისწინებით;
დ) დაქორწინებულთათვის მილოცვის განსაკუთრებულ ფორმას;
ე) რიტუალის ჩატარებისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს.
8. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებაში შემავალი საკითხები განისაზღვრება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.008.601
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.008.601
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №487
2006 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სპეციალური სარიტუალო მომსახურების თანდართული წესი.
2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს ქორწინების რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №143 - ვებგვერდი, 10.08.2012 წ.
2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ (ი. ფორჩხიძე) უზრუნველყოს ქორწინების რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის შესაბამისად.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესი
გ. ქავთარაძე
სპეციალური სარიტუალო მომსახურების
წესი
1. სპეციალური სარიტუალო მომსახურება გულისხმობს ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარებას.
2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლების, აგრეთვე, ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, ვანის, ზუგდიდის, თერჯოლის, თიანეთის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ყაზბეგის, ხონისა და ხარაგაულის ტერიტორიული სამსახურების კომპეტენციას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.1
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №143 - ვებგვერდი, 10.08.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 14 მაისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 14.05.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის ბრძანება №86 - ვებგვერდი, 25.07.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 12.10.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №108 - ვებგვერდი, 09.11.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 11ივნისის ბრძანება №138 - ვებგვერდი, 13.06.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის ბრძანება №145- ვებგვერდი, 31.07.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №197 - ვებგვერდი, 12.10.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №350 - ვებგვერდი, 27.11.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №357 - ვებგვერდი, 12.12.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019წლის 8 მაისის ბრძანება №397 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 23.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №420 - ვებგვერდი, 27.06.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №466 - ვებგვერდი, 17.12.2019 წ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №469 - ვებგვერდი, 23.12.2019 წ
3. სპეციალური სარიტუალო მომსახურების ჩატარებას უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
4. დასაქორწინებელი პირები, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უფლებამოსილი არიან, მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ქორწინების სახლს ან ნებისმიერ სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებით და უნდა მიუთითონ ის ქორწინების სახლი ან უფლებამოსილი სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რომელშიც სურთ მომსახურების მიღება. განცხადებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად დასაქორწინებელმა პირებმა უნდა წარადგინონ ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №374 - ვებგვერდი, 22.01.2019 წ.
41. დასაქორწინებელი პირი უფლებამოსილია, ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ კალენდარში წინასწარ მიუთითოს მომსახურების მიღების დღე და საათი, ქორწინების რეგისტრაციის ადგილზე მომსახურების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის ქორწინების სახლი ან უფლებამოსილი სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რომელშიც სურს მომსახურების მიღება (ქორწინების რეგისტრაციის დაჯავშნა). დაჯავშნასთან ერთად დასაქორწინებელმა პირმა უნდა გადაიხადოს ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით გათვალისწინებული საფასური.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №374 - ვებგვერდი, 22.01.2019 წ.
42. ჯავშნის დადასტურების შემთხვევაში, დაჯავშნიდან ორი თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს მომსახურების მიღების დღემდე ერთი სამუშაო დღით ადრე, დასაქორწინებელმა პირმა უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ქორწინების სახლს ან ნებისმიერ სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ან გააუქმოს ჯავშანი. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში ჯავშანი ავტომატურად უქმდება და დაჯავშნისას გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №374 - ვებგვერდი, 22.01.2019 წ.
5. სპეციალური სარიტუალო მომსახურების თაობაზე დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლი ან ტერიტორიული სამსახური ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რიტუალის წესი და პირობები, ხოლო ქორწინების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლი ან უფლებამოსილი სამოქალაქო რეესტრის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს რიტუალის სათანადოდ ჩატარება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №374 - ვებგვერდი, 22.01.2019 წ.
2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სპეციალიზებული სამსახურის კომპეტენციას; რიტუალი ხორციელდება შესაბამისი სპეციალიზებული სამსახურისათვის გამოყოფილ შენობაში.
3. სპეციალური სარიტუალო მომსახურების ჩატარებას უზრუნველყოფს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
4. დასაქორწინებელმა პირებმა, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება,
უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის სპეციალიზებულ სამსახურს და აღნიშნულის თაობაზე მიუთითონ ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში. განცხადებასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ საბუთებთან და ქორწინების რეგისტრაციისათვის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითართან ერთად დაქორწინების მსურველმა პირებმა უნდა წარადგინონ ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ქვითარი.
5. სპეციალური სარიტუალო მომსახურების თაობაზე დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი სპეციალიზებული სამსახური ვალდებულია გააცნოს განმცხადებლებს ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რიტუალის წესი და პირობები, უზრუნველყოს რიტუალის სათანადოდ ჩატარება.
6. დაქორწინების მსურველ პირებს უფლება აქვთ მოითხოვონ ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სპეციალური სარიტუალო მომსახურება.
7. სპეციალური სარიტუალო მომსახურება მოიცავს:
ა) ქორწინების რეგისტრაციისას საზეიმო გარემოს შექმნას;
ბ) სარიტუალო დარბაზის გაფორმება ქორწინების სახლში ან შესაბამის სამსახურში არსებული ინვენტარისა და დაქორწინების მსურველი პირის სურვილის გათვალისწინებით;
ბ) სარიტუალო დარბაზის გაფორმება სპეციალიზებულ სამსახურში არსებული ინვენტარისა და დაქორწინების მსურველი პირების სურვილის გათვალისწინებით;
გ) ქორწინების რეგისტრაციის მუსიკალურ გაფორმებას დაქორწინების მსურველი პირების სურვილის გათვალისწინებით;
დ) დაქორწინებულთათვის მილოცვის განსაკუთრებულ ფორმას;
ე) რიტუალის ჩატარებისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677
8. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებაში შემავალი საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
8. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებაში შემავალი საკითხები განისაზღვრება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.02.2020.
- როდის იქნა მიღებული „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №487. სარეგისტრაციო კოდი — 040.200.010.22.027.008.601.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 21 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2020.
- სად არის „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“, №487, 11.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.008.601 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64612/