სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.05.2006 ძალადაკარგული 25.02.2020
ნომერი
№487
სარეგისტრაციო კოდი
040.200.010.22.027.008.601
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 15/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (21)

შემდგომი ცვლილებები (18)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.008.601

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №487

2006 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ� საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

1. დამტკიცდეს სპეციალური სარიტუალო მომსახურების თანდართული წესი.

2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ (ი. ფორჩხიძე) უზრუნველყოს ქორწინების რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის შესაბამისად.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

�გ. ქავთარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.1

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესი

1. სპეციალური სარიტუალო მომსახურება გულისხმობს ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარებას.

2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქორწინების სახლების, სიღნაღის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხარაგაულის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანისა და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურ ები ს კომპეტენციას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.1

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

3. სპეციალური სარიტუალო მომსახურების ჩატარებას უზრუნველყოფს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

4. დასაქორწინებელმა პირებმა, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ქორწინების სახლს ან უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს და აღნიშნულის თაობაზე მიუთითონ ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში. განცხადებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად დაქორწინების მსურველმა პირება უნდა წარადგინონ ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

5. სპეციალური სარიტუალო მომსახურების თაობაზე დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქორწინების სახლი ან შესაბამისი სამსახური ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რიტუალის წესი და პირობები, უზრუნველყოს რიტუალის სათანადოდ ჩატარება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677

6. დაქორწინების მსურველ პირებს უფლება აქვთ მოითხოვონ ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სპეციალური სარიტუალო მომსახურება.

7. სპეციალური სარიტუალო მომსახურება მოიცავს:

ა) ქორწინების რეგისტრაციისას საზეიმო გარემოს შექმნას;

ბ) სარიტუალო დარბაზის გაფორმება ქორწინების სახლში ან შესაბამის სამსახურში არსებული ინვენტარისა და დაქორწინების მსურველი პირის სურვილის გათვალისწინებით;

გ) ქორწინების რეგისტრაციის მუსიკალურ გაფორმებას დაქორწინების მსურველი პირების სურვილის გათვალისწინებით;

დ) დაქორწინებულთათვის მილოცვის განსაკუთრებულ ფორმას;

ე) რიტუალის ჩატარებისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №117 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.677

8. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებაში შემავალი საკითხები განისაზღვრება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“, №487, 11.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.008.601 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64612-3/