„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (103)
შემდგომი ცვლილებები (102)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №77
2006 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2006 წლის 9 ივნისის №3292-Iს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა.ხეთაგური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილი ს ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. მოქმედების სფერო
წინამდებარე წესები არეგულირებს:
ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის ფუნქციონირებას და სისტემის კომერციული ოპერატორის საქმიანობას;
ბ) კომერციულ, ფინანსურ და ტექნიკურ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშვება პირდაპირი ხელშეკრულებების ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის, გადაცემის, გატარების, დისპეტჩერიზაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებით;
გ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს;
დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადების, ძალაში შესვლის, მოქმედებისა და შეწყვეტის პირობებს;
ე) ელექტროენერგიის გაყიდვის განსხვავებული პირობების დაწესების მიზნით ელექტროენერგიის გამყიდველთა კატეგორიების განსაზღვრას.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ელექტროენერგიის აღრიცხვა“ – ელექტროენერგიის აღრიცხვის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სახის გაზომვას აღრიცხვის მოწყობილობის საშუალებით;
ბ) ,,გატარება“ – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებელის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე;
გ) ,,ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება“ – ელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება იმ ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, რომელიც ამ ელექტროსადგურთან ერთად იმყოფება ერთი და იმავე ფიზიკური ან იურიდიული პირის პირდაპირ მფლობელობაში;
დ) ,,პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე“ - ამ წესების თანახმად ორმხრივი ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და, მეორე მხრივ კვალიფიციურ საწარმოს შორის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევაზე, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირობებს;
ე) „ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება“ – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;
ვ) „ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯი“ – ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება, ასევე ელექტროენერგიის დანაკარგები, რომელიც წარმოიქმნება სადგურის ძალოვან და გამზომ ხელსაწყოებში, ტრანსორმატორებსა და ელექტროგადამცემ ხაზებში;
ზ) „ქვესადგურის საკუთარი მოხმარება“ – ქვესადგურის ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;
თ) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში;
ი) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის განაწილების ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გამანაწილებელ, საჰაერო და საკაბელო ქსელში, ძალოვან და გამზომ ტრანსორმატორებში, დენშემზღვუდველ რეაქტორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში;
კ) ,,ელექტროენერგიის ზენორმატიული დანაკარგი“ – დადებითი სხვაობა გადამცემ ქსელში არსებულ ფაქტობრივ დანაკარგსა და კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის ნორმატიულ (ნორმალურ) დანაკარგს შორის;
ლ) „ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვის სისტემა“ – გამზომი ტრანსფორმატორების, შემაერთებელი სადენების, მრიცხველების, შემკრები, გარდამქმნელი და გადამცემი მოწყობილობების ერთობლიობით შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის რაოდენობის, მისი პარამეტრების აღრიცხვისა და გარკვეულ პერიოდში დამახსოვრებისათვის.
მ) „საბალანსო ელექტროენერგიის ფასი“ – სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც გამოანგარიშდება ამ წესების მე-4 თავის მიხედვით;
ნ) „საბითუმო ვაჭრობა” – ელექტროენერგიის, მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიის, სიმძლავრის და სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა “ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესებით უფლებამოსილ საწარმოებს შორის;
ო) „საანგარიშო პერიოდი“ – ერთი კალენდარული თვე;
პ) (ამოღებულია);
ჟ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი“ – წარმოების ლიცენზიატი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური;
რ) ,,ავარიული სიტუაცია“ – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა, რომელიც იწვევს ელექტროენერგიის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებას და სისტემის მუშაობის მდგრადობის შენარჩუნებისათვის საჭირო არსებული სასისტემო ავტომატიკის (სიხშირის ავტომატური განტვირთვა, მინიმალური ძაბვის ავტომატიკა, გამყოფი ავტომატიკა და ა.შ.) ამოქმედებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ან მოჰყვება ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივ ან მთლიანად შეწყვეტა;
ს) ,,პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია“ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ჟურნალში ამ წესების შესაბამისად შეტანა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი II
ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობა
მუხლი 3. ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოს რეგისტრაცია
1. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება აქვს წარმოების და განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, იმპორტიორს და ექსპორტიორს, რომელიც აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესების მოთხოვნებს, აგრეთვე სისტემის კომერციულ ოპერატორს.
2. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესებით კვალიფიციური საწარმოსათვის დადგენილ მოთხოვნებს, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით უნდა მიმართოს კომერციულ ოპერატორს.
3. კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციისათვის კვალიფიციურმა საწარმომ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დადგენილი ფორმით განცხადება სისტემის კომერციული ოპერატორის სახელზე, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით;
ბ) კომისიის მიერ გაცემული ლიცენზია (შესაბამისი ლიცენზიატისათვის);
გ) სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ;
დ) პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) ელექტრულ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა გაცემული შესაბამისი ქსელის მფლობელი პირის მიერ (არსებობის შემთხვევაში);
ვ) მიერთებისა და აღრიცხვის წერტილების სქემატური აღწერა;
ზ) ელექტროენერგიის წლიური მოხმარების ან გამომუშავების, ან გადაცემის ან განაწილების საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, სიმძლავრის საპროგნოზო გრაფიკი მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვების ჩვენებით.
4. კვალიფიციური საწარმო ვალდებულია 10 დღის განმავლობაში კომერციულ ოპერატორს შეატყობინოს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესახებ.
5. კვალიფიციური საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები უნდა იქნეს დამოწმებული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
6. კვალიფიციური საწარმოს ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საკითხს წყვეტს სისტემის კომერციული ოპერატორი, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში.
7. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს კვალიფიციური საწარმოს განაცხადი ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების მოთხოვნებს.
8. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა. ამასთან, შეტყობინება განმცხადებლის კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირების შესახებ, ასევე უნდა ეცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
9. კვალიფიციური საწარმო, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამონტაჟოს, ააწყოს, გაარემონტოს, მზადყოფნაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მის ხელთ არსებულ საშუალებებს;
ბ) ოპტიმალურ ვადებში მოიყვანოს ძირითადი საშუალებანი საიმედო საექსპლუატაციო მდგომარეობაში;
გ) კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია მისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის.
10. კვალიფიციური საწარმო და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუმორჩილოს მის ხელთ არსებული საშუალებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს. ამ პირობის დაცვით, კვალიფიციური საწარმო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამა თუ იმ საშუალების დატვირთვის მიზანშეწონილობას და ხარისხს; კვალიფიციურ საწარმოს შეუძლია გამოიყვანოს თავისი საშუალებანი დისპეტჩერიზააციის ლიცენზიატის დაქვემდებარებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება ნებადართულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.
11. კვალიფიციური საწარმოები (სისტემის კომერციული ოპერატორის გარდა) ვალდებული არიან ყოველდღიურად მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ინფორმაცია მიწოდების და მიღების პუნქტებში არსებულ მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული მონაცემების შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 4. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმება
1. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) კომისიის მიერ ლიცენზიის გაუქმება;
ბ) სათანადო ორგანოს გადაწყვეტილება კვალიფიციური საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ;
გ) იმ გარემოებების შეცვლა, რაც გახდა კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის საფუძველი.
2. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი. ასეთი სახის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის კვალიფიციურ საწარმოსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე წარმოადგენს კვალიფიციური საწარმოსათვის, ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 5. ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი
1. ექსპორტისა და იმპორტის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დადგენილი წესით რეგისტრირებული შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და ექსპორტზე.
2. ექსპორტსა და იმპორტზე დადებული პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაციაზე ვრცელდება ამ წესების მე-3 თავში პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტაციისათვის დადგენილი მოთხოვნა და პროცედურა.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 6. ელექტროენერგიის ექსპორტიორებისა და იმპორტიორების უფლებამოსილებანი
1. ელექტროენერგიის იმპორტიორი უფლებამოსილია, იმპორტირებული ელექტროენერგია გაყიდოს პირდაპირი ხელშეკრულებებით კვალიფიციური საწარმოზე ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ან/და მოიხმაროს თავისი საჭიროებისათვის, თუ იგი ამავე დროს წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატს ან პირდაპირ მომხმარებელს.
2. ელექტროენერგიის ექსპორტიორი უფლებამოსილია, საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგია იყიდოს პირდაპირი ხელშეკრულებებით კვალიფიციურ საწარმოებისაგან ან/და უზრუნველყოს ექსპორტი საკუთარი წარმოების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიით.
3. იმპორტირებული ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე მიღებისა და მიწოდების პუნქტებში განთავსებულ მოწყობილობებზე დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოების საშუალებით.
4. იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტოენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ამ წესების შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 7. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა და პირდაპირი მომხმარებელი
1. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის შესაბამისი პირი უნდა ახორციელებდეს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე წელიწადში (სექტემბრიდან-აგვისტოს ჩათვლით) არანაკლებ 120 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის რეალიზაციას.
2. პირდაპირი მომხმარებელი საკუთარი საჭიროებისათვის უნდა მოიხმარდეს წელიწადში (სექტემბრიდან-აგვისტოს ჩათვლით) არანაკლებ 30 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიას.
3. პირდაპირი მომხმარებლისთვის დადგენილი მოხმარების სიდიდე გამოითვლება ამ მომხმარებლის კუთვნილი ურთიერთდაკავშირებული ელექტროენერგიის მომარაგების პუნქტებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოხმარების ფაქტობრივი ან მისი დადგმული მუშა სიმძლავრის შესაბამისად, მათ შორის ისეთი მომარაგების პუნქტიდან, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის ასამაღლებლად. დაუშვებელია პირდაპირ მომხმარებლად ისეთი პირის რეგისტრაცია, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული მოხმარების (სიდიდის) ზღვარს აღწევს ერთმანეთთან კავშირის არმქონე ორი ან მეტი ელექტროენერგიით მომარაგების პუნქტში აღებული, მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის (ან დადგმული საპროგნოზო სიმძლავრის) კვტ.სთ ჯამით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საწარმოს გამოყენებაში მყოფი მუშა დანადგარების, საპროგნოზო დადგმული მუშა სიმძლავრის დასადგენად, დგება შესაბამისი მუშა ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და ამ საწარმოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ქსელის მფლობელის მონაწილეობით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი III
პირდაპირი ხელშეკრულებები
მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები
1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის), მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის ან/და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია კვალიფიციურ საწარმოებს შორის, რომელთაც ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში.
2. თუ წარმოების ლიცენზიატი, იმპორტიორი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან/და ექსპორტიორი ერთი და იგივე პირია, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) პირდაპირ ხელშეკრულებას ცვლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების შესახებ განაცხადი, რომელიც განსახორციელებლად საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 9. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
1. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების მოქმედების დაწყებამდე არა უგვიანეს 4 სამუშაო დღისა.
2. რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) სარეგისტრაციო განაცხადი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხემოწერილი და დამოწმებული ორი დედანი;
გ) ამ წესების მე-6 თავის შესაბამისად განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა ან/და მიღების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატთან გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარების მომსახურებაზე.
3. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.
4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე განაცხადოს უარი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პირდაპირი ხელშეკრულების მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს;
ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;
გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;
დ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია, ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ- დისპეტჩერულ მართვას;
ე) პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მისი მოქმედების დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო და ზუსტი მოცულობები;
ვ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ არის დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე;
ზ) ელექტროენერგიის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოს არა აქვს უზრუნველყოფილი სარეზერვო სიმძლავრე მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესების შესაბამისად;
თ) ელექტროენერგიის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოს პირდაპირი ხელშეკრულებით არა აქვს შესყიდული, კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულოდ შესასყიდი ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობა.
5. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინონ მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად მომავალი დღის, თვის, კვარტლისა და წლისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდებისა და მოხმარების განაცხადები ამ წესების შესაბამისად, მათ შორის 31-ე მუხლში მოცემული წესის დაცვით.
6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 4 სამუშაო დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად და იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს ხელშეკრულების რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი.
7. ნებისმიერი ცვლილებების განხორციელება პირდაპირ ხელშეკრულებაში სარეგისტრაციოდ საჭიროებს იგივე პროცედურებს, რასაც პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 10. პირდაპირი ხელშეკრულების ან რეგისტრაციის შეწყვეტა
1. პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.
2. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ იწვევს პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.
3. (ამოღებულია).
4. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე, ხელშეკრულების მხარეების ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, აცნობოს მხარეებს მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განცხადების შეტანის დღიდან 25 კალენდარულ დღეს.
5. პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ასევე იწვევს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ ხელშეკრულების რეგისტრაციის დროებითი შეჩერება; დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დროებით შეაჩეროს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი ან ორივე მხარე აღარ აკმაყოფილებს ამ წესების მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, 5 დღით ადრე მაინც აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის დროებით შეჩერების თაობაზე, შეჩერების გამომწვევი მიზეზების მითითებით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 11. ინფორმაციის საჯაროობა
1. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას.
2. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულნი არიან ამ წესებით მიჩნეული ღია ინფორმაცია განათავსონ (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებ გვერდზე); გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
3. ამ წესების შესაბამისად ღია ინფორმაციად მიიჩნევა შემდეგი:
ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობები – ელექტროენერგიის ფასის მითითებით;
ბ) საანგარიშო პერიოდში გადამცემ ქსელში ფაქტიური დანაკარგები (ძაბვის საფეხურების მითითებით);
გ) შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობებისა და ფასების შესახებ;
დ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებისა და გამყიდველის მხრიდან შემოთავაზებული ფასის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი IV
საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა
მუხლი 12. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით
1. სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის მიზნით ფორმდება პირდაპირი ხელშეკრულებები კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოებს შორის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად, კვალიფიციური საწარმოები სისტემის კომერციულ ოპერატორს უგზავნიან დადგენილი ფორმით შევსებულ განაცხადებს საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადი საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვისათვის უნდა იქნეს წარმოდგენილი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებამდე არა უგვიანეს 3 კალენდარული დღით ადრე.
3. საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე განაცხადის ტექნიკურად განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია არ ჩართოს ელექტროენერგიის ეს მოცულობა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების გეგმაში, რაზედაც იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომერციულ ოპერატორს, შესაბამისი დასაბუთებით.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების შემდგომ სისტემის კომერციული ოპერატორი ახდენს შემოსული განაცხადების შერჩევას საბალანსო ელექტროენერგიის ვაჭრობაზე დაშვების მიზნით შემდეგი წესით:
ა) კომერციულმა ოპერატორმა გაყიდვის შესახებ განაცხადები უნდა განიხილოს განაცხადებში წარმოდგენილი ფასების ზრდის მიხედვით, ხოლო თანაბარი ფასების შემთხვევაში მათი წარმოდგენის თანამიმდევრობის შესაბამისად;
ბ) კომერციულმა ოპერატორმა ყიდვის შესახებ განაცხადები უნდა განიხილოს მათი წარმოდგენის თანამიმდევრობის შესაბამისად.
5. შერჩეული განაცხადებით სისტემის კომერციული ოპერატორი ადგენს მყიდველთა და გამყიდველთა სიას და შესაბამისი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების გრაფიკს (მოცულობებს), რის შესახებაც ელექტროენერგიის მიწოდებამდე არა უგვიანეს 24 საათით ადრე აცნობებს ვაჭრობის მონაწილეებს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
6. დადებული გარიგებების მიხედვით გამყიდველებს უჩნდებათ ვალდებულება დადგენილი გრაფიკების შესაბამისად მიაწოდონ გაყიდული ელექტროენერგიის შესაბამისი მოცულობები, ხოლო მყიდველებს უჩნდებათ ვალდებულება მოიხმარონ დადგენილი გრაფიკების შესაბამისად შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობები.
7. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 12 დღის ვადაში სისტემის კომერციული ოპერატორი ვაჭრობის მონაწილეებს უგზავნის შეტყობინებებს ჩატარებული ვაჭრობების, დადებული გარიგებების, საბალანსო ელექტროენერგიის ფასის, გაყიდული/შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.
8. ვაჭრობებზე გასაყიდად შემოთავაზებული ელექტროენერგია თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, მათ შორის ორმხრივი ვადიანი სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან.
9. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს კვალიფიციურ საწარმოებს გარიგებების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტიის წარმოდგენა ამ კვალიფიციური საწარმოს მიერ წინა თვეში კომერციული ოპერატორის მეშვეობით შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საფასურის გადახდის 5 დღეზე მეტი ვადით დაგვიანების შემთხვევაში. ამგვარი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ამ კვალიფიციური საწარმოს მიერ წინა თვეში სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ოდენობით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 13. პირდაპირი ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით
1. სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობებით შედგენილ პირდაპირ ხელშეკრულებებს საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვასა და გაყიდვაზე. ამ ხელეკრულებების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე-3 თავის მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებები გამოიყენება ელექტროენერგიის იმ მოცულობების მიმართ, რომლებიც არ იქნა შესყიდული და გაყიდული სხვა პირდაპირი ხელშეკრულებების ფარგლებში.
3. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მოიხმარს იმ ელექტროენერგიას, რომელზეც არ არის რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულება, ითვლება პირველ პუნქტში აღნიშნულ პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ.
4. საბალანსო ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მოითხოვოს არგადამხდელი კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა ან შეზღუდვა ამ წესების მე-12 და 25-ე მუხლების შესაბამისად.
5. თუ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კვალიფიციური საწარმოს მიერ მოხდა მის მიერ მთლიანად წარმოებული, იმპორტირებული, ექსპორტირებული, მოხმარებული ან განაწილებული ელექტროენერგიის 5 (ხუთ) პროცენზე მეტი ელექტროენერგიის სტანდარტული პირობით შესყიდვა ან/და გაყიდვა, მაშინ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, სისტემის კომერციულ ოპერატორს დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ დასაბუთებული არგუმენტაციის მიწოდებით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 14. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება
1. საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველებთან სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს ანგარიშსწორებას საანგარიშო პერიოდში მათ მიერ განაცხადში მითითებული ფასებით.
2. სათანადო განაცხადის არარსებობის შემთხვევაში სისტემის კომერციული ოპერატორი სტანდარტული პირობით შესყიდულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორებას ახორციელებს შესაბამისი საანგარიშო თვის განმავლობაში მათ მიერ პირდაპირი ხელშეკრულებით გაყიდული ელექტროენერგიის ფასით, ხოლო ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ ორი ან მეტი ამგვარი ხელშეკრულებების არსებობის შემთხვევაში - საშუალო შეწონილი ფასით.
3. საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველებთან სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს ანგარიშსწორებას საანგარიშო პერიოდში გამყიდველებიდან (მათ შორის განაცხადით და მის გარეშე) მიღებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
4. თუ ეს მუხლი სხვა წესს არ ითვალისწინებს, კვალიფიციური საწარმოს მიერ საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვა უნდა განხორციელდეს იმავე ტარიფით, რა ტარიფითაც მოხდა მისი შესყიდვა, ხოლო შესყიდვის რამდენიმე წყაროს არსებობის შემთხვევაში – გასაშუალოებული შეწონილი ტარიფით.
5. კვალიფიციური საწარმოების მიერ საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაყიდვა ხდება იმავე მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, სადაც მოხდა მისი შესყიდვა.
6. კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოებს შორის საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე ყველა სხვა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებებით.

თავი V
სისტემის კომერციული ოპერატორი
მუხლი 15. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები
1. სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას. მისი ფუნქციები და უფლებამოსილების სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მისი წესდებითა და წინამდებარე წესებით.
2. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციებია:
ა) საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით). ამ მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს:
ა.ა) საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებას კვალიფიციურ საწარმოებთან და სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი პირდაპირ ხელშეკრულებების დარეგისტრირებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან;
ა.ბ) საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრას ხელშეკრულებებში მოცემული და გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ფაქტობრივი რაოდენობების შედარების გზით;
ა.გ) ამ წესების შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიის ფასების გაანგარიშებას;
ა.დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდულ და გაყიდულ საბალანსო ელექტროენერგიაზე კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორებას.
ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად. მათ შორის და არა მხოლოდ:
ბ.ა) სისტემაში ყველაზე იაფი და ეფექტური სარეზერვო სიმძლავრეების გამოვლენა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
ბ.ბ) სარეზერვო სიმძლავრის ნასყიდობაზე პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება შესაბამის კვალიფიციურ საწრმოებთან;
ბ.გ) სარეზერვო სიმძლავრის გამოყენების მონიტორინგი;
ბ.დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდულ და გაყიდულ სარეზერვო სიმძლავრეზე კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორება.
გ) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება. მათ შორის და არა მხოლოდ:
გ.ა) აღრიცხვის წერტილების ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
გ.ბ) საანაგარიშო პერიოდების მიხედვით მრიცხველების ჩვენებების ერთიანი ბაზის შექმნა;
გ.გ) ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების, ქვესადგურების, მომხმარებელთა შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მოგროვება და სისტემატიზაცია.
დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და კვალიფიციური საწარმოების მიერ მიწოდებული, შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე, ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ან/და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობების (მოცულობების) განსაზღვრა და საბოლოოო ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა;
ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საქართველოს მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებების წინასწარი შეთანხმება და მისი სათანადოდ შესრულების მიზნით მონიტორინგი და კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
ვ) საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება;
ზ) გადაცემის ქსელში ზენორმატიული დანაკარგის შემთხვევაში, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვროს შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ ზენორმატიული დანაკარგის შედეგად შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობა და ღირებულება.
3. საქმიანობის გამჭვირვალობისა და მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამ მიზნით:
ა) ყველასათვის ხელმისაწდომ ადგილზე აქვეყნებს ინფორმაციას:
ა.ა) თვის განმავლობაში შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობებს, ელექტროენერგიის ფასის მითითებით;
ა.ბ) თვის განმავლობაში საშუალო შეწონილ ტარიფებს;
ა.გ) ფაქტობრივად ჩამოყალიბებული ტარიფების შესახებ;
ა.დ) გადაცემის ქსელში ფაქტობრივი დანაკარგის ოდენობაზე;
ა.ე) გასული და მიმდინარე საანგარიშო თვის საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებებს;
ა.ვ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებისა და სისტემაში გამოვლენილი ყველაზე იაფი და ეფექტური სიმძლავრეების, წყაროების მითითებით;
ა.ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციას.
ბ) ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში კომისიას უგზავნის ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე ფაქტიურად ჩამოყალიბებული ტარიფების შესახებ ყოველთვიურ ინფორმაციას.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 16. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება
1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება სავალდებულოა ყველა კვალიფიციური საწარმოსათვის კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.
2. მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის სრული მოცულობების მიხედვით, ხოლო განაწილების ლიცენზიატების, ექსპორტიორებისა და პირდაპირი მომხმარებლებისათვის – მოხმარებული ელექტროენერგიის სრული მოცულობების მიხედვით.
3. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან ყოველი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 25 რიცხვისა აანაზღაურონ სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულება.
4. სისტემის კომერციული ოპერატორის მოთხოვნისთანავე კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარატიები ან/და აწარმოონ წინასწარი გადახდა.
5. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მომსახურების ღირებულების არგადამხდელი ან გადახდის ვადების დამრღვევი კვალიფიციური საწარმოების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული ზომები, მათ შორის, ორმხრივი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. კვალიფიციური საწარმოების მიერ მომსახურების ღირებულების არგადახდა ან გადახდის ვადის სისტემატური დარღვევა წარმოადგენს მათთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან შეზღუდვის საფუძველს, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი.
7. კვალიფიციური საწარმოსათვის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების უფლებამოსილების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მას კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისაგან.
8. (ამოღებულია).
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი VI
დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი

მუხლი 161. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ძირითადი ვალდებულებები, ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, უსაფრთხოება და საიმედო ფუნქციონირება, ასევე დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ისე, რომ შესრულდეს მათ მიერ დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები;
ბ) პირდაპირი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაამუშაოს რეჟიმები, ხელი შეუწყოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ადმინისტრაციული ბერკეტები, მათ შორის სათანადო ოპერატიული სადისპეტჩერო მითითებებისა და ოქმების შედგენით;
გ) კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნის ან/და თავის შეხედულებისამებრ, ელექტროენერგეტიკული სისტემის საჭიროების მიხედვით (მდგრადობის და სტაბილურობის მიზნით), ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად გამოიყენოს საბალანსო ელექტროენერგია და სარეზერვო სიმძლავრე მინიმალური ღირებულების პრინციპის დაცვით;
დ) დროის ნებისმიერ მონაკვეთში ხელმისაწვდომი გახადოს სისტემის კომერციული ოპერატორისთვის ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა მთელი დღის განმავლობაში, ასევე ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმაში;
ე) მის მიერ განხორციელებული გაუფრთხილებელი შეზღუდვები, რომელიც განპირობებულ იქნა ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის, დააფიქსიროს ცენტრალური სადისპეტჩეროს ოპერატიულ ჟურნალში;
ვ) სისტემის კომერციულ ოპერატორს, ამ წესების შესაბამისად, მიაწოდოს დამუშავებული ინფორმაცია, პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებული და ფაქტობრივად გაყიდული (შესრულებული) ელექტროენერგიის რაოდენობაზე (მათ შორის ამ წესების 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციაც) შემდეგი წესით:
ვ.ა) ყოველდღიურად მიაწოდოს ყველა იმ მითითებისა და ინსტრუქციის ჩანაწერი, რომელიც მან გასცა წინა დღის განმავლობაში ყველა იმ ცვლილების აღნიშვნით, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ (შეთანხმებულ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ან/და მიწოდების გრაფიკებში; დღის განმავლობაში წარმოებული, გადაცემული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესახებ ინფორმაცია (მათ შორის გამოუყენებელი და გამოყენებული რეზერვის ან/და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესახებ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით; პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია _ ამა თუ იმ ხელშეკრულებაში მოცემული გრაფიკების დარღვევის ან დაცვის აღნიშვნით;
ვ.ბ) ყოველი თვის დამთავრებიდან ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით მიაწოდოს საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებისა და მიღების პუნქტებში მიწოდებული ან გაცემული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მის ხელთ არსებული ფაქტობრივი მონაცემები; საანგარიშო თვის განმავლობაში შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატის ქსელში დაფიქსირებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგების ოდენობა; მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკებში ასახული და მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული (მიწოდებული ან/და მოხმარებული) ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაცია (ცდომილებების მითითებით). ასევე პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია;
ზ) ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამინისტროს გაუგზავნოს მთლიანად ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ცალკეული კვალიფიციური საწარმოების მიერ გამომუშავებული, მიღებისა და მიწოდების პუნქტებში გაცემული და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი ბალანსი, გადაცემის ქსელში დანაკარგების ჩვენებით;
თ) ამ წესების დაცვით დაარეგისტრიროს პირდაპირი ხელშეკრულებები და გააუქმოს ან შეაჩეროს მათი რეგისტრაცია განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით;
ი) გამოავლინოს სისტემაში ყველაზე ეფექტური სარეზერვო სიმძლავრეების წყაროები და კვალიფიციურ საწარმოებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. აგრეთვე განახორციელოს კონტროლი ამ წესების დაცვით კვალიფიციური საწარმოების მიერ სარეზერვო სიმძლავრეების გამოყენების შესახებ;
კ) ხელმისაწვდომი გახადოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესყიდული და თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ (კვალიფიციური საწარმოებისა და სიმძლავრეების მითითებით);
ლ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა. დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში თავისუფალ ან/და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებზე (სიმძლავრეზე), მათ შორის რეზერვზე შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით უმოკლეს ვადაში. საჯარო ინფორმაცია შეიძლება ასევე განთავსდეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
მ) წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ შეამციროს კვალიფიციური საწარმოსთვის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სიმძლავრე, გარდა სასისტემო ავარიული სიტუაციის, ფორსმაჟორის, ამ წესების ან პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა;
ნ) ამ წესების შესაბამისად, შეასრულოს კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან განახლების შესახებ.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების დაბალანსება;
ბ) დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას იმგვარად, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;
გ) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა და საიმედო ფუნქციონირება;
დ) მომსახურების სათანადოდ განხორციელების მიზნით, განახორციელოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტი, ექსპორტი ან/და ჩაერთოს მეზობელი ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული პრინციპებისა და პროცედურების დაცვით;
ე) განსაზღვროს შესაბამისი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაცემის ქსელში არსებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგები.
3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებები:
ა) გამოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია კვალიფიციური საწარმოების ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების მდგომარეობისა და მზადყოფნის ხარისხის შესახებ;
ბ) თავისი შეხედულებისამებრ დაუბრკოლებლად განახორციელოს საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება;
გ) მისი მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის, არასრული გადახდის ან/და გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამ წესების შესაბამისად შეწყვიტოს ან შეზღუდოს კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება;
დ) ელექტროენერგიის დამტკიცებული ლიმიტის (შეთანხმებული დღეღამური გრაფიკები) კვალიფიციური საწარმოს მხრიდან გადაჭარბების შემთხვევაში, მოითხოვოს მოხმარების (სიმძლავრეების) შემცირება, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იმოქმედოს წინამდებარე წესების თანახმად;
ე) გასცეს სათანადო სადისპეტჩერო მითითებები, რათა უზრუნველყოს კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება შეთანხმებული გრაფიკითა და მოცულობით;
ვ) მოითხოვოს კვალიფიციური საწარმოსაგან, ამ წესების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრული ანაზღაურების მიზნით, კვალიფიციური საწარმოს მიერ კომერციული ბანკის საბანკო გარანტიის წარმოდგენა.
ზ) ავარიის შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მართვისა და მდგრადობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად კვალიფიციური საწარმოებისათვის პირდაპირი ხელშეკრულებებით (ბალანსებით დადგენილი) მისაწოდებელი ელექტროენერგია შეზღუდოს გაუფრთხილებლად;
თ) ქვეყანაში ელექტროენერგიის და სიმძლავრის დეფიციტის დროს ან/და ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეზღუდვების გრაფიკის შემოღებისას, კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგია მიაწოდოს ურთიერთშეთანხმებული დამატებითი გრაფიკით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის კორექტირებასთან შესაბამისობაში, ხოლო ურთიერთშეთანხმებული დამატებითი გრაფიკის არარსებობის შემთხვევაში იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მომსახურების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ამ წესებით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ მუხლში მოცემული პრინციპების უპირატესი შესრულება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი VI
სარეზერვო სიმძლავრე
მუხლი 17. სარეზერვო სიმძლავრის ფორმირება
1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები და პირდაპირი მომხმარებლები თავიანთი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ვალდებულნი არიან ჰქონდეთ საჭირო მოცულობის სარეზერვო სიმძლავრე „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად.
2. პასუხისმგებლობა გაყიდული სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველყოფაზე ეკისრება სარეზერვო სიმძლავრის გამყიდველს და რეგულირდება შესაბამისი სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებით.
3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მითითებით ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებმა, პირდაპირი მომხმარებლებმა, აგრეთვე კომერციული ოპერატორმა (იმ შემთხვევებისათვის, როდესაც რეზერვის ნასყიდობა ხორციელდება სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით) უნდა მოახდინონ სიმძლავრის რეზერვის შესყიდვა შემდეგი სახეების მიხედვით:
ა) პირველადი რეგულირების რეზერვი (დატვირთვის რეზერვი) – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის პირველად რეგულირებას არა უმეტეს 50-60 წამის პერიოდში და უზრუნველყოფს სისტემის მუშაობას არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში;
ბ) მეორადი რეგულირების რეზერვი – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მეორად რეგულირებას და პირველადი რეგულირების ჩანაცვლებას მობილიზაციის დროით არა უმეტეს 15 წუთი და დატვირთვის შენარჩუნებით არანაკლებ 1 საათი;
გ) ცივი რეზერვი – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მეორადი რეგულირების ჩანაცვლებას მობილიზაციის დროით არა უმეტეს 6 საათი.
მუხლი 18. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
1. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება უნდა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
2. შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილების შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან მოახდინონ არსებული სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის ხელშეკრულებების კორექტირება ან/და წარმოადგინონ ახალი ხელშეკრულებები სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე.
3. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) სარეგისტრაციო განაცხადი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხემოწერილი და დამოწმებული ორი დედანი.
4. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.
5. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე განაცხადოს უარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პირდაპირი ხელშეკრულების რომელიმე მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს;
ბ) პირდაპირი ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესებით განსაზღვრული პერიოდისათვის;
გ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;
დ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები;
ე) პირდაპირი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სამინისტროსა ან/და კომისიის მიერ მიღებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს;
ვ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას;
ზ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიმძლავრეს არ გააჩნია ამ წესებით სარეზერვო სიმძლავრისათვის დადგენილი სტრუქტურა და დისპეტჩერებისათვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი.
6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად.
7. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირ ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში აღნიშნული ცვლილებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა ეცნობოს მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 10 კალენდარული დღით ადრე.
8. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილებების რეგისტრაციაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც თვით ხელშეკრულების რეგისტრაციაზე.
მუხლი 19. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა
1. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი აუცილებელია წარედგინოს სარეგისტრაციოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
2. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელ გარემოებად ითვლება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეწყვეტის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის ფაქტი.
4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილია უარი განაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადის სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ამ მუხლში აღნიშნული პირობები;
ბ) პირდაპირი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ცალმხრივ შეწყვეტას, თუ განაცხადი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მხარის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია პირდაპირი ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ მისი პირობების არსებითად დარღვევის გამო.
მუხლი 20. კვალიფიციური საწარმოების შეზღუდვა სარეზერვო სიმძლავრის არქონის შემთხვევაში
თუ განაწილების ლიცენზიატი და პირდაპირი მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს, რომ მზადყოფნაში იქონიოს საჭირო მოცულობით სარეზერვო სიმძლავრე კანონმდებლობით გათვალისწინებული წყაროებიდან და ფორმით, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეზღუდოს ასეთი კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდება სისტემაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიმდინარე დეფიციტის შესაბამისად.

მუხლი 21. სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა წარმოების საკუთარი საშუალებებით
1. სარეზერვო სიმძლავრის წარმოების საკუთარი საშუალებებით უზრუნველყოფის შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიციური საწარმო სათანადო განაცხადით სარეგისტრაციოდ მიმართავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
2. პირდაპირ მომხმარებელს თავისი უზრუნველყოფა სარეზერვო სიმძლავრით შეუძლია აგრეთვე საკუთარი მოხმარების შეზღუდვის გზით სიმძლავრის გამოთავისუფლებით. აღნიშნულის თაობაზე მან სათანადო განაცხადით სარეგისტრაციოდ უნდა მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
3. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნული განაცხადების წარგენასა და რეგისტრაციაზე, აგრეთვე მათში ცვლილებების განხორციელებასა და მოქმედების შეწყვეტაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე.
მუხლი 22. სარეზევო სიმძლავრის მინიმალური ოდენობა
ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ელექტროენერგიის ყველა საბითუმო მყიდველი ვალდებულია იქონიოს სარეზერვო სიმძლავრე მისი ყოველსაათობრივი საპროგნოზო მოთხოვნის არანაკლებ შემდეგი მოცულობებისა:
ა) 2006-2009 წწ. – 10% (ადგილობრივი ან იმპორტირებული წყაროებით);
ბ) 2010-2012 წწ. – 10% (მათ შორის, მინიმუმ 5% ადგილობრივი წყაროებით);
გ) 2013-2015 წწ. – 10% (სრულად ადგილობრივი წყაროებით);
დ) 2016-2019 წწ. – 15% (სრულად ადგილობრივი წყაროებით).
თავი VII
ელექტროენერგიის დანაკარგები გადაცემის ქსელში (ტექნოლოგიურ პროცესებში ელექტროენერგიის დანახარჯი)
მუხლი 23. ელექტროენერგიის შესყიდვა და ელექტრულ ქსელში დანაკარგების ანაზღაურება
1. კვალიფიციური საწარმოს მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესყიდვა ხდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, ხოლო იმპორტის შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნის სისტემასთან დამაკავშირებელ, შესაბამის მიღების პუნქტში.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივი საშუალო დანაკარგი გამოითვლება ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს მიღებისა და მიწოდების პუნქტებში აღრიცხული ელექტროენერგიის საერთო მოცულობების სხვაობიდან.
3. პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, მყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით, მათ შორის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით შესყიდული და მიღებული ელექტროენერგია გამოითვლება მყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების პუნქტებში დაფიქსირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის გათვალისწინებით.
4. ელექტროენერგიის განაწილების ქსელში ნორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებისა და იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ განაწილების ქსელიდან. დანაკარგების ღირებულება გათვალისწინებულია კომისიის მიერ დადგენილ შესაბამის ტარიფებში.
5. ზენორმატიული დანაკარგები, გარდა ნორმატიული დანაკარგისა, ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელი ლიცენზიატის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 231. წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვა საერთო სასადგურო დანახარჯისთვის
წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების საშუალების გაჩერების პერიოდში ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველყოფა ხდება სხვა კვალიფიციური საწარმოსგან შესაბამისი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი VIII
ანგარიშსწორება
მუხლი 24. სახელშეკრულებო ვალდებულებები
1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაში განსაზღვრული ელექტროენერგიის მოცულობა, მისი გამომუშავების შემთხვევაში, მყიდველის მიერ სრულად იქნება ანაზღაურებული, მიუხედავად ამ კონკრეტული მყიდველის მიერ მისი ფიზიკურად მოხმარების (მიღების) ფაქტის დადგომისა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების შესრულებისას საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია ნაკლებია ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში გამომუშავებული და შესყიდული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგია არ არის გაყიდული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში ან/და სააანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია მეტია, ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ სათანადო პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისად გამომუშავებული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის გამყიდველი პირდაპირი ხელშეკრულების ზემოთ რეალიზებული ელექტროენერგიის ნაწილში ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე.
4. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა შედგეს მხარეების წარმომადგენლობითი კომისია, რომელშიც სისტემის კომერციული ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულნი არიან გამოყონ მათი წარმომადგენელი ან წარმომადგენლები (მხარეების მიერ ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში). ამ პუნქტში მოცემული წესი არ ვრცელდება ამ წესების 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფის შექნასა და მის საქმიანობაზე.
5. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიუწოდებლობის შემთხვევაში (თუ ეს ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს), მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მყიდველს აუანაზღაუროს მისი ბრალით ამ მიუწოდებლობის შედეგად მიყენებული ზიანი.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 25. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა
1. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციურმა საწარმომ 5 დღეზე მეტი ვადით დააგვიანა შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან/და გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების ღირებულების გადახდა, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, ან/და სათანადო განაწილების ლიცენზიატები უფლებამოსილნი არიან, შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს მოსთხოვონ საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში შესასყიდი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
2. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საწარმო ვერ წარადგენს მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიებს კომერციულ ოპერატორს აქვს სრული უფლება არ დაუშვას იგი საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაზე, ხოლო წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და განაწილების ლიცენზიატებს შეწყვიტონ ამ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიისა ან/და მომსახურეობის გაწევა ამ წესების შესაბამისად.
3. თუ ელექტროენერგიის (სიმძლავრის), გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების (მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის) მყიდველი კვალიფიციური საწარმო დააყოვნებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის გადახდას, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამგვარ დაყოვნებასთან დაკავშირებული ზიანი.
4. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 27 დღის განმავლობაში (თუ პირდაპირი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მყიდველი კვალიფიციციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის განსაღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ან ამ მუხლის შესაბამისად საბანკო გარანტიების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი კვალიფიციურ საწარმო ან მომსახურების განმახორციელებელი შესაბამისი ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოსთხოვოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა.
5. ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია აცნობოს შესაბამის მყიდველს ელექტროენერგიის სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ 72 საათით ადრე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამისი კვალიფიციურ საწარმოს ან ლიცენზიატის მიერ არ მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გაგზავნილი მიმართვის შეცვლა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აჩერებს ხელშეკრულების მოქმედებასა და ახორციელებს კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების სრულ ან ნაწილობრივ შეწყვეტას.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 26. მონაცემთა შეგროვება
1. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია თავის მფლობელობაში ან/და მართვაში არსებული საშუალებებით აღრიცხოს მის მიერ წარმოებული, სალტეზე გაცემული, გადაცემული, მოხმარებული და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ამ წესების შესაბამისად.
2. კვალიფიციურმა საწარმოებმა აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, სისტემის კომერციული ოპერატორისა და აგრეთვე თავისი კონტრაჰენტი მხარეებისათვის.
3. სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც მდებარეობს მიღებისა და მიწოდების პუნქტები უნდა წარმოებდეს საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველების ჩვენებების ოპერატიული ჟურნალები, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ. ოპერატიულ ჟურნალში იწერება საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველის ჩვენებები ყოველსაათობრივად.
4. იმ სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც შეუძლებელია მრიცხველის ჩვენებების ყოველსაათობრივი აღება, მრიცხველის ჩვენებები უნდა იყოს აღებული და შეტანილი ოპერატიულ ჟურნალში სულ მცირე 10 დღეში ერთხელ. აღნიშნული სადგურებისა და ქვესადგურების ნუსხას ადგენს სისტემის კომერციული ოპერატორი.
5. ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, კვალიფიცური საწარმო ვალდებულია მიწოდებისა და მიღების პუნქტებში ელექტროენერგიის მიღებისა და მიწოდების ყველა მონაწილე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად საანგარიშსწორებო მრიცხველის (მრიცხველების) ჩვენებების (ძაბვების მიხედვით) ოპერატიული ჟურნალის ჩანაწერების ბაზაზე დაყრდნობით შეადგინოს დადგენილი ფორმის გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტი (აქტები).
6. აქტების დედნების რაოდენობა განისაზღვრება კვალიფიციური საწარმოს კონტრაჰენტი მხარების რაოდენობით და აგრეთვე, ორი-ორი დედანი კომერციულ ოპერატორს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
7. სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოებისა და გადაცემის ლიცენზიატების მიერ ბრძანებით ინიშნებიან აღრიცხვის კონტროლზე პასუხისმგებელი პირები. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სისტემატური კონტროლი გაუწიოს მრციხველების ჩვენებების აღების სისწორეს, ოპერატიული ჟურნალის წარმოებასა და სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი ბალანსის შედგენას.
8. შესაბამის ოპერატიული ჩვენებების აქტში დაფიქსირებული მონაცემები საანგარიშო პერიოდის დამთავრებისათანავე უნდა გადაეცეს სისტემის კომერციულ ოპერატორსა და დესპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ხოლო სათანადოდ გაფორმებული და კვალიფიციურ საწარმოს მიერ დამოწმებული აქტი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა უნდა იქნეს წარდგენილი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან, რომელიც ამოწმებს მათ და მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა გადასცემს სისტემის კომერციულ ოპერატორს.
9. აღნიშნული აქტების მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობა იწვევს კვალიფიციური საწარმოს დაჯარიმებას კომერციულ ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
10. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტში ცვლილებების შეტანა ხდება იგივე წესით, რაც გათვალისწინებულია ამ აქტის გაფორმებისათვის.
11. იმ შემთხვევაში, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ ეთანხმება წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ასახულ მონაცემებს, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ სისტემის კომერციულ ოპერატორს უთანხმოების დასაბუთებული მიზეზის მითითებით. უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ წესების 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 27. აღრიცხვიანობის რეესტრი და მონაცემთა მართვა
1. კომერციულ ოპერატორს გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ჩვენებები შეაქვს საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიან ბაზაში.
2. სისტემის კომერციული ოპერატორი 7 კალენდარული დღის ვადაში ამუშავებს მონაცემებს მათი სახელშეკრულებო მოცულობებთან შედარების გზით და კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს წარუდგენს ინფორმაციას მათ მიერ დარეგისტრირებული ხელშეკრულებების შესრულების, სარეზერვო სიმძლავრეების გამოყენებისა და საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.
3. თუ კვალიფიციური საწარმოები არ ეთანხმებიან სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დამუშავებულ და წარგენილ ინფორმაციას, მათ 2 კალენდარული დღის ვადაში ამის შესახებ უნდა აცნობონ კომერციულ ოპერატორს წერილობით, უთანხმოების დასაბუთებული მიზეზების ჩვენებით. უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მონაწილეობით.
4. სამუშაო ჯგუფმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა უმეტეს 2 სამუშაო დღისა ხმების უბრალო უმრავლესობით. სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა გაფორმდეს ოქმის სახით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს იგი გაასაჩივროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტები და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ წესების მე-15 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ოფიციალური ინფორმაცია არის საფუძველი მხარეებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებისათვის, მათ შორის ოპერატიულ ჟურნალში აღნიშნული ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელებული ანგარიშსწორების კორექტირებისათვის.
6. სისტემის კომერციული ოპერატორი ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 20 დღის ვადაში, კვალიფიციურ საწარმოებს წარუდგენს ანგარიშსწორებისთვის საბოლოო ინფორმაციას – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი IX
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურება
მუხლი 28. ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობა
ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურება ხორცილედება მხოლოდ შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე.
მუხლი 29. გადაცემის, დისპეტცერიზაციისა ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობის ხელშეკრულება, ელექტრულ ქსელში ურთიერთდაშვების ვალდებულებები
1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება აუცილებელია სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
2. პირდაპირ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება უნდა შედგეს წერილობითი ხელშეკრულების ფორმით. პირდაპირი ხელშეკრულების ასეთი შესწორება ექვემდებარება სარეგისტრაციოდ წარედგინას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.
3. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია გააჩნდეს პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების შესყიდვაზე.
4. კვალიფიციურ საწარმოებს უფლება არ აქვთ უარი უთხრან შესაბამის დაინტერესებულ პირს, მათი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით ან ქსელის გამტარუნარიანობით. გადაცემის ქსელის გარდა, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მოითხოვოს როგორც წარმოების ან განაწილების ლიცენზიატის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან/და პირდაპირი მომხმარებლის კუთვლნილი ქსელით. ასეთ შემთხვევებში:
ა) თუ დაინტერესებული პირი ითხოვს წარმოების ან გამანაწილებელი ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებას, ამ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება არ ავალდებულებს ქსელის მფლობელს ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიის (სიმძლავრით) მომარაგებაზე (თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს). შესაბამისად:
ა.ა) ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიით (სიმძლავრით) მომარაგებაზე შესაბამისი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ქსელის მფლობელის კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) უნებართვო მოხმარებას, ქსელის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და გადაახდევინოს შეუთანხმებლად მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოცულობაზე, შესაბამის საანგარიშსწორებო თვეში, მის მიერ ყველაზე ძვირად შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საფასური;
ა.ბ) ელექტროენერგიის ქსელში ზენორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელის მიერ, მომხმარებლის (მიმღების) ფაქტობრივი საჭიროების უზრუნველსაყოფად შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყველაზე მაღალი ფასით.
ბ) თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება განაწილების ქსელს, ასეთ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გატარების საფასური დგინდება კომისიის მიერ;
გ) თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის ფლობელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და ამ ქსელით სარგებლობისათვის (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებისათვის) მიიღოს სათანადო კომპენსაცია, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
5. წარმოების ლიცენზიატს ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს სათანადო მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგია (სიმძლავრე) უშუალოდ თავიანთი კუთვნილი ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელს ეკისრება მომხმარებლის ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიით (სიმძლავრით) მომარაგების ვალდებულება, თუ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი IX1
ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობა

მუხლი 291. პარალელურ რეჟიმში მუშაობის მართვა, განხორციელება და ანგარიშსწორება
1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, სისტემის კომერციულ ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესახებ ხელშეკრულება, ემსახურება როგორც საქართველოს, ისე მისი მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობას ელექტრულ სისტემებში არსებული სიმძლავრეების ურთიერთდაბალანსების (გაცვლის) საფუძველზე.
2. პარალელურ რეჟიმში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული ელექტროენერგიით (სიმძლავრით) ხდება კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემიდან შემოდინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ხარჯზე.
3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობა (ჩართვა) საჭიროებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და სისტემის კომერციულ ოპერატორის ურთიერთთანამშრომლობას (რაც დაწვრილებით შეიძლება გაიწეროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით).
4. საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის ტექნიკურ მართვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საბოლოო ანალიზს, საანგარიშსწორებო ინფორმაციაში ასახვის მიზნით, ახორციელებს სისტემის კომერციული ოპერატორი.
5. პარალელურ რეჟიმში ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემიდან მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემაში გადადინება ხორციელდება შესაბამისი წარმოების, განაწილების ან/და პირდაპირი მომხმარებლების მიერ დაბრუნებული (მიწოდებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ხარჯზე.
6. პარალელურ რეჟიმში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული და კვალიფიციური საწარმოს მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის დაბრუნება მოხდება იმავე მოცულობის ელექტროენერგიით, სისტემის კომერციულ ოპერატორთან და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ურთიერთშეთანხმებული გრაფიკით ან/და პარალელურ რეჟიმში მუშაობისას მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემისთვის ამ ენერგიის საჭიროების ან მათ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
7. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, მათ მიერ პარალელურ რეჟიმში შემოდინებული და მოხმარებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) დააბრუნონ, პირდაპირი ხელშეკრულებით შესყიდული ან წარმოებული იმავე მოცულობის ელექტროენერგიით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ.
8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში მოცემული მიზნებისთვის, კვალიფიციურ საწარმოს არ გააჩნია პირდაპირი ხელშეკრულებით შესყიდული ან წარმოებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სათანადო წყაროები, მის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დაბრუნება მოხდება სტანდარტულ პირობებზე საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვით.
9. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინების შედეგად საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოშობილი ფაქტობრივი დანაკარგები, იფარება მიწოდების პუნქტში ინდივიდუალურად იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებმაც მიიღეს (მოიხმარეს) შემოდინებული ელექტროენერგია მათი ფაქტიური მოხმარების უზრუნველსაყოფად.
10. კვალიფიციურ საწარმოზე პარალელურ რეჟიმში შემოდინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დარიცხვისას გამოიყენება ამ წესებით დადგენილი დანაკარგების გაანგარიშების და დარიცხვის წესი.
11. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებასთან ერთად, ამავე მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან შეიძლება, მოქმედებდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტის ან/და ექსპორტის სხვა ხელშეკრულებებიც.
12. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტის და ექსპორტის საქმიანობისგან განსხვავებით, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება) არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას.
13. პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების გაუქმების საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის ურთიერთშეთანხმებით ისე, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს სისტემაში არსებული კვალიფიციური საწარმოების კანონიერი მოთხოვნები. იგივე პირობა დაცული უნდა იქნეს პარალელური მუშაობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას.
14. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების დამთავრების შემდგომ, ელექტროენერგიის სალდო-გადადინება (გარდა ნულოვანისა), განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი. შესაბამისად, სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს ან ექსპორტიორს წარმოადგენს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, სადაც, იმ შემთხვევაში თუ:
ა) საქართველოდან გადინებული ელექტროენერგიის სალდო-გადადინება მეტია ნულზე და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მეზობელი ქვეყნიდან გადახდილი თანხა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ კვალიფიციური საწარმოების კანონიერ მოთხოვნებს, სხვაობა ანაზღაურდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;
ბ) თუ საქართველოში შემოდინებული ელექტროენერგიის სალდო-გადადინება ნაკლებია ნულზე და კვალიფიციურ საწარმოებს მართებთ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ პარალელურ რეჟიმში შემოდინებული და მათ მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დაბრუნება, ისინი ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გადაუხადონ პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების სალდო-გადადინებისთვის დადგენილი ფასით (ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობითი ფასით).
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი X
ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბალანსი
მუხლი 30. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი
1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური საპროგნოზო ბალანსის შესადგენად, არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 ივლისისა, იღებს კვალიფიციური საწარმოების მიერ წარდგენილ დადგენილი ფორმის განაცხადებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოთხოვნის შესახებ შესაბამისი წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდისათვის.
2. დისპეჩერიზაციის ლიცენზიანტი არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 20 ივლისისა, მიღებული განაცხადებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინა წლის ფაქტობრივი ბალანსის გათვალისწინებით, ამუშავებს და უგზავნის სამინისტროს დასამტკიცებლად ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მომდევნო წლის საპროგნოზო ბალანსს.
3. სამინისტრო, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს ამტკიცებს არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აგვისტოსი. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი მოიცავს პერიოდს მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
4. კვალიფიციური საწარმოები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნისას ვალდებულნი არიან, დამატებით წარადგინონ განაცხადები წლიური ბალანსის კორექტირებისთვის.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 31. მიწოდებისა და მოხმარების გეგმები
1. დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ფარგლებში გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების ყოველდღიურ და საათობრივ დაგეგმვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, კვალიფიცურ საწარმოებს შორის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებების შესაბამისად.
2. ამ მიზნით პირდაპირ ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 4 სამუშაო დღით ადრე მიაწოდონ ხელშეკრულების ფარგლებში მომავალი საანგარიშო პერიოდისათვის მოხმარებისა და მიწოდების საათობრივი გრაფიკები. აღნიშნულ გრაფიკებში ცვილებების შესახებ მხარემ (მხარეებმა) არანაკლებ ორი სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ხელშეკრულების დანარჩენ მხარეებს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარმოდგენილ მოხმარებისა და მიწოდების გრაფიკებში შეუსაბამობის შემთხვევში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს ამის შესახებ და სთავაზობს მათ შეასწორონ უზუსტობა გონივრული ვადის მითითებით. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მისაწოდებელი ელექტროენერგია, ამ პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად, არ იქნება ასახული მიწოდებისა და მოხმარების გეგმებში; თუ ეს პუნქტი სხვა წესს არ ითვალისწინებს მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მიუწოდებლობის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს ელექტროენერგია (სიმძლავრე) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული (თანდართული) გრაფიკის შესაბამისად.
3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების გეგმები მათი დამტკიცებისთანავე ოფიციალურად შეატყობინებს კვალიფიციურ საწარმოებს.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შედგენილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, ექსპორტს, იმპორტს, გადაცემას, განაწილებას, დისპეტჩერიზაციას, მოხმარებასა და ტრანზიტს. ეს გეგმები ყოველ მათგანს აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
5. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან უპირობოდ შეასრულონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გაცემული ოპერატიული მოთხოვნები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს კვალიფიციური საწარმოების მიერ გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების გეგმებში მოცემული ვალდებულებების დაცვის სისტემატური მონიტორინგი.
7. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) ისე დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;
ბ) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების დაბალანსება;
გ. ამ წესების პირობების დაცვით, ყოველდღიურად მიაწოდოს სისტემის კომერციულ ოპერატორს მიწოდებისა და მიღების პუნქტებში მიღებული ან/და გაცემული ელექტროენერგიის (სიმძლავრის), მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკებში ასახული და მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული (მიწოდებული ან/და მოხმარებული) ელექტროენერგიის შესახებ, ასევე პირდაპირ ხელშეკრულებების შესრულების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ამასთან ყოველდღიურად უნდა მიაწოდოს, ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა წინა დღის განმავლობაში, ყველა იმ ცვლილების აღნიშვნით, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ან/და მიწოდების გრაფიკებში.
8. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული ტექნიკური ხასიათის გარემოების გამო ვერ ხერხდება ამა თუ იმ ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულება და ეს შეუსრულებლობა აშკარად იმოქმედებს საანგარიშო თვის პერიოდში ხელშეკრულების შესრულებაზე, ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს აღნიშნულის შესახებ, ხოლო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის განმარტების მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, გასცეს წერილობითი დასაბუთება პირდაპირი ხელშეკრულების პირობების შეუსრულობების გამომწვევი მიზეზების განმარტებით (ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში).
9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ოპერატიული შეტყობინენები, მოთხოვნები ან/და დავალებები უნდა დარეგისტრირდეს ორივე მხრიდან. რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს, როგორც წერილობით, ისე ზეპირი (აუდიო) ჩანაწერით. დისპეტჩერის ოპერატიული შეტყობინებები, მოთხოვნები და დავალებები წარმოადგენს ღია ინფორმაციას. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ოპერატიული შეტყობინების ან/და მოთხოვნის ჩანაწერი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და კვალიფიციური საწარმოს მიერ უნდა გაიცეს შესაბამისი დაინტერესებული კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი XI
ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვა
მუხლი 32. ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზანი
1. ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის ძირითად მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, გამომუშავების, გადაცემის, განაწილების და მოხმარების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიღება კვალიფიციურ საწარმოებს შორის ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე) შესაბამისი ანგარიშსწორების წარმოებისათვის.
2. აღრიცხვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის რაოდენობის და სიმძლავრის გასაშუალოებული მოცულობის შეფასება:
ა) ელექტროსადგურების გენერატორების მიერ გამომუშავებულის;
ბ) ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების საკუთარი და სამეურნეო საჭიროებაზე (ცალ-ცალკე) მოხმარებულის;
გ) ენერგოსექტორში საწარმოო საჭიროებისათვის მოხმარებულის;
დ) უშუალოდ მომხმარებლებთან ელექტროსადგურის სალტეებიდან გამომავალი ხაზებით გაშვებულის (გადაცემულის);
ე) სხვა მესაკუთრის ქსელში გადაცემულის ან მათგან მიღებულის;
ვ) ელექტროქსელიდან მომხმარებლებისადმი მიწოდებულის;
ზ) ექსპორტით გადაცემულის და იმპორტით მიღებულის;
თ) ერთი ქვეყნიდან მეორეში ტრანზიტით გამავალის (საქართველოს გავლით);
ი) დამცავი ძაბვის რეჟიმში მყოფი ელექტროგადამცემ ხაზებში ელექტროენერგიის დანახარჯის;
კ) გადამცემ ქსელში ძაბვების მიხედვით დანაკარგის განსაზღვრა.
3. აქტიური ელექტროენერგიის (სიმძლავრის) აღრიცხვა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ იძლეოდეს ისეთი დასახული ამოცანების გადაჭრის საშუალებას, როგორიცაა:
ა) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე გადაცემული ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობის განსაზღვრა;
ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენასა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალური დანაკარგების დადგენას ელექტროენერგეტიკული სისტემის ძაბვის ყველა საფეხურზე;
გ) კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დადგენილი რეჟიმების და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დაცვის კონტროლი.
4. რეაქტიული ელექტროენერგიის აღრიცხვა უნდა იძლეოდეს საშუალებას:
ა) განისაზღვროს რეაქტიული სიმძლავრე, რომელიც მიეწოდათ კვალიფიციურ საწარმოებს ან იქნა გაცემული მათ მიერ;
ბ) აღირიცხოს მაკომპენსირებელი მოწყობილობების მიერ გამომუშავებული რეაქტიული ელექტროენერგია.
გ) უზრუნველყოს სისტემათაშორისი ხაზებით რეაქტიული ელექტროენერგიის გადაცემის კონტროლი.
დ) განისაზღვროს გენერატორის მიერ გამომუშავებული რეაქტიული სიმძლავრე.
5. აღრიცხვის მოწყობილობები, ასევე ელექტროენერგიის ხარისხის მაკონტროლებელი მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდნენ „ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს და შეტანილი უნდა იყოს გამზომ ხელსაწყოთა რეესტრში. აღნიშნული ხელსაწყოები უნდა დამონტაჟდეს ელექტრომოწყობილობების მოწყობის ინსტრუქციების შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 33. ელექტროენერგიის აღრიცხვის პრინციპები
1. დადგენილი სტანდარტების, მოქმედი ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად, კვალიფიცირებული საწარმო და გადაცემისა და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს მიღების ან გადაცემის წერტილებში წარმოებული, მიწოდებული, გადაცემული ან მიღებული ელექტროენერგიის და სიმძლავრის სრული რაოდენობა. წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და კომერციულ ოპერატორს აღრიცხვის ყველა მონაცემი და, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი ან ფიზიკურად დაკავშირებული მხარისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია ჩაატაროს ნებისმიერი კვალიფიციური საწარმოს, ლიცენზიატის საანგარიშსწორებო აღრიცხვის სისტემის ინსპექტირება.
2. თითოეული მინაერთისათვის უნდა განისაზღვროს აღრიცხვის წერტილი, რომელშიც უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის მრიცხველი და მოეწყოს აღრიცხვის სისტემა.
3. კვალიფიციური საწარმო, წარმოების, გადაცემის, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია მის აღრიცხვის წერტილში აღრიცხვის სისტემის დამონტაჟებაზე, გამართულობასა და ფუნქციონირებაზე წინამდებარე წესების მოთხოვნების შესაბამისად.
4. კომერციულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიცირებული საწარმოები და ლიცენზიატები პრიორიტეტების ჩამონათვალით, რომელთა საფუძველზეც კვალიფიცირებულმა საწარმოებმა და ლიცენზიატებმა მის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის სისტემები უნდა მოიყვანოს „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში 6 თვის განმავლობაში.
5. საკუთარი აღრიცხვის წერტილებში ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობების დამონტაჟების ან განახლების, გაწყობა-გაშვების, მომსახურებისა და საექსპლოატაციო ხარჯები უნდა გაიღოს კვალიფიციურმა საწარმომ ან/და გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის შესაბამისმა ლიცენზიატმა.
6. ელქტროენერგიის აღრიცხვის სისტემა და მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში არასანქცირებული ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
7. კვალიფიციურ საწარმოებსა და ლიცენზიატებს უფლება აქვთ მიიღონ ის ინფორმაცია სისტემის კომერციული ოპერატორის აღრიცხვის მონაცემთა ბაზიდან, რომელიც ეხება მათ მიერ წარმოებულ, გადაცემულ თუ მოხმარებულ ელექტროენერგიას და/ან სიმძლავრეს.
8. ელექტროენერგიის აღრიცხვისათვის გამოყენებული გაზომვის მეთოდის მეტროლოგიური კონტროლი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 34. მონაცემთა შენახვა
1. აღრიცხვის მონაცემები, უნდა ინახებოდეს აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში:
ა) 13 თვის განმავლობაში ხელმისაწვდომ ფორმატში;
ბ) 6 წლის განმავლობაში არქივში.
2. ელექტროენერგიის აღრიცხვაში დაშვებული შეცდომების შემთხვევაში აღრიცხვის მონაცემების გადაანგარიშება მოხდება იმ წინა პერიოდიდან, როცა ჩატარდა ხელსაწყოს უკანასკნელი ტექნიკური შემოწმება მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა.
მუხლი 35. პასუხისმგებლობა აღრიცხვაზე
1. საანგარიშსწორებო ხელსაწყოების დაცულობაზე, მათზე დადებული ბრჯენების ხელშეუხებლობაზე, ადამიანთა ჩარევისაგან გამოწვეული დაზიანებაზე, აგრეთვე აღრიცხვის წრედების დარღვევაზე მატერიალურად და იურიდიულად პასუხისმგებელია ის კვალიფიციური საწარმო, ლიცენზიატი, რომელთა ბალანსზეც იმყოფება მრიცხველების განთავსების მოწყობილობა.
2. აღრიცხვის მოწყობილობის თითოეულ ნაწილს (დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების კარადების საფარები, გადაბმის ყუთები, წევის ყუთები, ტერმინალური ყუთები, განშტოების ყუთები, გამოსაცდელი ბლოკები, მრიცხველის საფარები და მრიცხველები) მრიცხველის მეპატრონემ უნდა გაუკეთოს შესაბამისი ნიშანდება (იარლიყი), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციის მონაცემებს.
3. კვალიფიციური საწარმოები და გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს სისტემის კომერციული ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლის შეუზღუდავი დაშვება საანგარიშსწორებო ხელსაწყოებთან.
მუხლი 36. აღრიცხვიანობის რეესტრი
1. სისტემის კომერციულმა ოპერატორმა უნდა შექმნას და აწარმოოს აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრი, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა აღრიცხვის წერტილების შესახებ სრულ ინფორმაციას.
2. რეესტრი უნდა მოიცავდეს:
ა) აღრიცხვის წერტილების რეგისტრაციას;
ბ) აღრიცხვის წერტილების შემოწმების შესახებ მონაცემებს.
თავი XI1
დერეგულირებული ელექტროსადგურები
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 361. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები
1. თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მიღების პუნქტში გადაცემული ელექტროენერგია (მთლიანად ან ნაწილობრივ) არ არის შესყიდული წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ითვლება ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სიტემის კომერციულ ოპერატორზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომელშიც არ შედის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ სტანდარტული პირობით გაყიდული ელექტროენერგიის ფასი.
2. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ განაცხადით ელექტროენერგიის შესყიდვისას თანაბარი გასაყიდი ფასის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის განაცხადს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი XII
დავების გადაწყვეტა
მუხლი 37. დავების გადაწყვეტა
ამ წესებთან დაკავშირებული დავები გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი XIII
გარდამავალი დებულებები
მუხლი 38. ამ წესების შემოღებასთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდისათვის დასარეგულირებელი საკითხები
1. სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვა იმ კვალიფიციური საწარმოებისათვის, რომელთა აღრიცხვა არ იძლევა საშუალებას მრიცხველების ყოველსაათობრივი ჩვენებების მიღებისა, სარეზერვო სიმძლავრით ვაჭრობენ მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით.
2. აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური თავისი გამომუშავებიდან იკლებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას და აწარმოებს მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგია ითვლება მიწოდებულად წინამდებარე წესების შესაბამისად.
3. 2006 წლის ივლისსა და აგვისტოში კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველების მიერ კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის საფასურისა და საწევროს გადაუხელობის შემთხვევაში ელექტრობაზარი უფლებამოსილია მოსთხოვოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ან შეზღუდვა.
4. სისტემის კომერციულ ოპერატორს უფლება აქვს გააფორმოს განზრახულობათა მემორანდუმი ,,ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით“ იმ ახლად აშენებულ ან მშენებარე, აგრეთვე რეკონსტრუქციაში მყოფ ან რეკონსტრუირებულ ელექტროსადგურებთან, რომელთა მიერ წარმოებული ელექტროენერგია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (სრულად ან ნაწილობრივ) ექვემდებარება სავალდებულო წესით შესყიდვას. აღნიშნულ მემორანდუმით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესასყიდი სავარაუდო ღირებულება, მემორანდუმის ხელმოწერამდე, საჭიროებს კომისიასთან წინასწარ შეთანხმებას; ამასთან, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დერეგულირების შემდეგ პერიოდში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ, შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება (დაბალი და მაღალი ზღვარი სეზონურობის გათვალისწინებით).
5. ამ წესების თანახმად, ინფორმაციის მიწოდება წარმოებს წერილობითი ფორმით. ამასთან, წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია, ინფორმაციის მიწოდება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის, ტელეფონოგრამის, ფაქსის და სხვა საშუალებებით.
6. აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებამდე, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადასახდელი ან მისგან მისაღები თანხების გადაცემის ლიცენზიატებს შორის გასანაწილებლად საჭირო აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებამდე, გამოყენებულ იქნეს იგივე პროპორცია, რა პროპორციაც არსებობს კომისიის მიერ დადგენილ სს ,,საქრუსენერგოსა“ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადაცემის ქსელში ნორმატიულ დანაკარგებს შორის. ამასთან, ამ პუნქტის მოქმედება განისაზღვროს 2007 წლის 1 ივლისამდე.
7. აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებისთანავე ან/და შესაბამისი გადამცემი ქსელის ფარგლებში ამ წესების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შესაძლებლობისთანავე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს აღნიშნულის შესახებ და მიუთითოს ამ მოწესრიგებით მიღებულ შედეგებზე, მათ შორის, ამ მოწესრიგების შედეგად გადაცემის ქსელში მიღებული, გადაცემული, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სიზუსტით აღრიცხვასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე.
8. ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი და 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.
9. წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემების მოწესრიგებამდე (ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში), ელექტროენერგიის წარმოების საშუალების ერთ საანგარიშო პერიოდზე ნაკლები დროით გაჩერებისას, ამ პერიოდში მის მიერ სისტემიდან მიღებულ და წარმოებულ ელექტროენერგიას შორის მეტობის შემთხვევაში, მიღებულ მოცულობაზე (ნაშთზე) ანგარიშსწორება მოხდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის ურუნველყოფა სრულად ხდება სხვა კვალიფიციური საწარმოსთან გაფორმებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებებით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №77
2006 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2006 წლის 9 ივნისის №3292-Iს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა.ხეთაგური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628
2. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. მოქმედების სფერო🔗
წინამდებარე წესები არეგულირებს:
ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის ფუნქციონირებას და სისტემის კომერციული ოპერატორის საქმიანობას;
ბ) კომერციულ, ფინანსურ და ტექნიკურ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშვება პირდაპირი ხელშეკრულებების ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის, გადაცემის, გატარების, დისპეტჩერიზაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებით;
გ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს;
დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადების, ძალაში შესვლის, მოქმედებისა და შეწყვეტის პირობებს;
ე) ელექტროენერგიის გაყიდვის განსხვავებული პირობების დაწესების მიზნით ელექტროენერგიის გამყიდველთა კატეგორიების განსაზღვრას.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები🔗
1. წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ელექტროენერგიის აღრიცხვა“ – ელექტროენერგიის აღრიცხვის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სახის გაზომვას აღრიცხვის მოწყობილობის საშუალებით;
ბ) ,,გატარება“ – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებელის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე;
გ) ,,ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება“ – ელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება იმ ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, რომელიც ამ ელექტროსადგურთან ერთად იმყოფება ერთი და იმავე ფიზიკური ან იურიდიული პირის პირდაპირ მფლობელობაში;
დ) ,,პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე“ - ამ წესების თანახმად ორმხრივი ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და, მეორე მხრივ კვალიფიციურ საწარმოს შორის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევაზე, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირობებს;
ე) „ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება“ – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;
ვ) „ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯი“ – ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება, ასევე ელექტროენერგიის დანაკარგები, რომელიც წარმოიქმნება სადგურის ძალოვან და გამზომ ხელსაწყოებში, ტრანსორმატორებსა და ელექტროგადამცემ ხაზებში;
ზ) „ქვესადგურის საკუთარი მოხმარება“ – ქვესადგურის ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;
თ) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში;
ი) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის განაწილების ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გამანაწილებელ, საჰაერო და საკაბელო ქსელში, ძალოვან და გამზომ ტრანსორმატორებში, დენშემზღვუდველ რეაქტორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში;
კ) ,,ელექტროენერგიის ზენორმატიული დანაკარგი“ – დადებითი სხვაობა გადამცემ ქსელში არსებულ ფაქტობრივ დანაკარგსა და კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის ნორმატიულ (ნორმალურ) დანაკარგს შორის;
ლ) „ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვის სისტემა“ – გამზომი ტრანსფორმატორების, შემაერთებელი სადენების, მრიცხველების, შემკრები, გარდამქმნელი და გადამცემი მოწყობილობების ერთობლიობით შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის რაოდენობის, მისი პარამეტრების აღრიცხვისა და გარკვეულ პერიოდში დამახსოვრებისათვის.
მ) „საბალანსო ელექტროენერგიის ფასი“ – სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც გამოანგარიშდება ამ წესების მე-4 თავის მიხედვით;
ნ) „საბითუმო ვაჭრობა” – ელექტროენერგიის, მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიის, სიმძლავრის და სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა “ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესებით უფლებამოსილ საწარმოებს შორის;
ნ) ,,საბითუმო ვაჭრობა“ – ელექტროენერგიის, მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის ან/და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ყიდვა და გაყიდვა ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესებით უფლებამოსილ საწარმოებს შორის;
ო) „საანგარიშო პერიოდი“ – ერთი კალენდარული თვე;
პ) (ამოღებულია);
ჟ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი“ – წარმოების ლიცენზიატი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური;
რ) ,,ავარიული სიტუაცია“ – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა, რომელიც იწვევს ელექტროენერგიის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებას და სისტემის მუშაობის მდგრადობის შენარჩუნებისათვის საჭირო არსებული სასისტემო ავტომატიკის (სიხშირის ავტომატური განტვირთვა, მინიმალური ძაბვის ავტომატიკა, გამყოფი ავტომატიკა და ა.შ.) ამოქმედებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ან მოჰყვება ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივ ან მთლიანად შეწყვეტა;
ს) ,,პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია“ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ჟურნალში ამ წესების შესაბამისად შეტანა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობა
მუხლი 3. ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოს რეგისტრაცია🔗
1. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება აქვს წარმოების და განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, იმპორტიორს და ექსპორტიორს, რომელიც აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესების მოთხოვნებს, აგრეთვე სისტემის კომერციულ ოპერატორს.
2. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესებით კვალიფიციური საწარმოსათვის დადგენილ მოთხოვნებს, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით უნდა მიმართოს კომერციულ ოპერატორს.
3. კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციისათვის კვალიფიციურმა საწარმომ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დადგენილი ფორმით განცხადება სისტემის კომერციული ოპერატორის სახელზე, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით;
ბ) კომისიის მიერ გაცემული ლიცენზია (შესაბამისი ლიცენზიატისათვის);
გ) სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ;
დ) პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) ელექტრულ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა გაცემული შესაბამისი ქსელის მფლობელი პირის მიერ (არსებობის შემთხვევაში);
ვ) მიერთებისა და აღრიცხვის წერტილების სქემატური აღწერა;
ზ) ელექტროენერგიის წლიური მოხმარების ან გამომუშავების, ან გადაცემის ან განაწილების საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, სიმძლავრის საპროგნოზო გრაფიკი მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვების ჩვენებით.
4. კვალიფიციური საწარმო ვალდებულია 10 დღის განმავლობაში კომერციულ ოპერატორს შეატყობინოს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესახებ.
5. კვალიფიციური საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები უნდა იქნეს დამოწმებული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
6. კვალიფიციური საწარმოს ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საკითხს წყვეტს სისტემის კომერციული ოპერატორი, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში.
7. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს კვალიფიციური საწარმოს განაცხადი ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების მოთხოვნებს.
8. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა. ამასთან, შეტყობინება განმცხადებლის კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირების შესახებ, ასევე უნდა ეცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
9. კვალიფიციური საწარმო, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამონტაჟოს, ააწყოს, გაარემონტოს, მზადყოფნაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მის ხელთ არსებულ საშუალებებს;
ბ) ოპტიმალურ ვადებში მოიყვანოს ძირითადი საშუალებანი საიმედო საექსპლუატაციო მდგომარეობაში;
გ) კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია მისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის.
10. კვალიფიციური საწარმო და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუმორჩილოს მის ხელთ არსებული საშუალებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს. ამ პირობის დაცვით, კვალიფიციური საწარმო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამა თუ იმ საშუალების დატვირთვის მიზანშეწონილობას და ხარისხს; კვალიფიციურ საწარმოს შეუძლია გამოიყვანოს თავისი საშუალებანი დისპეტჩერიზააციის ლიცენზიატის დაქვემდებარებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება ნებადართულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.
11. კვალიფიციური საწარმოები (სისტემის კომერციული ოპერატორის გარდა) ვალდებული არიან ყოველდღიურად მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ინფორმაცია მიწოდების და მიღების პუნქტებში არსებულ მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული მონაცემების შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 4. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმება🔗
1. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) კომისიის მიერ ლიცენზიის გაუქმება;
ბ) სათანადო ორგანოს გადაწყვეტილება კვალიფიციური საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ;
გ) იმ გარემოებების შეცვლა, რაც გახდა კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის საფუძველი.
2. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი. ასეთი სახის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის კვალიფიციურ საწარმოსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე წარმოადგენს კვალიფიციური საწარმოსათვის, ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 5. ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი🔗
1. ექსპორტისა და იმპორტის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დადგენილი წესით რეგისტრირებული შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და ექსპორტზე.
2. ექსპორტსა და იმპორტზე დადებული პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაციაზე ვრცელდება ამ წესების მე-3 თავში პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტაციისათვის დადგენილი მოთხოვნა და პროცედურა.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 6. ელექტროენერგიის ექსპორტიორებისა და იმპორტიორების უფლებამოსილებანი🔗
1. ელექტროენერგიის იმპორტიორი უფლებამოსილია, იმპორტირებული ელექტროენერგია გაყიდოს პირდაპირი ხელშეკრულებებით კვალიფიციური საწარმოზე ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ან/და მოიხმაროს თავისი საჭიროებისათვის, თუ იგი ამავე დროს წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატს ან პირდაპირ მომხმარებელს.
2. ელექტროენერგიის ექსპორტიორი უფლებამოსილია, საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგია იყიდოს პირდაპირი ხელშეკრულებებით კვალიფიციურ საწარმოებისაგან ან/და უზრუნველყოს ექსპორტი საკუთარი წარმოების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიით.
3. იმპორტირებული ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე მიღებისა და მიწოდების პუნქტებში განთავსებულ მოწყობილობებზე დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოების საშუალებით.
4. იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტოენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ამ წესების შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 7. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა და პირდაპირი მომხმარებელი🔗
1. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის შესაბამისი პირი უნდა ახორციელებდეს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე წელიწადში (სექტემბრიდან-აგვისტოს ჩათვლით) არანაკლებ 120 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის რეალიზაციას.
2. პირდაპირი მომხმარებელი საკუთარი საჭიროებისათვის უნდა მოიხმარდეს წელიწადში (სექტემბრიდან-აგვისტოს ჩათვლით) არანაკლებ 30 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიას.
3. პირდაპირი მომხმარებლისთვის დადგენილი მოხმარების სიდიდე გამოითვლება ამ მომხმარებლის კუთვნილი ურთიერთდაკავშირებული ელექტროენერგიის მომარაგების პუნქტებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოხმარების ფაქტობრივი ან მისი დადგმული მუშა სიმძლავრის შესაბამისად, მათ შორის ისეთი მომარაგების პუნქტიდან, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის ასამაღლებლად. დაუშვებელია პირდაპირ მომხმარებლად ისეთი პირის რეგისტრაცია, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული მოხმარების (სიდიდის) ზღვარს აღწევს ერთმანეთთან კავშირის არმქონე ორი ან მეტი ელექტროენერგიით მომარაგების პუნქტში აღებული, მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის (ან დადგმული საპროგნოზო სიმძლავრის) კვტ.სთ ჯამით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საწარმოს გამოყენებაში მყოფი მუშა დანადგარების, საპროგნოზო დადგმული მუშა სიმძლავრის დასადგენად, დგება შესაბამისი მუშა ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და ამ საწარმოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ქსელის მფლობელის მონაწილეობით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
პირდაპირი ხელშეკრულებები
მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები🔗
1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის), მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის ან/და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია კვალიფიციურ საწარმოებს შორის, რომელთაც ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში.
2. თუ წარმოების ლიცენზიატი, იმპორტიორი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან/და ექსპორტიორი ერთი და იგივე პირია, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) პირდაპირ ხელშეკრულებას ცვლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების შესახებ განაცხადი, რომელიც განსახორციელებლად საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 9. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან🔗
1. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების მოქმედების დაწყებამდე არა უგვიანეს 4 სამუშაო დღისა.
2. რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) სარეგისტრაციო განაცხადი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხემოწერილი და დამოწმებული ორი დედანი;
გ) ამ წესების მე-6 თავის შესაბამისად განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) ამ წესების მე-6 თავის შესაბამისად განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა ან/და მიღების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატთან გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარების მომსახურებაზე.
3. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.
4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე განაცხადოს უარი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პირდაპირი ხელშეკრულების მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს;
ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;
გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;
დ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია, ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ- დისპეტჩერულ მართვას;
ე) პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მისი მოქმედების დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო და ზუსტი მოცულობები;
ვ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ არის დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე;
ზ) ელექტროენერგიის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოს არა აქვს უზრუნველყოფილი სარეზერვო სიმძლავრე მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესების შესაბამისად;
ზ) (ამოღებულია);
თ) ელექტროენერგიის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოს პირდაპირი ხელშეკრულებით არა აქვს შესყიდული, კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულოდ შესასყიდი ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობა.
5. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინონ მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად მომავალი დღის, თვის, კვარტლისა და წლისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდებისა და მოხმარების განაცხადები ამ წესების შესაბამისად, მათ შორის 31-ე მუხლში მოცემული წესის დაცვით.
6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 4 სამუშაო დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად და იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს ხელშეკრულების რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი.
7. ნებისმიერი ცვლილებების განხორციელება პირდაპირ ხელშეკრულებაში სარეგისტრაციოდ საჭიროებს იგივე პროცედურებს, რასაც პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
მუხლი 10. პირდაპირი ხელშეკრულების ან რეგისტრაციის შეწყვეტა🔗
1. პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.
2. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ იწვევს პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.
3. (ამოღებულია).
4. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე, ხელშეკრულების მხარეების ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, აცნობოს მხარეებს მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განცხადების შეტანის დღიდან 25 კალენდარულ დღეს.
5. პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ასევე იწვევს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ ხელშეკრულების რეგისტრაციის დროებითი შეჩერება; დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დროებით შეაჩეროს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი ან ორივე მხარე აღარ აკმაყოფილებს ამ წესების მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, 5 დღით ადრე მაინც აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის დროებით შეჩერების თაობაზე, შეჩერების გამომწვევი მიზეზების მითითებით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 11. ინფორმაციის საჯაროობა🔗
1. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას.
2. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულნი არიან ამ წესებით მიჩნეული ღია ინფორმაცია განათავსონ (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებ გვერდზე); გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
3. ამ წესების შესაბამისად ღია ინფორმაციად მიიჩნევა შემდეგი:
ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობები – ელექტროენერგიის ფასის მითითებით;
ბ) საანგარიშო პერიოდში გადამცემ ქსელში ფაქტიური დანაკარგები (ძაბვის საფეხურების მითითებით);
გ) შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობებისა და ფასების შესახებ;
დ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებისა და გამყიდველის მხრიდან შემოთავაზებული ფასის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა
მუხლი 12. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით🔗
1. სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის მიზნით ფორმდება პირდაპირი ხელშეკრულებები კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოებს შორის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად, კვალიფიციური საწარმოები სისტემის კომერციულ ოპერატორს უგზავნიან დადგენილი ფორმით შევსებულ განაცხადებს საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადი საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვისათვის უნდა იქნეს წარმოდგენილი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებამდე არა უგვიანეს 3 კალენდარული დღით ადრე.
21. სისტემის კომერციულ ოპერატორს უფლება არა აქვს, წინასწარი განაცხადით უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიმღები (მომხმარებელი) კვალიფიციური საწარმო, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარების 10 (ათ) პროცენზე მეტი საბალანსო ელექტროენერგიით. ეს პუნქტი არ ვრცელდება სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სავალდებულო წესით შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაციაზე.
3. საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე განაცხადის ტექნიკურად განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია არ ჩართოს ელექტროენერგიის ეს მოცულობა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების გეგმაში, რაზედაც იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომერციულ ოპერატორს, შესაბამისი დასაბუთებით.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების შემდგომ სისტემის კომერციული ოპერატორი ახდენს შემოსული განაცხადების შერჩევას საბალანსო ელექტროენერგიის ვაჭრობაზე დაშვების მიზნით შემდეგი წესით:
ა) კომერციულმა ოპერატორმა გაყიდვის შესახებ განაცხადები უნდა განიხილოს განაცხადებში წარმოდგენილი ფასების ზრდის მიხედვით, ხოლო თანაბარი ფასების შემთხვევაში მათი წარმოდგენის თანამიმდევრობის შესაბამისად;
ბ) კომერციულმა ოპერატორმა ყიდვის შესახებ განაცხადები უნდა განიხილოს მათი წარმოდგენის თანამიმდევრობის შესაბამისად.
5. შერჩეული განაცხადებით სისტემის კომერციული ოპერატორი ადგენს მყიდველთა და გამყიდველთა სიას და შესაბამისი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების გრაფიკს (მოცულობებს), რის შესახებაც ელექტროენერგიის მიწოდებამდე არა უგვიანეს 24 საათით ადრე აცნობებს ვაჭრობის მონაწილეებს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
6. დადებული გარიგებების მიხედვით გამყიდველებს უჩნდებათ ვალდებულება დადგენილი გრაფიკების შესაბამისად მიაწოდონ გაყიდული ელექტროენერგიის შესაბამისი მოცულობები, ხოლო მყიდველებს უჩნდებათ ვალდებულება მოიხმარონ დადგენილი გრაფიკების შესაბამისად შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობები.
7. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 12 დღის ვადაში სისტემის კომერციული ოპერატორი ვაჭრობის მონაწილეებს უგზავნის შეტყობინებებს ჩატარებული ვაჭრობების, დადებული გარიგებების, საბალანსო ელექტროენერგიის ფასის, გაყიდული/შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.
8. ვაჭრობებზე გასაყიდად შემოთავაზებული ელექტროენერგია თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, მათ შორის ორმხრივი ვადიანი სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან.
9. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს კვალიფიციურ საწარმოებს გარიგებების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტიის წარმოდგენა ამ კვალიფიციური საწარმოს მიერ წინა თვეში კომერციული ოპერატორის მეშვეობით შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საფასურის გადახდის 5 დღეზე მეტი ვადით დაგვიანების შემთხვევაში. ამგვარი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ამ კვალიფიციური საწარმოს მიერ წინა თვეში სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ოდენობით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
მუხლი 13. პირდაპირი ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით🔗
1. სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობებით შედგენილ პირდაპირ ხელშეკრულებებს საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვასა და გაყიდვაზე. ამ ხელეკრულებების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე-3 თავის მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებები გამოიყენება ელექტროენერგიის იმ მოცულობების მიმართ, რომლებიც არ იქნა შესყიდული და გაყიდული სხვა პირდაპირი ხელშეკრულებების ფარგლებში.
3. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მოიხმარს იმ ელექტროენერგიას, რომელზეც არ არის რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულება, ითვლება პირველ პუნქტში აღნიშნულ პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ.
4. საბალანსო ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მოითხოვოს არგადამხდელი კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა ან შეზღუდვა ამ წესების მე-12 და 25-ე მუხლების შესაბამისად.
5. თუ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კვალიფიციური საწარმოს მიერ მოხდა მის მიერ მთლიანად წარმოებული, იმპორტირებული, ექსპორტირებული, მოხმარებული ან განაწილებული ელექტროენერგიის 5 (ხუთ) პროცენზე მეტი ელექტროენერგიის სტანდარტული პირობით შესყიდვა ან/და გაყიდვა, მაშინ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, სისტემის კომერციულ ოპერატორს დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ დასაბუთებული არგუმენტაციის მიწოდებით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 14. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება
მუხლი 14. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება სისტემის კომერციულ ოპერატორთან სტანდარტული პირობებით ან/და წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით ყიდვა-გაყიდვის დროს🔗
1. საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველებთან სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს ანგარიშსწორებას საანგარიშო პერიოდში მათ მიერ განაცხადში მითითებული ფასებით.
1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლის ან იმპორტიორისგან წინასწარი განაცხადით ელექტროენერგიის ყიდვისას სისტემის კომერციული ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს საანგარიშო პერიოდში მათ მიერ განაცხადში მითითებული ფასებით (ამ წესების შესაბამისად).
2. სათანადო განაცხადის არარსებობის შემთხვევაში სისტემის კომერციული ოპერატორი სტანდარტული პირობით შესყიდულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორებას ახორციელებს შესაბამისი საანგარიშო თვის განმავლობაში მათ მიერ პირდაპირი ხელშეკრულებით გაყიდული ელექტროენერგიის ფასით, ხოლო ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ ორი ან მეტი ამგვარი ხელშეკრულებების არსებობის შემთხვევაში - საშუალო შეწონილი ფასით.
2. სისტემის კომერციული ოპერატორისგან წინასწარი განაცხადის ფარგლებში ელექტროენერგიის ყიდვისას კვალიფიციური საწარმო ანგარიშსწორებას ახორციელებს საანგარიშო პერიოდში სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
3. საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველებთან სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს ანგარიშსწორებას საანგარიშო პერიოდში გამყიდველებიდან (მათ შორის განაცხადით და მის გარეშე) მიღებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
3. ამ მუხლით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის იმ მოცულობების გათვალისწინებით, რომელიც სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდულ იქნა წინასწარი განაცხადით, ფიქსირებული ტარიფით და ამ წესებით განსაზღვრული ფასით (მათ შორის, სტანდარტული პირობით განსაზღვრული ფასით). საშუალო შეწონილი ფასის ფორმირებაში არ მონაწილეობს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სტანდარტული პირობებით გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასი და მოცულობები.
4. თუ ეს მუხლი სხვა წესს არ ითვალისწინებს, კვალიფიციური საწარმოს მიერ საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვა უნდა განხორციელდეს იმავე ტარიფით, რა ტარიფითაც მოხდა მისი შესყიდვა, ხოლო შესყიდვის რამდენიმე წყაროს არსებობის შემთხვევაში – გასაშუალოებული შეწონილი ტარიფით.
4. კვალიფიციურ საწარმო სისტემის კომერციულ ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიის სტანდარტული პირობებით ყიდვისას, ანგარიშსწორებას ახორციელებს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიაზე დაფიქსირებული ყველაზე ძვირი ფასითა და ფაქტობრივი მოცულობის ფარგლებში, ხოლო ელექტროენერგიის რამდენიმე მწარმოებლის ან/და მყიდველის არსებობის შემთხვევაში, გასაშუალოებული ფასით.
5. კვალიფიციური საწარმოების მიერ საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაყიდვა ხდება იმავე მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, სადაც მოხდა მისი შესყიდვა.
5. სისტემის კომერციული ოპერატორი კვალიფიციური საწარმოებისგან (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გარდა) საბალანსო ელექტროენერგიის სტანდარტული პირობებით ყიდვისას, ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებასა და დარიცხვას ახორციელებს საანგარიშო თვის განმავლობაში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ყველაზე დაფალი ფასით შესყიდული ელექტროენერგიის საფასურად (მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მწარმოებლისათვის სემეკის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფისა).
6. კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოებს შორის საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე ყველა სხვა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებებით.
6. კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვა უნდა განხორციელდეს იმავე ტარიფით, რა ტარიფითაც მოხდა მისი შესყიდვა, ხოლო შესყიდვის რამდენიმე წყაროს არსებობის შემთხვევაში – გასაშუალოებული შეწონილი ფასით.
7. კვალიფიციური საწარმოების მიერ საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაყიდვა ხდება იმავე მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, სადაც მოხდა მისი შესყიდვა.
8. სისტემის კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოებს შორის საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე ყველა სხვა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებებით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
სისტემის კომერციული ოპერატორი
მუხლი 15. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები🔗
1. სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას. მისი ფუნქციები და უფლებამოსილების სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მისი წესდებითა და წინამდებარე წესებით.
2. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციებია:
ა) საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით). ამ მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს:
ა.ა) საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებას კვალიფიციურ საწარმოებთან და სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი პირდაპირ ხელშეკრულებების დარეგისტრირებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან;
ა.ბ) საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრას ხელშეკრულებებში მოცემული და გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ფაქტობრივი რაოდენობების შედარების გზით;
ა.გ) ამ წესების შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიის ფასების გაანგარიშებას;
ა.დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდულ და გაყიდულ საბალანსო ელექტროენერგიაზე კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორებას.
ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად. მათ შორის და არა მხოლოდ:
ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად. მათ შორის, და არა მხოლოდ:
ბ.ა) სისტემაში ყველაზე იაფი და ეფექტური სარეზერვო სიმძლავრეების გამოვლენა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
ბ.ა. სისტემაში ყველაზე იაფი და ეფექტური აუთვისებელი სიმძლავრეების გამოვლენა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
ბ.ბ) სარეზერვო სიმძლავრის ნასყიდობაზე პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება შესაბამის კვალიფიციურ საწრმოებთან;
ბ.ბ. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ნასყიდობაზე პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება გარანტირებული რეზერვის წყაროებთან;
ბ.გ) სარეზერვო სიმძლავრის გამოყენების მონიტორინგი;
ბ.გ. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის გამოყენების მონიტორინგი;
ბ.დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდულ და გაყიდულ სარეზერვო სიმძლავრეზე კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორება.
ბ.დ. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის დარიცხვა და კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორება.
გ) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება. მათ შორის და არა მხოლოდ:
გ.ა) აღრიცხვის წერტილების ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
გ.ბ) საანაგარიშო პერიოდების მიხედვით მრიცხველების ჩვენებების ერთიანი ბაზის შექმნა;
გ.გ) ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების, ქვესადგურების, მომხმარებელთა შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მოგროვება და სისტემატიზაცია.
დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და კვალიფიციური საწარმოების მიერ მიწოდებული, შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე, ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ან/და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობების (მოცულობების) განსაზღვრა და საბოლოოო ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა;
ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საქართველოს მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებების წინასწარი შეთანხმება და მისი სათანადოდ შესრულების მიზნით მონიტორინგი და კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
ვ) საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება;
ზ) გადაცემის ქსელში ზენორმატიული დანაკარგის შემთხვევაში, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვროს შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ ზენორმატიული დანაკარგის შედეგად შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობა და ღირებულება.
3. საქმიანობის გამჭვირვალობისა და მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამ მიზნით:
ა) ყველასათვის ხელმისაწდომ ადგილზე აქვეყნებს ინფორმაციას:
ა.ა) თვის განმავლობაში შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობებს, ელექტროენერგიის ფასის მითითებით;
ა.ბ) თვის განმავლობაში საშუალო შეწონილ ტარიფებს;
ა.გ) ფაქტობრივად ჩამოყალიბებული ტარიფების შესახებ;
ა.დ) გადაცემის ქსელში ფაქტობრივი დანაკარგის ოდენობაზე;
ა.ე) გასული და მიმდინარე საანგარიშო თვის საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებებს;
ა.ვ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებისა და სისტემაში გამოვლენილი ყველაზე იაფი და ეფექტური სიმძლავრეების, წყაროების მითითებით;
ა.ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციას.
ბ) ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში კომისიას უგზავნის ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე ფაქტიურად ჩამოყალიბებული ტარიფების შესახებ ყოველთვიურ ინფორმაციას.
4. სისტემის კომერციულ ოპერატორს უფლება აქვს გააფორმოს განზრახულობათა მემორანდუმი ,,ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით“ იმ მშენებარე ან რეკონსტრუქციაში მყოფ ელექტროსადგურებთან. აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესასყიდი სავარაუდო ღირებულება, მემორანდუმის ხელმოწერამდე, საჭიროებს კომისიასთან წინასწარ შეთანხმებას; ამასთან, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დერეგულირების შემდეგ პერიოდში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება (დაბალი და მაღალი ზღვარი სეზონურობის გათვალისწინებით).
5. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იმ ახლად აშენებულ ელექტროსადგურთან (წარმოების ლიცენზიატი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური), რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულება შესრულებისათვის საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში, მათ შორის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციას.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
მუხლი 16. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება🔗
1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება სავალდებულოა ყველა კვალიფიციური საწარმოსათვის კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.
2. მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის სრული მოცულობების მიხედვით, ხოლო განაწილების ლიცენზიატების, ექსპორტიორებისა და პირდაპირი მომხმარებლებისათვის – მოხმარებული ელექტროენერგიის სრული მოცულობების მიხედვით.
3. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან ყოველი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 25 რიცხვისა აანაზღაურონ სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულება.
4. სისტემის კომერციული ოპერატორის მოთხოვნისთანავე კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარატიები ან/და აწარმოონ წინასწარი გადახდა.
5. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მომსახურების ღირებულების არგადამხდელი ან გადახდის ვადების დამრღვევი კვალიფიციური საწარმოების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული ზომები, მათ შორის, ორმხრივი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. კვალიფიციური საწარმოების მიერ მომსახურების ღირებულების არგადახდა ან გადახდის ვადის სისტემატური დარღვევა წარმოადგენს მათთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან შეზღუდვის საფუძველს, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი.
7. კვალიფიციური საწარმოსათვის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების უფლებამოსილების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მას კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისაგან.
8. (ამოღებულია).
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 16. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება🔗
1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება სავალდებულოა ყველა კვალიფიციური საწარმოსათვის, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესაბამისად.
2. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება (სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის გარდა) ანაზღაურდება კვალიფიციური საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად წარმოებული, მიღებული (მოხმარებული) ან გაცემული ელექტროენერგიის სრული მოცულობების მიხედვით, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით.
3. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის მომსახურება ანაზღაურდება სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ, ამ კვალიფიციური საწარმოსთვის დარეზერვებული სიმძლავრეების შესაბამისად.
4. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან ყოველი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 25 რიცხვისა აანაზღაურონ მათზე დარიცხული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულება.
5. სისტემის კომერციული ოპერატორის მოთხოვნისთანავე კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინონ სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოონ წინასწარი გადახდა.
6. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მომსახურების ღირებულების არგადამხდელი ან გადახდის ვადების დამრღვევი კვალიფიციური საწარმოების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული ზომები.
7. კვალიფიციური საწარმოების მიერ მომსახურების ღირებულების არგადახდა ან გადახდის ვადის სისტემატური დარღვევა წარმოადგენს მათთვის (ასევე მათი მომხმარებლებისათვის) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან შეზღუდვის საფუძველს, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი. ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა უნდა განხორციელდეს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ ურთიერთობაში მონაწილე პირების 3 სამუშაო დღით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ (განაწილების ლიცენზიატის მომხმარებლების გარდა).
8. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების ან საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების უფლებამოსილების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მას კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) გადახდისაგან. (ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 161. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ძირითადი ვალდებულებები, ფუნქციები და უფლებამოსილებები🔗
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, უსაფრთხოება და საიმედო ფუნქციონირება, ასევე დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ისე, რომ შესრულდეს მათ მიერ დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები;
ბ) პირდაპირი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაამუშაოს რეჟიმები, ხელი შეუწყოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ადმინისტრაციული ბერკეტები, მათ შორის სათანადო ოპერატიული სადისპეტჩერო მითითებებისა და ოქმების შედგენით;
გ) კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნის ან/და თავის შეხედულებისამებრ, ელექტროენერგეტიკული სისტემის საჭიროების მიხედვით (მდგრადობის და სტაბილურობის მიზნით), ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად გამოიყენოს საბალანსო ელექტროენერგია და სარეზერვო სიმძლავრე მინიმალური ღირებულების პრინციპის დაცვით;
გ) კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნის ან/და თავის შეხედულებისამებრ, ელექტროენერგეტიკული სისტემის საჭიროების მიხედვით (მდგრადობის და სტაბილურობის მიზნით) და ამ წესების პირობების დაცვით, დატვირთოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული აუთვისებელი სიმძლავრე მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად ისე, რომ ამ დატვირთვამ არ გამოიწვიოს წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
დ) დროის ნებისმიერ მონაკვეთში ხელმისაწვდომი გახადოს სისტემის კომერციული ოპერატორისთვის ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა მთელი დღის განმავლობაში, ასევე ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმაში;
ე) მის მიერ განხორციელებული გაუფრთხილებელი შეზღუდვები, რომელიც განპირობებულ იქნა ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის, დააფიქსიროს ცენტრალური სადისპეტჩეროს ოპერატიულ ჟურნალში;
ვ) სისტემის კომერციულ ოპერატორს, ამ წესების შესაბამისად, მიაწოდოს დამუშავებული ინფორმაცია, პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებული და ფაქტობრივად გაყიდული (შესრულებული) ელექტროენერგიის რაოდენობაზე (მათ შორის ამ წესების 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციაც) შემდეგი წესით:
ვ.ა) ყოველდღიურად მიაწოდოს ყველა იმ მითითებისა და ინსტრუქციის ჩანაწერი, რომელიც მან გასცა წინა დღის განმავლობაში ყველა იმ ცვლილების აღნიშვნით, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ (შეთანხმებულ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ან/და მიწოდების გრაფიკებში; დღის განმავლობაში წარმოებული, გადაცემული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესახებ ინფორმაცია (მათ შორის გამოუყენებელი და გამოყენებული რეზერვის ან/და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესახებ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით; პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია _ ამა თუ იმ ხელშეკრულებაში მოცემული გრაფიკების დარღვევის ან დაცვის აღნიშვნით;
ვ.ბ) ყოველი თვის დამთავრებიდან ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით მიაწოდოს საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებისა და მიღების პუნქტებში მიწოდებული ან გაცემული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მის ხელთ არსებული ფაქტობრივი მონაცემები; საანგარიშო თვის განმავლობაში შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატის ქსელში დაფიქსირებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგების ოდენობა; მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკებში ასახული და მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული (მიწოდებული ან/და მოხმარებული) ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაცია (ცდომილებების მითითებით). ასევე პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია;
ზ) ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამინისტროს გაუგზავნოს მთლიანად ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ცალკეული კვალიფიციური საწარმოების მიერ გამომუშავებული, მიღებისა და მიწოდების პუნქტებში გაცემული და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი ბალანსი, გადაცემის ქსელში დანაკარგების ჩვენებით;
თ) ამ წესების დაცვით დაარეგისტრიროს პირდაპირი ხელშეკრულებები და გააუქმოს ან შეაჩეროს მათი რეგისტრაცია განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით;
ი) გამოავლინოს სისტემაში ყველაზე ეფექტური სარეზერვო სიმძლავრეების წყაროები და კვალიფიციურ საწარმოებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. აგრეთვე განახორციელოს კონტროლი ამ წესების დაცვით კვალიფიციური საწარმოების მიერ სარეზერვო სიმძლავრეების გამოყენების შესახებ;
ი) გამოავლინოს სისტემაში ყველაზე ეფექტური გარანტირებული სიმძლავრეების წყაროები და კვალიფიციურ საწარმოებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. აგრეთვე განახორციელოს კონტროლი ამ წესების დაცვით კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული სიმძლავრეების გამოყენების შესახებ;
კ) ხელმისაწვდომი გახადოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესყიდული და თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ (კვალიფიციური საწარმოებისა და სიმძლავრეების მითითებით);
ლ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა. დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში თავისუფალ ან/და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებზე (სიმძლავრეზე), მათ შორის რეზერვზე შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით უმოკლეს ვადაში. საჯარო ინფორმაცია შეიძლება ასევე განთავსდეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ლ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა. დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ და აუთვისებელ სიმძლავრეზე (მათ შორის, სიმძლავრის სასისტემო რეზერვზე შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით), ასევე გამოაცხადოს დატვირთვის რეზერვის გამოყენებაზე შესაბამისი განკარგულება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება ასევე განთავსდეს ოფიციალურ ვებ გვერდზე;
მ) წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ შეამციროს კვალიფიციური საწარმოსთვის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სიმძლავრე, გარდა სასისტემო ავარიული სიტუაციის, ფორსმაჟორის, ამ წესების ან პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა;
ნ) ამ წესების შესაბამისად, შეასრულოს კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან განახლების შესახებ.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების დაბალანსება;
ბ) დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას იმგვარად, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;
გ) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა და საიმედო ფუნქციონირება;
დ) მომსახურების სათანადოდ განხორციელების მიზნით, განახორციელოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტი, ექსპორტი ან/და ჩაერთოს მეზობელი ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული პრინციპებისა და პროცედურების დაცვით;
ე) განსაზღვროს შესაბამისი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაცემის ქსელში არსებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგები.
3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებები:
ა) გამოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია კვალიფიციური საწარმოების ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების მდგომარეობისა და მზადყოფნის ხარისხის შესახებ;
ბ) თავისი შეხედულებისამებრ დაუბრკოლებლად განახორციელოს საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება;
გ) მისი მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის, არასრული გადახდის ან/და გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამ წესების შესაბამისად შეწყვიტოს ან შეზღუდოს კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება;
დ) ელექტროენერგიის დამტკიცებული ლიმიტის (შეთანხმებული დღეღამური გრაფიკები) კვალიფიციური საწარმოს მხრიდან გადაჭარბების შემთხვევაში, მოითხოვოს მოხმარების (სიმძლავრეების) შემცირება, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იმოქმედოს წინამდებარე წესების თანახმად;
ე) გასცეს სათანადო სადისპეტჩერო მითითებები, რათა უზრუნველყოს კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება შეთანხმებული გრაფიკითა და მოცულობით;
ვ) მოითხოვოს კვალიფიციური საწარმოსაგან, ამ წესების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრული ანაზღაურების მიზნით, კვალიფიციური საწარმოს მიერ კომერციული ბანკის საბანკო გარანტიის წარმოდგენა.
ზ) ავარიის შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მართვისა და მდგრადობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად კვალიფიციური საწარმოებისათვის პირდაპირი ხელშეკრულებებით (ბალანსებით დადგენილი) მისაწოდებელი ელექტროენერგია შეზღუდოს გაუფრთხილებლად;
თ) ქვეყანაში ელექტროენერგიის და სიმძლავრის დეფიციტის დროს ან/და ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეზღუდვების გრაფიკის შემოღებისას, კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგია მიაწოდოს ურთიერთშეთანხმებული დამატებითი გრაფიკით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის კორექტირებასთან შესაბამისობაში, ხოლო ურთიერთშეთანხმებული დამატებითი გრაფიკის არარსებობის შემთხვევაში იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მომსახურების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ამ წესებით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ მუხლში მოცემული პრინციპების უპირატესი შესრულება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
სარეზერვო სიმძლავრე
სიმძლავრის სასისტემო რეზერვი
მუხლი 17. სარეზერვო სიმძლავრის ფორმირება
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები და პირდაპირი მომხმარებლები თავიანთი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ვალდებულნი არიან ჰქონდეთ საჭირო მოცულობის სარეზერვო სიმძლავრე „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად.
მუხლი 17. ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსება და დაუტვირთავი სიმძლავრე🔗
2. პასუხისმგებლობა გაყიდული სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველყოფაზე ეკისრება სარეზერვო სიმძლავრის გამყიდველს და რეგულირდება შესაბამისი სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებით.
1. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და ელექტროენერგიის ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსება შეიძლება განხორციელდეს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული შემდეგი დაუტვირთავი სიმძლავრეების (რეჟიმების) გამოყენებით:
3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მითითებით ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებმა, პირდაპირი მომხმარებლებმა, აგრეთვე კომერციული ოპერატორმა (იმ შემთხვევებისათვის, როდესაც რეზერვის ნასყიდობა ხორციელდება სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით) უნდა მოახდინონ სიმძლავრის რეზერვის შესყიდვა შემდეგი სახეების მიხედვით:
ა) დატვირთვის რეზერვი – სისტემაში არსებული აუთვისებელი სიმძლავრე, რომლის რეალიზაციის დრო შეადგენს არა უმეტეს 60 წამისა, ასევე სიმძლავრის სასისტემო რეზერვი (ამ დატვირთვით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ 1 საათის განმავლობაში);
ა) პირველადი რეგულირების რეზერვი (დატვირთვის რეზერვი) – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის პირველად რეგულირებას არა უმეტეს 50-60 წამის პერიოდში და უზრუნველყოფს სისტემის მუშაობას არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში;
ბ) სიმძლავრის სასისტემო რეზერვი – გარანტირებული რეზერვის წყაროს მზადყოფნის რეჟიმი, რომლის სრული მოცულობით რეალიზაციის დრო შეადგენს არა უმეტეს 25 წუთისა და დატვირთვას ინარჩუნებს არანაკლებ 1 საათისა;
ბ) მეორადი რეგულირების რეზერვი – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მეორად რეგულირებას და პირველადი რეგულირების ჩანაცვლებას მობილიზაციის დროით არა უმეტეს 15 წუთი და დატვირთვის შენარჩუნებით არანაკლებ 1 საათი;
გ) ცივი რეზერვი – გარანტირებული რეზერვის წყაროს მზადყოფნის რეჟიმი, რომლის სრული მოცულობით რეალიზაციის დრო შეადგენს 1 საათიდან 12 საათამდე.
გ) ცივი რეზერვი – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მეორადი რეგულირების ჩანაცვლებას მობილიზაციის დროით არა უმეტეს 6 საათი.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
მუხლი 18. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
მუხლი 18. დაუტვირთავი სიმძლავრე და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის გამოყენება🔗
1. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება უნდა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
1. დატვირთვის რეზერვი, სიმძლავრის სასისტემო რეზერვი და ცივი რეზერვი იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად.
2. შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილების შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან მოახდინონ არსებული სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის ხელშეკრულებების კორექტირება ან/და წარმოადგინონ ახალი ხელშეკრულებები სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე.
2. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და ელექტროენერგიის სათანადო ტექნიკური პარამეტრების შესანარჩუნებლად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დატვირთვის რეზერვის გამოყენებაზე და გასცეს შესაბამისი განკარგულება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული გამოუყენებელი სიმძლავრის დატვირთვის თაობაზე დატვირთვის შენარჩუნებით, არაუმეტეს 1 საათისა. აღნიშნული განკარგულება რეგისტრირდება ოპერატიულ ჟურნალში და დადგენილი წესით უნდა ეცნობოს სისტემის კომერციულ ოპერატორს და გამოცხადდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
3. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
3. პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკებისა და პარამეტრების შესრულების მიზნით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დატვირთვის რეზერვის გამოყენების შედეგად გამოყენებული სიმძლავრე დატვირთვიდან ერთი საათის განმავლობაში ჩაანაცვლოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვით ან ცივი რეზერვით.
ა) სარეგისტრაციო განაცხადი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
4. მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული პირობების დაცვით გადაწყვეტილებას გამოყენებული სიმძლავრის სხვა წყაროებით ჩანაცვლებისა და დატვირთვის შესახებ იღებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად.
ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხემოწერილი და დამოწმებული ორი დედანი.
5. ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის დაცვით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია 1 საათზე მეტი დროით დატვირთოს ელექტროენერგიის ის მწარმოებელი კვალიფიციური საწარმო, რომელსაც წინასწარ განსაზღვრულ ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკებში მოცემული სიმძლავრეები არ აქვს ათვისებული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში და ამ მწარმოებლის დატვირთვა არ გამოიწვევს წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების პირობების დარღვევას. ამ პუნქტში მოცემული პირობა არ ათავისუფლებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.
4. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.
6. ცივი რეზერვის მზადყოფნის რეჟიმში გარანტირებული რეზერვის წყარო ვალდებულია, მიაწოდოს ელექტროენერგეტიკულ სისტემას მოთხოვნილი სიმძლავრე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებიდან შესაბამისი აგრეგატის ტექნიკურ პარამეტრებზე გაშვების პერიოდში, რაც არ უნდა აღემატებოდეს განკარგულებიდან 12 საათს. მზადყოფნის რეჟიმში ყოფნისას, შესაბამისი გარანტირებული რეზერვის წყაროს მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიუწოდებლობა შესაბამისი აგრეგატის ტექნიკური პარამეტრებზე გაშვების ვადაში, განიხილება როგორც წარმოების საშუალების მზადყოფნის რეჟიმიდან თვითნებური გაყვანა. ასეთ შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები და აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობოს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს.
5. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე განაცხადოს უარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
ა) პირდაპირი ხელშეკრულების რომელიმე მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს;
მუხლი 19. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა🔗
ბ) პირდაპირი ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესებით განსაზღვრული პერიოდისათვის;
1. ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ელექტროენერგიის მიმღები (მომხმარებელი) კვალიფიციური საწარმო ვალდებულია დაარეზერვოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვი, მისი მოხმარების არანაკლებ შემდეგი მოცულობებისა:
გ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;
ა) 2006-2015 წწ. – 10%;
დ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები;
ბ) 2016-2019 წწ. – 15%.“.
ე) პირდაპირი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სამინისტროსა ან/და კომისიის მიერ მიღებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს;
2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს დარეზერვებული სიმძლავრის სრული რეალიზაციის ვადა და მოცულობები.
ვ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას;
3. პასუხისმგებლობა სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფაზე ეკისრება გარანტირებული რეზერვის წყაროს და რეგულირდება წინამდებარე წესებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით.
ზ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიმძლავრეს არ გააჩნია ამ წესებით სარეზერვო სიმძლავრისათვის დადგენილი სტრუქტურა და დისპეტჩერებისათვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი.
4. თუ ვერ სრულდება ხელშეკრულების პირობები სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ, გარანტირებული რეზერვის წყარო ვალდებულია, თვითონ მოიძიოს საჭირო სიმძლავრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიმღები კვალიფიციური საწარმო სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფილი იქნება სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით (სათანადო ანაზღაურების პირობით) ან/და მოყვება შეზღუდვაში (იძულებითი გათიშვის შემთხვევაში).
6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად.
5. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით მხარეებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ დარეზერვებული სიმძლავრის დატვირთვის შედეგად წარმოებული ელექტროენერგიის სრული მოცულობით შესყიდვაზე; აღნიშნული პირობა განხორციელებისთვის საჭიროებს სათანადო პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ წესების პირობების დაცვით დარეგისტრირებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.
7. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირ ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში აღნიშნული ცვლილებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა ეცნობოს მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 10 კალენდარული დღით ადრე.
6. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, გარანტირებული რეზერვის წყაროს უფლება არა აქვს, მომსახურების მიმღები ხელშეკრულების მხარის თანხმობის გარეშე, სხვა წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საშუალებით გაყიდოს დარეზერვებული სიმძლავრის დატვირთვის შედეგად წარმოებული ელექტროენერგია (ეს პუნქტი არ ვრცელდება ხელშეკრულებით დაურეზერვებელ სიმძლავრეებზე).
8. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილებების რეგისტრაციაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც თვით ხელშეკრულების რეგისტრაციაზე.
7. თუ ეს თავი სხვა პირობას არ ითვალისწინებს, გარანტირებული რეზერვის წყაროს მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვა- გაყიდვა ხდება ელექტროენერგიის გაყიდვაზე ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
მუხლი 19. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
1. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი აუცილებელია წარედგინოს სარეგისტრაციოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
მუხლი 191. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან🔗
2. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
1. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ გარანტირებული რეზერვის წყაროსთან გაფორმებული და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრირებული ხელშეკრულების საშუალებით.
3. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელ გარემოებად ითვლება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეწყვეტის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის ფაქტი.
2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებასა და მასში ცვლილებების რეგისტრაციაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილია უარი განაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ:
3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, უარი განაცხადოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სიმძლავრის სასისტემო რეზერვს არ გააჩნია ამ წესებით დადგენილი სტრუქტურა და დისპეტჩერებისათვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი.
ა) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადის სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ამ მუხლში აღნიშნული პირობები;
4. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ხელშეკრულების დარეგისტრირების განაცხადი სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დროებით შეაჩეროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციის პროცესი, თუ შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოს ამ წესებით გათვალისწინებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სავალდებულო წილი დარეზერვებული აქვს სისტემის კომერციულ ოპერატორს, ხელშეკრულების რეგისტრაცია შეიძლება გადაიდოს განაცხადის შეტანიდან არაუმეტეს 40 კალენდარული დღით.
ბ) პირდაპირი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ცალმხრივ შეწყვეტას, თუ განაცხადი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მხარის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია პირდაპირი ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ მისი პირობების არსებითად დარღვევის გამო.
5. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნა დასტურდება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, ხოლო მის შემოწმებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ახორციელებს მინიმუმ ერთხელ, საანგარიშო თვის განმავლობაში.
მუხლი 20. კვალიფიციური საწარმოების შეზღუდვა სარეზერვო სიმძლავრის არქონის შემთხვევაში
6. თუ გარანტირებული რეზერვის წყაროს დატვირთვისას ან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შემოწმებისას არ დადასტურდება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი და მოცულობები (მათ შორის, თბოსადგურის შემთხვევაში, შესაბამისი საწვავით უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტაცია), დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეაჩეროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების რეგისტრაცია, რომლის თაობაზე იგი დაუყოვნებლივ ატყობინებს ხელშეკრულების მხარეებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს.
თუ განაწილების ლიცენზიატი და პირდაპირი მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს, რომ მზადყოფნაში იქონიოს საჭირო მოცულობით სარეზერვო სიმძლავრე კანონმდებლობით გათვალისწინებული წყაროებიდან და ფორმით, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეზღუდოს ასეთი კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდება სისტემაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიმდინარე დეფიციტის შესაბამისად.
7. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების ან შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების მიმღებ კვალიფიციურ საწარმოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვით სტანდარტული პირობის შესაბამისად უზრუნველყოფს სისტემის კომერციული ოპერატორი.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
მუხლი 20. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ყიდვა და გაყიდვა სტანდარტული პირობებით🔗
1. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად სავალდებულო მოცულობებს, რომლებიც არ იქნა დარეზერვებული შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მიერ, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით არეზერვებს სისტემის კომერციული ოპერატორი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილ ხელშეკრულებებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფაზე. ამ ხელშეკრულებების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე-3 თავის მოთხოვნები.
3. თუ ეს მუხლი სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლით დარეგულირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ წესების VI თავით დადგენილი პირობები.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები გამოიყენება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფისთვის, რომელზეც ელექტროენერგიის მყიდველ (მომხმარებელ) კვალიფიციურ საწარმოს არა აქვს რეგისტრირებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით და წესებით.
5. ის კვალიფიციური საწარმო, რომელსაც არ აქვს სრულად ათვისებული ამ წესებით გათვალისწინებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მისთვის სავალდებულო წილი და მოცულობები, ითვლება პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების მხარედ.
6. ამ მუხლის მიზნებისათვის სისტემის კომერციული ოპერატორი, ელექტროენერგეტიკული სისტემის მომავალ საანგარიშო თვეში სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის მიზნით, აფორმებს ხელშეკრულებებს (მათ შორის გრძელვადიანს) სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ.
7. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დასარეზერვებელი მოცულობები გამოითვლება შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მიერ სავალდებულოდ დასარეზერვეზებელსა და ფაქტობრივად დარეზერვებულ სიმძლავრის მოცულობებს შორის სხვაობიდან.
8. სისტემის კომერციული ოპერატორი საჭირო მოცულობებს არეზერვებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიციური საწარმოების მიერ დარეზერვებული, დაურეზერვებელი და მომავალი საანგარიშო პერიოდისათვის საჭირო სიმძლავრეები. აღნიშნული ინფორმაცია სისტემის კომერციულ ოპერატორს უნდა წარედგინოს საანგარიშო თვის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე მაინც.
9. სისტემის კომერციული ოპერატორი შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უგზავნის მათ მიერ დაურეზერვებელი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ სათანადო შეტყობინებას.
10. შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ სისტემის კომერციულ ოპერატორს გასულ საანგარიშო თვეში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის საფასური (მათ მიერ დაურეზერვებელი სიმძლავრის მოცულობების პროპორციულად).
11. ამ მუხლის მიზნებისთვის განაწილების ლიცენზიატის, პირდაპირი მომხმარებლისა და ექსპორტიორისაგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის დარიცხვასა და მათთან ანგარიშსწორებას ახდენს სისტემის კომერციული ოპერატორი. სისტემის კომერციულ ოპერატორს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს ასევე ისარგებლოს კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი საშუალებით.
12. კვალიფიციური საწარმოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყონ ელექტროენერგეტიკული სისტემა, სისტემის კომერციულ ოპერატორს უგზავნიან დადგენილი წესით შევსებულ განაცხადებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვით ვაჭრობაში (უზრუნველყოფაში) მონაწილეობის მისაღებად. განაცხადი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს საანგარიშო თვის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც.
13. სისტემის კომერციული ოპერატორი შემოსულ განაცხადებს პირველ რიგში შეარჩევს მზადყოფნის ხარისხის, შემდეგ ფასების ზრდის მიხედვით, ხოლო თანაბარი ფასების შემთხვევაში – მათი წარდგენის თარიღის შესაბამისად.
14. შემდგარი გარიგებების მიხედვით შესაბამის ელექტროსადგურებს წარმოეშობათ ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის ვალდებულება.
15. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს პირველ მუხლში აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედება შესაბამისი მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოს 20 კალენდარული დღით ადრე მაინც გაფრთხილების შემთხვევაში, თუ მათ შორის ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.
16. თუ სისტემის კომერციული ოპერატორი ვერ უზრუნველყოფს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის დარეზერვებას სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, კვალიფიციურ საწარმოებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფისა და მომსახურების გადასახადი შეუმცირდებათ პროპორციულად, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ მათთვის დარეზერვებული მოცულობისა და ელექტროენერგიის მოხმარების (სიმძლავრის) გათვალისწინებით.
17. სისტემის კომერციული ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესაბამისი წყაროდან მიუწოდებლობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევებშიც, როდესაც შეუძლებელი იყო ამ სიმძლავრის დარეზერვება სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე. სისტემის კომერციული ოპერატორის პასუხისგებლობის საკითხი დგება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მიუწოდებლობა განპირობებულია მის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 21. სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა წარმოების საკუთარი საშუალებებით
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
1. სარეზერვო სიმძლავრის წარმოების საკუთარი საშუალებებით უზრუნველყოფის შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიციური საწარმო სათანადო განაცხადით სარეგისტრაციოდ მიმართავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
მუხლი 21. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა🔗
2. პირდაპირ მომხმარებელს თავისი უზრუნველყოფა სარეზერვო სიმძლავრით შეუძლია აგრეთვე საკუთარი მოხმარების შეზღუდვის გზით სიმძლავრის გამოთავისუფლებით. აღნიშნულის თაობაზე მან სათანადო განაცხადით სარეგისტრაციოდ უნდა მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
1. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ ორმხრივი განაცხადი, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, აუცილებელია წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.
3. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნული განაცხადების წარგენასა და რეგისტრაციაზე, აგრეთვე მათში ცვლილებების განხორციელებასა და მოქმედების შეწყვეტაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე.
2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ იწვევს ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.
მუხლი 22. სარეზევო სიმძლავრის მინიმალური ოდენობა
3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეაჩეროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების პროცესი იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ამგვარი შეწყვეტით არ ხდება შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ სავალდებულო წილის სხვა წყაროებიდან უზრუნველყოფა ან/და ირღვევა ამ წესებით გათვალისწინებული სხვა პირობები. ასეთ შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, განსაზღვროს ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ წესებით განსაზრვრული პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტარციის გაუქმების პერიოდს.
ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ელექტროენერგიის ყველა საბითუმო მყიდველი ვალდებულია იქონიოს სარეზერვო სიმძლავრე მისი ყოველსაათობრივი საპროგნოზო მოთხოვნის არანაკლებ შემდეგი მოცულობებისა:
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
ა) 2006-2009 წწ. – 10% (ადგილობრივი ან იმპორტირებული წყაროებით);
მუხლი 22. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფა საკუთარი წარმოების საშუალებით🔗
ბ) 2010-2012 წწ. – 10% (მათ შორის, მინიმუმ 5% ადგილობრივი წყაროებით);
1. საკუთარი წარმოების საშუალებით სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფისას შესაბამისი კვალიფიციური საწარმო უფლებამოსილია, გარანტირებული რეზერვის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით თვითონ უზრუნველყოს საკუთარი მოხმარება სიმძლავრის სასისტემო რეზერვით.
გ) 2013-2015 წწ. – 10% (სრულად ადგილობრივი წყაროებით);
2. გარანტირებული რეზერვის წყაროდან წარმოების საკუთარი საშუალებით სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შემთხვევაში, შესაბამისმა კვალიფიციურმა საწარმომ განაცხადის სარეგისტრაციოდ უნდა მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
დ) 2016-2019 წწ. – 15% (სრულად ადგილობრივი წყაროებით).
3. ამ მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული განაცხადის წარდგენასა და რეგისტრაციაზე, აგრეთვე მასში ცვლილებების განხორციელებასა და მოქმედების შეწყვეტაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, ამ მუხლის თავისებურობათა გათვალისწინებით.
თავი VII
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
მუხლი 221. კვალიფიციური საწარმოს შეზღუდვა სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სავალდებულო მოცულობების არქონის შემთხვევაში🔗
თუ განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან ექსპორტიორი ვერ უზრუნველყოფს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სავალდებულო მოცულობების დარეზერვებას კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, სისტემაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიმდინარე დეფიციტის შესაბამისად, პირველ რიგში შეზღუდოს ასეთი კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
ელექტროენერგიის დანაკარგები გადაცემის ქსელში (ტექნოლოგიურ პროცესებში ელექტროენერგიის დანახარჯი)
მუხლი 23. ელექტროენერგიის შესყიდვა და ელექტრულ ქსელში დანაკარგების ანაზღაურება🔗
1. კვალიფიციური საწარმოს მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესყიდვა ხდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, ხოლო იმპორტის შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნის სისტემასთან დამაკავშირებელ, შესაბამის მიღების პუნქტში.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივი საშუალო დანაკარგი გამოითვლება ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს მიღებისა და მიწოდების პუნქტებში აღრიცხული ელექტროენერგიის საერთო მოცულობების სხვაობიდან.
3. პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, მყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით, მათ შორის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით შესყიდული და მიღებული ელექტროენერგია გამოითვლება მყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების პუნქტებში დაფიქსირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის გათვალისწინებით.
4. ელექტროენერგიის განაწილების ქსელში ნორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებისა და იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ განაწილების ქსელიდან. დანაკარგების ღირებულება გათვალისწინებულია კომისიის მიერ დადგენილ შესაბამის ტარიფებში.
5. ზენორმატიული დანაკარგები, გარდა ნორმატიული დანაკარგისა, ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელი ლიცენზიატის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 231. წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვა საერთო სასადგურო დანახარჯისთვის🔗
წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების საშუალების გაჩერების პერიოდში ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველყოფა ხდება სხვა კვალიფიციური საწარმოსგან შესაბამისი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
თავი VIII
ანგარიშსწორება
მუხლი 24. სახელშეკრულებო ვალდებულებები🔗
1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაში განსაზღვრული ელექტროენერგიის მოცულობა, მისი გამომუშავების შემთხვევაში, მყიდველის მიერ სრულად იქნება ანაზღაურებული, მიუხედავად ამ კონკრეტული მყიდველის მიერ მისი ფიზიკურად მოხმარების (მიღების) ფაქტის დადგომისა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების შესრულებისას საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია ნაკლებია ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში გამომუშავებული და შესყიდული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგია არ არის გაყიდული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში ან/და სააანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია მეტია, ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ სათანადო პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისად გამომუშავებული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის გამყიდველი პირდაპირი ხელშეკრულების ზემოთ რეალიზებული ელექტროენერგიის ნაწილში ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე.
4. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა შედგეს მხარეების წარმომადგენლობითი კომისია, რომელშიც სისტემის კომერციული ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულნი არიან გამოყონ მათი წარმომადგენელი ან წარმომადგენლები (მხარეების მიერ ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში). ამ პუნქტში მოცემული წესი არ ვრცელდება ამ წესების 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფის შექნასა და მის საქმიანობაზე.
5. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიუწოდებლობის შემთხვევაში (თუ ეს ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს), მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მყიდველს აუანაზღაუროს მისი ბრალით ამ მიუწოდებლობის შედეგად მიყენებული ზიანი.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 25. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა🔗
1. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციურმა საწარმომ 5 დღეზე მეტი ვადით დააგვიანა შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან/და გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების ღირებულების გადახდა, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, ან/და სათანადო განაწილების ლიცენზიატები უფლებამოსილნი არიან, შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს მოსთხოვონ საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში შესასყიდი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
2. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საწარმო ვერ წარადგენს მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიებს კომერციულ ოპერატორს აქვს სრული უფლება არ დაუშვას იგი საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაზე, ხოლო წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და განაწილების ლიცენზიატებს შეწყვიტონ ამ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიისა ან/და მომსახურეობის გაწევა ამ წესების შესაბამისად.
3. თუ ელექტროენერგიის (სიმძლავრის), გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების (მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის) მყიდველი კვალიფიციური საწარმო დააყოვნებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის გადახდას, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამგვარ დაყოვნებასთან დაკავშირებული ზიანი.
4. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 27 დღის განმავლობაში (თუ პირდაპირი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მყიდველი კვალიფიციციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის განსაღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ან ამ მუხლის შესაბამისად საბანკო გარანტიების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი კვალიფიციურ საწარმო ან მომსახურების განმახორციელებელი შესაბამისი ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოსთხოვოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა.
5. ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია აცნობოს შესაბამის მყიდველს ელექტროენერგიის სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ 72 საათით ადრე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამისი კვალიფიციურ საწარმოს ან ლიცენზიატის მიერ არ მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გაგზავნილი მიმართვის შეცვლა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აჩერებს ხელშეკრულების მოქმედებასა და ახორციელებს კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების სრულ ან ნაწილობრივ შეწყვეტას.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 26. მონაცემთა შეგროვება🔗
1. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია თავის მფლობელობაში ან/და მართვაში არსებული საშუალებებით აღრიცხოს მის მიერ წარმოებული, სალტეზე გაცემული, გადაცემული, მოხმარებული და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ამ წესების შესაბამისად.
2. კვალიფიციურმა საწარმოებმა აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, სისტემის კომერციული ოპერატორისა და აგრეთვე თავისი კონტრაჰენტი მხარეებისათვის.
3. სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც მდებარეობს მიღებისა და მიწოდების პუნქტები უნდა წარმოებდეს საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველების ჩვენებების ოპერატიული ჟურნალები, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ. ოპერატიულ ჟურნალში იწერება საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველის ჩვენებები ყოველსაათობრივად.
4. იმ სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც შეუძლებელია მრიცხველის ჩვენებების ყოველსაათობრივი აღება, მრიცხველის ჩვენებები უნდა იყოს აღებული და შეტანილი ოპერატიულ ჟურნალში სულ მცირე 10 დღეში ერთხელ. აღნიშნული სადგურებისა და ქვესადგურების ნუსხას ადგენს სისტემის კომერციული ოპერატორი.
5. ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, კვალიფიცური საწარმო ვალდებულია მიწოდებისა და მიღების პუნქტებში ელექტროენერგიის მიღებისა და მიწოდების ყველა მონაწილე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად საანგარიშსწორებო მრიცხველის (მრიცხველების) ჩვენებების (ძაბვების მიხედვით) ოპერატიული ჟურნალის ჩანაწერების ბაზაზე დაყრდნობით შეადგინოს დადგენილი ფორმის გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტი (აქტები).
6. აქტების დედნების რაოდენობა განისაზღვრება კვალიფიციური საწარმოს კონტრაჰენტი მხარების რაოდენობით და აგრეთვე, ორი-ორი დედანი კომერციულ ოპერატორს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
7. სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოებისა და გადაცემის ლიცენზიატების მიერ ბრძანებით ინიშნებიან აღრიცხვის კონტროლზე პასუხისმგებელი პირები. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სისტემატური კონტროლი გაუწიოს მრციხველების ჩვენებების აღების სისწორეს, ოპერატიული ჟურნალის წარმოებასა და სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი ბალანსის შედგენას.
8. შესაბამის ოპერატიული ჩვენებების აქტში დაფიქსირებული მონაცემები საანგარიშო პერიოდის დამთავრებისათანავე უნდა გადაეცეს სისტემის კომერციულ ოპერატორსა და დესპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ხოლო სათანადოდ გაფორმებული და კვალიფიციურ საწარმოს მიერ დამოწმებული აქტი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა უნდა იქნეს წარდგენილი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან, რომელიც ამოწმებს მათ და მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა გადასცემს სისტემის კომერციულ ოპერატორს.
9. აღნიშნული აქტების მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობა იწვევს კვალიფიციური საწარმოს დაჯარიმებას კომერციულ ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
10. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტში ცვლილებების შეტანა ხდება იგივე წესით, რაც გათვალისწინებულია ამ აქტის გაფორმებისათვის.
11. იმ შემთხვევაში, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ ეთანხმება წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ასახულ მონაცემებს, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ სისტემის კომერციულ ოპერატორს უთანხმოების დასაბუთებული მიზეზის მითითებით. უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ წესების 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 27. აღრიცხვიანობის რეესტრი და მონაცემთა მართვა🔗
1. კომერციულ ოპერატორს გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ჩვენებები შეაქვს საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიან ბაზაში.
2. სისტემის კომერციული ოპერატორი 7 კალენდარული დღის ვადაში ამუშავებს მონაცემებს მათი სახელშეკრულებო მოცულობებთან შედარების გზით და კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს წარუდგენს ინფორმაციას მათ მიერ დარეგისტრირებული ხელშეკრულებების შესრულების, სარეზერვო სიმძლავრეების გამოყენებისა და საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.
2. სისტემის კომერციული ოპერატორი 7 კალენდარული დღის ვადაში ამუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებულ ფაქტობრივ მონაცემებს, მათი სახელშეკრულებო მოცულობებთან შედარების გზით და კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს წარუდგენს ინფორმაციას საანგარიშო თვის განმავლობაში მათ მიერ დარეგისტრირებული ხელშეკრულებების შესრულების, რეზერვის გამოყენების, საბალანსო ელექტროენერგიისა და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიღებული და მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.
3. თუ კვალიფიციური საწარმოები არ ეთანხმებიან სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დამუშავებულ და წარგენილ ინფორმაციას, მათ 2 კალენდარული დღის ვადაში ამის შესახებ უნდა აცნობონ კომერციულ ოპერატორს წერილობით, უთანხმოების დასაბუთებული მიზეზების ჩვენებით. უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მონაწილეობით.
4. სამუშაო ჯგუფმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა უმეტეს 2 სამუშაო დღისა ხმების უბრალო უმრავლესობით. სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა გაფორმდეს ოქმის სახით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს იგი გაასაჩივროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტები და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ წესების მე-15 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ოფიციალური ინფორმაცია არის საფუძველი მხარეებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებისათვის, მათ შორის ოპერატიულ ჟურნალში აღნიშნული ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელებული ანგარიშსწორების კორექტირებისათვის.
6. სისტემის კომერციული ოპერატორი ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 20 დღის ვადაში, კვალიფიციურ საწარმოებს წარუდგენს ანგარიშსწორებისთვის საბოლოო ინფორმაციას – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურება
მუხლი 28. ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობა
მუხლი 28. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურება🔗
ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურება ხორცილედება მხოლოდ შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე.
1. ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ხელშეკრულებით ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე.
2. კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება მათ მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მიწოდების პუნქტებში მიღებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიისათვის, ხოლო გადაცემის ლიცენზიატის მომსახურება გადაცემის ქსელის საშუალებით მიწოდების პუნქტებში გადაცემული ელექტროენერგიის მოცულობით კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.
3. როდესაც ადგილი აქვს კვალიფიციური საწარმოს მიერ გადაცემის ქსელით გადაცემული ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით მიღებას (მოხმარებას), ასეთ შემთხვევაში, გადაცემის მომსახურების საფასურს ქსელის მფლობელი განაწილების ლიცენზიატი იხდის გადაცემის ქსელიდან მიწოდების პუნქტებში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და კვალიფიციური საწარმოს მიერ გადაცემის ქსელის გამოყენებით მიღებული ელექტროენერგიის სხვაობიდან, ხოლო კვალიფიციური საწარმო გადაცემის მომსახურებას იხდის გადაცემის ქსელის გამოყენებით მის კუთვნილ ქსელში მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის სრული მოცულობიდან.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
მუხლი 29. გადაცემის, დისპეტცერიზაციისა ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობის ხელშეკრულება, ელექტრულ ქსელში ურთიერთდაშვების ვალდებულებები🔗
1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება აუცილებელია სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
2. პირდაპირ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება უნდა შედგეს წერილობითი ხელშეკრულების ფორმით. პირდაპირი ხელშეკრულების ასეთი შესწორება ექვემდებარება სარეგისტრაციოდ წარედგინას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.
3. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია გააჩნდეს პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების შესყიდვაზე.
4. კვალიფიციურ საწარმოებს უფლება არ აქვთ უარი უთხრან შესაბამის დაინტერესებულ პირს, მათი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით ან ქსელის გამტარუნარიანობით. გადაცემის ქსელის გარდა, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მოითხოვოს როგორც წარმოების ან განაწილების ლიცენზიატის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან/და პირდაპირი მომხმარებლის კუთვლნილი ქსელით. ასეთ შემთხვევებში:
ა) თუ დაინტერესებული პირი ითხოვს წარმოების ან გამანაწილებელი ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებას, ამ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება არ ავალდებულებს ქსელის მფლობელს ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიის (სიმძლავრით) მომარაგებაზე (თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს). შესაბამისად:
ა.ა) ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიით (სიმძლავრით) მომარაგებაზე შესაბამისი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ქსელის მფლობელის კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) უნებართვო მოხმარებას, ქსელის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და გადაახდევინოს შეუთანხმებლად მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოცულობაზე, შესაბამის საანგარიშსწორებო თვეში, მის მიერ ყველაზე ძვირად შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საფასური;
ა.ბ) ელექტროენერგიის ქსელში ზენორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელის მიერ, მომხმარებლის (მიმღების) ფაქტობრივი საჭიროების უზრუნველსაყოფად შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყველაზე მაღალი ფასით.
ბ) თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება განაწილების ქსელს, ასეთ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გატარების საფასური დგინდება კომისიის მიერ;
გ) თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის ფლობელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და ამ ქსელით სარგებლობისათვის (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებისათვის) მიიღოს სათანადო კომპენსაცია, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
5. წარმოების ლიცენზიატს ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს სათანადო მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგია (სიმძლავრე) უშუალოდ თავიანთი კუთვნილი ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელს ეკისრება მომხმარებლის ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიით (სიმძლავრით) მომარაგების ვალდებულება, თუ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 291. პარალელურ რეჟიმში მუშაობის მართვა, განხორციელება და ანგარიშსწორება🔗
1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, სისტემის კომერციულ ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესახებ ხელშეკრულება, ემსახურება როგორც საქართველოს, ისე მისი მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობას ელექტრულ სისტემებში არსებული სიმძლავრეების ურთიერთდაბალანსების (გაცვლის) საფუძველზე.
2. პარალელურ რეჟიმში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული ელექტროენერგიით (სიმძლავრით) ხდება კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემიდან შემოდინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ხარჯზე.
3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობა (ჩართვა) საჭიროებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და სისტემის კომერციულ ოპერატორის ურთიერთთანამშრომლობას (რაც დაწვრილებით შეიძლება გაიწეროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით).
4. საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის ტექნიკურ მართვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საბოლოო ანალიზს, საანგარიშსწორებო ინფორმაციაში ასახვის მიზნით, ახორციელებს სისტემის კომერციული ოპერატორი.
5. პარალელურ რეჟიმში ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემიდან მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემაში გადადინება ხორციელდება შესაბამისი წარმოების, განაწილების ან/და პირდაპირი მომხმარებლების მიერ დაბრუნებული (მიწოდებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ხარჯზე.
6. პარალელურ რეჟიმში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული და კვალიფიციური საწარმოს მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის დაბრუნება მოხდება იმავე მოცულობის ელექტროენერგიით, სისტემის კომერციულ ოპერატორთან და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ურთიერთშეთანხმებული გრაფიკით ან/და პარალელურ რეჟიმში მუშაობისას მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემისთვის ამ ენერგიის საჭიროების ან მათ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
7. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, მათ მიერ პარალელურ რეჟიმში შემოდინებული და მოხმარებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) დააბრუნონ, პირდაპირი ხელშეკრულებით შესყიდული ან წარმოებული იმავე მოცულობის ელექტროენერგიით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ.
8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში მოცემული მიზნებისთვის, კვალიფიციურ საწარმოს არ გააჩნია პირდაპირი ხელშეკრულებით შესყიდული ან წარმოებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სათანადო წყაროები, მის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დაბრუნება მოხდება სტანდარტულ პირობებზე საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვით.
9. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინების შედეგად საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოშობილი ფაქტობრივი დანაკარგები, იფარება მიწოდების პუნქტში ინდივიდუალურად იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებმაც მიიღეს (მოიხმარეს) შემოდინებული ელექტროენერგია მათი ფაქტიური მოხმარების უზრუნველსაყოფად.
10. კვალიფიციურ საწარმოზე პარალელურ რეჟიმში შემოდინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დარიცხვისას გამოიყენება ამ წესებით დადგენილი დანაკარგების გაანგარიშების და დარიცხვის წესი.
11. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებასთან ერთად, ამავე მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან შეიძლება, მოქმედებდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტის ან/და ექსპორტის სხვა ხელშეკრულებებიც.
12. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტის და ექსპორტის საქმიანობისგან განსხვავებით, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება) არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას.
13. პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების გაუქმების საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის ურთიერთშეთანხმებით ისე, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს სისტემაში არსებული კვალიფიციური საწარმოების კანონიერი მოთხოვნები. იგივე პირობა დაცული უნდა იქნეს პარალელური მუშაობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას.
14. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების დამთავრების შემდგომ, ელექტროენერგიის სალდო-გადადინება (გარდა ნულოვანისა), განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი. შესაბამისად, სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს ან ექსპორტიორს წარმოადგენს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, სადაც, იმ შემთხვევაში თუ:
ა) საქართველოდან გადინებული ელექტროენერგიის სალდო-გადადინება მეტია ნულზე და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მეზობელი ქვეყნიდან გადახდილი თანხა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ კვალიფიციური საწარმოების კანონიერ მოთხოვნებს, სხვაობა ანაზღაურდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;
ბ) თუ საქართველოში შემოდინებული ელექტროენერგიის სალდო-გადადინება ნაკლებია ნულზე და კვალიფიციურ საწარმოებს მართებთ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ პარალელურ რეჟიმში შემოდინებული და მათ მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დაბრუნება, ისინი ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გადაუხადონ პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების სალდო-გადადინებისთვის დადგენილი ფასით (ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობითი ფასით).
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბალანსი
მუხლი 30. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი🔗
1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური საპროგნოზო ბალანსის შესადგენად, არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 ივლისისა, იღებს კვალიფიციური საწარმოების მიერ წარდგენილ დადგენილი ფორმის განაცხადებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოთხოვნის შესახებ შესაბამისი წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდისათვის.
2. დისპეჩერიზაციის ლიცენზიანტი არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 20 ივლისისა, მიღებული განაცხადებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინა წლის ფაქტობრივი ბალანსის გათვალისწინებით, ამუშავებს და უგზავნის სამინისტროს დასამტკიცებლად ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მომდევნო წლის საპროგნოზო ბალანსს.
3. სამინისტრო, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს ამტკიცებს არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აგვისტოსი. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი მოიცავს პერიოდს მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
4. კვალიფიციური საწარმოები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნისას ვალდებულნი არიან, დამატებით წარადგინონ განაცხადები წლიური ბალანსის კორექტირებისთვის.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 31. მიწოდებისა და მოხმარების გეგმები🔗
1. დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ფარგლებში გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების ყოველდღიურ და საათობრივ დაგეგმვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, კვალიფიცურ საწარმოებს შორის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებების შესაბამისად.
2. ამ მიზნით პირდაპირ ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 4 სამუშაო დღით ადრე მიაწოდონ ხელშეკრულების ფარგლებში მომავალი საანგარიშო პერიოდისათვის მოხმარებისა და მიწოდების საათობრივი გრაფიკები. აღნიშნულ გრაფიკებში ცვილებების შესახებ მხარემ (მხარეებმა) არანაკლებ ორი სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ხელშეკრულების დანარჩენ მხარეებს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარმოდგენილ მოხმარებისა და მიწოდების გრაფიკებში შეუსაბამობის შემთხვევში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს ამის შესახებ და სთავაზობს მათ შეასწორონ უზუსტობა გონივრული ვადის მითითებით. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მისაწოდებელი ელექტროენერგია, ამ პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად, არ იქნება ასახული მიწოდებისა და მოხმარების გეგმებში; თუ ეს პუნქტი სხვა წესს არ ითვალისწინებს მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მიუწოდებლობის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს ელექტროენერგია (სიმძლავრე) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული (თანდართული) გრაფიკის შესაბამისად.
3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების გეგმები მათი დამტკიცებისთანავე ოფიციალურად შეატყობინებს კვალიფიციურ საწარმოებს.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შედგენილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, ექსპორტს, იმპორტს, გადაცემას, განაწილებას, დისპეტჩერიზაციას, მოხმარებასა და ტრანზიტს. ეს გეგმები ყოველ მათგანს აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
5. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან უპირობოდ შეასრულონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გაცემული ოპერატიული მოთხოვნები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს კვალიფიციური საწარმოების მიერ გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების გეგმებში მოცემული ვალდებულებების დაცვის სისტემატური მონიტორინგი.
7. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) ისე დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;
ბ) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების დაბალანსება;
გ. ამ წესების პირობების დაცვით, ყოველდღიურად მიაწოდოს სისტემის კომერციულ ოპერატორს მიწოდებისა და მიღების პუნქტებში მიღებული ან/და გაცემული ელექტროენერგიის (სიმძლავრის), მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკებში ასახული და მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული (მიწოდებული ან/და მოხმარებული) ელექტროენერგიის შესახებ, ასევე პირდაპირ ხელშეკრულებების შესრულების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ამასთან ყოველდღიურად უნდა მიაწოდოს, ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა წინა დღის განმავლობაში, ყველა იმ ცვლილების აღნიშვნით, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ან/და მიწოდების გრაფიკებში.
8. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული ტექნიკური ხასიათის გარემოების გამო ვერ ხერხდება ამა თუ იმ ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულება და ეს შეუსრულებლობა აშკარად იმოქმედებს საანგარიშო თვის პერიოდში ხელშეკრულების შესრულებაზე, ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს აღნიშნულის შესახებ, ხოლო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის განმარტების მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, გასცეს წერილობითი დასაბუთება პირდაპირი ხელშეკრულების პირობების შეუსრულობების გამომწვევი მიზეზების განმარტებით (ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში).
9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ოპერატიული შეტყობინენები, მოთხოვნები ან/და დავალებები უნდა დარეგისტრირდეს ორივე მხრიდან. რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს, როგორც წერილობით, ისე ზეპირი (აუდიო) ჩანაწერით. დისპეტჩერის ოპერატიული შეტყობინებები, მოთხოვნები და დავალებები წარმოადგენს ღია ინფორმაციას. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ოპერატიული შეტყობინების ან/და მოთხოვნის ჩანაწერი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და კვალიფიციური საწარმოს მიერ უნდა გაიცეს შესაბამისი დაინტერესებული კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვა
მუხლი 32. ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზანი🔗
1. ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის ძირითად მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, გამომუშავების, გადაცემის, განაწილების და მოხმარების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიღება კვალიფიციურ საწარმოებს შორის ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე) შესაბამისი ანგარიშსწორების წარმოებისათვის.
2. აღრიცხვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის რაოდენობის და სიმძლავრის გასაშუალოებული მოცულობის შეფასება:
ა) ელექტროსადგურების გენერატორების მიერ გამომუშავებულის;
ბ) ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების საკუთარი და სამეურნეო საჭიროებაზე (ცალ-ცალკე) მოხმარებულის;
გ) ენერგოსექტორში საწარმოო საჭიროებისათვის მოხმარებულის;
დ) უშუალოდ მომხმარებლებთან ელექტროსადგურის სალტეებიდან გამომავალი ხაზებით გაშვებულის (გადაცემულის);
ე) სხვა მესაკუთრის ქსელში გადაცემულის ან მათგან მიღებულის;
ვ) ელექტროქსელიდან მომხმარებლებისადმი მიწოდებულის;
ზ) ექსპორტით გადაცემულის და იმპორტით მიღებულის;
თ) ერთი ქვეყნიდან მეორეში ტრანზიტით გამავალის (საქართველოს გავლით);
ი) დამცავი ძაბვის რეჟიმში მყოფი ელექტროგადამცემ ხაზებში ელექტროენერგიის დანახარჯის;
კ) გადამცემ ქსელში ძაბვების მიხედვით დანაკარგის განსაზღვრა.
3. აქტიური ელექტროენერგიის (სიმძლავრის) აღრიცხვა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ იძლეოდეს ისეთი დასახული ამოცანების გადაჭრის საშუალებას, როგორიცაა:
ა) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე გადაცემული ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობის განსაზღვრა;
ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენასა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალური დანაკარგების დადგენას ელექტროენერგეტიკული სისტემის ძაბვის ყველა საფეხურზე;
გ) კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დადგენილი რეჟიმების და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დაცვის კონტროლი.
4. რეაქტიული ელექტროენერგიის აღრიცხვა უნდა იძლეოდეს საშუალებას:
ა) განისაზღვროს რეაქტიული სიმძლავრე, რომელიც მიეწოდათ კვალიფიციურ საწარმოებს ან იქნა გაცემული მათ მიერ;
ბ) აღირიცხოს მაკომპენსირებელი მოწყობილობების მიერ გამომუშავებული რეაქტიული ელექტროენერგია.
გ) უზრუნველყოს სისტემათაშორისი ხაზებით რეაქტიული ელექტროენერგიის გადაცემის კონტროლი.
დ) განისაზღვროს გენერატორის მიერ გამომუშავებული რეაქტიული სიმძლავრე.
5. აღრიცხვის მოწყობილობები, ასევე ელექტროენერგიის ხარისხის მაკონტროლებელი მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდნენ „ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს და შეტანილი უნდა იყოს გამზომ ხელსაწყოთა რეესტრში. აღნიშნული ხელსაწყოები უნდა დამონტაჟდეს ელექტრომოწყობილობების მოწყობის ინსტრუქციების შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 33. ელექტროენერგიის აღრიცხვის პრინციპები🔗
1. დადგენილი სტანდარტების, მოქმედი ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად, კვალიფიცირებული საწარმო და გადაცემისა და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს მიღების ან გადაცემის წერტილებში წარმოებული, მიწოდებული, გადაცემული ან მიღებული ელექტროენერგიის და სიმძლავრის სრული რაოდენობა. წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და კომერციულ ოპერატორს აღრიცხვის ყველა მონაცემი და, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი ან ფიზიკურად დაკავშირებული მხარისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია ჩაატაროს ნებისმიერი კვალიფიციური საწარმოს, ლიცენზიატის საანგარიშსწორებო აღრიცხვის სისტემის ინსპექტირება.
2. თითოეული მინაერთისათვის უნდა განისაზღვროს აღრიცხვის წერტილი, რომელშიც უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის მრიცხველი და მოეწყოს აღრიცხვის სისტემა.
3. კვალიფიციური საწარმო, წარმოების, გადაცემის, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია მის აღრიცხვის წერტილში აღრიცხვის სისტემის დამონტაჟებაზე, გამართულობასა და ფუნქციონირებაზე წინამდებარე წესების მოთხოვნების შესაბამისად.
4. კომერციულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიცირებული საწარმოები და ლიცენზიატები პრიორიტეტების ჩამონათვალით, რომელთა საფუძველზეც კვალიფიცირებულმა საწარმოებმა და ლიცენზიატებმა მის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის სისტემები უნდა მოიყვანოს „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში 6 თვის განმავლობაში.
5. საკუთარი აღრიცხვის წერტილებში ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობების დამონტაჟების ან განახლების, გაწყობა-გაშვების, მომსახურებისა და საექსპლოატაციო ხარჯები უნდა გაიღოს კვალიფიციურმა საწარმომ ან/და გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის შესაბამისმა ლიცენზიატმა.
6. ელქტროენერგიის აღრიცხვის სისტემა და მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში არასანქცირებული ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
7. კვალიფიციურ საწარმოებსა და ლიცენზიატებს უფლება აქვთ მიიღონ ის ინფორმაცია სისტემის კომერციული ოპერატორის აღრიცხვის მონაცემთა ბაზიდან, რომელიც ეხება მათ მიერ წარმოებულ, გადაცემულ თუ მოხმარებულ ელექტროენერგიას და/ან სიმძლავრეს.
8. ელექტროენერგიის აღრიცხვისათვის გამოყენებული გაზომვის მეთოდის მეტროლოგიური კონტროლი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 34. მონაცემთა შენახვა🔗
1. აღრიცხვის მონაცემები, უნდა ინახებოდეს აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში:
ა) 13 თვის განმავლობაში ხელმისაწვდომ ფორმატში;
ბ) 6 წლის განმავლობაში არქივში.
2. ელექტროენერგიის აღრიცხვაში დაშვებული შეცდომების შემთხვევაში აღრიცხვის მონაცემების გადაანგარიშება მოხდება იმ წინა პერიოდიდან, როცა ჩატარდა ხელსაწყოს უკანასკნელი ტექნიკური შემოწმება მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა.
მუხლი 35. პასუხისმგებლობა აღრიცხვაზე🔗
1. საანგარიშსწორებო ხელსაწყოების დაცულობაზე, მათზე დადებული ბრჯენების ხელშეუხებლობაზე, ადამიანთა ჩარევისაგან გამოწვეული დაზიანებაზე, აგრეთვე აღრიცხვის წრედების დარღვევაზე მატერიალურად და იურიდიულად პასუხისმგებელია ის კვალიფიციური საწარმო, ლიცენზიატი, რომელთა ბალანსზეც იმყოფება მრიცხველების განთავსების მოწყობილობა.
2. აღრიცხვის მოწყობილობის თითოეულ ნაწილს (დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების კარადების საფარები, გადაბმის ყუთები, წევის ყუთები, ტერმინალური ყუთები, განშტოების ყუთები, გამოსაცდელი ბლოკები, მრიცხველის საფარები და მრიცხველები) მრიცხველის მეპატრონემ უნდა გაუკეთოს შესაბამისი ნიშანდება (იარლიყი), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციის მონაცემებს.
3. კვალიფიციური საწარმოები და გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს სისტემის კომერციული ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლის შეუზღუდავი დაშვება საანგარიშსწორებო ხელსაწყოებთან.
მუხლი 36. აღრიცხვიანობის რეესტრი🔗
1. სისტემის კომერციულმა ოპერატორმა უნდა შექმნას და აწარმოოს აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრი, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა აღრიცხვის წერტილების შესახებ სრულ ინფორმაციას.
2. რეესტრი უნდა მოიცავდეს:
ა) აღრიცხვის წერტილების რეგისტრაციას;
ბ) აღრიცხვის წერტილების შემოწმების შესახებ მონაცემებს.
დერეგულირებული ელექტროსადგურები
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
მუხლი 361. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები🔗
1. თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მიღების პუნქტში გადაცემული ელექტროენერგია (მთლიანად ან ნაწილობრივ) არ არის შესყიდული წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ითვლება ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სიტემის კომერციულ ოპერატორზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომელშიც არ შედის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ სტანდარტული პირობით გაყიდული ელექტროენერგიის ფასი.
2. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ განაცხადით ელექტროენერგიის შესყიდვისას თანაბარი გასაყიდი ფასის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის განაცხადს.
3. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიაზე დადებული ხელშეკრულების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მათი წარმოების საშუალებისათვის ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის საპროგნოზო მოცულობების ფარგლებში.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
დავების გადაწყვეტა
მუხლი 37. დავების გადაწყვეტა🔗
ამ წესებთან დაკავშირებული დავები გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 371. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის დროებითი წესი🔗
1. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი გარანტირებული რეზერვის წყაროსთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შესაბამისი მოცულობით შეისყიდის (დაარეზერვებს) სიმძლავრის სასისტემო რეზერვს.
2. სისტემის კომერციულმა ოპერატორმა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარების არანაკლებ 10% ოდენობის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით.
3. სიმძლავრის სასისტემო რეზერვი იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად. ამასთან, გარანტირებული რეზერვის წყაროს (ელექტროენერგიის შესაბამის მწარმოებელის) მიერ ელექტროენერგიის გაყიდვა, წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორთან წინასწარ შეთანხმებით.
4. განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებულია აუნაზღაუროს სისტემის კომერციულ ოპერატორს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის სრული საფასური. სისტემის კომერციულ ოპერატორს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს ასევე ისარგებლოს კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული გადახდის უზრუნველყოფის საშუალებით.
5. განაწილების ლიცენზიატის, პირდაპირი მომხმარებლისა და ექსპორტიორისაგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის ამოღებასა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსთვის ანაზღაურებას ახდენს სისტემის კომერციული ოპერატორი.
6. კომერციულ ოპერატორს შეუძლია შეწყვიტოს პირველ მუხლში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებების მოქმედება მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოს მიმართ 20 კალენდარული დღით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, თუ მათ შორის ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.
7. ამ მუხლის მოქმედების ვადის ამოწურვა არ ათავისუფლებს მხარეებს ფინანსური ვალდებულების შესრულებისაგან. (მოქმედებს 2007 წლის 1 სექტემბრამდე)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
გარდამავალი დებულებები
მუხლი 38. ამ წესების შემოღებასთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდისათვის დასარეგულირებელი საკითხები🔗
1. სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვა იმ კვალიფიციური საწარმოებისათვის, რომელთა აღრიცხვა არ იძლევა საშუალებას მრიცხველების ყოველსაათობრივი ჩვენებების მიღებისა, სარეზერვო სიმძლავრით ვაჭრობენ მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით.
1. (ამოღებულია).
2. აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური თავისი გამომუშავებიდან იკლებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას და აწარმოებს მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგია ითვლება მიწოდებულად წინამდებარე წესების შესაბამისად.
2. აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას, შესაბამისი საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.
3. 2006 წლის ივლისსა და აგვისტოში კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველების მიერ კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის საფასურისა და საწევროს გადაუხელობის შემთხვევაში ელექტრობაზარი უფლებამოსილია მოსთხოვოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ან შეზღუდვა.
4. სისტემის კომერციულ ოპერატორს უფლება აქვს გააფორმოს განზრახულობათა მემორანდუმი ,,ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით“ იმ ახლად აშენებულ ან მშენებარე, აგრეთვე რეკონსტრუქციაში მყოფ ან რეკონსტრუირებულ ელექტროსადგურებთან, რომელთა მიერ წარმოებული ელექტროენერგია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (სრულად ან ნაწილობრივ) ექვემდებარება სავალდებულო წესით შესყიდვას. აღნიშნულ მემორანდუმით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესასყიდი სავარაუდო ღირებულება, მემორანდუმის ხელმოწერამდე, საჭიროებს კომისიასთან წინასწარ შეთანხმებას; ამასთან, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დერეგულირების შემდეგ პერიოდში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ, შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება (დაბალი და მაღალი ზღვარი სეზონურობის გათვალისწინებით).
5. ამ წესების თანახმად, ინფორმაციის მიწოდება წარმოებს წერილობითი ფორმით. ამასთან, წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია, ინფორმაციის მიწოდება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის, ტელეფონოგრამის, ფაქსის და სხვა საშუალებებით.
6. აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებამდე, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადასახდელი ან მისგან მისაღები თანხების გადაცემის ლიცენზიატებს შორის გასანაწილებლად საჭირო აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებამდე, გამოყენებულ იქნეს იგივე პროპორცია, რა პროპორციაც არსებობს კომისიის მიერ დადგენილ სს ,,საქრუსენერგოსა“ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადაცემის ქსელში ნორმატიულ დანაკარგებს შორის. ამასთან, ამ პუნქტის მოქმედება განისაზღვროს 2007 წლის 1 ივლისამდე.
7. აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებისთანავე ან/და შესაბამისი გადამცემი ქსელის ფარგლებში ამ წესების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შესაძლებლობისთანავე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს აღნიშნულის შესახებ და მიუთითოს ამ მოწესრიგებით მიღებულ შედეგებზე, მათ შორის, ამ მოწესრიგების შედეგად გადაცემის ქსელში მიღებული, გადაცემული, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სიზუსტით აღრიცხვასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე.
8. ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი და 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.
9. წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემების მოწესრიგებამდე (ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში), ელექტროენერგიის წარმოების საშუალების ერთ საანგარიშო პერიოდზე ნაკლები დროით გაჩერებისას, ამ პერიოდში მის მიერ სისტემიდან მიღებულ და წარმოებულ ელექტროენერგიას შორის მეტობის შემთხვევაში, მიღებულ მოცულობაზე (ნაშთზე) ანგარიშსწორება მოხდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის ურუნველყოფა სრულად ხდება სხვა კვალიფიციური საწარმოსთან გაფორმებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებებით.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232-1/