„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.08.2006 ბოლო ცვლილება 11.03.2026
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
300.300.000.22.025.009.162
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 31/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (103)

შემდგომი ცვლილებები (94)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №77

2006 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2006 წლის 9 ივნისის №3292-Iს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა.ხეთაგური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილი ს ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

2. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისი ს ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

3. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრი ს ბრძანება №67 - სსმ III, №127, 11.09.2007წ., მუხ.1390

4. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

5. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2008 წლის 19 დეკ ე მბრის გადაწყვეტილება №1/2/411 - სსმ IV, №62, 23.12.2008 წ., გვ. 1

7. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილი ს ბრძანება №38 - სსმ III, №48, 21.04.2009წ., მუხ.549

8. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 30 აპრილი ს ბრძანება №24 - სსმ III, №50, 30.04.2010წ., მუხ.750

9. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

 

 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. მოქმედების სფერო

წინამდებარე წესები არეგულირებს:

ა) ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის ბაზრის ფუნქციონირებას, სისტემის კომერციული ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის საქმიანობას;

ბ) პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს;

გ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასა და ვაჭრობასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;

დ) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტის და ექსპორტის განსხვავებულ პირობებსა და პროცედურებს;

ე) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საკითხებს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ ., მუხ . 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „ელექტროენერგიის აღრიცხვა“ – ელექტროენერგიის აღრიცხვის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სახის გაზომვას აღრიცხვის მოწყობილობის საშუალებით;

ბ) ,,გატარება“ – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებელის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე;

გ) ,,ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება“ – ელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება იმ ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, რომელიც ამ ელექტროსადგურთან ერთად იმყოფება ერთი და იმავე ფიზიკური ან იურიდიული პირის პირდაპირ მფლობელობაში;

დ) „პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე” – ამ წესების თანახმად ორმხრივი ხელშეკრულება, ერთის მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს და, მეორეს მხრივ, კვალიფიციურ საწარმოს ან სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შორის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევაზე, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირობებს;

ე) „ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება“ – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;

ვ) „ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯი“ – ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება, ასევე ელექტროენერგიის დანაკარგები, რომელიც წარმოიქმნება სადგურის ძალოვან და გამზომ ხელსაწყოებში, ტრანსორმატორებსა და ელექტროგადამცემ ხაზებში;

ზ) „ქვესადგურის საკუთარი მოხმარება“ – ქვესადგურის ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;

თ) ,,ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, მოხმარებას ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის რეჟიმში ჩართვის პერიოდში, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსფორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში, აგრეთვე სხვა ტექნიკურ დანაკარგებს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მუშა და უქმი სვლის რეჟიმებში;

ი) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის განაწილების ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გამანაწილებელ, საჰაერო და საკაბელო ქსელში, ძალოვან და გამზომ ტრანსორმატორებში, დენშემზღვუდველ რეაქტორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში;

კ)  ,,ელექტროენერგიის ზენორმატიული დანაკარგი“ – დადებითი სხვაობა გადამცემ ქსელში არსებულ ფაქტობრივ დანაკარგსა და კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის ნორმატიულ (ნორმალურ) დანაკარგს შორის;

ლ) „ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვის სისტემა“ – გამზომი ტრანსფორმატორების, შემაერთებელი სადენების, მრიცხველების, შემკრები, გარდამქმნელი და გადამცემი მოწყობილობების ერთობლიობით შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის რაოდენობის, მისი პარამეტრების აღრიცხვისა და გარკვეულ პერიოდში დამახსოვრებისათვის.

მ) „საბალანსო ელექტროენერგიის ფასი“ – სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც გამოანგარიშდება ამ წესების მე-4 თავის მიხედვით;

ნ) „საბითუმო ვაჭრობა” – ელექტროენერგიის, მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის ან/და გარანტირებული სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესებით უფლებამოსილ საწარმოებს შორის;

ო) „საანგარიშო პერიოდი“ – ერთი კალენდარული თვე;

პ) (ამოღებულია);

ჟ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი“ – წარმოების ლიცენზიატი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური;

რ) ,,ავარიული სიტუაცია“ – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა, რომელიც იწვევს ელექტროენერგიის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებას და სისტემის მუშაობის მდგრადობის შენარჩუნებისათვის საჭირო არსებული სასისტემო ავტომატიკის (სიხშირის ავტომატური განტვირთვა, მინიმალური ძაბვის ავტომატიკა, გამყოფი ავტომატიკა და ა.შ.) ამოქმედებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ან მოჰყვება ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივ ან მთლიანად შეწყვეტა;

ს) ,,პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია“ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ჟურნალში ამ წესების შესაბამისად შეტანა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;

ტ) ,,სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი“ – სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი კონკრეტული ელექტროგადამცემი ხაზით (ხაზებით) შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, ექსპორტირებული, იმპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი, რომელშიც აისახება ხაზით (ხაზებით) ცალ-ცალკე გაცემული და მიღებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა და რომელიც დისპეტჩერიზაციის, შესაბამისი ხაზის მფლობელი გადაცემის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ერთობლივად ფორმდება შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ პირთან;

უ) ,,სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტი“ – ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით შესაბამის საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის აღრიცხვის ერთობლივი აქტი, რომელშიც აისახება ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის მოცულობების განაწილება ორ ან მეტ ექსპორტიორს (იმპორტიორს) შორის, თუ ისინი ამ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტს (იმპორტს) ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით. სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აღრიცხვის აქტი ყველა შესაბამისი ექსპორტიორის (იმპორტიორის) მიერ ფორმდება ერთობლივად. ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტის ერთი დედანი შესაბამისი ექსპორტიორების (იმპორტიორების) მიერ აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს;

ფ) პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე – იმპორტირებული ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

ქ) ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე – უცხო ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოში შემოტანის ან საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის, ასევე გაცვლის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

ღ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი – უცხო ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების ნუსხაში (სიაში).

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

თავი II

ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის ორგანიზება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 3. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის წესი

1. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ნებადართულია მხოლოდ იმ საწარმოებს შორის, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად, რეგისტრირებულნი არიან კვალიფიციურ საწარმოდ. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება ასევე აქვთ გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებს, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით, ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.

2. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს წარმოადგენენ შემდეგი პირები:

ა) სისტემის კომერციული ოპერატორი;

ბ) ამ წესების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული შემდეგი კვალიფიციური საწარმოები:

ბ.ა) წარმოების ლიცენზიანტი;

ბ.ბ) განაწილების ლიცენზიანტი;

ბ.გ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის მოიხმარს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით (შემდგომში – „სახელმწიფო პოლიტიკა”) დადგენილი რაოდენობის ელექტროენერგიას;

ბ.დ) ექსპორტიორი;

ბ.ე) იმპორტიორი;

ბ.ვ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური;

გ) ამ წესების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატები, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში,.

3. პირი (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა), რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესებით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილისთვის დადგენილ მოთხოვნებს და სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში, რეგისტრაციისთვის მიმართავს სისტემის კომერციულ ოპერატორს. პირი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ უნდა დარეგისტრირდეს თითოეული საქმიანობის მიხედვით ცალ-ცალკე.

4. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის მაძიებელმა (შემდგმში – მაძიებელი) სისტემის კომერციულ ოპერატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დამტკიცებული ფორმით;

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გ) კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის დამოწმებული ასლი (მხოლოდ ლიცენზიანტის შემთხვევაში);

დ) ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი (მხოლოდ წარმოების, განაწილების ლიცენზიანტების, მცირე სიმძლავრის ელექტროსად-გურის და პირდაპირი მომხმარებლის შემთხვევაში).

5. პირდაპირი მომხმარებლის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა”, „ბ” და „დ” ქვეპუქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, მაძიებელმა სისტემის კომერციულ ოპერატორს ასევე უნდა წარუდგინოს განაცხადის წარდგენის თარიღამდე გასული 12 თვის განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკით განსაზღვრული რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო თუ მაძიებელი განაცხადის წარდგენის თარიღამდე გასული 12 თვის განმავლობაში არ მოიხმარდა სახელმწიფო პოლიტიკით დადგენილი რაოდენობის ელექტროენერგიას – მიწოდების პუნქტებში სახელმწიფო პოლიტიკით დადგენილი რაოდენობის შესატყვისი სიმძლავრის ელექტრული ქსელის არსებობისა და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; პირდაპირი მომხმარებელი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირდება იმ მიწოდების პუნქტების მიხედვით, საიდანაც მან უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის მიღება. პირდაპირ მომხმარებელს ეკრძალება აღნიშნული მიწოდების პუნქტებიდან ელექტროენერგიის შესყიდვა საკუთარი საცალო მოხმარების მიზნებისთვის.

6. იმპორტიორის და ექსპორტიორის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, მაძიებელმა სისტემის კომერციულ ოპერატორს ასევე უნდა წარუდგინოს ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის ხელშეკრულება.

7. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა”, „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, მაძიებელმა სისტემის კომერციულ ოპერატორს ასევე უნდა წარუდგინოს უძრავ ნივთზე (ელექტროსადგურზე) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სისტემის კომერციული ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე საკადასტრო მონაცემები) და საპროექტო სიმძლავრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. სისტემის კომერციული ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით.

9. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი, მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებელი, მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ადგენენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების, მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს (შემდგომში – აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტი), რომლის ფორმასაც ერთობლივად ამტკიცებს სისტემის კომერციული ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ამ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმპორტიორის, ექსპორტიორის, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტების საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე.

10. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, სისტემის კომერციულ ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

11. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, სისტემის კომერციული ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

12. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლში მითითებული მონაცემების დაზუსტების მიზნით, მაძიებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

13. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში ჩანაწერის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიანტს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანილი პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი.

14. ამ მუხლში გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე ვალდებულია ცვლილებებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სისტემის კომერციულ ოპერატორს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.

15. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი განაცხადის, ცვლილებების განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორეზე, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორისათვის დადგენილ ვადაში წარდგენაზე, ეკისრება შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 4. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმება

1. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია შესაძლებელია გაუქმდეს ერთ-ერთი შემდეგი გარემოების დადგომისას:

ა) კომისიის მიერ ლიცენზიის გაუქმება – კომისიის გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან;

ბ) სათანადო ორგანოს გადაწყვეტილება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის ლიკვიდაციის შესახებ ან სასამართლოს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ – შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების (განჩინების) ძალაში შესვლის დღიდან;

გ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის მიერ ამ წესების მოთხოვნათა არაერთგზის დარღვევა, რამაც გამოიწვია მისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ – იმ საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, როდესაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის შეტყობინება წარედგინა სისტემის კომერციულ ოპერატორს;

დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურის ზედიზედ სამი თვის განმავლობაში გადაუხდელობა – სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

ე) ექსპორტიორი და იმპორტიორი ზედიზედ 12 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში – შესაბამისი 12-თვიანი ვადის გასვლიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

ვ) პირდაპირი მომხმარებლის წლიური მოხმარება არ შეესაბამება სახელმწიფო პოლიტიკით დადგენილ მოთხოვნებს – შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

ზ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის განცხადება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ – იმ საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, როდესაც განცხადება წარედგინა სისტემის კომერციულ ოპერატორს.

2. ლიცენზიანტისათვის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს არ შეიძლება წარმოადგენდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ”, „დ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. ასეთ შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია მიმართოს კომისიას შესაბამისი რეაგირებისათვის.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების ჩანაწერის გაკეთებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს ამის შესახებ პირს, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაცია (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ასევე იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიანტს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული პირი, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია.

4. პირდაპირ მომხმარებელს, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ან „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, უფლება არა აქვს ხელმეორედ მიმართოს სისტემის კომერციულ ოპერატორს პირდაპირ მომხმარებლად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის მოთხოვნით, რეგისტრაციის გაუქმების ჩანაწერის გაკეთებიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

5. კვალიფიციური საწარმოსათვის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მას რეგისტრაციის შეწყვეტამდე წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისაგან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 5. საბითუმო ვაჭრობის ტექნიკური სტანდარტების ზოგადი პრინციპები

1. კვალიფიციური საწარმო, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამონტაჟოს, ააწყოს, გაარემონტოს, მზადყოფნაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მის ხელთ არსებულ საშუალებებს;

ბ) ოპტიმალურ ვადებში მოიყვანოს ძირითადი საშუალებანი საიმედო საექსპლუატაციო მდგომარეობაში;

გ) სისტემის კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია მისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების მიზნით.

2. კვალიფიციური საწარმო და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია დაუქვემდებაროს მის ხელთ არსებული საშუალებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. ამ პირობის დაცვით კვალიფიციური საწარმო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამა თუ იმ საშუალების დატვირთვის მიზანშეწონილობას და ხარისხს; კვალიფიციურ საწარმოს შეუძლია გამოიყვანოს თავისი საშუალებანი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის დაქვემდებარებიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნებადართულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.

3. კვალიფიციური საწარმოები (სისტემის კომერციული ოპერატორის გარდა) ვალდებული არიან ყოველდღიურად მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ინფორმაცია, მიწოდების და მიღების პუნქტებში არსებულ მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული მონაცემების შესახებ.

4. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან მიწოდებისა და მიღების პუნქტებში არსებული ყველა მრიცხველი ჩართონ ელექტროენერგიის კომერციული აღრიცხვის ავტომატიზირებულ სისტემაში და უზრუნველყონ ამ მრიცხველებზე დაფიქსირებული ინფორმაციის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისათვის გადაცემა ამ წესების შესაბამისად მოთხოვნილი პერიოდულობით.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

    მუხლი 7. ამოღებულია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 - სსმ IV, №62,  23.12.2008 წ., გვ. 1

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

თავი III

პირდაპირი ხელშეკრულებები

    მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები

1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია კვალიფიციურ საწარმოებს შორის, აგრეთვე კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემის ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებს შორის, რომელთაც „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში.

2. თუ, ერთი მხრივ, წარმოების ლიცენზიანტი, იმპორტიორი ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და, მეორე მხრივ, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტი, პირდაპირი მომხმარებელი ან ექსპორტიორი ერთი და იგივე პირია, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) პირდაპირ ხელშეკრულებას ცვლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების შესახებ განაცხადი, რომელიც განსახორციელებლად საჭიროებს იგივე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში.

3. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება იდება ამ წესების პირობათა დაცვით. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება, სხვა პირობებთან ერთად, სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობას ან რაოდენობის განსაზღვრის წესს;

ბ) მისაწოდებელი ელექტროენერგიის თვიურ და დღიურ საორიენტაციო რაოდენობას;

გ) მისაწოდებელი ელექტროენერგიის ერთეულის ფასს;

დ) ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების ზუსტ დროს, ზუსტი თარიღის მითითებით;

ე) ელექტროენერგიის მიწოდების პირობებს;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ელექტროენერგიის მწარმოებელია – იმ ელექტროსადგურის დასახელებას, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდებაც წარმოადგენს პირდაპირი ხელშეკრულების საგანს;

ზ) პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.

4. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების განაცხადის ფორმას (სახელშეკრულებო განაცხადი) ადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი სისტემის კომერციულ ოპერატორთან შეთანხმებით.

5. ორმხრივად ხელმოწერილი სახელშეკრულებო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს სარეგის-ტრაციოდ წარედგინება პირდაპირ ხელშეკრულებასთან ერთად. სახელშეკრულებო განაცხადი წარმოადგენს პირდაპირი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

 

    მუხლი 8 ​1 . სახელშეკრულებო ვალდებულებები

1. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მყიდველის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის გამყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს ამ ელექტროენერგიის (საბალანსო ელექტროენერგიის) გამყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე მისაწოდებელი (გასაყიდი) ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

3. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება უნდა იძლეოდეს ელექტროენერგიის მიწოდებასა და მიღებასთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებების ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 9. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან

1. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების მოქმედების დაწყებამდე არა უგვიანეს 4 სამუშაო დღისა.

2. რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) ამოღებულია;

ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ სახელშეკრულებო განაცხადისა და პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა (გარდა იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებისა) და დანართებზე ხელმოწერილი სამი დედანი;

გ) ამოღებულია;

დ) განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა ან/და მიღების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატთან გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარების მომსახურებაზე.

3. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.

4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უარი განაცხადოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი), ხოლო ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ” ქვეპუნტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შემთხვევაში – არც ერთი მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობის ნაწილში;

ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;

დ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას;

ე) სარეგისტრაციო განაცხადში და/ან პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო პირობა;

ე​1 ) სახელშეკრულებო განაცხადში მითითებული მონაცემები და პირობები ეწინააღმდეგება პირდაპირ ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებსა და პირობებს;

ვ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ არის დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე;

ზ) ელექტროენერგიის ექსპორტზე გაფორმებულ პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ამ წესების 14​5 მუხლის მე-5 პუნქტის პირობა.

5. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინონ მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად მომავალი დღის, თვის, კვარტლისა და წლისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდებისა და მოხმარების განაცხადები ამ წესების შესაბამისად, მათ შორის 31-ე მუხლში მოცემული წესის დაცვით.

6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 4 სამუშაო დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად და იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს ხელშეკრულების რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი.

7. ნებისმიერი ცვლილებების განხორციელება პირდაპირ ხელშეკრულებაში სარეგისტრაციოდ საჭიროებს იგივე პროცედურებს, რასაც პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია.

8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების ცვლილების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების ცვლილების ასლი სისტემის კომერციულ ოპერატორს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 10. პირდაპირი ხელშეკრულების ან რეგისტრაციის შეწყვეტა

1. პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.

2. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ იწვევს პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.

3. (ამოღებულია).

4. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე, ხელშეკრულების მხარეების ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, აცნობოს მხარეებს მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განცხადების შეტანის დღიდან 25 კალენდარულ დღეს.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი ან ორივე მხარე ან/და ხელშეკრულება აღარ აკმაყოფილებს ამ წესების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს პირდაპირი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების მონაწილე მხარე აღარ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 11. ინფორმაციის საჯაროობა

1. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას.

2. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულნი არიან ამ წესებით მიჩნეული ღია ინფორმაცია განათავსონ (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებ გვერდზე); გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.

3. ამ წესების შესაბამისად ღია ინფორმაციად მიიჩნევა შემდეგი:

ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობები – ელექტროენერგიის ფასის მითითებით;

ბ) საანგარიშო პერიოდში გადამცემ ქსელში ფაქტიური დანაკარგები (ძაბვის საფეხურების მითითებით);

გ) შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობებისა და ფასების შესახებ;

დ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებისა და გამყიდველის მხრიდან შემოთავაზებული ფასის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

                                                                                    თავი IV

საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა

    მუხლი 12. ამოღებულია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №67 - სსმ III, №127, 11.09.2007წ., მუხ.1390

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 13. საბალანსო ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით

1. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით. საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ხდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით (შემდგომში – სტანდარტული პირობები). სტანდარტული პირობები წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ სახელშეკრულებო პირობებს (ტიპური სახელშეკრულებო ფორმულარი), რომელსაც სისტემის კომერციული ოპერატორი უდგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს. ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების, მისი ცვლილებებისა და დამატებების, აგრეთვე გაუქმების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 თავის მოთხოვნები. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია სტანდარტული პირობების რეგისტრაცია განახორციელოს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრაცია ჩაითვლება განხორციელებულად.

2. როგორც სტანდარტული პირობები, ასევე მასში განხორციელებული ყველა ცვლილება და დამატება, მის ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს ან საჯაროდ გამოქვეყნდეს სისტემის კომერციული ოპერატორის ოფიციალურ ვებგვერდზე.

3. სტანდარტული პირობები უნდა არეგულირებდეს შემდეგ საკითხებს:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვისა და შესყიდვის პირობებს;

ბ) საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის პირობებს;

გ) სისტემის კომერციული ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველებისათვის – საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის უზრუნველყოფის საშუალებებს, მათ შორის, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას;

დ) საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვასა და შესყიდვასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს.

4. სისტემის კომერციული ოპერატორი კვალიფიციური საწარმოებისაგან – ელექტროენერგიის მწარმოებ-ლებისაგან და იმპორტიორებისაგან სტანდარტული პირობებით სავალდებულო წესით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში:

ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოს მიერ სალტეზე მიწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობასა და მის მიერ პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

ბ) იმპორტიორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და მის მიერ იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია).

5. ახლად აშენებული ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე ექვემდებარება სავალდებულო წესით შესყიდვას სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ, წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული ელექტროენერგია (მათ შორის, ავარიულ სიტუაციებში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია), რომელიც არ იქნა გაყიდული კვალიფიციურ საწარმოსთან გაფორმებული იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

7. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული და ექსპორტირებული, ასევე იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდული იმპორტირებული ელექტროენერგია არ წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

8. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე შესყიდული, ასევე მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე იყიდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.

9. კვალიფიციური საწარმოები – განაწილების ლიცენზიანტები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები სისტემის კომერციული ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდიან მათ მიერ საანგარიშო პერიოდში მოხმარებულ (ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის გათვალისწინებით) ელექტრო-ენერგიის რაოდენობასა და პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას. ამ პუნქტის მიზნებისათვის, პირდაპირ მომხმარებელს, მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში, ასევე წარმოადგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 14. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული და გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება

1. სტანდარტული პირობების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიის მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს:

ა) ფიქსირებული ტარიფის მქონე მარეგულირებელი ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან – კომისიის მიერ დადგენილი წარმოების ტარიფით;

ბ) რეგულირებადი ზედა ზღვრული ტარიფის მქონე ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან (გარდა ამ მუხლის „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ბ.ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – კომისიის მიერ შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსათვის დადგენილი წარმოების ტარიფის ზედა ზღვრით;

ბ.ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი;

გ) თბოელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან (რომელიც არ არის განსაზღვრული შესაბამის პერიოდში გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ საქართველოს მთავრობის მიერ) – კომისიის მიერ დადგენილი წარმოების ტარიფის ზედა ზღვრით;

დ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, გარდა ამ პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა – გარანტირებულის სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრით;

ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე ტესტირების დროს გამომუშავებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიაზე – ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი;

ვ) დერეგულირებული მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან – ამ წესების 361  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ზ) იმპორტიორთან (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა):

ზ.ა.) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – სტანდარტული პირობების, ასევე ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე მაღალი ტარიფით (ფასით), მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი იმპორტისათვის კომისიის მიერ დადგენილი იმპორტის ტარიფის ზედა ზღვრისა;

ზ.ბ.) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი;

თ) ახლად აშენებული ელექტროსადგურის მფლობელ იმ კვალიფიციურ საწარმოსთან, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ექვემდებარება სავალდებულო წესით შესყიდვას სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ – შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით.

2. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია (მათ შორის, ავარიულ სიტუაციებში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია), რომელიც არ არის გაყიდული კვალიფიციურ საწარმოსთან გაფორმებული იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს შესაბამისი იმპორტისათვის კომისიის მიერ დადგენილი იმპორტის ტარიფის ზედა ზღვრით.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.

4. ექსპორტიორის (ან ექსპორტიორების) მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, შესაბამისი პირი (ან პირები) სისტემის კომერციული ოპერატორისაგან, ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე, შეისყიდის იმავე საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლის მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული, ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა არ არის საკმარისი, შევსება ხდება ტარიფის (ფასის) კლების პრინციპით, მომდევნო ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიით.

5. სისტემის კომერციულ ოპერატორს უფლება აქვს განახორციელოს როგორც პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის, ასევე ელექტროენერგიის მწარმოებლებისაგან შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტი.

6. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, შესაბამისი ექსპორტის სახელშეკრულებო ფასის ფარგლებში (ექსპორტთან დაკავშირებული სხვა დანახარჯების გათვალისწინებით), განახორციელოს შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების მიერ გაყიდული ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიისა).

7. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან სისტემის კომერციულ ოპერატორს მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მათ მიერ სტანდარტული პირობებით გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრისათვის საჭირო დოკუმენტაცია მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი საბალანსო ელექტროენერგიის ფასად ამ მუხლის მიზნებისათვის მიიჩნევა რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფი, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №67 - სსმ III, №127, 11.09.2007წ., მუხ.1390

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

თავი IV​1

ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

    მუხლი 14​1. ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელების ზოგადი პირობები

1. ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ფარგლებში დადგენილი მოცულობებით, პერიოდში და კონკრეტული ქვეყნის მიმართულებით, ხოლო ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადი და საიმედო ფუნქციონირების მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საერთო მოცულობის ფარგლებში მეზობელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ მხოლოდ იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადის საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ერთ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი ხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე შესაბამისი ხელშეკრულების ან/და იმპორტიორის/ექსპორტიორის განაცხადით გათვალისწინებულ მოცულობაზე მეტი, მაშინ აღნიშნული ელექტროენერგიის იმპორტიორად ან ექსპორტიორად ითვლებიან ის პირები, რომლებიც ამ საანგარიშო პერიოდში ახორციელებდნენ იმპორტს ან ექსპორტს კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით (მხოლოდ ექსპორტის/იმპორტის განხორციელების კონკრეტული განაცხადის მოქმედების პერიოდში). ზედმეტად ექსპორტირებული ან იმპორტირებული ელექტროენერგიის განაწილება ხორციელდება 14​6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. ელექტროენერგიის იმპორტიორები და ექსპორტიორები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროენერგიის იმპორტის ან/და ექსპორტის განაცხადები წარუდგინონ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 4 სამუშაო დღით ადრე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ეს წესი არ ვრცელდება ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტზე. ასეთ დროს განაცხადის წარდგენის წესი რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით.

5. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი განაცხადებისა და ქვეყნის შიდა მოხმარებაში ელექტროენერგიის უკმარისობის ან ელექტროენერგიის ქვეყნის შიდა წარმოებაში სიჭარბის არსებობისას, კვალიფიციურ საწარმოს უფლება აქვს ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ხელშეკრულებები (ცვლილებები) და შესაბამისი განაცხადი წარმოადგინოს არა უგვიანეს 1 სამუშაო დღით ადრე, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ისინი ბალანსებით დამტკიცებული მოცულობების ზევით და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გაუთვალისწინებელი მიმართულებით ელექტროენერგიის იმპორტის (ექსპორტის) დაწყებამდე 1 სამუშაო დღით ადრე და ამ წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულებით (გარდა მე-9 მუხლის პირველი პუნქტში მოცემული პირობისა). ელექტროენერგიის უკმარისობის ან სიჭარბის ფაქტს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ პრინციპებზე დაყრდნობით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განსაზღვრავს დამოუკიდებლად და აქვეყნებს ვებ-გვერდზე (www.gse.com.ge). აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს და 10 დღეში წარმოადგინოს კორექტირებული ბალანსი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით.

6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია იმგვარად შეიმუშაოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ენერგოსისტემის მდგრადობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტში მითითებული ხელშეკრულების რეგისტრაცია წარმოშობს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ხელშეკრულების ტექნიკური უზრუნველყოფისა და ხელშეკრულების პირობების ტექნიკურ ნაწილში შესრულების ვალდებულებას კანონმდებლობისა ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ უცხო ქვეყნის ენერგოსისტემის ტექნიკურ შემსრულებელთან დადებული შეთანხმების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით პირდაპირ არ რეგულირდება კონკრეტული საკითხი და არ არსებობს შეთანხმება შესაბამისი მეზობელი ქვეყნის ტექნიკურ შემსრულებელთან, ან ეს შეთანხმებაც პირდაპირ არ არეგულირებს კონკრეტულ საკითხს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელმძღვანელობს მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულებით.

8. გადაცემის შესაბამისი ლიცენზიანტები და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულნი არიან საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გადადინების დროს პრიორიტეტულად უზრუნველყონ ელექტროენერგიის იმპორტისა ან/და ექსპორტის ხელშეკრულებების შესრულება სხვა ტიპის გადადინებებთან მიმართებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეფექტურად იქნეს გამოყენებული ქვეყნის შიდა ენერგორესურსი. ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ქვეყნის შიგნით წარმოებულ ელექტროენერგიას.

9. გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატები უფლებამოსილნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან შეთანხმებით, ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ მათ განკარგულებაში მყოფი გამტარუნარიანობის რეზერვი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის სხვა გადადინების მიზნებისათვის. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, სხვა ტიპის გადადინებებთან დაკავშირებულ მის მიერ გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებებში გაითვალისწინოს და ასახოს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული პრიორიტეტები.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

    მუხლი 14​2. ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი ავარიულ სიტუაციაში

1. ხელშეკრულებას ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე, რომელიც მიზნად ისახავს ავარიულ სიტუაციაში ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტს (ურთიერთდახმარებას), უპირატესობა ენიჭება ელექტროენერგიის გაცვლასა და სხვა იმპორტ-ექსპორტთან მიმართებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტისა ან ექსპორტის განმხორციელებელი იმპორტიორისა ან ექსპორტიორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტსა ან ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ავარიული სიტუაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ავარიულ სიტუაციებში იმპორტსა და ექსპორტზე ხელშეკრულებების გაფორმების უფლება გააჩნია მხოლოდ სისტემის კომერციულ ოპერატორს. ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმებისას ან მასში ცვლილებების და დამატებების შეტანისას, სისტემის კომერციულმა ოპერატორმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან წინასწარ უნდა შეათანხმოს ხელშეკრულების პირობების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონერგეტიკული სისტემის მდგრადობასთან, უსაფრთხოებასთან და საიმედო ფუნქციონირებასთან (ტექნიკური ნაწილი).

3. ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელი იმპორტიორისა ან ექსპორტიორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტსა ან ექსპორტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას ავარიული სიტუაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელ მოთხოვნებთან შესატყვისობაზე აფასებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ავარიული სიტუაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელი მოთხოვნებისთვის ხელშეკრულების არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის შემთხვევაში, წყვეტს ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში იმპორტის ან ექსპორტის 14​3 და 14​4 მუხლებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულებას, რის ნაცვლად შეასრულებს სისტემის კომერციული ოპერატორის ხელშეკრულებას ავარიულ სიტუაციებში იმპორტსა და ექსპორტზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

    მუხლი 14​3. ელექტროენერგიის გაცვლა

1. ელექტროენერგიის გაცვლას უპირატესობა ენიჭება 14​4 მუხლით გათვალისწინებულ იმპორტ-ექსპორტთან მიმართებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცვლის შედეგად საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა არ იქნება ექსპორტირებული ელექტროენერგიის 80 პროცენტზე ნაკლები. ელექტროენერგიის გაცვლის ხელშეკრულებას უთანაბრდება კვალიფიციური საწარმოს მიერ ერთდროულად ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულების წარმოდგენა.

2. ელექტროენერგიის გაცვლაზე არ ვრცელდება ამ წესების 14 ​4 მუხლით გათვალისწინებული განაცხადების შერჩევის პროცედურა. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული ელექტროენერგიის გაცვლის რამდენიმე ხელშეკრულება, მაშინ უპირატესობა ენიჭება ელექტროენერგიის გაცვლას (იმპორტსა და ექსპორტს), რომელსაც გააჩნია საქართველოდან ექსპორტირებული და საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებებს შორის თანაფარდობის უფრო მაღალი კოეფიციენტი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

    მუხლი 14​4. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სხვა იმპორტი და ექსპორტი

1. ამ წესების 14​2 და 14​3 მუხლებით გათვალისწინებულის გარდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს:

ა) ელექტროენერგიის იმპორტისას, იმპორტირებული ელექტროენერგიის ყველაზე დაბალ ფასს;

ბ) ელექტროენერგიის ექსპორტისას, საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ყველაზე მაღალ ფასს, იმ პირობით, რომ ამ ელექტროენერგიის მწარმოებლის კუთვნილი ელექტროსადგურის გამომუშავება ექსპორტის განხორციელების პერიოდში გათვალისწინებულია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში.

2. ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ ერთი და იმავე ფასის დაფიქსირების შემთხვევაში მხარეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ხდება კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული გამტარუნარიანობის პრეტენდენტებზე თანაბარი განაწილების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პრეტენდენტის მიერ განაცხადში დაფიქსირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია თანაბარი განაწილების შედეგად მოცემული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა თანაბრად გადაუნაწილდებათ დანარჩენ პრეტენდენტებს.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 2 სამუშაო დღით ადრე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

    მუხლი 14​5. ელექტროენერგიის იმპორტიორები და ექსპორტიორები

 1. იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება შეუძლია იმ კვალიფიციურ საწარმოს, რომელსაც გააჩნია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დადგენილი წესით რეგისტრირებული ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ” და „ქ” ქვეპუნქტებში, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში – მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტში განსაზღვრული ხელშეკრულებები იმპორტირებული ან ექსპორტირებული ელექტროენერგიის სრულ მოცულობაზე.

2. სისტემის კომერციული ოპერატორის შემთხვევაში ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ხელშეკრულებად ასევე მიიჩნევა პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები.

3. იმპორტსა და ექსპორტზე დადებულ ხელშეკრულებებზე ვრცელდება ამ წესების მე-3 თავში პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაციის, რეგისტრაციის და ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დადგენილი მოთხოვნა და პროცედურა იმ მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია ამ თავში.

4. თუ იმპორტსა და ექსპორტზე დადებული ხელშეკრულება ან ცვლილება არ ეხება ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებას, დასრულებას, რაოდენობას, ვადას, პირობებს (გარდა ელექტროენერგიის ფასის, საფასურის გადახდის, დავების განხილვის პირობებისა, აგრეთვე ხელშეკრულების რეკვიზიტების ცვლილებისა) და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხოლო 14​4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაცხადით გათვალისწინებული საიმპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ფასის გაზრდას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან მათი სარეგისტრაციოდ წარდგენა უნდა მოხდეს ხელშეკრულების ან მასში ცვლილების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში.

5. პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებისა) უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულებაში განსაზღვრული ელექტროენერგიის მოცულობის ექსპორტიორის მიერ სრულად ანაზღაურების ვალდებულებას იმ შემთხვევაშიც, თუ მწარმოებელმა ვერ გამოიმუშავა ელექტროენრგია. ექსპორტიორი თავისუფლდება ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებისგან, თუ ელექტროენერგიის გამომუშავება ვერ მოხდა მწარმოებლის ან დისპეტჩერიზაციისა ან გადაცემის ლიცენზიატის ბრალით, აგრეთვე ავარიული და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის გამო.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 14​6. ელექტროენერგიის იმპორტიორებისა და ექსპორტიორების უფლებამოსილებანი და შესაბამისი ელექტროენერგიის აღრიცხვა-ანგარიშსწორება

1. იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ამ წესების შესაბამისად. ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, იმპორტირებული, ექსპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი დისპეტჩერიზაციის, შესაბამისი ხაზის მფლობელი გადაცემის ლიცენზიატებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ერთობლივად ფორმდება შესაბამისი უცხო ქვეყნის ტექნიკურ ოპერატორთან.

2. თუ ორი ან მეტი იმპორტიორი (ექსპორტიორი) ერთ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტს (ექსპორტს) ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით, დგება კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტი, რომელშიც აისახება ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის მოცულობების განაწილება თითოეულ მონაწილე იმპორტიორს (ექსპორტიორს) შორის. სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტი ყველა შესაბამისი იმპორტიორის (ექსპორტიორის) მიერ ფორმდება ერთობლივად. იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტის თითო დედანი შესაბამისი იმპორტიორების (ექსპორტიორების) მიერ უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის რაოდენობებს ანაწილებს ამ პუნქტში აღნიშნულ იმპორტიორებზე (ექსპორტიორებზე) 14​1 მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებულ განაცხადებში მოცემული რაოდენობების პროპორციულად.

  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

    მუხლი 14​7. ელექტროენერგიის იმპორტსა ან ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ (გადადინებულ) ელექტროენერგიის დეკლარირებაზე ვალდებული პირი

1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ელექტროენერგიის გადაადგილების (გადადინების) დროს საანგარიშო პერიოდში არ არსებობს (არ მოქმედებს) ხელშეკრულება შესაბამისი სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის გამოყენებით ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და იმპორტზე და იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირების ვალდებულება ეკისრება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის ან სინქრონიზაციის რეჟიმში ჩართვის პერიოდში საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის დეკლარირების ვალდებულება ეკისრება ამ ხაზის მფლობელ გადაცემის ლიცენზიატს. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის ან სინქრონიზაციის რეჟიმში ჩართვა ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მხოლოდ ამ ხაზის მფლობელი გადაცემის ლიცენზიატის თანხმობის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზით გადაადგილებული ელექტროენერგიის დეკლარირება და საბაჟო გაფორმება თავისთავად არ წარმოქმნის შესაბამისად დისპეტჩერიზაციის (გადაცემის) ლიცენზიანტის საკუთრების უფლებას ამ გადაადგილებულ ელექტროენერგიაზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

თავი V

სისტემის კომერციული ოპერატორი

    მუხლი 15. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები

1. სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას. მისი ფუნქციები და უფლებამოსილების სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მისი წესდებითა და წინამდებარე წესებით.

2. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციებია:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით). ამ მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს:

ა.ა. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის პირდაპირი ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების სარეგისტრაციოდ წარდგენას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან;

ა.ბ. საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრას, გამომუშავებული, მიწოდებული, იმპორტი-რებული, მოხმარებული და ექსპორტირებული ელექტროენერგიის, ასევე პირდაპირი ხელშეკრულებებით დადგენილი და მხარეთა მიერ ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში პირდაპირი ხელშეკრულებების შესაბამისად დაფიქსირებული ფაქტობრივი რაოდენობების შედარების გზით;

ა.გ.ამ წესების შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიის ფასების გაანგარიშებას;

ა.დ. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდულ და გაყიდულ საბალანსო ელექტროენერგიაზე კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორებას;

ა.ე. ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტზე (გაცვლა) უცხო ქვეყნის შესაბამის სუბიექტებთან საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას. ამ მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია იმპორტირებული და/ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგია გაყიდოს და/ან შეისყიდოს როგორც პირდაპირი ხელშეკრულებებით, აგრეთვე საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისათვის ამ წესებით დადგენილი სხვა ფორმით (პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით);

ბ) გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად, მათ შორის და არა მხოლოდ:

ბ.ა. გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისაგან გარანტირებული სიმძლავრის ყიდვაზე და გარანტირებული სიმძლავრის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების სარეგისტრაციოდ წარდგენა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან;

ბ.ბ. გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დარიცხვა და კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორება.

გ) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება. მათ შორის და არა მხოლოდ:

გ.ა. აღრიცხვის წერტილების ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;

გ.ბ. საანაგარიშო პერიოდების მიხედვით მრიცხველების ჩვენებების ერთიანი ბაზის შექმნა;

გ.გ. ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების, ქვესადგურების, მომხმარებელთა შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მოგროვება და სისტემატიზაცია.

დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისა და კვალიფიციური საწარმოების მიერ მიწოდებული, შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე, ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ან/და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობების (მოცულობების) განსაზღვრა და საბოლოო ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა, აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან ერთობლივად ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზის (ხაზების) მიმართულებით შესატყვისი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, ექსპორტირებული, იმპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი სააღრიცხვო აქტის შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სამართალსუბიექტთან გაფორმება;

ე)ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ საქართველოს მეზობელი ელექტროენერგე-ტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრუ-ლებების წინასწარი შეთანხმება და მისი სათანადოდ შესრულების მიზნით მონიტორინგი და კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

ვ) საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება;

ზ) გადაცემის ქსელში ზენორმატიული დანაკარგის შემთხვევაში, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუზველზე განსაზღვროს შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ ზენორმატიული დანაკარგის შედეგად შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობა და ღირებულება. (25.04.200731)

3. საქმიანობის გამჭვირვალობისა და მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუვნელყოფის მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი ყველასათვის ხელმისაწდომ ადგილზე აქვეყნებს ინფორმაციას:

ა) ყოველ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების შესახებ;

ბ) ყოველ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე გაყიდული და შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობებისა და საშუალო შეწონილი ფასების შესახებ;

გ) ქსელში ფაქტობრივი საშუალო დანაკარგების ოდენობაზე;

დ) ყოველ საანგარიშო პერიოდში გარანტირებული სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების, უზრუნველყოფილი სიმძლავრის მოცულობისა და ჩამოყალიბებული ტარიფების (ფასების) მითითებით.

4. ამოღებულია.

5. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იმ ახლად აშენებულ ელექტროსადგურთან (წარმოების ლიცენზიატი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური), რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულება შესრულებისათვის საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში, მათ შორის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციას.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 16. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება

1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება სავალდებულოა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კვალიფიციური საწარმოებისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება კვალიფიციური საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მწარმოებლების მიერ (გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა) წარმოებული (სალტეზე გაცემული), განაწილების ლიცენზიატების მიერ მიღებული, მათ შორის გატარებული, პირდაპირი მომხმარებლების მიერ მიღებული (მოხმარებული), იმპორტიორების მიერ იმპორტირებული, ექსპორტიორების მიერ ექსპორტირებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.

1​1 . სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ხდება მათ მიერ საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის რაოდენობისა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სიმძლავრის შესატყვისი კილოვატი/საათში) და უზრუნველყოფის პერიოდის (დღეების) მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. გარანტირებული სიმძლავრის წყაროებზე (მათ მიერ წარმოებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიის ნაწილში) არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.

2. აღნიშნული მომსახურების გადახდა კვალიფიციური საწარმოს მიერ ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საქმიანობებზე ცალ-ცალკე.

3. (ამოღებულია).

4. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან ყოველი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 25 რიცხვისა აანაზღაურონ მათზე დარიცხული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულება.

5. სისტემის კომერციული ოპერატორის მოთხოვნისთანავე კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინონ სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოონ წინასწარი გადახდა.

6. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მომსახურების ღირებულების არგადამხდელი ან გადახდის ვადების დამრღვევი კვალიფიციური საწარმოების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული ზომები.

7. ამოღებულია.

8. ამოღებულია.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

თავი V​I

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

    მუხლი 16​1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ძირითადი ვალდებულებები, ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, უსაფრთხოება და საიმედო ფუნქციო-ნირება, ასევე დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ისე, რომ შესრულდეს მათ მიერ დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები;

 ბ) პირდაპირი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაამუშაოს რეჟიმები, ხელი შეუწყოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ადმინისტრაციული ბერკეტები, მათ შორის სათანადო ოპერატიული სადისპეტჩერო მითითებებისა და ოქმების შედგენით;

გ) კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნის ან/და თავის შეხედულებისამებრ, ელექტროენერგეტიკული სისტემის საჭიროების მიხედვით (მდგრადობის და სტაბილურობის მიზნით) და ამ წესების პირობების დაცვით, დატვირთოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული აუთვისებელი სიმძლავრე მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად ისე, რომ ამ დატვირთვამ არ გამოიწვიოს წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების პირობების დარღვევა;

დ) დროის ნებისმიერ მონაკვეთში ხელმისაწვდომი გახადოს სისტემის კომერციული ოპერატორისთვის ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა მთელი დღის განმავლობაში, ასევე ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმაში;

ე) მის მიერ განხორციელებული გაუფრთხილებელი შეზღუდვები, რომელიც განპირობებულ იქნა ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის, დააფიქსიროს ცენტრალური სადისპეტჩეროს ოპერატიულ ჟურნალში;

ვ) სისტემის კომერციულ ოპერატორს, ამ წესების შესაბამისად, მიაწოდოს დამუშავებული ინფორმაცია, პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებული და ფაქტობრივად გაყიდული (შესრულებული) ელექტროენერგიის რაოდენობაზე (მათ შორის ამ წესების 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციაც) შემდეგი წესით:

ვ.ა) ყოველდღიურად მიაწოდოს ყველა იმ მითითებისა და ინსტრუქციის ჩანაწერი, რომელიც მან გასცა წინა დღის განმავლობაში, ყველა იმ ცვლილების აღნიშვნით, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ (შეთანხმებულ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ან/და მიწოდების გრაფიკებში; დღის განმავლობაში წარმოებული, გადაცემული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესახებ ინფორმაცია შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით; პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია – ამა თუ იმ ხელშეკრულებაში მოცემული გრაფიკების დარღვევის ან დაცვის აღნიშვნით;

ვ.ბ) ყოველი თვის დამთავრებიდან ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით მიაწოდოს საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებისა და მიღების პუნქტებში მიწოდებული ან გაცემული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მის ხელთ არსებული ფაქტობრივი მონაცემები; საანგარიშო თვის განმავლობაში შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატის ქსელში დაფიქსირებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგების ოდენობა; მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკებში ასახული და მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული (მიწოდებული ან/და მოხმარებული) ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაცია (ცდომილებების მითითებით). ასევე პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია;

ზ) ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამინისტროს გაუგზავნოს მთლიანად ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ცალკეული კვალიფიციური საწარმოების მიერ გამომუშავებული, მიღებისა და მიწოდების პუნქტებში გაცემული და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი ბალანსი, გადაცემის ქსელში დანაკარგების ჩვენებით;

თ) ამ წესების დაცვით დაარეგისტრიროს პირდაპირი ხელშეკრულებები და გააუქმოს ან შეაჩეროს მათი რეგისტრაცია განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით;

ი) განახორციელოს კონტროლი ამ წესების დაცვით კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერ-გეტიკულ სისტემაში არსებული სიმძლავრეების გამოყენების შესახებ;

კ) ხელმისაწვდომი გახადოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესყიდული და თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ (კვალიფიციური საწარმოებისა და სიმძლავრეების მითითებით);

ლ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა, დადგენილი წესით განაცხადოს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ და აუთვისებელ სიმძლავრეზე. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება ასევე განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე;

მ) წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ შეამციროს კვალიფიციური საწარმოსთვის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სიმძლავრე, გარდა სასისტემო ავარიული სიტუაციის, ფორსმაჟორის, ამ წესების ან პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა;

ნ) ამ წესების შესაბამისად, შეასრულოს კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან განახლების შესახებ.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების დაბალანსება;

ბ) დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას იმგვარად, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;

გ) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა და საიმედო ფუნქციონირება;

დ) მომსახურების სათანადოდ განხორციელების მიზნით, განახორციელოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტი, ექსპორტი ან/და ჩაერთოს მეზობელი ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული პრინციპებისა და პროცედურების დაცვით;

ე) განსაზღვროს შესაბამისი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაცემის ქსელში არსებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგები.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებები:

ა) გამოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია კვალიფიციური საწარმოების ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების მდგომარეობისა და მზადყოფნის ხარისხის შესახებ;

ბ) თავისი შეხედულებისამებრ დაუბრკოლებლად განახორციელოს საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება;

გ) მისი მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის, არასრული გადახდის ან/და გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამ წესების შესაბამისად შეწყვიტოს ან შეზღუდოს კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება;

დ) ელექტროენერგიის დამტკიცებული ლიმიტის (შეთანხმებული დღეღამური გრაფიკები) კვალიფიციური საწარმოს მხრიდან გადაჭარბების შემთხვევაში, მოითხოვოს მოხმარების (სიმძლავრეების) შემცირება, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იმოქმედოს წინამდებარე წესების თანახმად;

ე) გასცეს სათანადო სადისპეტჩერო მითითებები, რათა უზრუნველყოს კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება შეთანხმებული გრაფიკითა და მოცულობით;

ვ) მოითხოვოს კვალიფიციური საწარმოსაგან, ამ წესების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრული ანაზღაურების მიზნით, კვალიფიციური საწარმოს მიერ კომერციული ბანკის საბანკო გარანტიის წარმოდგენა.

ზ) ავარიის შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მართვისა და მდგრადობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად კვალიფიციური საწარმოებისათვის პირდაპირი ხელშეკრულებებით (ბალანსებით დადგენილი) მისაწოდებელი ელექტროენერგია შეზღუდოს გაუფრთხილებლად;

თ) ქვეყანაში ელექტროენერგიის და სიმძლავრის დეფიციტის დროს ან/და ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეზღუდვების გრაფიკის შემოღებისას, კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგია მიაწოდოს ურთიერთშეთანხმებული დამატებითი გრაფიკით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის კორექტირებასთან შესაბამისობაში, ხოლო ურთიერთშეთანხმებული დამატებითი გრაფიკის არარსებობის შემთხვევაში იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მომსახურების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ამ წესებით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ მუხლში მოცემული პრინციპების უპირატესი შესრულება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

 

თავი VI. დატვირთვის რეზერვი და გარანტირებული სიმძლავრე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 17. ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსება და დაუტვირთავი სიმძლავრე

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და ელექტროენერგიის ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსება შეიძლება განხორციელდეს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული შემდეგი სიმძლავრეების გამოყენებით:

ა) დატვირთვის რეზერვი – სისტემაში არსებული აუთვისებელი სიმძლავრე, რომლის აღების დრო შეადგენს არა უმეტეს 60 წამისა;

ბ) გარანტირებული სიმძლავრე – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ამ წესების შესაბამისად უზრუნველყოფილი სიმძლავრე, მათ შორის:

ბ.ა) გარანტირებული სიმძლავრის იმ წყაროს მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელსაც, სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, გაჩერებული მდგომარეობიდან სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არა უმეტეს 25 წუთისა და მოთხოვნილი სიმძლავრის აღება – არა უმეტეს მომდევნო 35 წუთისა;

ბ.ბ) გარანტირებული სიმძლავრის იმ წყაროს მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელსაც, სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, გაჩერებული მდგომარეობიდან სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არა უმეტეს 24 საათისა, მოთხოვნილი სიმძლავრის აღება – არა უმეტეს მომდევნო 12 საათისა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 18. დაუტვირთავი სიმძლავრე და გარანტირებული სიმძლავრის გამოყენება

1. დატვირთვის რეზერვი და გარანტირებული სიმძლავრე იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის განკარგულებაში და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და ელექტროენერგიის სათანადო ტექნიკური პარამეტრების შესანარჩუნებლად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დატვირთვის რეზერვის გამოყენებაზე და გასცეს შესაბამისი განკარგულება ელექტროენერგეტიკული სისტემაში არსებული გამოუყენებელი სიმძლავრის დატვირთვის თაობაზე, დატვირთვის შენარჩუნებით არა უმეტეს 1 საათისა.

3. პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკებისა და პარამეტრების შესრულების მიზნით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დატვირთვის რეზერვის გამოყენების შედეგად გამოყენებული სიმძლავრე დატვირთვიდან ერთი საათის განმავლობაში ჩაანაცვლოს გარანტირებული სიმძლავრით.

4. მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული პირობების დაცვით, გადაწყვეტილებას გამოყენებული სიმძლავრის სხვა წყაროებით ჩანაცვლებისა და დატვირთვის შესახებ იღებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად.

5. ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის დაცვით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი უფლებამოსილია 1 საათზე მეტი დროით დატვირთოს ელექტრო-ენერგიის მწარმოებელი ის კვალიფიციური საწარმო, რომელსაც ელექტროენერგიის მიწოდების წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკებში მოცემული სიმძლავრეები არ აქვს რეალიზებული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში და ამ მწარმოებლის დატვირთვა არ გამოიწვევს წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების პირობების დარღვევას. ამ პუნქტში მოცემული პირობა არ ათავისუფლებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 19. გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის მზადყოფნის განაცხადი

1. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის საჭირო გარანტირებული სიმძლავრის ოდენობას, ასევე ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს გარანტირებული სიმძლავრის თითოეული წყაროს მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. გარანტირებული სიმძლავრის წყარო, ყოველი საანგარიშო თვის დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე, მზადყოფნის გამოცხადების მიზნით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) განაცხადს გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის მზადყოფნის შესახებ (შემდგომში – მზადყოფნის განაცხადი), რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა.ა) სადგურის დასახელება და ტექნიკური მახასიათებლები;

ა.ბ.) საჭირო დრო (წუთი) გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციამდე;

ა.გ) საჭირო დრო (წუთი) ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციიდან საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის მიღწევამდე;

ა.დ) მომავალი საანგარიშო პერიოდის ის ზუსტი მონაკვეთები, რომელთა განმავლობაში გარანტირებული სიმძლავრე ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის, შეკეთების ან/და რემონტის გამო.

ბ) საწვავით უზრუნველყოფის ხელშეკრულების ასლი.

3. ამ თავის მიზნებისათვის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების საშუალებების შეკეთება ან/და რემონტი გულისხმობს იმ სახის სამუშაოებს, რომლის შედეგადაც გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვერ უზრუნველყოფს ენერგეტიკულ სისტემას გარანტირებული სიმძლავრით ამ წესების შესაბამისად და მისი წარმოების საშუალებები გამოყვანილია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის დაქვემდებარებიდან.

4. მზადყოფნის განაცხადის ფორმას ადგენს და ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი.

5. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების ტექნიკური შესაძლებლობებისა და პარამეტრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ წინასწარ მოთხოვნილი სახით.

6. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ მზადყოფნის განაცხადის წარდგენა სავალდებულოა შესაბამის საანგარიშო პერიოდში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ მისი მზადყოფნის განხილვისათვის. მზადყოფნის დადასტურება გულისხმობს გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის განკარგულებაში ყოფნას და ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფას მე-17 მუხლის „ბ.ა” ან „ბ.ბ” ქვეპუნქტებით დადგენილი პირობებით. პასუხისმგებლობა მზადყოფნის განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე ეკისრება გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 19 ​1 . გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირება

1. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნა შესაძლებელია შემოწმდეს ტესტირების გზით.

2. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირება წარმოადგენს პროცესს, რომელიც ადასტურებს ამ წესების მე-17 მუხლის „ბ.ა” ან „ბ.ბ” ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნას. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირებით უნდა დადასტურდეს:

ა) ამ წესების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა” პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სადგურის ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში, გაჩერებული მდგომარეობიდან სისტემასთან სინქრონიზაცია შესაძლებლობა არა უმეტეს 25 წუთისა, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის განსაზღვრული სიმძლავრის აღების შესაძლებლობა – არა უმეტეს მომდევნო 35 წუთისა და დატვირთვის შენარჩუნების შესაძლებლობა – არანაკლებ 1 და არა უმეტეს 24 საათისა;

ბ) ამ წესების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ” პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სადგურის ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში, გაჩერებული მდგომარეობიდან სისტემასთან სინქრონიზაციის შესაძლებლობა – არა უმეტეს 24 საათისა, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის განსაზღვრული სიმძლავრის აღების შესაძლებლობა – არა უმეტეს მომდევნო 12 საათისა და დატვირთვის შენარჩუნების შესაძლებლობა – არანაკლებ 1 და არა უმეტეს 24 საათისა.

3. ტესტირება ხდება ამ წესებისა და ტესტირების ტექნიკური ინსტრუქციის საფუძველზე, რომელსაც, დაინტერესებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წინადადებების გათვალისწინებით, შეიმუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი.

4. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირება ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის ან გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მოთხოვნით გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირება უნდა ჩატარდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

5. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით, ტესტირება ხდება ამ წესების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ე” ქვეპუნქტისა, ან როდესაც ტესტირება უკვე მოთხოვნილია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ).

6. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, ტესტირების ჩატარების მოთხოვნასთან ერთად, წარადგინოს ამ წესების მე-19 მუხლით გათვალისწინებული მზადყოფნის განაცხადი (რომლის წარდგენაზეც არ ვრცელდება მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა). გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მოთხოვნა ტესტირების ჩატარების შესახებ, ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ უნდა დაკმაყოფილდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღის ვადაში.

7. ელექტროენერგეტიკული სისტემის საჭიროების გათვალისწინებით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია გარანტირებული სიმძლავრის წყაროს დატვირთვა (მუშაობა) გააგრძელოს ტესტირების დასრულების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, ტესტირებით დადასტურდა თუ არა მისი მზადყოფნა 19 ​1  მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობებითა და ვადებში.

8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია გამიჯნოს ტესტირების დროს გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა შესაბამის საანგარიში პერიოდში ჯამური გამომუშავებისაგან ტესტირების მიმდინარეობისათვის მის მიერ ამ წესების შესაბამისად განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.

9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოს გააცნოს ტესტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 20. გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობის წესი და პირობები

1. გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ხდება მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით.

2. საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სისტემის კომერციულ ოპერატორსა და გარანტირებული სიმძლავრის შესაბამის წყაროებს უგზავნის გარანტირებული სიმძლავრის იმ წყაროთა ნუსხას, რომელთა მზადყოფნა მომდევნო საანგარიშო პერიოდისათვის დადასტურებულია მე-19 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის ოდენობისა და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის საპროგნოზო პერიოდების (დღეების მიხედვით) მითითებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია წარდგენილ ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სისტემის კომერციულ ოპერატორსა და გარანტირებული სიმძლავრის შესაბამის წყაროებს.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისაგან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე სათანადო შეტყობინებას უგზავნის გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებს. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებს.

4. სისტემის კომერციული ოპერატორი საანგარიშო პერიოდში გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდის და, შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს აუნაზღაურებს გარანტირებული სიმძლავრის მხოლოდ იმ წყაროებს და იმ პერიოდში, რომელთა მზადყოფნაც და მზადყოფნის პერიოდიც დადასტურებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.

5. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ აუნაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული სიმძლავრის წყარო ენერგეტიკულ სისტემას ვერ უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის იმ ოდენობით, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ, მათ შორის და არა მხოლოდ:

ა) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების შეკეთების ან/და რემონტის პერიოდში;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული სიმძლავრის წყარო ტესტირების დროს შესაბამისი სადგურის ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში ვერ უზრუნველყოფს სისტემასთან სინქრონიზაციას და/ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის აღებას და/ან შენარჩუნებას 19 ​1  მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობებითა და ვადებში;

გ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ავარიული გაჩერების შემთხვევაში;

დ) იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული სიმძლავრის წყარო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მოთხოვნიდან 19 ​1  მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობებითა და ვადებში შესაბამისი სადგურის ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში ვერ უზრუნველყოფს სისტემასთან სინქრონიზაციას და/ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის აღებას და/ან შენარჩუნებას;

ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისათვის მოთხოვნისთანავე, მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების ტექნიკური შესაძლებლობებისა და პარამეტრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ აუნაზღაურდებათ ტესტირების გზით მზადყოფნის დადასტურებამდე, ხოლო „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის, გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ ანაზღაურდება იმ დღიდან, როდესაც დადგა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, იმ დღის ჩათვლით, როდესაც დადასტურდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნა ტესტირების გზით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაცემული ყველა განკარგულება დაარეგისტრიროს ცენტრალური სადისპეტჩეროს ოპერატიულ ჟურნალში.

8. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა “ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული შემთხვევების გამომწვევი გარემოებების თაობაზე, ასევე წარადგინოს მზადყოფნის განაცხადი და მოითხოვოს ტესტირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტესტირება უკვე მოთხოვნილია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ.

9. საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 კალენდარული დღისა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი სისტემის კომერციულ ოპერატორს წარუდგენს დადასტურებულ ინფორმაციას გარანტირებული სიმძლავრის იმ წყაროების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში იმყოფებოდნენ მზადყოფნაში და ფაქტობრივად გააჩნდათ გარანტირებული სიმძლავრე, გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდების (დღეების მიხედვით) მითითებით, აგრეთვე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის რაოდენობას, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული ტესტირების დროს გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის რაოდენობის მითითებით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროები წარმოადგენენ სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დიპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დარეგისტრირებული გარანტირებული სიმძლავრის ყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეებს.

11. სისტემის კომერციული ოპერატორისაგან გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვა ხდება განაწილების ლიცენზიანტების, პირდაპირი მომხმარებლებისა და ექსპორტიორების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დიპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დარეგისტრირებული გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეებს.

12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესრულების მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან არეგისტრირებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს გარანტირე-ბული სიმძლავრის ყიდვასა და გაყიდვაზე – როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროების, ასევე გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოებისათვის.

13. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ სახელშეკრულებო პირობებს (ტიპურ სახელშეკრულებო ფორმულარს), რომელსაც სისტემის კომერციული ოპერატორი უდგენს კვალიფიციურ საწარმოებს. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები უნდა არეგულირებდეს შემდეგ საკითხებს:

ა) გარანტირებული სიმძლავრის ყიდვისა და გაყიდვის პირობებს;

ბ) გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების გადახდის პირობებსა და ვადებს;

გ) გარანტირებული სიმძლავრის მყიდველი განაწილების ლიცენზიატების, პირდაპირი მოხმარებლებისა და ექსპორტიორებისათვის – გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებებს, მათ შორის, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას;

დ) გარანტირებული სიმძლავრის ყიდვასა და გაყიდვასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს.

14. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების, მისი ცვლილებებისა და დამატებების, აგრეთვე გაუქმების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 თავის მოთხოვნები. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია რეგისტრაცია განახორციელოს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრაცია ჩაითვლება განხორციელებულად.

15. როგორც სტანდარტული პირობები, ასევე მასში განხორციელებული ყველა ცვლილება და დამატება, მისი ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებს და საჯაროდ გამოქვეყნდეს სისტემის კომერციული ოპერატორის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 21. უზრუნველყოფილ გარანტირებულ სიმძლავრეზე ანგარიშსწორება

1. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გარანტირებული სიმძლავრის საფასური აუნაზღაუდება გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროს მზადყოფნის დადასტურებული პერიოდის გათვალისწინებით, ყოველდღიურ ბაზისზე, ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით გათვალისწინებულ ვადებში. გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების ანაზღაურება ხდება მის მიერ იმავე პერიოდში ელექტოენერგიის გამომუშავების (სალტეზე მიწოდების) მიუხედავად.

2. ამ წესების მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროები სისტემის კომერციული ოპერატორისათვის გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების დარიცხვას ახდენენ კომისიის მიერ დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურით, საანგარიშო პერიოდში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ დადასტურებული მათი მზადყოფნის პერიოდის (დღეების მიხედვით) მიხედვით.

3. გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმო – განაწილების ლიცენზიანტი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებულია აუნაზღაუროს სისტემის კომერციულ ოპერატორს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის შესაბამის საანგარიშო პერიოდში გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური (გარანტირებული სიმძლავრის თითოეული წყაროს მიხედვით), გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივ ჯამურ მოხმარებასა და ექსპორტში მისი ფაქტობრივი მოხმარების ან ექსპორტის წილის პროპორციულად.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 22. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს და გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოს პასუხისმგებლობა

1. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, მზადყოფნაში იქონიოს მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებები და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ელექტროენერგეტიკულ სისტემას ელექტროენერგია ამ წესებით განსაზღვრული პირობებითა და ვადაში. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან შეთანხმებით, წარმოების საშუალებების შეკეთება ან/და რემონტი ჩაატაროს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც.

2. სისტემის კომერციული ოპერატორი არ წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს. ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა ეკისრება გარანტირებული სიმძლავრის შესაბამის წყაროს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 22 ​1 . გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ ელექტროენერგიის წარმოებისა და გაყიდვის წესი

1. გარანტირებული სიმძლავრე იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის განკარგულებაში. გარან-ტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, სიმძლავრე დაუქვემდებაროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს. შესაბამისად, გადაწყვეტილებას გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გამოყენებისა და მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების დატვირთვის მოცულობასა და მიზანშეწონილობაზე დამოუკიდებლად იღებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის ოდენობა არ ათავისუფლებს გარანტირებული სიმძლავრის შესაბამის წყაროს მზადყოფნაში იქონიოს მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებები წარმოების ლიცენზიის პირობებით და მისი ტექნიკური პარამეტრებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული), მათ შორის, ტესტირების დროს გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის გაყიდვა ხდება პირდაპირი ხელშეკრულებით ან სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით (საბალანსო ელექტროენერგია) ამ წესების შესაბამისად.  

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479   

                                                                                თავი VII

ელექტროენერგიის დანაკარგები გადაცემის ქსელში (ტექნოლოგიურ პროცესებში ელექტროენერგიის დანახარჯი)

    მუხლი 23. ელექტროენერგიის შესყიდვა და ელექტრულ ქსელში დანაკარგების ანაზღაურება

1. კვალიფიციური საწარმოს მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესყიდვა ხდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, ხოლო იმპორტის შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნის სისტემასთან დამაკავშირებელ, შესაბამის მიღების პუნქტში.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივი საშუალო დანაკარგი გამოითვლება ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის მიღებისა და მიწოდების პუნქტებში აღრიცხული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობების სხვაობისა და ფაქტობრივი საშუალო დანაკარგების სხვა კომპონენტების (სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგია) გათვალისწინებით. ჯამურ რაოდენობაში არ ხდება სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის ასახვა. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული და ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის ასახვა განხორციელდება ფაქტობრივ საშუალო დანაკარგში. ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის, მათ შორის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული და ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის მაჩვენებლები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორს წარედგინება საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არა უგვიანეს 7 რიცხვისა.

3. პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, მყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით შესყიდული და მიღებული ელექტროენერგია გამოითვლება მყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების პუნქტებში დაფიქსირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგია) გათვალისწინებით.

4. ელექტროენერგიის განაწილების ქსელში ნორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებისა და იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ განაწილების ქსელიდან. დანაკარგების ღირებულება გათვალისწინებულია კომისიის მიერ დადგენილ შესაბამის ტარიფებში.

     5. ზენორმატიული დანაკარგები, გარდა ნორმატიული დანაკარგისა, აგრეთვე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის დროს ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ქსელში ფაქტობრივი საშუალო დანაკარგები (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიისა) ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელი ლიცენზიანტის (ლიცენზიანტების) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 23​1. წარმოების ლიცენზიანტის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვა საერთო სასადგურო დანახარჯისთვის

წარმოების ლიცენზიანტის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების საშუალების გაჩერების პერიოდში ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველყოფა ხდება სხვა კვალიფიციური საწარმოსგან შესაბამისი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით ან სისტემის კომერციული ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

                                                                                       თავი VIII

ანგარიშსწორება

    მუხლი 24. ამოღებულია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 25. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა

1. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციურმა საწარმომ 5 დღეზე მეტი ვადით დააგვიანა შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან/და გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების ღირებულების გადახდა, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, ან/და სათანადო განაწილების ლიცენზიატები უფლებამოსილნი არიან, შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს მოსთხოვონ საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში შესასყიდი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

2. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საწარმო ვერ წარადგენს მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიებს კომერციულ ოპერატორს აქვს სრული უფლება არ დაუშვას იგი საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაზე, ხოლო წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და განაწილების ლიცენზიატებს შეწყვიტონ ამ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიისა ან/და მომსახურეობის გაწევა ამ წესების შესაბამისად.

3. თუ ელექტროენერგიის (სიმძლავრის), გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების (მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის) მყიდველი კვალიფიციური საწარმო დააყოვნებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის გადახდას, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამგვარ დაყოვნებასთან დაკავშირებული ზიანი.

4. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 27 დღის განმავლობაში (თუ პირდაპირი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მყიდველი კვალიფიციციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის განსაღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ან ამ მუხლის შესაბამისად საბანკო გარანტიების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი კვალიფიციურ საწარმო ან მომსახურების განმახორციელებელი შესაბამისი ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოსთხოვოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა.

5. ამოღებულია.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 25 ​1 . ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა (შეზღუდვა)

1. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვა) საფუძვლებია:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა სტანდარტული პირობებით დადგენილ ვადაში, აგრეთვე სტანდარტული პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების დარღვევა;

ბ) გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადაუხდელობა შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების დარღვევა;

გ) ელექტროენერგიის გადაცემის და/ან დისპეტჩერიზაციის ღირებულების გადაუხდელობა შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების დარღვევა;

დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ამ წესებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობა.

2. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას (შეზღუდვას) უზრუნველყოფს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი სისტემის კომერციული ოპერატორის ან გადაცემის ლიცენზიანტის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით.

3. დაინტერესებული მხარის მიმართვის მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია აცნობოს შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგიის შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ 72 საათით ადრე. თუ ამ დროში დაინტერესებული მხარის მიერ არ მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისათვის გაგზავნილი მიმართვის ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ახორციელებს კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას (შეზღუდვას). ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია შეასრულოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ.

4. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან (შეზღუდვასთან) დაკავშირებული დავა არ შეიძლება გახდეს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) გადავადების საფუძველი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფუძვლოდ შეწყვეტის (შეზღუდვის) შედეგად კვალიფიციური საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ელექტროენერგიის გატარების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში მომსახურების შეწყვეტის პირობები რეგულირდება შესაბამისი გატარების ხელშეკრულებით. ამ საფუძვლით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა (შეზღუდვა) უნდა მოხდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეტყობინების სავალდებულო ვადის დაცვით, რის თაობაზეც ასევე უნდა ეცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს და სისტემის კომერციულ ოპერატორს.

6. ელექტროენერგიის მიწოდების განახლება ხდება შესაბამისად სისტემის კომერციული ოპერატორის ან გადაცემის ლიცენზიატის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით.

7. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება იმ პირის მიმართაც, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების გადახდის ვადის დადგომის მომენტისათვის აღარ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს.

8. დაუშვებელია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა (შეზღუდვა) უქმე და დასვენების დღეებში.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 26. მონაცემთა შეგროვება

1. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია თავის მფლობელობაში ან/და მართვაში არსებული საშუალებებით აღრიცხოს მის მიერ წარმოებული, სალტეზე გაცემული, გადაცემული, მოხმარებული და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ამ წესების შესაბამისად.

2. კვალიფიციურმა საწარმოებმა აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, სისტემის კომერციული ოპერატორისა და აგრეთვე თავისი კონტრაჰენტი მხარეებისათვის.

3. სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც მდებარეობს მიღებისა და მიწოდების პუნქტები უნდა წარმოებდეს საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველების ჩვენებების ოპერატიული ჟურნალები, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ. ოპერატიულ ჟურნალში იწერება საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველის ჩვენებები ყოველსაათობრივად.

4. იმ სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც შეუძლებელია მრიცხველის ჩვენებების ყოველსაათობრივი აღება, მრიცხველის ჩვენებები უნდა იყოს აღებული და შეტანილი ოპერატიულ ჟურნალში სულ მცირე 10 დღეში ერთხელ. აღნიშნული სადგურებისა და ქვესადგურების ნუსხას ადგენს სისტემის კომერციული ოპერატორი.

5. ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, კვალიფიცური საწარმო ვალდებულია მიწოდებისა და მიღების პუნქტებში ელექტროენერგიის მიღებისა და მიწოდების ყველა მონაწილე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად საანგარიშსწორებო მრიცხველის (მრიცხველების) ჩვენებების (ძაბვების მიხედვით) ოპერატიული ჟურნალის ჩანაწერების ბაზაზე დაყრდნობით შეადგინოს დადგენილი ფორმის გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტი (აქტები).

6. აქტების დედნების რაოდენობა განისაზღვრება კვალიფიციური საწარმოს კონტრაჰენტი მხარების რაოდენობით და აგრეთვე, ორი-ორი დედანი კომერციულ ოპერატორს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

7. სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოებისა და გადაცემის ლიცენზიატების მიერ ბრძანებით ინიშნებიან აღრიცხვის კონტროლზე პასუხისმგებელი პირები. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სისტემატური კონტროლი გაუწიოს მრციხველების ჩვენებების აღების სისწორეს, ოპერატიული ჟურნალის წარმოებასა და სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი ბალანსის შედგენას.

8. შესაბამის ოპერატიული ჩვენებების აქტში დაფიქსირებული მონაცემები საანგარიშო პერიოდის დამთავრებისათანავე უნდა გადაეცეს სისტემის კომერციულ ოპერატორსა და დესპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ხოლო სათანადოდ გაფორმებული და კვალიფიციურ საწარმოს მიერ დამოწმებული აქტი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა უნდა იქნეს წარდგენილი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან, რომელიც ამოწმებს მათ და მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა გადასცემს სისტემის კომერციულ ოპერატორს.

9. აღნიშნული აქტების მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობა იწვევს კვალიფიციური საწარმოს დაჯარიმებას კომერციულ ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

10. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტში ცვლილებების შეტანა ხდება იგივე წესით, რაც გათვალისწინებულია ამ აქტის გაფორმებისათვის.

11. იმ შემთხვევაში, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ ეთანხმება წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ასახულ მონაცემებს, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ სისტემის კომერციულ ოპერატორს უთანხმოების დასაბუთებული მიზეზის მითითებით. უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ წესების 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

    მუხლი 27. აღრიცხვიანობის რეესტრი და მონაცემთა მართვა

1. კომერციულ ოპერატორს გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ჩვენებები შეაქვს საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიან ბაზაში.

2. სისტემის კომერციული ოპერატორი 7 კალენდარული დღის ვადაში ამუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ მიწოდებულ ფაქტობრივ მონაცემებს, მათი სახელშეკრულებო მოცულობებთან და ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებთან შედარების გზით და კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებს წარუდგენს ინფორმაციას საანგარიშო თვის განმავლობაში მათ მიერ დარეგისტრირებული ხელშეკრულებების შესრულების, საბალანსო ელექტროენერგიისა და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიღებული და მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.

3. თუ კვალიფიციური საწარმოები არ ეთანხმებიან სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დამუშავებულ და წარგენილ ინფორმაციას, მათ 2 კალენდარული დღის ვადაში ამის შესახებ უნდა აცნობონ კომერციულ ოპერატორს წერილობით, უთანხმოების დასაბუთებული მიზეზების ჩვენებით. უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მონაწილეობით.

4. სამუშაო ჯგუფმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა უმეტეს 2 სამუშაო დღისა ხმების უბრალო უმრავლესობით. სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა გაფორმდეს ოქმის სახით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს იგი გაასაჩივროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტები და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ წესების მე-15 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ოფიციალური ინფორმაცია არის საფუძველი მხარეებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებისათვის, მათ შორის ოპერატიულ ჟურნალში აღნიშნული ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელებული ანგარიშსწორების კორექტირებისათვის.

6.  სისტემის კომერციული ოპერატორი ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 20 დღის ვადაში, კვალიფიციურ საწარმოებს წარუდგენს ანგარიშსწორებისთვის საბოლოო ინფორმაციას – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

თავი IX

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურება

    მუხლი 28. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურება

1. ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ხელშეკრულებით ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე.

2. კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება მათ მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მიწოდების პუნქტებში მიღებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიისთვის, ხოლო გადაცემის ლიცენზიანტის მომსახურების ანაზღაურება – სისტემათაშორისი ელექტროგადამცემი ხაზით (სისტემათაშორისი გადადინებისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით) ექსპორტირებული, აგრეთვე გადამცემი ქსელის საშუალებით მიწოდების პუნქტებში გადაცემული (მათ შორის, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ელექტროენერგიის მთელი მოცულობით კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.

3. როდესაც ადგილი აქვს კვალიფიციური საწარმოს მიერ გადაცემის ქსელით გადაცემული ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით მიღებას (მოხმარებას), ასეთ შემთხვევაში, გადაცემის მომსახურების საფასურს ქსელის მფლობელი განაწილების ლიცენზიატი იხდის გადაცემის ქსელიდან მიწოდების პუნქტებში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და კვალიფიციური საწარმოს მიერ გადაცემის ქსელის გამოყენებით მიღებული ელექტროენერგიის სხვაობიდან, ხოლო კვალიფიციური საწარმო გადაცემის მომსახურებას იხდის გადაცემის ქსელის გამოყენებით მის კუთვნილ ქსელში მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის სრული მოცულობიდან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 29. გადაცემის, დისპეტცერიზაციისა ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობის ხელშეკრულება, ელექტრულ ქსელში ურთიერთდაშვების ვალდებულებები

1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება აუცილებელია სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

2. პირდაპირ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება უნდა შედგეს წერილობითი ხელშეკრულების ფორმით. პირდაპირი ხელშეკრულების ასეთი შესწორება ექვემდებარება სარეგისტრაციოდ წარედგინას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.

3. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია გააჩნდეს პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების შესყიდვაზე.

4. კვალიფიციურ საწარმოებს უფლება არ აქვთ უარი უთხრან შესაბამის დაინტერესებულ პირს, მათი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით ან ქსელის გამტარუნარიანობით. გადაცემის ქსელის გარდა, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მოითხოვოს როგორც წარმოების ან განაწილების ლიცენზიატის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან/და პირდაპირი მომხმარებლის კუთვლნილი ქსელით. ასეთ შემთხვევებში:

ა) თუ დაინტერესებული პირი ითხოვს წარმოების ან გამანაწილებელი ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებას, ამ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება არ ავალდებულებს ქსელის მფლობელს ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიის (სიმძლავრით) მომარაგებაზე (თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს). შესაბამისად:

ა.ა) ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიით (სიმძლავრით) მომარაგებაზე შესაბამისი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ქსელის მფლობელის კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) უნებართვო მოხმარებას, ქსელის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და გადაახდევინოს შეუთანხმებლად მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოცულობაზე, შესაბამის საანგარიშსწორებო თვეში, მის მიერ ყველაზე ძვირად შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საფასური;

ა.ბ) ელექტროენერგიის ქსელში ზენორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელის მიერ, მომხმარებლის (მიმღების) ფაქტობრივი საჭიროების უზრუნველსაყოფად შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყველაზე მაღალი ფასით.

ბ) თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება განაწილების ქსელს, ასეთ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გატარების საფასური დგინდება კომისიის მიერ;

გ) თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის ფლობელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და ამ ქსელით სარგებლობისათვის (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებისათვის) მიიღოს სათანადო კომპენსაცია, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

5. წარმოების ლიცენზიატს ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს სათანადო მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგია (სიმძლავრე) უშუალოდ თავიანთი კუთვნილი ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელს ეკისრება მომხმარებლის ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიით (სიმძლავრით) მომარაგების ვალდებულება, თუ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.

6. იმ საცალო მომხმარებლისგან, რომელსაც გაფორმებული აქვს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან, ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურის ამოღების მიზნით ელექტროენერგიის განაწილების ის ლიცენზიატი, რომლის განაწილების ქსელს უკავშირდება ასეთი მომხმარებელი, ვალდებულია (რაიმე დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე) თავისი მოქმედების არეალში მყოფი მითითებული საცალო მომხმარებლებისგან მიიღოს ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების მთელი საფასური და სრულად აუნაზღაუროს იგი შესაბამისად გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს და სისტემის კომერციული ოპერატორს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით გაწეული გადაცემის და დისპეტჩერიზაციის, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურს განაწილების ლიცენზიატი მიიღებს გატარების საფასურთან ერთად იმ საცალო მომხმარებლისგან, რომელსაც გაფორმებული აქვს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

თავი IX​1

 ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

    მუხლი 29​1. პარალელურ რეჟიმში მუშაობის მართვა, განხორციელება და ანგარიშსწორება

1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, სისტემის კომერციულ ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესახებ ხელშეკრულება, ემსახურება როგორც საქართველოს, ისე მისი მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობას ელექტრულ სისტემებში არსებული სიმძლავრეების ურთიერთდაბალანსების (გაცვლის) საფუძველზე.

2. პარალელურ რეჟიმში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული ელექტროენერგიით (სიმძლავრით) ხდება კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემიდან შემოდინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ხარჯზე.

3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობა (ჩართვა) საჭიროებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და სისტემის კომერციულ ოპერატორის ურთიერთთანამშრომლობას (რაც დაწვრილებით შეიძლება გაიწეროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით).

4. საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის ტექნიკურ მართვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საბოლოო ანალიზს, საანგარიშსწორებო ინფორმაციაში ასახვის მიზნით, ახორციელებს სისტემის კომერციული ოპერატორი.

5. პარალელურ რეჟიმში ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემიდან მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემაში გადადინება ხორციელდება შესაბამისი წარმოების, განაწილების ან/და პირდაპირი მომხმარებლების მიერ დაბრუნებული (მიწოდებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ხარჯზე.

6. პარალელურ რეჟიმში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული და კვალიფიციური საწარმოს მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის დაბრუნება მოხდება იმავე მოცულობის ელექტროენერგიით, სისტემის კომერციულ ოპერატორთან და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ურთიერთშეთანხმებული გრაფიკით ან/და პარალელურ რეჟიმში მუშაობისას მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემისთვის ამ ენერგიის საჭიროების ან მათ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

7. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, მათ მიერ პარალელურ რეჟიმში შემოდინებული და მოხმარებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) დააბრუნონ, პირდაპირი ხელშეკრულებით შესყიდული ან წარმოებული იმავე მოცულობის ელექტროენერგიით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ.

8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში მოცემული მიზნებისთვის, კვალიფიციურ საწარმოს არ გააჩნია პირდაპირი ხელშეკრულებით შესყიდული ან წარმოებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სათანადო წყაროები, მის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დაბრუნება მოხდება სტანდარტულ პირობებზე საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვით.

9. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინების შედეგად საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოშობილი ფაქტობრივი დანაკარგები, იფარება მიწოდების პუნქტში ინდივიდუალურად იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებმაც მიიღეს (მოიხმარეს) შემოდინებული ელექტროენერგია მათი ფაქტიური მოხმარების უზრუნველსაყოფად.

10. კვალიფიციურ საწარმოზე პარალელურ რეჟიმში შემოდინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დარიცხვისას გამოიყენება ამ წესებით დადგენილი დანაკარგების გაანგარიშების და დარიცხვის წესი.

11. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებასთან ერთად, ამავე მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან შეიძლება, მოქმედებდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტის ან/და ექსპორტის სხვა ხელშეკრულებებიც.

12. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტის და ექსპორტის საქმიანობისგან განსხვავებით, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება) არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას.

13. პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების გაუქმების საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის ურთიერთშეთანხმებით ისე, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს სისტემაში არსებული კვალიფიციური საწარმოების კანონიერი მოთხოვნები. იგივე პირობა დაცული უნდა იქნეს პარალელური მუშაობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას.

14. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების დამთავრების შემდგომ, ელექტროენერგიის სალდო-გადადინება (გარდა ნულოვანისა), განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი. შესაბამისად, სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს ან ექსპორტიორს წარმოადგენს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, სადაც, იმ შემთხვევაში თუ:

ა) საქართველოდან გადინებული ელექტროენერგიის სალდო-გადადინება მეტია ნულზე და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მეზობელი ქვეყნიდან გადახდილი თანხა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ კვალიფიციური საწარმოების კანონიერ მოთხოვნებს, სხვაობა ანაზღაურდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

ბ) თუ საქართველოში შემოდინებული ელექტროენერგიის სალდო-გადადინება ნაკლებია ნულზე და კვალიფიციურ საწარმოებს მართებთ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ პარალელურ რეჟიმში შემოდინებული და მათ მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დაბრუნება, ისინი ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გადაუხადონ პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების სალდო-გადადინებისთვის დადგენილი ფასით (ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობითი ფასით).

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

თავი X

ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბალანსი

    მუხლი 30. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი

1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური საპროგნოზო ბალანსის შესადგენად, არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 ივლისისა, იღებს კვალიფიციური საწარმოების მიერ წარდგენილ დადგენილი ფორმის განაცხადებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოთხოვნის შესახებ შესაბამისი წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდისათვის.

2. დისპეჩერიზაციის ლიცენზიანტი არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 20 ივლისისა, მიღებული განაცხადებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინა წლის ფაქტობრივი ბალანსის გათვალისწინებით, ამუშავებს და უგზავნის სამინისტროს დასამტკიცებლად ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მომდევნო წლის საპროგნოზო ბალანსს.

3. სამინისტრო, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს ამტკიცებს არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აგვისტოსი. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი მოიცავს პერიოდს მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

4. კვალიფიციური საწარმოები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნისას ვალდებულნი არიან, დამატებით წარადგინონ განაცხადები წლიური ბალანსის კორექტირებისთვის.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

    მუხლი 31. მიწოდებისა და მოხმარების გეგმები

1. დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ფარგლებში გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების ყოველდღიურ და საათობრივ დაგეგმვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, კვალიფიცურ საწარმოებს შორის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებების შესაბამისად.

2. ამ მიზნით პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 4 სამუშაო დღით ადრე მიაწოდონ ხელშეკრულების ფარგლებში მომავალი საანგარიშო პერიოდისთვის მოხმარებისა და მიწოდების საათობრივი გრაფიკები. აღნიშნულ გრაფიკებში ცვლილებების შესახებ მხარემ (მხარეებმა) არანაკლებ ორი სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ხელშეკრულების დანარჩენ მხარეებს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარმოდგენილ მოხმარებისა და მიწოდების გრაფიკებში შეუსაბამობის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს ამის შესახებ და სთავაზობს მათ შეასწორონ უზუსტობა გონივრული ვადის მითითებით. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის ან დაგვიანების, აგრეთვე მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდისათვის წარსადგენი მოხმარებისა და მიწოდების საათობრივი გრაფიკების წარუდგენლობის ან ამ წესების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომავალი დღის მოხმარებისა და მიწოდების განაცხადების წარუდგენლობის შემთხვევებში დისპეტჩერიზაციის ლიცეზიატი უფლებამოსილია მოხმარებისა და მიწოდების დაბალანსება და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმის შედგენა განახორციელოს თავისი შეხედულებისამებრ ან/და წინა საბალანსო წლის ანალოგიური პერიოდის შესატყვისი მიწოდებისა და მოხმარების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით.

3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების გეგმები მათი დამტკიცებისთანავე ოფიციალურად შეატყობინებს კვალიფიციურ საწარმოებს.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შედგენილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, ექსპორტს, იმპორტს, გადაცემას, განაწილებას, დისპეტჩერიზაციას, მოხმარებასა და ტრანზიტს. ეს გეგმები ყოველ მათგანს აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.

5. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან უპირობოდ შეასრულონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გაცემული ოპერატიული მოთხოვნები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. ამოღებულია.

7. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ისე დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;

ბ) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების დაბალანსება;

გ. ამ წესების პირობების დაცვით, ყოველდღიურად მიაწოდოს სისტემის კომერციულ ოპერატორს მიწოდებისა და მიღების პუნქტებში მიღებული ან/და გაცემული ელექტროენერგიის (სიმძლავრის), მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკებში ასახული და მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული (მიწოდებული ან/და მოხმარებული) ელექტროენერგიის შესახებ, ასევე პირდაპირ ხელშეკრულებების შესრულების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ამასთან ყოველდღიურად უნდა მიაწოდოს, ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა წინა დღის განმავლობაში, ყველა იმ ცვლილების აღნიშვნით, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ან/და მიწოდების გრაფიკებში.

8. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული ტექნიკური ხასიათის გარემოების გამო ვერ ხერხდება ამა თუ იმ ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულება და ეს შეუსრულებლობა აშკარად იმოქმედებს საანგარიშო თვის პერიოდში ხელშეკრულების შესრულებაზე, ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს აღნიშნულის შესახებ, ხოლო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის განმარტების მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, გასცეს წერილობითი დასაბუთება პირდაპირი ხელშეკრულების პირობების შეუსრულობების გამომწვევი მიზეზების განმარტებით (ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში).

9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ოპერატიული შეტყობინენები, მოთხოვნები ან/და დავალებები უნდა დარეგისტრირდეს ორივე მხრიდან. რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს, როგორც წერილობით, ისე ზეპირი (აუდიო) ჩანაწერით. დისპეტჩერის ოპერატიული შეტყობინებები, მოთხოვნები და დავალებები წარმოადგენს ღია ინფორმაციას. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ოპერატიული შეტყობინების ან/და მოთხოვნის ჩანაწერი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და კვალიფიციური საწარმოს მიერ უნდა გაიცეს შესაბამისი დაინტერესებული კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

თავი XI

ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვა

    მუხლი 32. ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზანი

1. ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის ძირითად მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, გამომუშავების, გადაცემის, განაწილების და მოხმარების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიღება კვალიფიციურ საწარმოებს შორის ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე) შესაბამისი ანგარიშსწორების წარმოებისათვის.

2. აღრიცხვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის რაოდენობის და სიმძლავრის გასაშუალოებული მოცულობის შეფასება:

ა) ელექტროსადგურების გენერატორების მიერ გამომუშავებულის;

ბ) ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების საკუთარი და სამეურნეო საჭიროებაზე (ცალ-ცალკე) მოხმარებულის;

გ) ენერგოსექტორში საწარმოო საჭიროებისათვის მოხმარებულის;

დ) უშუალოდ მომხმარებლებთან ელექტროსადგურის სალტეებიდან გამომავალი ხაზებით გაშვებულის (გადაცემულის);

ე) სხვა მესაკუთრის ქსელში გადაცემულის ან მათგან მიღებულის;

ვ) ელექტროქსელიდან მომხმარებლებისადმი მიწოდებულის;

ზ) ექსპორტით გადაცემულის და იმპორტით მიღებულის;

თ) ერთი ქვეყნიდან მეორეში ტრანზიტით გამავალის (საქართველოს გავლით);

ი) დამცავი ძაბვის რეჟიმში მყოფი ელექტროგადამცემ ხაზებში ელექტროენერგიის დანახარჯის;

კ) გადამცემ ქსელში ძაბვების მიხედვით დანაკარგის განსაზღვრა.

3. აქტიური ელექტროენერგიის (სიმძლავრის) აღრიცხვა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ იძლეოდეს ისეთი დასახული ამოცანების გადაჭრის საშუალებას, როგორიცაა:

ა) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე გადაცემული ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობის განსაზღვრა;

ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენასა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალური დანაკარგების დადგენას ელექტროენერგეტიკული სისტემის ძაბვის ყველა საფეხურზე;

გ) კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დადგენილი რეჟიმების და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დაცვის კონტროლი.

4. რეაქტიული ელექტროენერგიის აღრიცხვა უნდა იძლეოდეს საშუალებას:

ა) განისაზღვროს რეაქტიული სიმძლავრე, რომელიც მიეწოდათ კვალიფიციურ საწარმოებს ან იქნა გაცემული მათ მიერ;

ბ) აღირიცხოს მაკომპენსირებელი მოწყობილობების მიერ გამომუშავებული რეაქტიული ელექტროენერგია.

გ) უზრუნველყოს სისტემათაშორისი ხაზებით რეაქტიული ელექტროენერგიის გადაცემის კონტროლი.

დ) განისაზღვროს გენერატორის მიერ გამომუშავებული რეაქტიული სიმძლავრე.

5. აღრიცხვის მოწყობილობები, ასევე ელექტროენერგიის ხარისხის მაკონტროლებელი მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდნენ „ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს და შეტანილი უნდა იყოს გამზომ ხელსაწყოთა რეესტრში. აღნიშნული ხელსაწყოები უნდა დამონტაჟდეს ელექტრომოწყობილობების მოწყობის ინსტრუქციების შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

    მუხლი 33. ელექტროენერგიის აღრიცხვის პრინციპები

1. დადგენილი სტანდარტების, მოქმედი ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად, კვალიფიცირებული საწარმო და გადაცემისა და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს მიღების ან გადაცემის წერტილებში წარმოებული, მიწოდებული, გადაცემული ან მიღებული ელექტროენერგიის და სიმძლავრის სრული რაოდენობა. წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და კომერციულ ოპერატორს აღრიცხვის ყველა მონაცემი და, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი ან ფიზიკურად დაკავშირებული მხარისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია ჩაატაროს ნებისმიერი კვალიფიციური საწარმოს, ლიცენზიატის საანგარიშსწორებო აღრიცხვის სისტემის ინსპექტირება.

2. თითოეული მინაერთისათვის უნდა განისაზღვროს აღრიცხვის წერტილი, რომელშიც უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის მრიცხველი და მოეწყოს აღრიცხვის სისტემა.

3. კვალიფიციური საწარმო, წარმოების, გადაცემის, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია მის აღრიცხვის წერტილში აღრიცხვის სისტემის დამონტაჟებაზე, გამართულობასა და ფუნქციონირებაზე წინამდებარე წესების მოთხოვნების შესაბამისად.

4. კომერციულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიცირებული საწარმოები და ლიცენზიატები პრიორიტეტების ჩამონათვალით, რომელთა საფუძველზეც კვალიფიცირებულმა საწარმოებმა და ლიცენზიატებმა მის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის სისტემები უნდა მოიყვანოს „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში 6 თვის განმავლობაში.

5. საკუთარი აღრიცხვის წერტილებში ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობების დამონტაჟების ან განახლების, გაწყობა-გაშვების, მომსახურებისა და საექსპლოატაციო ხარჯები უნდა გაიღოს კვალიფიციურმა საწარმომ ან/და გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის შესაბამისმა ლიცენზიატმა.

6. ელქტროენერგიის აღრიცხვის სისტემა და მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში არასანქცირებული ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.

7. კვალიფიციურ საწარმოებსა და ლიცენზიატებს უფლება აქვთ მიიღონ ის ინფორმაცია სისტემის კომერციული ოპერატორის აღრიცხვის მონაცემთა ბაზიდან, რომელიც ეხება მათ მიერ წარმოებულ, გადაცემულ თუ მოხმარებულ ელექტროენერგიას და/ან სიმძლავრეს.

8. ელექტროენერგიის აღრიცხვისათვის გამოყენებული გაზომვის მეთოდის მეტროლოგიური კონტროლი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 34. მონაცემთა შენახვა

1. აღრიცხვის მონაცემები, უნდა ინახებოდეს აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში:

ა) 13 თვის განმავლობაში ხელმისაწვდომ ფორმატში;

ბ) 6 წლის განმავლობაში არქივში.

2. ელექტროენერგიის აღრიცხვაში დაშვებული შეცდომების შემთხვევაში აღრიცხვის მონაცემების გადაანგარიშება მოხდება იმ წინა პერიოდიდან, როცა ჩატარდა ხელსაწყოს უკანასკნელი ტექნიკური შემოწმება, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც სააღრიცხვო ელექტროხელსაწყო (მისი მეშვეობით გადაცემულ მონაცემთა ბაზა) იძლევა გადაანგარიშებას დასაქვემდებარებელი უფრო მცირე პერიოდის ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობას.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

    მუხლი 35. პასუხისმგებლობა აღრიცხვაზე

1. საანგარიშსწორებო ხელსაწყოების დაცულობაზე, მათზე დადებული ბრჯენების ხელშეუხებლობაზე, ადამიანთა ჩარევისაგან გამოწვეული დაზიანებაზე, აგრეთვე აღრიცხვის წრედების დარღვევაზე მატერიალურად და იურიდიულად პასუხისმგებელია ის კვალიფიციური საწარმო, ლიცენზიატი, რომელთა ბალანსზეც იმყოფება მრიცხველების განთავსების მოწყობილობა.

2. აღრიცხვის მოწყობილობის თითოეულ ნაწილს (დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების კარადების საფარები, გადაბმის ყუთები, წევის ყუთები, ტერმინალური ყუთები, განშტოების ყუთები, გამოსაცდელი ბლოკები, მრიცხველის საფარები და მრიცხველები) მრიცხველის მეპატრონემ უნდა გაუკეთოს შესაბამისი ნიშანდება (იარლიყი), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციის მონაცემებს.

3. კვალიფიციური საწარმოები და გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს სისტემის კომერციული ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლის შეუზღუდავი დაშვება საანგარიშსწორებო ხელსაწყოებთან.

    მუხლი 36. აღრიცხვიანობის რეესტრი

1. სისტემის კომერციულმა ოპერატორმა უნდა შექმნას და აწარმოოს აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრი, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა აღრიცხვის წერტილების შესახებ სრულ ინფორმაციას.

2. რეესტრი უნდა მოიცავდეს:

ა) აღრიცხვის წერტილების რეგისტრაციას;

ბ) აღრიცხვის წერტილების შემოწმების შესახებ მონაცემებს.

თავი XI​1

დერეგულირებული ელექტროსადგურები

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

    მუხლი 36​1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები

1. თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მიღების პუნქტში გადაცემული ელექტროენერგია (მთლიანად ან ნაწილობრივ) არ არის შესყიდული წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ითვლება ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულებით.

2. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი, მცირე სიმძლავრის დერეგულირებული ელექტროსადგურებისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვისას, ანგარიშსწორებას ახორციელებს:

ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული ყველაზე მაღალი ელექტროენერგიის ტარიფით (ფასით), გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირების რეჟიმში გამომუშავებული ელექტროენერგიისა ტარიფისა;

ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.

3. ამოღებულია.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

თავი XII

დავების გადაწყვეტა

    მუხლი 37. დავების გადაწყვეტა

ამ წესებთან დაკავშირებული დავები გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 37​1. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის დროებითი წესი

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი გარანტირებული რეზერვის წყაროსთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შესაბამისი მოცულობით შეისყიდის (დაარეზერვებს) სიმძლავრის სასისტემო რეზერვს.

2. სისტემის კომერციულმა ოპერატორმა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარების არანაკლებ 10% ოდენობის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით.

3. სიმძლავრის სასისტემო რეზერვი იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად. ამასთან, გარანტირებული რეზერვის წყაროს (ელექტროენერგიის შესაბამის მწარმოებელის) მიერ ელექტროენერგიის გაყიდვა, წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორთან წინასწარ შეთანხმებით.

4. განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებულია აუნაზღაუროს სისტემის კომერციულ ოპერატორს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის სრული საფასური. სისტემის კომერციულ ოპერატორს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს ასევე ისარგებლოს კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული გადახდის უზრუნველყოფის საშუალებით.

5. განაწილების ლიცენზიატის, პირდაპირი მომხმარებლისა და ექსპორტიორისაგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის ამოღებასა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსთვის ანაზღაურებას ახდენს სისტემის კომერციული ოპერატორი.

6. კომერციულ ოპერატორს შეუძლია შეწყვიტოს პირველ მუხლში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებების მოქმედება მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოს მიმართ 20 კალენდარული დღით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, თუ მათ შორის ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.

7. ამ მუხლის მოქმედების ვადის ამოწურვა არ ათავისუფლებს მხარეებს ფინანსური ვალდებულების შესრულებისაგან. (მოქმედებს 2007 წლის 1 სექტემბრამდე)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

თავი XIII

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 38. ამ წესების შემოღებასთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდისათვის დასარეგულირებელი საკითხები

1. (ამოღებულია).

2. აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ სისტემის კომერციულ ოპერატორს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტსა ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ასეთ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ წესების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი.

3. 2006 წლის ივლისსა და აგვისტოში კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველების მიერ კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის საფასურისა და საწევროს გადაუხელობის შემთხვევაში ელექტრობაზარი უფლებამოსილია მოსთხოვოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ან შეზღუდვა.

4. (ამოღებულია).

5. ამ წესების თანახმად, ინფორმაციის მიწოდება წარმოებს წერილობითი ფორმით. ამასთან, წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია, ინფორმაციის მიწოდება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის, ტელეფონოგრამის, ფაქსის და სხვა საშუალებებით.

6. აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებამდე, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადასახდელი ან მისგან მისაღები თანხების გადაცემის ლიცენზიატებს შორის გასანაწილებლად საჭირო აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებამდე, გამოყენებულ იქნეს იგივე პროპორცია, რა პროპორციაც არსებობს კომისიის მიერ დადგენილ სს ,,საქრუსენერგოსა“ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადაცემის ქსელში ნორმატიულ დანაკარგებს შორის. ამასთან, ამ პუნქტის მოქმედება განისაზღვროს 2007 წლის 1 ივლისამდე.

7. აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებისთანავე ან/და შესაბამისი გადამცემი ქსელის ფარგლებში ამ წესების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შესაძლებლობისთანავე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს აღნიშნულის შესახებ და მიუთითოს ამ მოწესრიგებით მიღებულ შედეგებზე, მათ შორის, ამ მოწესრიგების შედეგად გადაცემის ქსელში მიღებული, გადაცემული, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სიზუსტით აღრიცხვასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე.

8. ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი და 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

9. წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემების მოწესრიგებამდე (ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში), ელექტროენერგიის წარმოების საშუალების ერთ საანგარიშო პერიოდზე ნაკლები დროით გაჩერებისას, ამ პერიოდში მის მიერ სისტემიდან მიღებულ და წარმოებულ ელექტროენერგიას შორის მეტობის შემთხვევაში, მიღებულ მოცულობაზე (ნაშთზე) ანგარიშსწორება მოხდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის ურუნველყოფა სრულად ხდება სხვა კვალიფიციური საწარმოსთან გაფორმებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებებით.

10. 2007 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობების ფორმით დარეგისტრირებული ხელშეკრულებით დასარეზერვებელი საპროგნოზო სიმძლავრის მოცულობები არ გამოითვლება, გენერაციის ის წყაროები, რომელთა მეშვეობით იქნება 2007 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის საპროგნოზოდ უზრუნველყოფილი კვალიფიციური საწარმოების მიერ დაურეზერვებელი სიმძლავრე, არ შეირჩევა, ხოლო სიმძალავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის საფასურის ანაზღაურება განხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობების ფორმით დარეგისტრირებული ხელშეკრულების (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ) მიხედვით და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტესტირების მეშვეობით დადგენილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობების საფუძველზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

    მუხლი 39. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის განსაკუთრებული წესი

1. ამ მუხლის მიზნებისთვის გარანტირებული რეზერვის წყაროს ასევე მიეკუთვნებიან ის თბოელექტროსადგურებიც, რომლებიც ელექტროენერგიის (სიმძლავრის) არსებული საპროგნოზო ბალანსის მოქმედების პერიოდში არ იყვნენ განსაზღვრულნი გარანტირებული რეზერვის წყაროდ.

2. 2009 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასური ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თბოელექტროსადგურებს აუნაზღაურდებათ მათ მიერ განცხადებული ელექტროენერგიის წლიური გამომუშავების (სალტეზე გაცემა) მოცულობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოქმედი საპროგნოზო ბალანსით გათვალისწინებულ მომხმარებლებზე მიწოდებისა (აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის გამოკლებით) და ექსპორტის ჯამური წლიური მოცულობის 10%-ისა, რომელსაც გამოაკლდება თბოელექტროსადგურის მიერ მიმდინარე საბალანსო წლის განმავლობაში სალტეზე ფაქტობრივად გაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა.

 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროები (თბოელექტროსადგურები) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა, წარუდგენენ უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესახებ განაცხადს.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში აფიქსირებს უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობას, რომელიც სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ამ მუხლში მითითებული ყოველი წყაროსათვის გამოითვლება, როგორც შესაბამისი წყაროს მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის განაცხადში მითითებულ მოცულობასა და მის ფაქობრივი გამომუშავებას (სალტეზე გაცემა) შორის სხვაობა.

5. უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის გადანაწილება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე ხდება თანაბარწილად 2009 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს 2009 წლის 5 მაისისა, წარუდგენს სისტემის კომერციულ ოპერატორს და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროებს. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისტემის კომერციული ოპერატორი 2009 წლის მაისიდან 2009 წლის აგვისტოს ჩათვლით, არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ, შესაბამის საანგარიშო პერიოდში გასაყიდი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობას (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის კონკრეტული წყაროს მიხედვით) ანაწილებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ თითოეულ კვალიფიციურ საწარმოზე იმავე საანგარიშო პერიოდში სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივი ჯამურ მოხმარებაში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს ფაქტობრივი მოხმარების წილის პროპორციულად. სისტემის კომერციული ოპერატორი აღნიშნულ ინფორმაციას (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის კონკრეტული წყაროსა და უზრუნველყოფილი მოცულობების მითითებით) უგზავნის შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოადგენს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს, აგრეთვე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის ანგარიშსწორების საფუძველს. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოები უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურს ანაზღაურებენ შესაბამისი წყაროსათვის კანონმდებლობის თანახმად დადგენილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფისა (ზედა ზღვარი) და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მათ მიერ შესასყიდი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობის გათვალისწინებით, სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისად.

8. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წყაროებზე, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით წარადგენენ განაცხადს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის ბრძანება №38 - სსმ III, №48, 21.04.2009წ., მუხ.549

    მუხლი 40. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის განსაკუთრებული წესი 2010 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში

1. ამ მუხლის მიზნებისთვის გარანტირებული რეზერვის წყაროს ასევე მიეკუთვნებიან ის თბოელექტროსადგურებიც, რომლებიც 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 1 მაისამდე პერიოდში არ იყვნენ განსაზღვრულნი გარანტირებული რეზერვის წყაროდ.

2. 2010 წლის 10 მაისიდან 1 სექტემბრამდე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასური ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თბოელექტროსადგურებს აუნაზღაურდებათ მათ მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფაზე გაცხადებული მოცულობის შესაბამისად, მაგრამ თითოეულისათვის არაუმეტეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოქმედი საპროგნოზო ბალანსით გათვალისწინებულ მომხმარებლებზე მიწოდებისა (აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის გამოკლებით) და ექსპორტის ჯამური წლიური მოცულობის 10%-ისა.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროები (თბოელექტროსადგურები) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს არა უგვიანეს 2010 წლის 10 მაისისა წარუდგენენ 2010 წლის 10 მაისიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესახებ განაცხადს, მომავალი საანგარიშო პერიოდის იმ ზუსტი მონაკვეთების (დღეების მიხედვით) მითითებით, რომელთა განმავლობაში სიმძლავრის სასისტემო რეზერვი ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის სარემონტო და/ან პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში განსაზღვრავს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესაბამისი წყაროს (თბოელექტროსადგურის) მიერ ყოველ საანგარიშო პერიოდში (2010 წლის 10 მაისიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე) უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობას (ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეზღუდვისა და უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესახებ განაცხადში სარემონტო და/ან პროფილაქტიკური სამუშაოებისათვის მითითებული პერიოდების გათვალისწინებით).

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას არაუგვიანეს 2010 წლის 15 მაისისა წარუდგენს სისტემის კომერციულ ოპერატორს და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროებს. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისტემის კომერციული ოპერატორი 2010 წლის მაისიდან 2010 წლის აგვისტოს ჩათვლით, არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ, შესაბამის საანგარიშო პერიოდში გასაყიდი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობას (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის კონკრეტული წყაროს მიხედვით) ანაწილებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ თითოეულ კვალიფიციურ საწარმოზე იმავე საანგარიშო პერიოდში სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივ ჯამურ მოხმარებასა და ექსპორტში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს ფაქტობრივი მოხმარების ან ექსპორტის წილის პროპორციულად. სისტემის კომერციული ოპერატორი აღნიშნულ ინფორმაციას (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის კონკრეტული წყაროსა და უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობების მითითებით) უგზავნის შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოადგენს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს, აგრეთვე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის ანგარიშსწორების საფუძველს. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოები უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურს ანაზღაურებენ შესაბამისი წყაროსათვის კანონმდებლობის თანახმად დადგენილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფისა (ზედა ზღვარი) და ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მათ მიერ შესასყიდი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობის გათვალისწინებით, სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისად.

7. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წყაროებზე, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით წარადგენენ განაცხადს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის ბრძანება №24 - სსმ III, №50, 30.04.2010წ., მუხ.750

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232-9/