„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.08.2006 ბოლო ცვლილება 11.03.2026
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
300.300.000.22.025.009.162
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 31/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (103)

შემდგომი ცვლილებები (22)

წინა ცვლილებები (81)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №77

2006 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2006 წლის 9 ივნისის №3292-Iს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ა. ხეთაგური

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. მოქმედების სფერო

წინამდებარე წესები არეგულირებს:

ა) ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის ბაზრის ფუნქციონირებას, სისტემის კომერციული ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის საქმიანობას;

ბ) პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს;

გ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, გატარების, განაწილების, ელექტროენერგიის მიმწოდებლების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასა და ვაჭრობასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;
დ) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის განსხვავებულ პირობებსა და პროცედურებს
ე) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საკითხებს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილის ბრძანება № 31 – სსმ III, № 58, 26.04.2007 წ., მუხ. 628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 3 აპრილის ბრძანება №1-1/160 - ვებგვერდი,, 04.04.2019 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 21.06.2021 წ.
 

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „ელექტროენერგიის აღრიცხვა“ – ელექტროენერგიის აღრიცხვის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სახის გაზომვას აღრიცხვის მოწყობილობის საშუალებით;

ბ) „გატარება“ – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე; ამ წესების მიზნებისთვის გატარება ასევე გულისხმობს განაწილების ლიცენზიატის მიერ კვალიფიციური საწარმოებისათვის განაწილების მომსახურებას ლიცენზიატის განაწილების არეალის შესაბამისად;

გ) „ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება“ – ელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება იმ ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, რომელიც ამ ელექტროსადგურთან ერთად იმყოფება ერთი და იმავე ფიზიკური ან იურიდიული პირის პირდაპირ მფლობელობაში;

დ) „პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე” – პირდაპირი ხელშეკრულება, ერთის მხრივ ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და მეორეს მხრივ კვალიფიციურ საწარმოს ან სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შორის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურეობის გაწევაზე, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირობებს;

ე) „ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება“ – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;

ვ) „ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯი“ – ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება, ასევე ელექტროენერგიის დანაკარგები, რომელიც წარმოიქმნება სადგურის ძალოვან და გამზომ ხელსაწყოებში, ტრანსორმატორებსა და ელექტროგადამცემ ხაზებში;

ზ) „ქვესადგურის საკუთარი მოხმარება“ – ქვესადგურის ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;

თ) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს გადაცემის ლიცენზიატის მფლობელობაში მყოფი ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, მოხმარებას ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის რეჟიმში ჩართვის პერიოდში და სიქრონიზაციისას აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსფორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში, აგრეთვე სხვა ტექნიკურ დანაკარგებს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მუშა და უქმი სვლის რეჟიმებში;

თ1) ელექტროგადამცემი ქსელის ტესტირება – ელექტროგადამცემი ქსელის ან მისი რომელიმე ელემენტის  მუშაობის პარამეტრების, დაცვის, აღრიცხვის მოწყობილობებისა ან/და სხვა  ტექნოლოგიური პროცესების შემოწმება, რომელიც საჭიროებს ქსელის ჩართვას, მისი ან მისი რომელიმე ელემენტის ძაბვის ქვეშ დაყენებას ან/და ელექტროენერგიის გადადინებას; ტესტირება ხორციელდება ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ხოლო სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის ტესტირების თაობაზე  წინასწარ უნდა ეცნობოს სისტემის კომერციულ ოპერატორს;

ი) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის განაწილების ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გამანაწილებელ, საჰაერო და საკაბელო ქსელში, ძალოვან და გამზომ ტრანსორმატორებში, დენშემზღვუდველ რეაქტორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში;

კ)  „ელექტროენერგიის ზენორმატიული დანაკარგი“ – დადებითი სხვაობა გადამცემ ქსელში არსებულ ფაქტობრივ დანაკარგსა და კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის ნორმატიულ (ნორმალურ) დანაკარგს შორის;

ლ) „ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვის სისტემა“ – გამზომი ტრანსფორმატორების, შემაერთებელი სადენების, მრიცხველების, შემკრები, გარდამქმნელი და გადამცემი მოწყობილობების ერთობლიობით შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის რაოდენობის, მისი პარამეტრების აღრიცხვისა და გარკვეულ პერიოდში დამახსოვრებისათვის;

ლ 1 ) ქვედა დონის ელექტროენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა (შემდგომში: „ქვედა დონის ესკაა სისტემა“) – ელექტროენერგიის კომერციული აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც მოიცავს აღრიცხვის კომპლექს (ებ)ს, მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის   მოწყობილობებს და უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების შეკრებას, შენახვას და გადაცემას კავშირის სხვადასხვა არხებით შუალედურ ან/და ზედა დონის ეკაას-ში;

ლ 2) შუალედური დონის ელექტროენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა (შემდგომში: „შუალედური დონის ესკაა სისტემა“) – კვალიფიციური საწარმოების ელექტროენერგიის აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც მოიცავს აღრიცხვის კომპლექს (ებ) ს, მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის   მოწყობილობებს, ელექტრული ენერგიის აღრიცხვის გამზომ – გამოთვლით კომპლექსს და უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების შეკრებას, შენახვას, დამუშავებას და გადაცემას კავშირის სხვადასხვა არხებით ზედა დონის „ესკაა სისტემა“- ში.

ლ 3) ზედა დონის ელექტროენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა (შემდგომში: „ზედა დონის ესკაა სისტემა“) – დიპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ელექტროენერგიის აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც მოიცავს ცენტრალურ აღრიცხვის გამზომ – გამოთვლით კომპლექსს, შუალედურ და ქვედა დონის ესკაა სისტემებს,  მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის   მოწყობილობებს, აღრიცხვის კომპლექს (ებ) ს, ავტომატურ რეჟიმში აგროვებს და უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების შენახვას, დამუშავებას და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისთვის, ასევე ყველა სხვა დაინტერესებული უწყებისა და ორგანიზაციისათვის კავშირის ხელმისაწვდომი არხების გამოყენებით დადგენილი წესით მიწოდებას/დაშვებას;

ლ 4 ) აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ზედა დონის „ესკაა სისტემა“- ში ჩართვა გულისხმობს – კავშირის სხვადასხვა არხების გამოყენებით სათანადო აღრიცხვის კომპლექს(ებ)ის ავტომატურ რეჟიმში პირდაპირი და უშუალო ფორმით ან არაპირდაპირი ფორმით დაკავშირებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ცენტრალურ აღრიცხვის გამზომ – გამოთვლით კომპლექსთან. არაპირდაპირი ფორმით დაკავშირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ცენტრალურ აღრიცხვის გამზომ – გამოთვლით კომპლექსთან შესაძლებელია განხორციელდეს მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობების გამოყენებით ან/და კვალიფიციური საწარმოების აღრიცხვის გამზომ – გამოთვლითი კომპლექსის საშუალებით;

ლ5) კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა (შემდგომში: „კაა სისტემა“) - ბაზრის ოპერატორის კუთვნილი პროგრამულ – ტექნიკური საშუალებების კომპლექსი რომელიც წარმოადგენს საბითუმო ყიდვა – გაყიდვის ერთიანი ბაზის ფორმირების ძირითად საშუალებას, დაკავშირებულია და აღრიცხვის მონაცემებს ავტომატურად იღებს შუალედური დონის და ზედა დონის ესკაა სისტემებიდან და რომლის დანიშნულებაა   იმ მონაცემების  მიღება, შემოწმება, აღრიცხვა, შეგროვება, დაჯგუფება და დაჯამება, რომლებიც აუცილებელია ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის ანგარიშსწორებისათვის, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიღებული, მიწოდებული და პირდაპირი ხელშეკრულებებისა და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოცულობების დადგენისათვის, ასევე ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული  მომსახურების საფასურის გაანგარიშებისათვის;

ლ6)   საბითუმო ყიდვა – გაყიდვის ერთიანი   ბაზა  - ბაზრის ოპერატორის მიერ წარმოებული და მუდმივად განახლებადი მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის ანგარიშსწორების შედეგების დაფიქსირება და შენახვა, მათ შორის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში საბითუმო ვაჭრობის შედეგად მიღებული და მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობების, ორმხრივი პირდაპირი ხელშეკრულებებით გაყიდული და შესყიდული მოცულობების, აგრეთვე საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა – გაყიდვის შედეგების დადგენა და ერთიანი ანგარიშსწორებისთვის გაანგარიშებების წარმოება.

მ) „საბალანსო ელექტროენერგიის ფასი“ – სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც გამოანგარიშდება ამ წესების მე-4 თავის მიხედვით;

ნ) „საბითუმო ვაჭრობა” – ელექტროენერგიის, მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის ან/და გარანტირებული სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესებით უფლებამოსილ საწარმოებს შორის;

ო) „საანგარიშო პერიოდი“ – ერთი კალენდარული თვე;

პ) (ამოღებულია);

ჟ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი“ – წარმოების ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და ელექტროსადგურის მფლობელი პირი, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საცდელი გაშვებისა ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის თარიღამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა;

რ) „ავარიული სიტუაცია“ – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა, რომელიც იწვევს ელექტროენერგიის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებას და სისტემის მუშაობის მდგრადობის შენარჩუნებისათვის საჭირო არსებული სასისტემო ავტომატიკის (სიხშირის ავტომატური განტვირთვა, მინიმალური ძაბვის ავტომატიკა, გამყოფი ავტომატიკა და ა.შ.) ამოქმედებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ან მოჰყვება ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივ ან მთლიანად შეწყვეტა;

რ1) პირდაპირი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობა, ფასი, ვადა და სხვა პირობები და რომელიც რეგისტრირებულია ამ წესების შესაბამისად;

ს)  „პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია“ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი სახელშეკრულებო განაცხადის, ასევე ამ წესების მე-8 მუხლისა და მე-91 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო განაცხადების რეგისტრაცია, შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალებში (რომლებიც შეიძლება იწარმოებოდეს ელექტრონული რეესტრის ფორმითაც) შეტანა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;

ტ) „სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი“ – სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი კონკრეტული ელექტროგადამცემი ხაზით (ხაზებით) შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, ექსპორტირებული, იმპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი, რომელშიც აისახება ხაზით (ხაზებით) ცალ-ცალკე გაცემული და მიღებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა და რომელიც დისპეტჩერიზაციის, შესაბამისი ხაზის მფლობელი გადაცემის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ერთობლივად ფორმდება შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ პირთან;

უ) „სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტი” – ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით შესაბამის საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული (იმპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის აღრიცხვის ერთობლივი აქტი, რომელშიც აისახება ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის მოცულობების განაწილება ორ ან მეტ ექსპორტიორს (იმპორტიორს) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმოს შორის, თუ ისინი ამ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტს (იმპორტს) ან/და ტრანზიტს ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით. სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტი ყველა შესაბამისი ექსპორტიორის (იმპორტიორის) ან/და ტრანზიტის დამკვეთის საწარმოს მიერ ფორმდება ერთობლივად. ექსპორტირებული (იმპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტის ერთი დედანი შესაბამისი ექსპორტიორების (იმპორტიორების) ან/და ტრანზიტის დამკვეთის საწარმოს მიერ საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 8 (რვა) კალენდარული დღისა უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ბაზრის ოპერატორს;

ფ)  პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე – იმპორტირებული ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ;

ქ)  ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე – უცხო ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოში შემოტანის ან საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის, ასევე გაცვლის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

ღ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი – უცხო ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების ნუსხაში (სიაში) ;

ყ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი – სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ უერთდება  მუდმივი დენის ჩანართის მქონე ქვესადგურს და რომელიც 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ არის ექსპლუატაციაში შესული ან/და დაგეგმილია, რომ აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ;

შ) საპროექტო კომპანია – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შექმნილი და რეგისტრირებული საწარმო, რომლის ამოცანაა საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა, ექსპლუატაცია და ფლობა, თუ ასეთი ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაზე დადებულია სათანადო შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან ან/და გამოცემულია საქართველოს მთავრობის სათანადო სამართლებრივი აქტი;

ჩ) სისტემის კომერციული ოპერატორი – ნიშნავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, როგორც ეს განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით;

ც) პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ სახელშეკრულებო პირობებს (ტიპური სახელშეკრულებო ფორმულარი) , რომელსაც უფლებამოსილი პირი უდგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები იყოფა შემდეგ სახეებად:

ც.ა) კომისიის მიერ დამტკიცებული გადაცემის/დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ და მოქმედებს, თუ კონკრეტულ კვალიფიციურ საწარმოსთან არ არის გაფორმებული ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი პირდაპირი ხელშეკრულების არარსებობა გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის დარღვევით. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ გამოიყენება ელექტროენერგიის ექსპორტთან ან/და ტრანზიტთან დაკავშირებული გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე;

ც.ბ) კომისიის მიერ დამტკიცებული საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ;

ც.გ) კომისიის მიერ დამტკიცებული გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფაზე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ;

ც.დ) კომისიის მიერ დამტკიცებული განაწილების მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც რეგისტრირებულია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ;

ძ) სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობა – ტრანზიტის (რეექსპორტის) განხორციელებისას შიდა ქსელის ან/და მისი რომელიმე ელემენტის ხანგრძლივი დროით დასაშვები მაქსიმალური დატვირთვა გამოხატული მგვტ -ებში.  სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობა დგინდება ყოველი მიმართულებისათვის/სატრანზიტო დერეფნისათვის (ენერგიის შემოსვლის წერტილიდან ელექტროენერგიის გასვლის წერტილამდე) ცალ -ცალკე და აიღება ყოველი მიმართულებისათვის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მცირე სიდიდე შემცირებული იგივე პერიოდში შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისათვის და ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის „ა“, „ბ“ ან/და „გ“ კატეგორიას მიკუთვნებული ელექტროენერგიის ექსპორტისათვის საჭირო გადადინების ოდენობით. სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობა არ შეიძლება აღემატებოდეს 1411 მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი იმ ხაზების სატრანზიტოდ ნებადართულ გამტარუნარიანობის ოდენობას, რომლებიც მონაწილეობენ შესაბამისი მიმართულებით/სატრანზიტო დერეფნით ელექტროენერგიის ტრანზიტში;
წ) საექსპორტოდ ნებადართული მოცულობა – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული წლიური ბალანსით გათვალისწინებული ექსპორტის ჯამური მოცულობა ყოველი საანგარიშო პერიოდისთვის:
წ.ა) შემცირებული ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ბ“ პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებული საექსპორტო ელექტროენერგიის მოცულობით;
წ.ბ) შემცირებული მეზობელ ქვეყანასთან სინქრონული პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო საექსპორტო მოცულობით, რომელიც ყოველი თვისათვის დგინდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მგვტ-ებში „ATC”-ს ან/და „CAA”-ს განაწილებამდე. საექსპორტოდ ნებადართულ მოცულობას არ წარმოადგენს ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ა“ და „ბ“ პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებული საექსპორტო ელექტროენერგია;
წ.გ) გაზრდილი ამ წესების 1412 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში მყოფი განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ, გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ მოცულობით, რომლის ექსპორტიც მოთხოვნილია ამ წესების 1415 მუხლის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და შესაბამის პირს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში მოცემული პერიოდისა და მოცულობისა.
ჭ) შიდა შემზღუდავი რესურსი – სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობა – ტრანზიტის (რეექსპორტის)   მიზნებში და საექსპორტოდ ნებადართული მოცულობა – ექსპორტის) მიზნებში; შიდა შემზღუდავი რესურსის ნაწილით სარგებლობის უფლება მოიპოვება ამ წესებისა და სპეციალური აუქციონის წესების შესაბამისად;

ხ) შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება – გამოიყენება მხოლოდ შიდა შემზღუდავი რესურსით (საექსპორტოდ ნებადართული მოცულობით ან/და სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობით) სარგებლობისთვის სპეციალური აუქციონის გამართვის შემთხვევებში და წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელ   თანხას, რომელიც გამოითვლება შემდეგი პრინციპის შესაბამისად – შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობისთვის აუქციონის   ფასი გამრავლებული დაკმაყოფილებული მგვტ. სთ-ის მოცულობაზე. (მგვტსთ.-ის რაოდენობა წარმოადგენს დაკმაყოფილებული მგვტ-ის ნამრავლს საანგარიშო პერიოდში განაწილებულ საათების ჯამურ რაოდენობაზე) ;

ჯ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის დამატებითი საფასური – წარმოადგენს ელექტრონული აუქციონის შედეგად დადგენილ და აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელ დამატებით თანხას, რომელიც გამოითვლება შემდეგი პრინციპის შესაბამისად – „CAA”-ს მოპოვებისთვის ელექტრონული აუქციონის   საბოლოო ფასი გამრავლებული დაკმაყოფილებული მგვტ. სთ-ის რაოდენობაზე („CAA”-ს მგვტსთ-ის რაოდენობა წარმოადგენს დაკმაყოფილებული მგვტ-ის ნამრავლს საანგარიშო პერიოდში განაწილებულ საათების ჯამურ რაოდენობაზე) ;

ჰ) დამატებითი/სასისტემო მომსახურება – ელექტროენერგეტიკული სისტემის ცალკეული სუბიექტების თანამონაწილეობით ან/და მათი და გადამცემი ქსელის შესაძლებლობების მეშვეობით გასაწევი მომსახურების სხვადასხვა სახეობების კომპლექსი, რომელთა ერთიანი ორგანიზება, განხორციელება, კოორდინირება და კონტროლი ხდება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის, მდგრადობისა და ენერგოდამოუკიდებლობის დონის ამაღლებას, ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებას და შენარჩუნებას, ენერგოსიტემის მუშაობის ეფექტურობის ზრდას და ოპტიმალური რეჟიმის მიღწევას, რეზერვების ფორმირებასა და გამოყენებას, განახლებადი ენერგიის წყაროების გადამცემ ქსელში ინტეგრირების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, ელექტროსადგურების ტექნიკური პოტენციალის ათვისების სტიმულირებას;

ჰ1) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი – საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისთვის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან და საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელ საწარმოებთან (საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის სხვა მწარმოებლებთან) თანამშრომლობის გზით;

ჰ2) საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი – საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საქართველოს მთავრობის 2020 წლის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით“ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი საცალო მომხმარებლებისათვის, გარდა ამ მუხლის „ჰ1“ პუნქტით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისა;

ჰ3) თავისუფალი მიმწოდებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საცალო მომხმარებლისთვის, გარდა ამ მუხლის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არარეგულირებული საბაზრო ფასით;

ჰ4) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას შეზღუდული ვადითა და რეგულირებული პირობებით, იმ საცალო მომხმარებლებისათვის, რომლებმაც გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ აირჩიეს ან დაკარგეს ელექტროენერგიის მიმწოდებელი;

ჰ5) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი – ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი;

ჰ6) გადაცემის ლიცენზიატი – ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი;

ჰ7) სიმძლავრის აუქციონში შერჩეული მწარმოებელი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილების შესაბამისად, განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში შერჩეული პირი;

ჰ8) პრემიალური ტარიფის მქონე მწარმოებელი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით განსაზღვრული მწარმოებელი;

ჰ9) მხარდაჭერის პერიოდი – სიმძლავრის აუქციონში შერჩეული მწარმოებლის შემთხვევაში, მხარდაჭერის სქემით განსაზღვრული მხარდაჭერის პერიოდი, რომელიც განსაზღვრულია „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით, ხოლო პრემიალური ტარიფის მქონე მწარმოებლის შემთხვევაში, მხარდაჭერის პერიოდი, რომელიც განსაზღვრულია „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით;

ჰ10) შემოთავაზებული ტარიფი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილების საფუძველზე, სიმძლავრის აუქციონში შერჩეული მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული ტარიფი;

ჰ11) პრემიალური ტარიფი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფი;

ჰ12) ზღვრული ფასი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის № 403 დადგენილების შესაბამისად დადენილი ფასი, რომლის ოდენობა 1 კვტ/სთ ელექტროენერგიისთვის შეადგენს 0.055 აშშ დოლარს;

ჰ13) ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება – საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს იმ პირობებს, რომელზედაც შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობა, ბაზრის ოპერატორი და შესაბამისი პირი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 – სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 – სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 – სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი 2013 წლის 1 მაისის ბრძანება №83 – ვებგვერდი, 02.05.2013წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №148 – ვებგვერდი, 22.10.2013წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის ბრძანება №20 – ვებგვერდი, 04.03.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანება №36 – ვებგვერდი, 03.04.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 27 მარტის ბრძანება №29 – ვებგვერდი, 27.03.2015წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 9 ივნისის ბრძანება №58 – ვებგვერდი, 09.06.2015წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №88 – ვებგვერდი, 23.09.2015წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 1 მარტის ბრძანება №9 – ვებგვერდი, 04.03.2016წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №20 – ვებგვერდი, 19.04.2016წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №91 – ვებგვერდი, 02.12.2016წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 21.06.2021 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 23 ივლისის ბრძანება №1-1/336 - ვებგვერდი, 23.07.2021 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/65 - ვებგვერდი, 14.02.2024წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №1-1/121 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.

თავი II

ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის ორგანიზება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 3. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის წესი

1. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ნებადართულია მხოლოდ იმ საწარმოებს შორის, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად რეგისტრირებულნი არიან კვალიფიციურ საწარმოდ. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება ასევე აქვს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგებისა და გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით  ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.

2. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს წარმოადგენენ შემდეგი პირები:

ა) სისტემის კომერციული ოპერატორი;

ბ) ამ წესების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული შემდეგი კვალიფიციური საწარმოები:

ბ. ა) წარმოების ლიცენზიანტი;

ბ.ბ) (ამოღებულია - 21.06.21 №1-1/257);

ბ.გ) პირდაპირი მომხმარებელი – „ელექტროენერეგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით განსაზღვრული პირი;

ბ.დ) ექსპორტიორი;

ბ.ე) იმპორტიორი;

ბ.ვ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური;

ბ.ზ) ელექტროსადგურის მფლობელი პირი, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საცდელი გაშვებისა ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის თარიღამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა;

ბ.თ) ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი;

ბ.ი) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი;

ბ.კ) თავისუფალი მიმწოდებელი;

ბ.ლ) საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი;

ბ.მ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი;

გ) ამ წესების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი:

გ.ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების  დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში;

გ.ბ) გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში;

დ) ამ წესების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული განაწილების ლიცენზიატი, განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.

3. პირი (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა), რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესებით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილისთვის დადგენილ მოთხოვნებს და სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში, რეგისტრაციისთვის მიმართავს სისტემის კომერციულ ოპერატორს. პირი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ უნდა დარეგისტრირდეს თითოეული საქმიანობის მიხედვით ცალ – ცალკე.

4. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის მაძიებელმა (შემდგმში – მაძიებელი) სისტემის კომერციულ ოპერატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დამტკიცებული ფორმით;

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გ) კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის დამოწმებული ასლი (მხოლოდ ლიცენზიანტის შემთხვევაში);

დ) ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც მიერთებულია მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი (მხოლოდ წარმოების, განაწილების ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის და პირდაპირი მომხმარებლის შემთხვევაში), გარდა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციისა და ამ მუხლის 7​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ე) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის მაძიებლის კუთვნილი აღრიცხვის კვანძ(ებ) ის „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი. ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევაში, როდესაც აღრიცხვის კვანძ(ებ) ის „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი გასხვისებულ ელექტროსადგურზე უკვე გაცემულია, მაძიებელს უფლება აქვს, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად, წარმოადგინოს მხოლოდ ინფორმაცია აღრიცხვის კვანძ(ებ) ის „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის რეკვიზიტების შესახებ;
ვ) ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების ქსელთან მიერთების არსებული აღწერილობა, საბალანსო გაყოფის წერტილების, სააღრიცხვის კვანძებისა  და პარამეტრების მითითებით, ასევე ქსელთან მიერთების ცალხაზოვანი სქემა. წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში მყოფ ქსელთანაც მიერთებულია მაძიებლის მფლობელობაში არსებული ქსელი (საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შემთხვევაში);
ზ) წერილი საცალო მომხმარებლის სტატუსის არსებობის შესახებ, გაცემული შესაბამისი მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ (საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შემთხვევაში);
თ) ამ წესების 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საბანკო გარანტია (მხოლოდ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შემთხვევაში);
ი) საპროგნოზო მოხმარების განსაზღვრისათვის გასული 1 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შემთხვევაში).
4 ​1.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის, მაძიებელმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
4​2. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“, „ბ.ე“ და „ბ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მაძიებელმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
43. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ი“, „ბ.კ“, „ბ.ლ“ და „ბ.მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მაძიებელმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

5. პირდაპირი მომხმარებელი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირდება იმ მიწოდების პუნქტების მიხედვით, საიდანაც მან უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის მიღება. პირდაპირ მომხმარებელს ეკრძალება აღნიშნული მიწოდების პუნქტებიდან ელექტროენერგიის შესყიდვა როგორც საცალო მომხმარებელს.

5 ​1. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მაძიებელი წარმოადგენს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ  და  თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნტებით დადგენილი მოთხოვნებისა, ასევე უნდა წარუდგინოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

6. (ამოღებულია – 04.03.14, N20).

7. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა”, „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, მაძიებელმა სისტემის კომერციულ ოპერატორს ასევე უნდა წარუდგინოს უძრავ ნივთზე (ელექტროსადგურზე) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სისტემის კომერციული ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე საკადასტრო მონაცემები) და საპროექტო სიმძლავრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

71. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ელექტრომეურნეობის (მათ შორის, ელექტროსადგური/ელექტრომეურნეობის, შემადგენელი ელექტრული ქსელი, ელექტროენერგეტიკული დანადგარები და მოწყობილობები საბალანსო გაყოფის წერტილ(ებ) ამდე) ახალ მფლობელზე გადაცემისას,  იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გასხვისების შედეგად  არ იცვლება გადაცემული ელექტროსადგურის/ელექტრომეურნეობის საბალანსო გაყოფის წერტილ(ებ)ი, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღრიცხვის კვანძები (მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძები) და ელექტროსადგურის/ელექტრომეურნეობის დადგმული/მოხმარებული სიმძლავრე, გასხვისებული ენერგეტიკული ობიექტების ახალი მფლობელის (მაძიებლის) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ  რეგისტრაციისთვის, იგი (მაძიებელი) ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს დამატებით წარუდგინოს შესაბამისი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ) ი.

72. ამ წესების 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ  შესაბამისი ობიექტის ახალი მფლობელის (მაძიებლის) რეგისტრაციის მომენტიდან ახალ მფლობელზე (მაძიებელზე) გადადის ამ ელექტროსადგურის/ელექტრომეურნეობის მიერთების არსებული და მოქმედი ტექნიკური პირობით, მიერთებაზე არსებული ტექნიკური პროექტით, მიერთებაზე არსებული სათანადო ხელშეკრულებით, აგრეთვე აღრიცხვისა და „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ დაკავშირების ნაწილში არსებული შეთანხმებებით გათვალისწინებული უფლება-ვალდებულებები. შესაბამისი ობიექტის ახალ მფლობელთან (მაძიებელთან) რომელიმე მითითებულ სფეროში ახალი შეთანხმების გაფორმების ან მიერთების ტექნიკური პირობის მოდიფიცირების შემთხვევაში შესაბამის ნაწილში გამოიყენება ახალი შეთანხმება/მოდიფიცირებული ტექნიკური პირობა.

73. წინამდებარე მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში იხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით.  წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია ხორციელდება  ელექტროსადგურზე/პირდაპირი მომხმარებლის ელექტრომეურნეობაზე შესაბამისი უფლების ახალი მფლობელის სახელზე შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის დღიდან, ხოლო  ლიცენზიატის შემთხვევაში – მაძიებლის სახელზე ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან.

8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს (გარდა საბითუმო ვაჭრობაში იმპორტიორად, ექსპორტიორად და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლად რეგისტრაციის მაძიებლისა) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით.

81. იმპორტიორად, ექსპორტიორად, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლად, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, თავისუფალ მიმწოდებლად, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად რეგისტრაციის მაძიებლის შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში განაცხადის შემოტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

8 ​2. ამ მუხლის 4 ​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში იხილავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით.  იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში 2018 წლის 1 მაისიდან.

83. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში იხილავს განაწილების ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს განაწილების ლიცენზიატს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს განაწილების ლიცენზიატი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში 2021 წლის 1 ივლისიდან.

9. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებელი, მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ამოწმებენ  საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელ აღრიცხვის კვანძებს, მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძებს და ადგენენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს  (შემდგომში – აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტი), რომლის ფორმასაც ერთობლივად ამტკიცებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. ამ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება:

ა) იმპორტიორის, ექსპორტიორის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის, გადაცემის ლიცენზიატის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე;

ბ) ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  მაძიებელის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე, იმ პირობით, რომ არსებობს აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტი და მათი „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტ(ებ)ი.

10. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, სისტემის კომერციულ ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

11. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, სისტემის კომერციული ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

12. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლში მითითებული მონაცემების დაზუსტების მიზნით, მაძიებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

13. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში ჩანაწერის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიანტს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანილი პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი. თუ რეესტრში შეყვანილი პირი წარმოადგენს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელს, ცნობაში ეს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს.

14. ამ მუხლში გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე ვალდებულია ცვლილებებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სისტემის კომერციულ ოპერატორს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.

15. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი განაცხადის, ცვლილებების განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორეზე, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორისათვის დადგენილ ვადაში წარდგენაზე, ეკისრება შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 – სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 – სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №148 – ვებგვერდი, 22.10.2013წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის ბრძანება №20 – ვებგვერდი, 04.03.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის ბრძანება №25 – ვებგვერდი, 21.03.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანება №36 – ვებგვერდი, 03.04.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №82 – ვებგვერდი, 25.08.2015წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №20- ვებგვერდი, 19.04.2016წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 8 თებერვლის ბრძანება №8- ვებგვერდი, 09.02.2017წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 მაისის ბრძანება №1-1/230 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის ბრძანება №1-1/326 - ვებგვერდი, 31.05.2018 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 3 აპრილის ბრძანება №1-1/160 - ვებგვერდი,, 04.04.2019 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 21.06.2021 წ.

 

მუხლი 31. ამოღებულია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №82 – ვებგვერდი, 25.08.2015წ.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის ბრძანება №1-1/326 - ვებგვერდი, 31.05.2018 წ.

 

მუხლი 3​2.  პირდაპირი მომხმარებელი

1. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი არის მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, ასევე ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის გარდა, ნებისმიერი სხვა მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით არის რეგისტრირებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც  პირდაპირი მომხმარებელი.

3. ამ წესების საფუძველზე რეგისტრირებული პირდაპირი მომხარებლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ობიექტ(ებ)ზე ან მის ნაწილ(ებ)ზე საკუთრების/მფლობელობის უფლების ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ახალი მომხმარებელი წარმოადგენს პირდაპირ მომხმარებელს, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ ამ წესების შესაბამისად .

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის ბრძანება №1-1/326 - ვებგვერდი, 31.05.2018 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 3 აპრილის ბრძანება №1-1/160 - ვებგვერდი,, 04.04.2019 წ.

 

მუხლი 4. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმება

1. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია შესაძლებელია გაუქმდეს ერთ-ერთი შემდეგი გარემოების დადგომისას:

ა) კომისიის მიერ ლიცენზიის გაუქმება – კომისიის გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან;

ბ) სათანადო ორგანოს გადაწყვეტილება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის ლიკვიდაციის შესახებ ან სასამართლოს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ – შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების (განჩინების) ძალაში შესვლის დღიდან;

გ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის მიერ ამ წესების მოთხოვნათა არაერთგზის დარღვევა, რამაც გამოიწვია მისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ – იმ საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, როდესაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის შეტყობინება წარედგინა სისტემის კომერციულ ოპერატორს;

დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურის ზედიზედ სამი თვის განმავლობაში გადაუხდელობა – სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

ე) (ძალადაკარგულია – 13.11.2014, N119);

ვ) (ამოღებულია - 27.06.2018, №1-1/326);

ზ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის განცხადება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ – იმ საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, როდესაც განცხადება წარედგინა სისტემის კომერციულ ოპერატორს;

თ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არსებობს ზედა დონის ესკაა სისტემასთან დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი – ასეთ შემთხვევებში საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ შესაბამისი (შეუსაბამო ან დაუკავშირებელი) აღრიცხვის კვანძის (კვანძების) ნაწილში;

ი) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის მიერ მის მფლობელობაში არსებულ ელექტროსადგურზე/პირდაპირი მომხმარებლის ელექტრომეურნეობაზე უფლების ახალ მფლობელზე გადაცემა –  მითითებულ ენერგეტიკულ ობიექტზე  უფლების  ახალი მფლობელის სახელზე შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის დღიდან, ხოლო ლიცენზიატის შემთხვევაში – კომისიის მიერ  ლიცენზიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან;

კ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე  აღარ აკმაყოფილებს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ განსაზღვრული თარიღიდან;

ლ) საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ განსაზღვრული თარიღიდან. 

2. ლიცენზიანტისათვის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს არ შეიძლება წარმოადგენდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ”, „დ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. ასეთ შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია მიმართოს კომისიას შესაბამისი რეაგირებისათვის.

2​1. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელს რეგისტრაცია შესაძლებელია გაუუქმდეს  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული შემთხვევებში.

22. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, თავისუფალ მიმწოდებელს, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს რეგისტრაცია შესაძლებელია გაუუქმდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ზ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებში.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების ჩანაწერის გაკეთებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს ამის შესახებ პირს, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაცია (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ასევე იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიანტს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული პირი, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია.

4. ამ წესების საფუძველზე პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით რეგისტრაციას აქვს შეუქცევი ხასიათი.  შესაბამისად, პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებულ პირს უფლება არ აქვს მოითხოვოს საცალო მომხმარებლად რეგისტრაცია. ამასთანავე,  პირდაპირ მომხარებელს უფლება არ აქვს მოითხოვოს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. კვალიფიციური საწარმოსათვის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მას რეგისტრაციის შეწყვეტამდე წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისაგან.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 – სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 – სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანება №36 – ვებგვერდი, 03.04.2014წ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №119 – ვებგვერდი, 14.11.2014წ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №82 – ვებგვერდი, 25.08.2015წ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 8 თებერვლის ბრძანება №8 – ვებგვერდი, 09.02.2017წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის ბრძანება №1-1/326 - ვებგვერდი, 31.05.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 3 აპრილის ბრძანება №1-1/160 - ვებგვერდი,, 04.04.2019 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 21.06.2021 წ.
 

მუხლი 41. ელექტროსადგურის მფლობელი პირის, ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების სპეციალური წესი

1. ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს, ელექტროსადგურის მფლობელმა პირმა  (შემდგომში „მაძიებელი“) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დამტკიცებული ფორმით;

ბ)   ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გ)   ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი;

დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წერილობითი თანხმობა ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის შესახებ;

ე) იმ მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებული, საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი, საიდანაც მაძიებელმა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდება/მიღება;

ვ) უძრავ ნივთზე (ელექტროსადგურზე) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო მონაცემები და საპროექტო სიმძლავრის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში) .

2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით.

3. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებელი, მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ამოწმებენ იმ მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებულ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელ აღრიცხვის კვანძებს, საიდანაც მაძიებელმა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდება/მიღება  და ადგენენ  საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს, ამ წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით დამტკიცებული ფორმით.

4. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დასტურდება მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებული საანგარიშსწორებო მრიცხველების  გამართულობა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

5. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დასტურდება მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებული საანგარიშსწორებო მრიცხველების  გამართულობა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს  საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

6. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში ჩანაწერის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიატს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანილი პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი.

7. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორეზე ეკისრება მაძიებელს.

8. ამ მუხლის შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულ პირს რეგისტრაცია გაუუქმდება რეგისტრაციიდან 90 კალენდარული დღის გასვლის ან პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ გარემოებებიდან რომელიმეს დადგომის დღიდან.

9. თუ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის გასვლა,   ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების ჩანაწერის გაკეთებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს ამის შესახებ პირს, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაცია და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ასევე იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიატს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული პირი, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია.

10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირი, მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზ(ებ)ის გამო, ამ მუხლის შესაბამისად დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 90 კალენდარული დღის ვადაში ვერ დაასრულებს ელექტროსადგურის საცდელ გაშვებას ან/და კომპლექსურ გასინჯვას, აღნიშნულ პირს შეუძლია, მხოლოდ ერთხელ, გამოიყენოს ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი უფლება:

ა) მოითხოვოს რეგისტრაციის პერიოდის გაგრძელება, რის თაობაზეც დასაბუთებული წერილით მიმართავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის გასვლამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე;

ბ) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის გასვლის საფუძველზე რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, ნებისმიერ დროს წარუდგინოს განაცხადი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

11. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირი, გამოიყენებს:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსურ გასინჯვისთვის დადგენილ სარეგისტრაციო პერიოდს გააგრძელებს არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ოდენოებით.

ბ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს საბითუმო ვაჭრობაში მოანწილედ რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო შესაბამისობის შემთხვევაში განახორციელებს პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ოდენობით;

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულ პირს რეგისტრაცია გაუუქმდება ამ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის ან პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ გარემოებებიდან რომელიმეს დადგომის დღიდან.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების ჩანაწერის გაკეთებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს ამის შესახებ პირს, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაცია და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ასევე იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიატს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული პირი, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია.

14. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებებიდან ერთჯერადად ისარგებლოს მხოლოდ ერთ-ერთი უფლებით.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №20- ვებგვერდი, 19.04.2016წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 13 იანვრის ბრძანება №1-1/4 - ვებგვერდი, 15.01.2021 წ.

 

მუხლი 4​2. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად სავალდებულო რეგისტრაციის წესი 

1. საცალო მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, ამავე დადგენილებით განსაზღვრული თარიღიდან უნდა დარეგისტრირდეს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საცალო მომხმარებლების ჩამონათვალი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნული მომხმარებლების ქსელთან მიერთების წერტილების სია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საცალო მომხმარებელი,  ამ მუხლის პირველ პუნტში მითითებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული თარიღიდან აღარ წარმოადგენს საცალო მომხმარებელს.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე  წერილობით აცნობოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საცალო მომხმარებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული თარიღიდან საცალო მომხმარებლის სტატუსის გაუქმების შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მოხმარებელი, რეგისტრაციის მაძიებელმა, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თარიღამდე არანაკლებ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღით ადრე, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას ახორციელებს ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

6. თუ ამ წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული  აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში  შეყვანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თარიღიდან.

7. თუ ამ წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული  აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა,  მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში  შეყვანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თარიღიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული არის ხარვეზის გამოსწორების ვადა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის ბრძანება №1-1/326 - ვებგვერდი, 31.05.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 3 აპრილის ბრძანება №1-1/160 - ვებგვერდი,, 04.04.2019 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 21.06.2021 წ.

 

მუხლი 5. საბითუმო ვაჭრობის ტექნიკური სტანდარტების ზოგადი პრინციპები

1. კვალიფიციური საწარმო, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამონტაჟოს, ააწყოს, გაარემონტოს, მზადყოფნაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მის ხელთ არსებულ საშუალებებს;

ბ) ოპტიმალურ ვადებში მოიყვანოს ძირითადი საშუალებანი საიმედო საექსპლუატაციო მდგომარეობაში;

გ) სისტემის კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია მისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების მიზნით.
2. კვალიფიციური საწარმო და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია დაუქვემდებაროს მის ხელთ არსებული საშუალებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. ამ პირობის დაცვით კვალიფიციური საწარმო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამა თუ იმ საშუალების დატვირთვის მიზანშეწონილობას და ხარისხს; კვალიფიციურ საწარმოს შეუძლია გამოიყვანოს თავისი საშუალებანი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის დაქვემდებარებიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნებადართულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.
3. კვალიფიციური საწარმოები (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) ვალდებული არიან ყოველდღიურად მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ინფორმაცია, მიწოდების და მიღების პუნქტებში არსებულ მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული მონაცემების შესახებ.
4. კვალიფიციური საწარმოები (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) ვალდებულნი არიან მიწოდება-მიღების ყველა პუნქტში, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებლების გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე გამოყენებულ მინაერთებზე არსებული მრიცხველები ჩართონ/დაუკავშირონ ზედა დონის ესკაა სისტემაში/სისტემას და უზრუნველყონ ამ მრიცხველებზე დაფიქსირებული ინფორმაციის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის გადაცემა, სულ მცირე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდულობით.
5. კვალიფიციური საწარმოები (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) უფლებამოსილნი არიან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში, დროებით (არაუმეტეს 24 სთ-სა კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში) შეაჩერონ მიწოდება-მიღების პუნქტ(ებ)ში, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებლების გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე გამოყენებულ მინაერთებზე არსებული მრიცხველების დაკავშირებულობა/ჩართულობა ზედა დონის ესკაა სისტემასთან.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 – სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 – სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანება №36 – ვებგვერდი, 03.04.2014წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 3 აპრილის ბრძანება №1-1/160 - ვებგვერდი,, 04.04.2019 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 21.06.2021 წ.

 

მუხლი 6. ამოღებულია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 – სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 – სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

 

მუხლი 7. ამოღებულია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 – სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 – სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 – სსმ IV, №62,  23.12.2008 წ., გვ.1

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

თავი III

პირდაპირი ხელშეკრულებები

    მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები

1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია კვალიფიციურ საწარმოებს შორის, აგრეთვე კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემის ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებს შორის, რომელთაც „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ ” საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში.

2. თუ, ერთი მხრივ, წარმოების ლიცენზიატი, იმპორტიორი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და, მეორე მხრივ, პირდაპირი მომხმარებელი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი ან ექსპორტიორი ერთი და იგივე პირია, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) პირდაპირ ხელშეკრულებას ცვლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების შესახებ განაცხადი, რომელიც განსახორციელებლად საჭიროებს იგივე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში.

3. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება იდება ამ წესების პირობათა დაცვით. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება, სხვა პირობებთან ერთად, სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა)  პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობას ან რაოდენობის განსაზღვრის წესს (დასაშვები ცდომილება არაუმეტეს +/- 30%-ისა);

ბ) მისაწოდებელი ელექტროენერგიის თვიურ და დღიურ საორიენტაციო რაოდენობას;

გ) მისაწოდებელი ელექტროენერგიის ერთეულის ფასს;

დ) ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების ზუსტ დროს, ზუსტი თარიღის მითითებით;

ე) ელექტროენერგიის მიწოდების პირობებს;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ხელშეკრულების ერთ – ერთი მხარე ელექტროენერგიის მწარმოებელია – იმ ელექტროსადგურის დასახელებას, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდებაც წარმოადგენს პირდაპირი ხელშეკრულების საგანს;

ზ) პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს;

თ) ხელშეკრულების მხარეების მიერ პირდაპირი ხელშეკრულებისთვის მინიჭებულ ნომერსა და გაფორმების თარიღს.

4.  პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების განაცხადის ფორმას (სახელშეკრულებო განაცხადი) ერთობლივად ადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი .

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ, გარდა ამ მუხლის 5 1 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, წარედგინება პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი სახელშეკრულებო განაცხადის სამსამი ორიგინალი და პირდაპირი ხელშეკრულების თითო-თითო ასლი. პირდაპირ ხელშეკრულებასა და სახელშეკრულებო განაცხადში ასახულ პირობებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სახელშეკრულებო განაცხადში მითითებულ პირობებს. სახელშეკრულებო განაცხადი წარმოადგენს პირდაპირი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

51. თუ მხარეებს შორის გაფორმებულია ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სარეგისტრაციოდ წარედგინება ორმხრივად ხელმოწერილი სახელშეკრულებო განაცხადისა და ხელშეკრულების სამ-სამი ორიგინალი.

6. იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი ელექტროსადგურის მფლობელი კვალიფიციური საწარმოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის კონკრეტული რაოდენობის ქვეყნის შიდა მომხმარებლებზე მიწოდების მიზნით რეალიზაციის თაობაზე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვისას, ფასის კრიტერიუმის გათვალისწინებით უპირატესობა მიანიჭოს ამ მარეგულირებელი ელექტროსადგურის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას.

7. მარეგულირებელი ელექტროსადგურის მფლობელი კვალიფიციური საწარმო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული ყოველი გადაწყვეტილების თაობაზე, 5 დღის ვადაში აცნობოს უნივერსალურ მიმწოდებელს, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს და სისტემის კომერციულ ოპერატორს.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების დებულებები არ ზღუდავს ამ წესებით და მოქმედი კანონმდებლობით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 22 მარტის ბრძანება №51 – ვებგვერდი, 22.03.2013წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 3 აპრილის ბრძანება №1-1/160 - ვებგვერდი,,  04.04.2019 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 21.06.2021 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №1-1/121 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.

    მუხლი 81 . სახელშეკრულებო ვალდებულებები

1.  იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მყიდველის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის გამყიდველი (ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება მიერთებულად სათანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს ამ ელექტროენერგიის (საბალანსო ელექტროენერგიის) გამყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე მისაწოდებელი (გასაყიდი) ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) (ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) ითვლება მიერთებულად სატანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.“
21. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელზე (პირდაპირ მომხმარებლებზე) ან ექსპორტიორზე (ექსპორტიორებზე) პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე მიწოდებული (გაყიდული) ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია, ელექტროენერგიის მწარმოებლის (მწარმოებლების) ან იმპორტიორისაგან (იმპორტიორებისაგან), შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელზე ელექტროენერგიის გამყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება სათანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.
22. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლის (მწარმოებლების) ან იმპორტიორისაგან (იმპორტიორებისაგან) პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე შესყიდული, ან მისი იმპორტის ხელშეკრულების საფუძველზე იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია, პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი (გასაყიდი) ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლისაგან ელექტროენერგიის შემსყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება მიერთებულად სატანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.
3. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება უნდა იძლეოდეს ელექტროენერგიის მიწოდებასა და მიღებასთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებების ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 3 აპრილის ბრძანება №1-1/160 - ვებგვერდი,,  04.04.2019 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №1-1/121 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.

    მუხლი 9.  პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან

1. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ ერთდროულად წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (გარდა ამ წესების მე-91 და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა) ელექტროენერგიის შესყიდვის/გაყიდვის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე (წარდგენის დღის ჩაუთვლელად). დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან წარდგენილი პირდაპირი ხელშეკრულებისა და სახელშეკრულებო განაცხადის პირობები უნდა იყოს იდენტური. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან წარდგენილი და რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის პირობებს შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი თვის საანგარიშსწორებო ბაზაში გათვალისწინებული იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრირებული ვერსიით გათვალისწინებული პირობები.

2. რეგისტრაციისათვის აუცილებელია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან, პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე წერილისა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) ამ წესების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ სახელშეკრულებო განაცხადის სამ-სამი დედანი და პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა (გარდა იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებისა) და დანართებზე ხელმოწერილი თითო-თითო ასლი;

ბ) ამ წესების მე-8 მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ სახელშეკრულებო განაცხადისა და პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხელმოწერილი სამ-სამი დედანი;

გ) გამანაწილებელი ქსელის გამოყენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამომუშავების ან/და მიღების შემთხვევაში — პირდაპირი ხელშეკრულების ორივე მხარის მიერ შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული განაწილების მომსახურების ხელშეკრულება (მიუხედავად იმისა, პირდაპირი ხელშეკრულების მხარე ყიდულობს თუ ყიდის ელექტროენერგიას).

21. „ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები ან/და ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე და იმავე საანგარიშო პერიოდში პირდაპირ მომხმარებლებზე ან/და ექსპორტიორებზე ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები სავალდებულოა, ერთდროულად იქნეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი.

3. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ წესების შესაბამისად რეგისტრაციის შემდეგ. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში ვერ შევა, მხოლოდ რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ერთ-ერთი პირის მიერ დარეგისტრირების შემთხვევაში.

4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უარი განაცხადოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და სახელშეკრულებო განაცხადით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი);

ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის სარეგისტრაციოდ წარმოდგენის მოთხოვნები და ვადები;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;

დ) პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და სახელშეკრულებო განაცხადით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას;

ე) სარეგისტრაციო განაცხადში ან/და პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო პირობა;

ვ) სახელშეკრულებო განაცხადში მითითებული მონაცემები და პირობები ეწინააღმდეგება პირდაპირ ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებსა და პირობებს;

ზ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ არის დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე;

თ) ელექტროენერგიის ექსპორტზე გაფორმებულ პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ამ წესების 145 მუხლის მე-5 პუნქტის პირობა.

41. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია უარი განაცხადოს პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის რეგისტრაციაზე, თუ:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და სახელშეკრულებო განაცხადით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი);

ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სარეგისტრაციო განაცხადის სარეგისტრაციოდ წარმოდგენის მოთხოვნები და ვადები;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;

დ) დარღვეულია ამ მუხლის 21 ან/და 22 პუნქტის მოთხოვნები;

ე) სარეგისტრაციო განაცხადში ან/და პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო პირობა;

ვ) სახელშეკრულებო განაცხადში მითითებული მონაცემები და პირობები ეწინააღმდეგება პირდაპირ ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებსა და პირობებს;

ზ) პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და სახელშეკრულებო განაცხადით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ასახვა შეუძლებელია პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და სახელშეკრულებო განაცხადით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდ(ებ)ის ანგარიშსწორების ბაზებში;

თ) თუ პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის პირობა ეწინააღმდეგება ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებს;

ი) პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის პირობები ეწინააღმდეგება ამ წესებით დადგენილ ნორმებს.

5. (ამოღებულია – 04.03.14, N20).

6.  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე თანხმობის შემთხვევაში, წერილობითი ინფორმაცია ეგზავნება პირდაპირი ხელშეკრულების მხარე(ებ)ს, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, პირდაპირი ხელშეკრულების მხარე(ებ)ს და ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მეორე პირს. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი პირდაპირი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში (წარმოდგენის დღის ჩაუთვლელად) შესაბამის მხარე(ებ)ს არ გაუგზავნის შეტყობინებას პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე თანხმობის ან უარის შესახებ, პირდაპირი ხელშეკრულება ითვლება შესაბამის უფლებამოსილ პირთან რეგისტრირებულად და ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს ხელშეკრულების რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი.

7. ნებისმიერი ცვლილებების განხორციელება პირდაპირ ხელშეკრულებაში სარეგისტრაციოდ საჭიროებს იგივე პროცედურებს, რასაც პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია.

8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულნი არიან, ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში ხელი მოაწერონ რეესტრს, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამის საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის ან პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის ცვლილებ(ებ)ის, ასევე ამ წესების მე-10 მუხლის საფუძველზე შეწყვეტილი პირდაპირი ხელშეკრულებების შესახებ ერთიან მონაცემებს. რეესტრის ფორმას ერთობლივად შეიმუშავებენ და ამტკიცებენ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი.

9. საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა და გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფაზე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების, ასევე მისი ცვლილებებისა და დამატებების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან რეგისტრაცია სავალდებულოა. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (აგრეთვე მისი ცვლილებები ან დამატებები) კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ, კომისიის შესაბამის აქტთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს.

91. გადაცემის/დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების და განაწილების მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების, ასევე მისი ცვლილებებისა და დამატებების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაცია სავალდებულოა. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (აგრეთვე მისი ცვლილებები ან დამატებები) კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ, კომისიის შესაბამის აქტთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

10. ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების, მისი ცვლილებებისა და დამატებების, რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ წესების მე-9 მუხლის მე-4 და 41 პუნქტების მოთხოვნები.

11. კომისიის მიერ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების (მისი ცვლილების ან დამატების) დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ არეგისტრირებს გადაცემის/ დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ან/და განაწილების მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს (მის ცვლილებას ან დამატებას), ხოლო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი – საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ან/და გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფაზე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს (მის ცვლილებას ან დამატებას).

12. გადაცემის/დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ან/და განაწილების მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ან/და გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფაზე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაციის შემდეგ.

13. შესაბამისი პირი ვალდებულია კომისიის მიერ სტანდარტული პირობების (აგრეთვე მისი ცვლილებების ან დამატებების) დამტკიცებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მისი რეგისტრაცია ამ წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირ(ებ)თან.

14. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის, პირდაპირ ხელშეკრულებაზე მითითება, შესაბამის შემთხვევებში, ასევე გულისხმობს მითითებას პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ სახელშეკრულებო განაცხადზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 – სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 – სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 – სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის ბრძანება №20 – ვებგვერდი, 04.03.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის ბრძანება №25 – ვებგვერდი, 21.03.2014წ.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 3 აპრილის ბრძანება №1-1/160 - ვებგვერდი,,  04.04.2019 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №1-1/121 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.

 

მუხლი 91. ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან

1. ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების მოქმედების დაწყებამდე არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, გარდა ამ წესების 141 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. რეგისტრაციისთვის აუცილებელია ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და მისი დანართების 3 (სამი) დედანის წარდგენა.

3. ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.

4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უარი განაცხადოს ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ:

ა) არც ერთი მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობის ნაწილში;

ბ) დარღვეულია ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის მოთხოვნები და ვადები;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;

დ) ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო პირობა.

5. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულების მხარეს (კვალიფიციურ საწარმოს) არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად და იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს ხელშეკრულების რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი.

6. ნებისმიერი ცვლილებების განხორციელება ხელშეკრულებაში სარეგისტრაციოდ საჭიროებს იმავე პროცედურებს, რასაც ხელშეკრულების რეგისტრაცია.

7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ხელშეკრულების ან ხელშეკრულების ცვლილების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ხელშეკრულების ან ხელშეკრულების ცვლილების ასლი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №1-1/121 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.

 

მუხლი 92. ელექტროენერგიის იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულების ან რეგისტრაციის შეწყვეტა

1. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.

2. ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ იწვევს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.

3. ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე ხელშეკრულების მხარის (კვალიფიციური საწარმოს) მიმართვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, აცნობოს ხელშეკრულების მხარეს (კვალიფიციურ საწარმოს) მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განცხადების შეტანის დღიდან 25 კალენდარულ დღეს.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს ხელშეკრულების რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების არც ერთი მხარე ან/და ხელშეკრულება აღარ აკმაყოფილებს ამ წესების მე-91 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს (კვალიფიციურ საწარმოს)ა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე არც ერთი მხარე აღარ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №1-1/121 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.

 

მუხლი 10. პირდაპირი ხელშეკრულების ან რეგისტრაციის შეწყვეტა

1.  პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი (გარდა ამ წესების 91 მუხლის საფუძველზე რეგისტრირებული ხელშეკრულებისა) სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.

2. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იწვევს პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.

3. (ამოღებულია).

4. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე ხელშეკრულების მხარეების ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, აცნობოს მხარეებს მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განცხადების შეტანის დღიდან 25 კალენდარულ დღეს.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი ან ორივე მხარე ან/ და ხელშეკრულება აღარ აკმაყოფილებს ამ წესების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტით და 41 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტა იწვევს პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.

6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს პირდაპირი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს და რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მეორე პირს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების მონაწილე მხარე აღარ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში, წერილობითი ინფორმაცია ასევე ეგზავნება რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მეორე პირს.

7. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის პირდაპირ ხელშეკრულებაზე მითითება, შესაბამის შემთხვევებში, ასევე გულისხმობს მითითებას პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ სახელშეკრულებო განაცხადზე.

8. 91 მუხლის საფუძველზე რეგისტრირებული ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტა ხორციელდება ამ წესების 92 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 – სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №1-1/121 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.

     მუხლი 101. საპროექტო კომპანიის პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაციის სპეციალური წესები

1. საპროექტო კომპანიის მიერ დადებული პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე, პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე, ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე), ასევე ამ წესების 141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების დარეზერვებაზე სავალდებულოა წინარე რეგისტრაციისთვის ერთდროულად წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში. ამ წესების 141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების დარეზერვებაზე, ასეთის ცალკე გაფორმების შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრირდება განმასხვავებელი ნუმერაციის გამოყენებით. ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაციის შემდეგ. ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია ძალაში ვერ შევა, მხოლოდ ერთ-ერთი უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირების შემთხვევაში.

2. წინარე რეგისტრაციისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარედგინოს რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე წერილი და შემდეგი დოკუმენტები:

ა) ყველა მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სახელშეკრულებო განაცხადის სამ-სამი დედანი და შესაბამისი ხელშეკრულების ყველა გვერდსა (გარდა ექსპორტის ხელშეკრულებისა) და დანართზე ხელმოწერილი თითო-თითო დედანი;

ბ) განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატთან გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარების მომსახურებაზე.

3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი უარს აცხადებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციაზე, თუ:

ა) დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები;

ბ) სარეგისტრაციო განაცხადში ან/და შესაბამის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი პირობა, მათ შორის ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობები და ვადები;

გ) სახელშეკრულებო განაცხადში მითითებული მონაცემები და პირობები ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებსა და პირობებს;

დ) არ არის განხორციელებული ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურებაზე შესაბამისი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია.

4. ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაციის შემდეგ. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციისთვის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულების ყველა მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე თანხმობის ან უარის შესახებ, ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია ჩაითვლება შესრულებულად და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს ასეთი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი. წინარე რეგისტრაციის დროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია დამატებით განუსაზღვროს საპროექტო კომპანიას შესატყვისი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის შეძენის პირობები, მათ შორის ნოტარიალურად დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმანის წარმოდგენის პირობა, თუ ხელშეკრულება უცხოენოვანია.

5. ნებისმიერი ცვლილება ამ მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში წინარე რეგისტრაციის მიზნებისთვის საჭიროებს იგივე პროცედურებს, რასაც საკუთრივ ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.

7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი შეწყვეტს ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციას თუ ხელშეკრულების მხარე – საპროექტო კომპანია აღარ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან/ და თუ საქართველოში შესაბამისი ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაზე დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან შეწყვეტს მოქმედებას.

8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში, წერილობითი ინფორმაცია ასევე ეგზავნება ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მეორე პირს.

9. წინარე რეგისტრაციის მქონე ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და ამოქმედებისთვის საჭირო ყველა პირობის დაკმაყოფილების შემდეგ საპროექტო კომპანია ამის თაობაზე სათანადო შეტყობინებას დამადასტურებელი საბუთებით წარუდგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სათანადოდ შევსებულ შესაბამის სახელშეკრულებო განაცხადთან ერთად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ამოწმებს საპროექტო კომპანიის შეტყობინებას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და ამოქმედებისთვის ყველა პირობის დაკმაყოფილების მდგომარეობას (მათ შორის ამ წესების მე-9 მუხლის იმ მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც არ მოდიან წინააღმდეგობაში ამ მუხლის პირობებთან), რის შედეგადაც 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციისთვის პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ბ) ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის მისანიჭებლად შესასრულებელი პირობების გამოვლენის შესახებ.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში საპროექტო კომპანია უფლებამოსილია ხელახლა მიმართოს შეტყობინებით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი შესასრულებელი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ.

11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულნი არიან, წინარე რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ერთმანეთს რეესტრი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის შესახებ.

12. ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის შეწყვეტა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იწვევს წინარე რეგისტრაციის შეწყვეტას.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი 2013 წლის 1 მაისის ბრძანება №83 – ვებგვერდი, 02.05.2013წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №1-1/121 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.

    მუხლი 11. ინფორმაციის საჯაროობა

1. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას.

2. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულნი არიან ამ წესებით მიჩნეული ღია ინფორმაცია განათავსონ (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებ გვერდზე) ; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.

3. ამ წესების შესაბამისად ღია ინფორმაციად მიიჩნევა შემდეგი:

ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობები – ელექტროენერგიის ფასის მითითებით;

ბ) საანგარიშო პერიოდში გადამცემ ქსელში ფაქტიური დანაკარგები (ძაბვის საფეხურების მითითებით);

გ) შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობებისა და ფასების შესახებ;

დ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებისა და გამყიდველის მხრიდან შემოთავაზებული ფასის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) .

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებ გვერდზე) განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ზედა დონის ესკაა სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დადასტურებულად თავსებადი მრიცხველების ჩამონათვალი, მრიცხველების ტიპის/მოდიფიკაციის მითითებით;

ბ) მონაცემები კვალიფიციური საწარმოების საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღრიცხვის კვანძების ზედა დონის ესკაა სისტემასთან ჩართულობის შესახებ. მონაცემები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კვალიფიციური საწარმოების აღრიცხვის კვანძების საერთო რაოდენობის, ზედა დონის ესკაა სისტემასთან თავსებადი, მასში ჩართული და ასევე ზედა დონის ესკაა სისტემასთან არათავსებადი აღრიცხვის კვანძების რაოდენობების შესახებ.

5. ავტომატიზებული აღრიცხვის სისტემის მონაცემებზე დაშვება და ხელმისაწვდომობა კვალიფიციური საწარმოსთვის შემოიფარგლება იმ მონაცემებზე დაშვებით, რომლებიც უშუალო კავშირშია მის საქმიანობასთან/ანგარიშსწორებასთან და არ მოიცავს ინფორმაციას სხვა პირების საქმიანობის შესახებ, გარდა ბაზრის ოპერატორისა, რომლის დაშვების ხარისხი და ხელმისაწვდომობა განისაზღვრება კაა სისტემისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებით. დაშვების მიღებისთვის საჭიროა არსებობდეს შესაბამისი ორმხრივი შეთანხმება, ერთი მხრივ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტსა და მეორე მხრივ კვალიფიციურ საწარმოს (გარდა ბაზრის ოპერატორისა) შორის. ავტომატიზებული აღრიცხვის სისტემის მონაცემებზე დაშვება შეზღუდულია ყველა სხვა პირისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ დადებული ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანება №36 – ვებგვერდი, 03.04.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 9 ივნისის ბრძანება №58 – ვებგვერდი, 09.06.2015წ.  

                                                                                    თავი IV

საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა

   მუხლი 12. ამოღებულია

    საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628
   საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 – სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990
   საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №67 – სსმ III, №127, 11.09.2007წ., მუხ.1390
   საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

    მუხლი 13. საბალანსო ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით

1. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება მხოლოდ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით. საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა – გაყიდვა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ხდება როგორც პირდაპირი ხელშეკრულებებით, ისე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით (შემდგომში „სტანდარტული პირობები ”) .

2. როგორც სტანდარტული პირობები, ასევე მასში განხორციელებული ყველა ცვლილება და დამატება, მის ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს ან საჯაროდ გამოქვეყნდეს სისტემის კომერციული ოპერატორის ოფიციალურ ვებგვერდზე.

3. სტანდარტული პირობები უნდა არეგულირებდეს შემდეგ საკითხებს:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვისა და შესყიდვის პირობებს;

ბ) საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის პირობებს;

გ) სისტემის კომერციული ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველებისათვის – საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის უზრუნველყოფის საშუალებებს, მათ შორის, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას;

დ) საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვასა და შესყიდვასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს.

4. სისტემის კომერციული ოპერატორი კვალიფიციური საწარმოებისაგან – ელექტროენერგიის მწარმოებ – ლებისაგან და იმპორტიორებისაგან სტანდარტული პირობებით სავალდებულო წესით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში:

ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოს მიერ სალტეზე მიწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობასა და მის მიერ პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

ბ) იმპორტიორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და მის მიერ იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია).

5. იმ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის მოქმედი კანონმდებლობის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე სავალდებულო წესით არის შესყიდული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ, წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

51. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ მწარმოებელთან (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მწარმოებლებისა) ან იმპორტიორთან  გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

52. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ტრანზიტის დამკვეთ საწარმოსთან ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების 148 მუხლით გათვალისწინებული იმპორტის ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

53. (ამოღებულია – 13.07.2015, №69).

54. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ტრანზიტის დამკვეთ საწარმოსთან ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების 148 მუხლით გათვალისწინებული იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

55. სიმძლავრის აუქციონში შერჩეული მწარმოებლის მიერ მხარდაჭერის პერიოდში გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას;

56. პრემიალური ტარიფის მქონე მწარმოებლის მიერ მხარდაჭერის პერიოდში გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

6. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული ელექტროენერგია (მათ შორის, ავარიულ სიტუაციებში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია) , რომელიც არ იქნა გაყიდული კვალიფიციურ საწარმოსთან გაფორმებული იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

7. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული და ექსპორტირებული, ასევე იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდული იმპორტირებული ელექტროენერგია არ წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

8.   ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-4, მე-5, 51, 52, 54, 55 და 56 პუნქტების საფუძველზე შესყიდული, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე იყიდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.

9. კვალიფიციური საწარმოები – პირდაპირი მომხმარებლები, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი და ექსპორტიორები, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდიან მათ მიერ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას. ამ პუნქტის მიზნებისათვის, პირდაპირ მომხმარებელს, მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში, ასევე წარმოადგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად.

10. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში 23-ე მუხლის 3​1 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ გადამცემ ქსელში დანაკარგების  შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

101. განაწილების ლიცენზიატი გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში 23-ე მუხლის 32 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში 23-ე მუხლის 3​1 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგის შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობასა და აღნიშნული მიზნებისათვის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №88 – სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 – სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №70 ბრძანება – ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის ბრძანება №20 – ვებგვერდი, 04.03.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №69 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №30 – ვებგვერდი, 23.05.2016წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 მაისის ბრძანება №1-1/230 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 21.06.2021 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/65 - ვებგვერდი, 14.02.2024წ. 

    მუხლი 14. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული და გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება

1. სტანდარტული პირობების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიის მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს:

ა) ფიქსირებული ტარიფის მქონე მარეგულირებელი ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან – კომისიის მიერ დადგენილი წარმოების ტარიფით;

ბ) რეგულირებადი ზედა ზღვრული ტარიფის მქონე ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან (გარდა ამ მუხლის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა) კომისიის მიერ შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსათვის დადგენილი წარმოების ტარიფის ზედა ზღვრით;

გ) თბოელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან (რომელიც არ არის განსაზღვრული შესაბამის პერიოდში გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ საქართველოს მთავრობის მიერ) – კომისიის მიერ დადგენილი წარმოების ტარიფის ზედა ზღვრით;

დ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, გარდა ამ პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა – გარანტირებულის სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრით;

ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ტესტირების დროს გამომუშავებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიაზე – შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული (გარდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა), 11, 12, 14 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრისა.

ვ) დერეგულირებული მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან – ამ წესების 361   მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ზ) იმპორტიორთან (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა):

ზ.ა.) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – სტანდარტული პირობების, ასევე ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე მაღალი ტარიფით (ფასით), მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი იმპორტისათვის კომისიის მიერ დადგენილი იმპორტის ტარიფის ზედა ზღვრისა;

ზ.ბ.) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი;

თ) ახლად აშენებული ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან  – ამ წესების 362 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ი) ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოსთან – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი;

კ)  დერეგულირებული ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, გარდა ამ მუხლის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა:

კ.ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – 2010 წლის შემდეგ აშენებული იმ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე განესაზღვრა ყველაზე მაღალი ტარიფი. ანგარიშსწორების განხორციელებისას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი არ გაითვალისწინებს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს იმ საანგარიშო პერიოდის ტარიფს, რომელშიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ჩაუტარდა ტესტირება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე რომელიმე საანგარიშო პერიოდში არ არის განსაზღვრული ამ მუხლის პირველი პუნქტის კ.ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე წინა საანგარიშო პერიოდში განსაზღვრული ამ მუხლის პირველი პუნქტის კ.ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე მაღალი ტარიფით. წინა საანგარიშო პერიოდში არ იგულისხმება 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდი.

კ.ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი.

11. ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 და მე- 51  პუნქტებით გათვალისწინებულ ელექტროენერგიას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი შეისყიდის შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით.

12. ამ წესების მე-13 მუხლის მე- 52  პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს შესაბამისი იმპორტისთვის კომისიის მიერ დადგენილი იმპორტის ტარიფის ზედა ზღვრით.

13. (ამოღებულია – 13.07.2015, №69).

14. ამ წესების მე-13 მუხლის 54 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს ამ წესების 149 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფასით.

2. ამ მუხლის 12  პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის გარდა, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია (მათ შორის, ავარიულ სიტუაციებში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია) , რომელიც არ არის გაყიდული კვალიფიციურ საწარმოსთან გაფორმებული იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს შესაბამისი იმპორტისათვის კომისიის მიერ დადგენილი იმპორტის ტარიფის ზედა ზღვრით.

21. ამ წესების მე-13 მუხლის 55 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მწარმოებელთან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი, 11, 12, 14 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის 22, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“;

22. ამ წესების მე-13 მუხლის 56 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მწარმოებელთან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი, 11, 12, 14 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის 21, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.

3.  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9, მე-10, 101 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი, 11 , 12, 14, 21 და 22 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.

31. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9, მე-10, 101 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების შედეგად (ელექტროენერგიის იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებით გაყიდული ელექტროენერგიის გარდა) წარმოქმნილი საკურსო სხვაობის შემოსავალს ან/და ხარჯს, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც მოხდა სხვაობის ფაქტობრივად აღიარება.

32. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9, მე-10, 101 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს საკომპენსაციო თანხას, რომელიც განისაზღვრება როგორც შემოთავაზებულ ტარიფსა და ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ ფასს შორის სხვაობის ნამრავლი შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ წესების მე-13 მუხლის 55 პუნქტის საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობაზე.

33. ამ წესების მე-13 მუხლის 55 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მწარმოებელთან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი შესაბამის საანგარიშო პერიოდში ანგარიშსწორებას ახორციელებს ამ მუხლის 21 და 32 პუნქტების საფუძველზე.

34. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9, მე-10, მე-101 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს საკომპენსაციო თანხას, რომელიც განისაზღვრება როგორც ზღვრულ ფასსა და ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ ფასს შორის დადებითი სხვაობის ნამრავლი შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ წესების მე-13 მუხლის 56 პუნქტის საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობაზე.

35. ამ წესების მე-13 მუხლის 56 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მწარმოებელთან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი შესაბამის საანგარიშო პერიოდში ანგარიშსწორებას ახორციელებს ამ მუხლის 22 და 34 პუნქტების საფუძველზე.

4. ექსპორტიორის (ან ექსპორტიორების) მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში შესაბამისი პირი (ან პირები) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან შეისყიდის იმავე საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა არ არის საკმარისი, შევსება ხდება ტარიფის (ფასის) კლების პრინციპით, მომდევნო ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიით.

5. სისტემის კომერციულ ოპერატორს უფლება აქვს განახორციელოს როგორც პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის, ასევე ელექტროენერგიის მწარმოებლებისაგან შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტი.

6. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, შესაბამისი ექსპორტის სახელშეკრულებო ფასის ფარგლებში (ექსპორტთან დაკავშირებული სხვა დანახარჯების გათვალისწინებით), განახორციელოს შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების მიერ გაყიდული ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიისა).

7. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან სისტემის კომერციულ ოპერატორს მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მათ მიერ სტანდარტული პირობებით გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრისათვის საჭირო დოკუმენტაცია მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი საბალანსო ელექტროენერგიის ფასად ამ მუხლის მიზნებისათვის მიიჩნევა რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფი, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №31 – სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება №46 – სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №67 – სსმ III, №127, 11.09.2007წ., მუხ.1390

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №98 – სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №46 – სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1479

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №70 ბრძანება – ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 16 სექტემბრის №190 ბრძანება – ვებგვერდი, 22.09.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის №251 ბრძანება – ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის ბრძანება №20 – ვებგვერდი, 04.03.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №127 – ვებგვერდი, 16.12.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №130 – ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება №8 – ვებგვერდი, 06.02.2015წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №69 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №20 –

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232-81/