„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.08.2006 ბოლო ცვლილება 11.03.2026
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
300.300.000.22.025.009.162
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 31/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (103)

შემდგომი ცვლილებები (96)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №77

2006 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2006 წლის 9 ივნისის №3292-Iს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა.ხეთაგური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილი ს ბრძანება №31 - სსმ III, №58, 26.04.2007წ., მუხ.628

2. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 28 ივნისი ს ბრძანება №46 - სსმ III, №92, 29.06.2007წ., მუხ.990

3. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრი ს ბრძანება №67 - სსმ III, №127, 11.09.2007წ., მუხ.1390

4. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება №88 - სსმ III, №153, 31.10.2007წ., მუხ.1707

5. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება №98 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1644

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2008 წლის 19 დეკ ე მბრის გადაწყვეტილება №1/2/411 - სსმ IV, №62, 23.12.2008 წ., გვ. 1

7. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილი ს ბრძანება №38 - სსმ III, №48, 21.04.2009წ., მუხ.549

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. მოქმედების სფერო

წინამდებარე წესები არეგულირებს:

ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის ფუნქციონირებას და სისტემის კომერციული ოპერატორის საქმიანობას;

ბ) კომერციულ, ფინანსურ და ტექნიკურ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშვება პირდაპირი ხელშეკრულებების ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის, გადაცემის, გატარების, დისპეტჩერიზაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებით;

გ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს;

დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადების, ძალაში შესვლის, მოქმედებისა და შეწყვეტის პირობებს;

ე) ელექტროენერგიის გაყიდვის განსხვავებული პირობების დაწესების მიზნით ელექტროენერგიის გამყიდველთა კატეგორიების განსაზღვრას.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „ელექტროენერგიის აღრიცხვა“ – ელექტროენერგიის აღრიცხვის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სახის გაზომვას აღრიცხვის მოწყობილობის საშუალებით;

ბ) ,,გატარება“ – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებელის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე;

გ) ,,ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება“ – ელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება იმ ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, რომელიც ამ ელექტროსადგურთან ერთად იმყოფება ერთი და იმავე ფიზიკური ან იურიდიული პირის პირდაპირ მფლობელობაში;

დ) ,,პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე“ - ამ წესების თანახმად ორმხრივი ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და, მეორე მხრივ კვალიფიციურ საწარმოს შორის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევაზე, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირობებს;

ე) „ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება“ – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;

ვ) „ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯი“ – ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება, ასევე ელექტროენერგიის დანაკარგები, რომელიც წარმოიქმნება სადგურის ძალოვან და გამზომ ხელსაწყოებში, ტრანსორმატორებსა და ელექტროგადამცემ ხაზებში;

ზ) „ქვესადგურის საკუთარი მოხმარება“ – ქვესადგურის ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;

თ) ,,ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, მოხმარებას ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის რეჟიმში ჩართვის პერიოდში, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსფორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში, აგრეთვე სხვა ტექნიკურ დანაკარგებს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მუშა და უქმი სვლის რეჟიმებში;

ი) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის განაწილების ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გამანაწილებელ, საჰაერო და საკაბელო ქსელში, ძალოვან და გამზომ ტრანსორმატორებში, დენშემზღვუდველ რეაქტორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში;

კ)  ,,ელექტროენერგიის ზენორმატიული დანაკარგი“ – დადებითი სხვაობა გადამცემ ქსელში არსებულ ფაქტობრივ დანაკარგსა და კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის ნორმატიულ (ნორმალურ) დანაკარგს შორის;

ლ) „ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვის სისტემა“ – გამზომი ტრანსფორმატორების, შემაერთებელი სადენების, მრიცხველების, შემკრები, გარდამქმნელი და გადამცემი მოწყობილობების ერთობლიობით შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის რაოდენობის, მისი პარამეტრების აღრიცხვისა და გარკვეულ პერიოდში დამახსოვრებისათვის.

მ) „საბალანსო ელექტროენერგიის ფასი“ – სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც გამოანგარიშდება ამ წესების მე-4 თავის მიხედვით;

ნ) ,,საბითუმო ვაჭრობა“ – ელექტროენერგიის, მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის ან/და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ყიდვა და გაყიდვა ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესებით უფლებამოსილ საწარმოებს შორის;

ო) „საანგარიშო პერიოდი“ – ერთი კალენდარული თვე;

პ) (ამოღებულია);

ჟ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი“ – წარმოების ლიცენზიატი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური;

რ) ,,ავარიული სიტუაცია“ – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა, რომელიც იწვევს ელექტროენერგიის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებას და სისტემის მუშაობის მდგრადობის შენარჩუნებისათვის საჭირო არსებული სასისტემო ავტომატიკის (სიხშირის ავტომატური განტვირთვა, მინიმალური ძაბვის ავტომატიკა, გამყოფი ავტომატიკა და ა.შ.) ამოქმედებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ან მოჰყვება ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივ ან მთლიანად შეწყვეტა;

ს) ,,პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია“ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ჟურნალში ამ წესების შესაბამისად შეტანა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;

ტ) ,,სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი“ – სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი კონკრეტული ელექტროგადამცემი ხაზით (ხაზებით) შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, ექსპორტირებული, იმპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი, რომელშიც აისახება ხაზით (ხაზებით) ცალ-ცალკე გაცემული და მიღებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა და რომელიც დისპეტჩერიზაციის, შესაბამისი ხაზის მფლობელი გადაცემის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ერთობლივად ფორმდება შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ პირთან;

უ) ,,სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტი“ – ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით შესაბამის საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის აღრიცხვის ერთობლივი აქტი, რომელშიც აისახება ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის მოცულობების განაწილება ორ ან მეტ ექსპორტიორს (იმპორტიორს) შორის, თუ ისინი ამ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტს (იმპორტს) ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით. სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აღრიცხვის აქტი ყველა შესაბამისი ექსპორტიორის (იმპორტიორის) მიერ ფორმდება ერთობლივად. ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტის ერთი დედანი შესაბამისი ექსპორტიორების (იმპორტიორების) მიერ აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს;

ფ) პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე – იმპორტირებული ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

ქ) ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე – უცხო ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოში შემოტანის ან საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის, ასევე გაცვლის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

ღ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი – უცხო ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების ნუსხაში (სიაში).

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

თავი II

ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობა

    მუხლი 3. ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოს რეგისტრაცია

1. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება აქვს სისტემის კომერციულ ოპერატორს, წარმოების და განაწილების ლიცენზიატს (ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის შესაბამისი პირი უნდა ახორციელებდეს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე წელიწადში – სექტემბრიდან აგვისტოს ჩათვლით – არანაკლებ 120 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის რეალიზაციას), პირდაპირ მომხმარებელს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, იმპორტიორს და ექსპორტიორს, რომელიც აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესების მოთხოვნებს.

2. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესებით კვალიფიციური საწარმოსათვის დადგენილ მოთხოვნებს, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით უნდა მიმართოს კომერციულ ოპერატორს.

3. კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციისათვის კვალიფიციურმა საწარმომ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დადგენილი ფორმით განცხადება სისტემის კომერციული ოპერატორის სახელზე, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით;

ბ) კომისიის მიერ გაცემული ლიცენზია (შესაბამისი ლიცენზიატისათვის);

გ) სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ;

დ) პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) ელექტრულ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა გაცემული შესაბამისი ქსელის მფლობელი პირის მიერ (არსებობის შემთხვევაში);

ვ) მიერთებისა და აღრიცხვის წერტილების სქემატური აღწერა;

ზ) ელექტროენერგიის წლიური მოხმარების ან გამომუშავების, ან გადაცემის ან განაწილების საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, სიმძლავრის საპროგნოზო გრაფიკი მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვების ჩვენებით;

თ) საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების, მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტი, რომელიც ხელმოწერილია სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი ქსელის მფლობელი პირის წარმომადგენელთა მიერ.

4. კვალიფიციური საწარმო ვალდებულია 10 დღის განმავლობაში კომერციულ ოპერატორს შეატყობინოს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესახებ.

5. კვალიფიციური საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები უნდა იქნეს დამოწმებული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.

6. კვალიფიციური საწარმოს ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საკითხს წყვეტს სისტემის კომერციული ოპერატორი, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი (2) კვირის ვადაში.

7. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს კვალიფიციური საწარმოს განაცხადი ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების მოთხოვნებს.

8. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ორი (2) კვირისა. ამასთან, შეტყობინება განმცხადებლის კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირების შესახებ ასევე უნდა ეცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

8​1. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის კომერციულმა ოპერატორმა ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციაში გაატარა პირი (კვალიფიციური საწარმო), რომელიც არ არის ასახული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიურ ბალანსში, იგი ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გარდა, განმცხადებლის კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირების შესახებ აგრეთვე წერილობით აცნობოს სამინისტროს.

9. (ამოღებულია).

10. (ამოღებულია).

11. (ამოღებულია).

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 4. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმება

1. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) კომისიის მიერ ლიცენზიის გაუქმება;

ბ) სათანადო ორგანოს გადაწყვეტილება კვალიფიციური საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ;

გ) იმ გარემოებების შეცვლა, რაც გახდა კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის საფუძველი;

დ) კვალიფიციური საწარმოს მიერ სექტემბერი-აგვისტოს პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების (განაწილების) ამ წესებით დადგენილი ლიმიტის მიუღწევლობა.

2. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და სამინისტროს. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე წარმოადგენს კვალიფიციური საწარმოსათვის ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძველს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 5. საბითუმო ვაჭრობის ტექნიკური სტანდარტების ზოგადი პრინციპები

1. კვალიფიციური საწარმო, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამონტაჟოს, ააწყოს, გაარემონტოს, მზადყოფნაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მის ხელთ არსებულ საშუალებებს;

ბ) ოპტიმალურ ვადებში მოიყვანოს ძირითადი საშუალებანი საიმედო საექსპლუატაციო მდგომარეობაში;

გ) სისტემის კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია მისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების მიზნით.

2. კვალიფიციური საწარმო და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია დაუქვემდებაროს მის ხელთ არსებული საშუალებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. ამ პირობის დაცვით კვალიფიციური საწარმო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამა თუ იმ საშუალების დატვირთვის მიზანშეწონილობას და ხარისხს; კვალიფიციურ საწარმოს შეუძლია გამოიყვანოს თავისი საშუალებანი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის დაქვემდებარებიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნებადართულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.

3. კვალიფიციური საწარმოები (სისტემის კომერციული ოპერატორის გარდა) ვალდებული არიან ყოველდღიურად მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ინფორმაცია, მიწოდების და მიღების პუნქტებში არსებულ მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული მონაცემების შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 7. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა და პირდაპირი მომხმარებელი

1. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის შესაბამისი პირი უნდა ახორციელებდეს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე წელიწადში (სექტემბრიდან-აგვისტოს ჩათვლით) არანაკლებ 120 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის რეალიზაციას.(ძალადაკარგულია) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2008 წლის 19 დეკ ე მბრის გადაწყვეტილება №1/2/411 - სსმ IV, №62, 23.12.2008 წ., გვ. 1]

2. პირდაპირი მომხმარებელი საკუთარი საჭიროებისათვის უნდა მოიხმარდეს წელიწადში (სექტემბრიდან-აგვისტოს ჩათვლით) არანაკლებ 30 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიას.

2​1. პირდაპირ მომხმარებელს ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის მიზნებისთვის გადაცემის ქსელში წარმოქმნილი დანაკარგების დაფარვის უზრუნველსაყოფად. პირდაპირი მომხმარებლის სახით გადაცემის ლიცენზიატის მიერ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 მუხლის და ამ მუხლის დანარჩენი პუნქტების მოთხოვნები.

3. პირდაპირი მომხმარებლისთვის დადგენილი მოხმარების სიდიდე გამოითვლება ამ მომხმარებლის კუთვნილი ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოხმარების წინა წლის (სექტემბერი-აგვისტო) ფაქტობრივი ან მიწოდების პუნქტებში არსებული ელექტრული ქსელის დადგმული სიმძლავრის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საწარმოს მიწოდების პუნქტებში არსებული ელექტრული ქსელის დადგმული სიმძლავრის დასადგენად იქმნება მუშა ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და ამ საწარმოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ქსელის მფლობელისა და ამ საწარმოს წარმომადგენელთა მონაწილეობით, რაზეც დგება შესაბამისი აქტი.

5. პირდაპირი მომხმარებელი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირდება იმ მიწოდების პუნქტების მიხედვით, საიდანაც მან უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესყიდვა. პირდაპირ მომხმარებელს ეკრძალება აღნიშნული მიწოდების პუნქტებიდან ელექტროენერგიის შესყიდვა, საცალო მოხმარების მიზნებისთვის.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2008 წლის 19 დეკ ე მბრის გადაწყვეტილება №1/2/411 - სსმ IV, №62,  23.12.2008 წ., გვ. 1

თავი III

პირდაპირი ხელშეკრულებები

    მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები

1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის), მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის ან/და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია კვალიფიციურ საწარმოებს შორის, რომელთაც ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში.

2. თუ წარმოების ლიცენზიატი, იმპორტიორი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან/და ექსპორტიორი ერთი და იგივე პირია, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) პირდაპირ ხელშეკრულებას ცვლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების შესახებ განაცხადი, რომელიც განსახორციელებლად საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

    მუხლი 9. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან

1. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების მოქმედების დაწყებამდე არა უგვიანეს 4 სამუშაო დღისა.

2. რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) სარეგისტრაციო განაცხადი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;

ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხელმოწერილი და დამოწმებული სამი დედანი;

გ) ამ წესების მე-6 თავის შესაბამისად განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები – ასეთის გაფორმებისა და არსებობის შემთხვევაში;

დ) განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა ან/და მიღების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატთან გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარების მომსახურებაზე.

3. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.

4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უარი განაცხადოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს, ხოლო ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შემთხვევაში არც ერთი მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს;

ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;

დ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას;

ე) პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მისი მოქმედების დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ზუსტი მოცულობები;

ვ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ არის დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე;

ზ) ელექტროენერგიის ექსპორტზე გაფორმებულ პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ამ წესების 14​5 მუხლის მე-5 პუნქტის პირობა.

5. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინონ მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად მომავალი დღის, თვის, კვარტლისა და წლისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდებისა და მოხმარების განაცხადები ამ წესების შესაბამისად, მათ შორის 31-ე მუხლში მოცემული წესის დაცვით.

6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 4 სამუშაო დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად და იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს ხელშეკრულების რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი.

7. ნებისმიერი ცვლილებების განხორციელება პირდაპირ ხელშეკრულებაში სარეგისტრაციოდ საჭიროებს იგივე პროცედურებს, რასაც პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 10. პირდაპირი ხელშეკრულების ან რეგისტრაციის შეწყვეტა

1. პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.

2. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ იწვევს პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.

3. (ამოღებულია).

4. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე, ხელშეკრულების მხარეების ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, აცნობოს მხარეებს მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განცხადების შეტანის დღიდან 25 კალენდარულ დღეს.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი ან ორივე მხარე ან/და ხელშეკრულება აღარ აკმაყოფილებს ამ წესების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 11. ინფორმაციის საჯაროობა

1. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას.

2. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულნი არიან ამ წესებით მიჩნეული ღია ინფორმაცია განათავსონ (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებ გვერდზე); გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.

3. ამ წესების შესაბამისად ღია ინფორმაციად მიიჩნევა შემდეგი:

ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობები – ელექტროენერგიის ფასის მითითებით;

ბ) საანგარიშო პერიოდში გადამცემ ქსელში ფაქტიური დანაკარგები (ძაბვის საფეხურების მითითებით);

გ) შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობებისა და ფასების შესახებ;

დ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებისა და გამყიდველის მხრიდან შემოთავაზებული ფასის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

                                                                                    თავი IV

საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა

    მუხლი 12. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით

1. სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის მიზნით ფორმდება პირდაპირი ხელშეკრულებები კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოებს შორის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად, კვალიფიციური საწარმოები სისტემის კომერციულ ოპერატორს უგზავნიან დადგენილი ფორმით შევსებულ განაცხადებს საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადი საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვისათვის უნდა იქნეს წარმოდგენილი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებამდე არა უგვიანეს 3 კალენდარული დღით ადრე.

2​1. (ამოღებულია).

3. საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე განაცხადის ტექნიკურად განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია არ ჩართოს ელექტროენერგიის ეს მოცულობა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების გეგმაში, რაზედაც იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომერციულ ოპერატორს, შესაბამისი დასაბუთებით.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების შემდგომ სისტემის კომერციული ოპერატორი ახდენს შემოსული განაცხადების შერჩევას საბალანსო ელექტროენერგიის ვაჭრობაზე დაშვების მიზნით შემდეგი წესით:

ა) კომერციულმა ოპერატორმა გაყიდვის შესახებ განაცხადები უნდა განიხილოს განაცხადებში წარმოდგენილი ფასების ზრდის მიხედვით, ხოლო თანაბარი ფასების შემთხვევაში მათი წარმოდგენის თანამიმდევრობის შესაბამისად;

ბ) კომერციულმა ოპერატორმა ყიდვის შესახებ განაცხადები უნდა განიხილოს მათი წარმოდგენის თანამიმდევრობის შესაბამისად.

5. შერჩეული განაცხადებით სისტემის კომერციული ოპერატორი ადგენს მყიდველთა და გამყიდველთა სიას და შესაბამისი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების გრაფიკს (მოცულობებს), რის შესახებაც ელექტროენერგიის მიწოდებამდე არა უგვიანეს 24 საათით ადრე აცნობებს ვაჭრობის მონაწილეებს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

6. დადებული გარიგებების მიხედვით გამყიდველებს უჩნდებათ ვალდებულება დადგენილი გრაფიკების შესაბამისად მიაწოდონ გაყიდული ელექტროენერგიის შესაბამისი მოცულობები, ხოლო მყიდველებს უჩნდებათ ვალდებულება მოიხმარონ დადგენილი გრაფიკების შესაბამისად შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობები.

7. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 12 დღის ვადაში სისტემის კომერციული ოპერატორი ვაჭრობის მონაწილეებს უგზავნის შეტყობინებებს ჩატარებული ვაჭრობების, დადებული გარიგებების, საბალანსო ელექტროენერგიის ფასის, გაყიდული/შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.

8. ვაჭრობებზე გასაყიდად შემოთავაზებული ელექტროენერგია თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, მათ შორის ორმხრივი ვადიანი სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან.

9. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს კვალიფიციურ საწარმოებს გარიგებების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტიის წარმოდგენა ამ კვალიფიციური საწარმოს მიერ წინა თვეში კომერციული ოპერატორის მეშვეობით შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საფასურის გადახდის 5 დღეზე მეტი ვადით დაგვიანების შემთხვევაში. ამგვარი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ამ კვალიფიციური საწარმოს მიერ წინა თვეში სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ოდენობით.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 11 სექტემბრი ს ბრძანება № 67 - სსმ III, № 127 , 11 . 09 .200 7 წ., მუხ. 1390

    მუხლი 13. პირდაპირი ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით

1. სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობებით შედგენილ პირდაპირ ხელშეკრულებებს საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვასა და გაყიდვაზე. ამ ხელეკრულებების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე-3 თავის მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებები გამოიყენება ელექტროენერგიის იმ მოცულობების მიმართ, რომლებიც არ იქნა შესყიდული და გაყიდული სხვა პირდაპირი ხელშეკრულებების ფარგლებში.

3. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მოიხმარს იმ ელექტროენერგიას, რომელზეც არ არის რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულება, ითვლება პირველ პუნქტში აღნიშნულ პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ.

4. საბალანსო ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მოითხოვოს არგადამხდელი კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა ან შეზღუდვა ამ წესების 25-ე მუხლის შესაბამისად, გარდა ისეთი შემთხვევისა, თუ საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე სისტემის კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. (ამოღებულია).

6. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულება წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ სახელშეკრულებო პირობებს (ტიპიურ სახელშეკრულებო ფორმულარს), რომელსაც სისტემის კომერციული ოპერატორი უდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ კვალიფიციურ საწარმოებს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 14. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის ფასის ფორმირება

1.  საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების (ორმხრივად ხელმოწერილი) ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და იმპორტიორებისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვისას ანგარიშსწორებას ახორციელებს განაცხადში მითითებული ფასით.

2. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და იმპორტიორებისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვისას ანგარიშსწორებას ახორციელებს:

ა) რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე ელექტროსადგურის მფლობელისა (გარდა ამ მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებისა) და იმპორტიორის მიმართ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად;

ბ) რეგულირებადი ზედა ზღვრული ტარიფის მქონე ელექტროსადგურის მფლობელის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებისა):

ბ.ა.) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ზედა ზღვრის შესაბამისად, ხოლო თუ ამ საწარმოს სისტემის კომერციულ ოპერატორთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვაზე და ამ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განაცხადი, რომლებშიც მითითებულია ზღვრულ ტარიფზე დაბალი ფასი – ამ ფასით;

ბ.ბ.) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილია აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.

გ) რეზერვის წყაროს მფლობელის შემთხვევაში სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის ან ტესტირების პირობებში გამოყენებული რეზერვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით (ზედა ზღვრული ტარიფით);

დ) თბოელექტროსადგურის მფლობელის შემთხვევაში, რომელიც არ არის რეზერვის წყარო ან რეზერვის წყაროს შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა) ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით (ზედა ზღვრული ტარიფით);

ე) დერეგულირებული მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელის შემთხვევაში ამ წესების 36​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი ელექტროენერგიის მწარმოებლებზე, განაწილების ლიცენზიატებზე, პირდაპირ მომხმარებლებსა და ექსპორტიორებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტის საფუძველზე შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

4. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია გააფორმოს ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულება (ორმხრივად ხელმოწერილი) საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვაზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული ელექტროენერგია და მისი ფასი არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ფორმირებაში.

5. საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასში მონაწილეობას იღებს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია და მისი ფასი, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია მის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია გაყიდოს უშუალოდ რომელიმე კვალიფიციურ საწარმოზე (საწარმოებზე) ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების (ორმხრივად ხელმოწერილი) საფუძველზე, კომისიის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიისთვის დადგენილი ტარიფით.

6. კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვა უნდა განხორციელდეს:

ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმავე ტარიფით, რა ტარიფითაც მოხდა მისი შესყიდვა, ხოლო შესყიდვის რამდენიმე წყაროს არსებობის შემთხვევაში – გასაშუალოებული შეწონილი ფასით.

ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილია აქვს ყველაზე მცირე ტარიფი.

7. კვალიფიციური საწარმოების მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაყიდვა ხდება იმავე მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, სადაც მოხდა მისი შესყიდვა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 11 სექტემბრი ს ბრძანება № 67 - სსმ III, № 127 , 11 . 09 .200 7 წ., მუხ. 1390

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

თავი IV​1

ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 14 ​1. ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელების ზოგადი პირობები

1. ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ფარგლებში დადგენილი მოცულობებით, პერიოდში და კონკრეტული ქვეყნის მიმართულებით, ხოლო ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადი და საიმედო ფუნქციონირების მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საერთო მოცულობის ფარგლებში მეზობელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ მხოლოდ იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადის საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ერთ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი ხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე შესაბამისი ხელშეკრულების ან/და იმპორტიორის/ექსპორტიორის განაცხადით გათვალისწინებულ მოცულობაზე მეტი, მაშინ აღნიშნული ელექტროენერგიის იმპორტიორად ან ექსპორტიორად ითვლებიან ის პირები, რომლებიც ამ საანგარიშო პერიოდში ახორციელებდნენ იმპორტს ან ექსპორტს კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით (მხოლოდ ექსპორტის/იმპორტის განხორციელების კონკრეტული განაცხადის მოქმედების პერიოდში). ზედმეტად ექსპორტირებული ან იმპორტირებული ელექტროენერგიის განაწილება ხორციელდება 14​6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. ელექტროენერგიის იმპორტიორები და ექსპორტიორები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროენერგიის იმპორტის ან/და ექსპორტის განაცხადები წარუდგინონ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 4 სამუშაო დღით ადრე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ეს წესი არ ვრცელდება ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტზე. ასეთ დროს განაცხადის წარდგენის წესი რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით.

5. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი განაცხადებისა და ქვეყნის შიდა მოხმარებაში ელექტროენერგიის უკმარისობის ან ელექტროენერგიის ქვეყნის შიდა წარმოებაში სიჭარბის არსებობისას, კვალიფიციურ საწარმოს უფლება აქვს ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ხელშეკრულებები (ცვლილებები) და შესაბამისი განაცხადი წარმოადგინოს არა უგვიანეს 1 სამუშაო დღით ადრე, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ისინი ბალანსებით დამტკიცებული მოცულობების ზევით და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გაუთვალისწინებელი მიმართულებით ელექტროენერგიის იმპორტის (ექსპორტის) დაწყებამდე 1 სამუშაო დღით ადრე და ამ წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულებით (გარდა მე-9 მუხლის პირველი პუნქტში მოცემული პირობისა). ელექტროენერგიის უკმარისობის ან სიჭარბის ფაქტს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ პრინციპებზე დაყრდნობით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განსაზღვრავს დამოუკიდებლად და აქვეყნებს ვებ-გვერდზე (www.gse.com.ge). აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს და 10 დღეში წარმოადგინოს კორექტირებული ბალანსი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით.

6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია იმგვარად შეიმუშაოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ენერგოსისტემის მდგრადობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტში მითითებული ხელშეკრულების რეგისტრაცია წარმოშობს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ხელშეკრულების ტექნიკური უზრუნველყოფისა და ხელშეკრულების პირობების ტექნიკურ ნაწილში შესრულების ვალდებულებას კანონმდებლობისა ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ უცხო ქვეყნის ენერგოსისტემის ტექნიკურ შემსრულებელთან დადებული შეთანხმების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით პირდაპირ არ რეგულირდება კონკრეტული საკითხი და არ არსებობს შეთანხმება შესაბამისი მეზობელი ქვეყნის ტექნიკურ შემსრულებელთან, ან ეს შეთანხმებაც პირდაპირ არ არეგულირებს კონკრეტულ საკითხს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელმძღვანელობს მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულებით.

8. გადაცემის შესაბამისი ლიცენზიანტები და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულნი არიან საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გადადინების დროს პრიორიტეტულად უზრუნველყონ ელექტროენერგიის იმპორტისა ან/და ექსპორტის ხელშეკრულებების შესრულება სხვა ტიპის გადადინებებთან მიმართებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეფექტურად იქნეს გამოყენებული ქვეყნის შიდა ენერგორესურსი. ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ქვეყნის შიგნით წარმოებულ ელექტროენერგიას.

9. გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატები უფლებამოსილნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან შეთანხმებით, ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ მათ განკარგულებაში მყოფი გამტარუნარიანობის რეზერვი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის სხვა გადადინების მიზნებისათვის. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, სხვა ტიპის გადადინებებთან დაკავშირებულ მის მიერ გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებებში გაითვალისწინოს და ასახოს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული პრიორიტეტები.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 14 ​2. ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი ავარიულ სიტუაციაში

1. ხელშეკრულებას ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე, რომელიც მიზნად ისახავს ავარიულ სიტუაციაში ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტს (ურთიერთდახმარებას), უპირატესობა ენიჭება ელექტროენერგიის გაცვლასა და სხვა იმპორტ-ექსპორტთან მიმართებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტისა ან ექსპორტის განმხორციელებელი იმპორტიორისა ან ექსპორტიორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტსა ან ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ავარიული სიტუაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ავარიულ სიტუაციებში იმპორტსა და ექსპორტზე ხელშეკრულებების გაფორმების უფლება გააჩნია მხოლოდ სისტემის კომერციულ ოპერატორს. ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმებისას ან მასში ცვლილებების და დამატებების შეტანისას, სისტემის კომერციულმა ოპერატორმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან წინასწარ უნდა შეათანხმოს ხელშეკრულების პირობების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონერგეტიკული სისტემის მდგრადობასთან, უსაფრთხოებასთან და საიმედო ფუნქციონირებასთან (ტექნიკური ნაწილი).

3. ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელი იმპორტიორისა ან ექსპორტიორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტსა ან ექსპორტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას ავარიული სიტუაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელ მოთხოვნებთან შესატყვისობაზე აფასებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ავარიული სიტუაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელი მოთხოვნებისთვის ხელშეკრულების არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის შემთხვევაში, წყვეტს ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში იმპორტის ან ექსპორტის 14​3 და 14​4 მუხლებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულებას, რის ნაცვლად შეასრულებს სისტემის კომერციული ოპერატორის ხელშეკრულებას ავარიულ სიტუაციებში იმპორტსა და ექსპორტზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 14 ​3. ელექტროენერგიის გაცვლა

1. ელექტროენერგიის გაცვლას უპირატესობა ენიჭება 14​4 მუხლით გათვალისწინებულ იმპორტ-ექსპორტთან მიმართებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცვლის შედეგად საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა არ იქნება ექსპორტირებული ელექტროენერგიის 80 პროცენტზე ნაკლები. ელექტროენერგიის გაცვლის ხელშეკრულებას უთანაბრდება კვალიფიციური საწარმოს მიერ ერთდროულად ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულების წარმოდგენა.

2. ელექტროენერგიის გაცვლაზე არ ვრცელდება ამ წესების 14 ​4 მუხლით გათვალისწინებული განაცხადების შერჩევის პროცედურა. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული ელექტროენერგიის გაცვლის რამდენიმე ხელშეკრულება, მაშინ უპირატესობა ენიჭება ელექტროენერგიის გაცვლას (იმპორტსა და ექსპორტს), რომელსაც გააჩნია საქართველოდან ექსპორტირებული და საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებებს შორის თანაფარდობის უფრო მაღალი კოეფიციენტი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 14 ​4. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სხვა იმპორტი და ექსპორტი

1. ამ წესების 14​2 და 14​3 მუხლებით გათვალისწინებულის გარდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს:

ა) ელექტროენერგიის იმპორტისას, იმპორტირებული ელექტროენერგიის ყველაზე დაბალ ფასს;

ბ) ელექტროენერგიის ექსპორტისას, საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ყველაზე მაღალ ფასს, იმ პირობით, რომ ამ ელექტროენერგიის მწარმოებლის კუთვნილი ელექტროსადგურის გამომუშავება ექსპორტის განხორციელების პერიოდში გათვალისწინებულია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში.

2. ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ ერთი და იმავე ფასის დაფიქსირების შემთხვევაში მხარეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ხდება კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული გამტარუნარიანობის პრეტენდენტებზე თანაბარი განაწილების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პრეტენდენტის მიერ განაცხადში დაფიქსირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია თანაბარი განაწილების შედეგად მოცემული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა თანაბრად გადაუნაწილდებათ დანარჩენ პრეტენდენტებს.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 2 სამუშაო დღით ადრე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 14 ​5. ელექტროენერგიის იმპორტიორები და ექსპორტიორები

 1. იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება შეუძლია იმ კვალიფიციურ საწარმოს, რომელსაც გააჩნია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დადგენილი წესით რეგისტრირებული ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტებში, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში – მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ხელშეკრულებები.

2. სისტემის კომერციული ოპერატორის შემთხვევაში ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ხელშეკრულებად ასევე მიიჩნევა პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები.

3. იმპორტსა და ექსპორტზე დადებულ ხელშეკრულებებზე ვრცელდება ამ წესების მე-3 თავში პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაციის, რეგისტრაციის და ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დადგენილი მოთხოვნა და პროცედურა იმ მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია ამ თავში.

4. თუ იმპორტსა და ექსპორტზე დადებული ხელშეკრულება ან ცვლილება არ ეხება ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებას, დასრულებას, რაოდენობას, ვადას, პირობებს (გარდა ელექტროენერგიის ფასის, საფასურის გადახდის, დავების განხილვის პირობებისა, აგრეთვე ხელშეკრულების რეკვიზიტების ცვლილებისა) და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხოლო 14​4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაცხადით გათვალისწინებული საიმპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ფასის გაზრდას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან მათი სარეგისტრაციოდ წარდგენა უნდა მოხდეს ხელშეკრულების ან მასში ცვლილების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში.

5. პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებისა) უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულებაში განსაზღვრული ელექტროენერგიის მოცულობის ექსპორტიორის მიერ სრულად ანაზღაურების ვალდებულებას იმ შემთხვევაშიც, თუ მწარმოებელმა ვერ გამოიმუშავა ელექტროენრგია. ექსპორტიორი თავისუფლდება ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებისგან, თუ ელექტროენერგიის გამომუშავება ვერ მოხდა მწარმოებლის ან დისპეტჩერიზაციისა ან გადაცემის ლიცენზიატის ბრალით, აგრეთვე ავარიული და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის გამო.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 14 ​6. ელექტროენერგიის იმპორტიორებისა და ექსპორტიორების უფლებამოსილებანი და შესაბამისი ელექტროენერგიის აღრიცხვა -ანგარიშსწორება

1. იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ამ წესების შესაბამისად. ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, იმპორტირებული, ექსპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი დისპეტჩერიზაციის, შესაბამისი ხაზის მფლობელი გადაცემის ლიცენზიატებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ერთობლივად ფორმდება შესაბამისი უცხო ქვეყნის ტექნიკურ ოპერატორთან.

2. თუ ორი ან მეტი იმპორტიორი (ექსპორტიორი) ერთ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტს (ექსპორტს) ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით, დგება კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტი, რომელშიც აისახება ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის მოცულობების განაწილება თითოეულ მონაწილე იმპორტიორს (ექსპორტიორს) შორის. სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტი ყველა შესაბამისი იმპორტიორის (ექსპორტიორის) მიერ ფორმდება ერთობლივად. იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტის თითო დედანი შესაბამისი იმპორტიორების (ექსპორტიორების) მიერ უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის რაოდენობებს ანაწილებს ამ პუნქტში აღნიშნულ იმპორტიორებზე (ექსპორტიორებზე) 14​1 მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებულ განაცხადებში მოცემული რაოდენობების პროპორციულად.

 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 14 ​7. ელექტროენერგიის იმპორტსა ან ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ (გადადინებულ) ელექტროენერგიის დეკლარირებაზე ვალდებული პირი

1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ელექტროენერგიის გადაადგილების (გადადინების) დროს საანგარიშო პერიოდში არ არსებობს (არ მოქმედებს) ხელშეკრულება შესაბამისი სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის გამოყენებით ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და იმპორტზე და იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირების ვალდებულება ეკისრება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის ან სინქრონიზაციის რეჟიმში ჩართვის პერიოდში საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის დეკლარირების ვალდებულება ეკისრება ამ ხაზის მფლობელ გადაცემის ლიცენზიატს. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის ან სინქრონიზაციის რეჟიმში ჩართვა ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მხოლოდ ამ ხაზის მფლობელი გადაცემის ლიცენზიატის თანხმობის შემთხვევაში.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

თავი V

სისტემის კომერციული ოპერატორი

    მუხლი 15. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები

1. სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას. მისი ფუნქციები და უფლებამოსილების სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მისი წესდებითა და წინამდებარე წესებით.

2. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციებია:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით). ამ მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს:

ა.ა) საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებას კვალიფიციურ საწარმოებთან და სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი პირდაპირ ხელშეკრულებების დარეგისტრირებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან;

ა.ბ) საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრას ხელშეკრულებებში მოცემული და გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ფაქტობრივი რაოდენობების შედარების გზით;

ა.გ) ამ წესების შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიის ფასების გაანგარიშებას;

ა.დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდულ და გაყიდულ საბალანსო ელექტროენერგიაზე კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორებას;

ა.ე) ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტზე (გაცვლა) უცხო ქვეყნის შესაბამის სუბიექტებთან საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას. ამ მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია იმპორტრებული და/ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგია გაყიდოს და/ან შეისყიდოს როგორც პირდაპირი ხელშეკრულებებით, აგრეთვე საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისათვის ამ წესებით დადგენილი სხვა ფორმით (პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით);

ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად. მათ შორის, და არა მხოლოდ:

ბ.ა. სისტემაში ყველაზე იაფი და ეფექტური აუთვისებელი სიმძლავრეების გამოვლენა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

ბ.ბ. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ყიდვა-გაყიდვაზე გარანტირებული რეზერვის წყაროებთან და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებთან ამ წესებით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმება და/ან რეგისტრაცია;

ბ.გ. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის გამოყენების მონიტორინგი;

ბ.დ. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის დარიცხვა და კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორება.

გ) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება. მათ შორის და არა მხოლოდ:

გ.ა) აღრიცხვის წერტილების ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;

გ.ბ) საანაგარიშო პერიოდების მიხედვით მრიცხველების ჩვენებების ერთიანი ბაზის შექმნა;

გ.გ) ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების, ქვესადგურების, მომხმარებელთა შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მოგროვება და სისტემატიზაცია.

დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და კვალიფიციური საწარმოების მიერ მიწოდებული, შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე, ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ან/და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობების (მოცულობების) განსაზღვრა და საბოლოო ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა, აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთობლივად ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზის (ხაზების) მიმართულებით შესატყვისი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, ექსპორტირებული, იმპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი სააღრიცხვო აქტის შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სამართალსუბიექტთან გაფორმება;

ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საქართველოს მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებების წინასწარი შეთანხმება და მისი სათანადოდ შესრულების მიზნით მონიტორინგი და კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

ვ) საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება;

ზ) გადაცემის ქსელში ზენორმატიული დანაკარგის შემთხვევაში, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვროს შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ ზენორმატიული დანაკარგის შედეგად შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობა და ღირებულება.

3.  საქმიანობის გამჭვირვალობისა და მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამ მიზნით:

ა) ყველასათვის ხელმისაწდომ ადგილზე აქვეყნებს ინფორმაციას:

ა.ა) ყოველ მომდევნო საანგარიშო პერიოდში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობების თაობაზე;

ა.ბ) ყოველ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობებისა და ფასების (ტარიფების) მითითებით;

ა.გ) ყოველ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე გაყიდული და შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობებისა და საშუალო შეწონილი ტარიფების მითითებით;

ა.დ) გადაცემის ქსელში ფაქტობრივი დანაკარგების ოდენობაზე;

ა.ე) ყოველ საანგარიშო პერიოდში, როგორც პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, ასევე ამ წესებით გათვალისწინებული სხვა ფორმით განხორციელებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ყიდვა- გაყიდვის თაობაზე, გარანტირებული რეზერვის წყაროების, უზრუნვლყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობისა და ჩამოყალიბებული ტარიფების მითითებით.

ბ) ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში კომისიას უგზავნის ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე ფაქტიურად ჩამოყალიბებული ტარიფების შესახებ ყოველთვიურ ინფორმაციას.

4. სისტემის კომერციულ ოპერატორს უფლება აქვს გააფორმოს განზრახულობათა მემორანდუმი ,,ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით“ იმ მშენებარე ან რეკონსტრუქციაში მყოფ ელექტროსადგურებთან. აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესასყიდი სავარაუდო ღირებულება, მემორანდუმის ხელმოწერამდე, საჭიროებს კომისიასთან წინასწარ შეთანხმებას; ამასთან, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დერეგულირების შემდეგ პერიოდში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება (დაბალი და მაღალი ზღვარი სეზონურობის გათვალისწინებით).

5. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იმ ახლად აშენებულ ელექტროსადგურთან (წარმოების ლიცენზიატი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური), რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულება შესრულებისათვის საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში, მათ შორის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციას.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

    მუხლი 16. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება

1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება სავალდებულოა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კვალიფიციური საწარმოებისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება კვალიფიციური საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მწარმოებლების მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული), განაწილების ლიცენზიატების მიერ შესყიდული და გატარებული, პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდული, იმპორტიორების მიერ იმპორტირებული, ექსპორტიორების მიერ საექსპორტოდ შესყიდული ან საექსპორტოდ წარმოებული (სალტეზე გაცემული), ასევე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის და კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სრული მოცულობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.

2. აღნიშნული მომსახურების გადახდა კვალიფიციური საწარმოს მიერ ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საქმიანობებზე ცალ-ცალკე.

3. (ამოღებულია).

4. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან ყოველი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 25 რიცხვისა აანაზღაურონ მათზე დარიცხული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულება.

5. სისტემის კომერციული ოპერატორის მოთხოვნისთანავე კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინონ სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოონ წინასწარი გადახდა.

6. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მომსახურების ღირებულების არგადამხდელი ან გადახდის ვადების დამრღვევი კვალიფიციური საწარმოების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული ზომები.

7. კვალიფიციური საწარმოების მიერ მომსახურების ღირებულების არგადახდა ან გადახდის ვადის სისტემატური დარღვევა წარმოადგენს მათთვის (ასევე მათი მომხმარებლებისათვის) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან შეზღუდვის საფუძველს, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი. ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა უნდა განხორციელდეს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ ურთიერთობაში მონაწილე პირების 3 სამუშაო დღით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ (განაწილების ლიცენზიატის მომხმარებლების გარდა).

8. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების ან საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის შეწყვეტა არ ათავისუფლებს მას ელექტროენერგიის მიწოდების ან საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის შეწყვეტამდე კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების გადახდისაგან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

თავი V​I

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

    მუხლი 16​1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ძირითადი ვალდებულებები, ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, უსაფრთხოება და საიმედო ფუნქციონირება, ასევე დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ისე, რომ შესრულდეს მათ მიერ დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები;

 ბ) პირდაპირი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაამუშაოს რეჟიმები, ხელი შეუწყოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ადმინისტრაციული ბერკეტები, მათ შორის სათანადო ოპერატიული სადისპეტჩერო მითითებებისა და ოქმების შედგენით;

გ) კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნის ან/და თავის შეხედულებისამებრ, ელექტროენერგეტიკული სისტემის საჭიროების მიხედვით (მდგრადობის და სტაბილურობის მიზნით) და ამ წესების პირობების დაცვით, დატვირთოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული აუთვისებელი სიმძლავრე მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად ისე, რომ ამ დატვირთვამ არ გამოიწვიოს წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების პირობების დარღვევა;

დ) დროის ნებისმიერ მონაკვეთში ხელმისაწვდომი გახადოს სისტემის კომერციული ოპერატორისთვის ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა მთელი დღის განმავლობაში, ასევე ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმაში;

ე) მის მიერ განხორციელებული გაუფრთხილებელი შეზღუდვები, რომელიც განპირობებულ იქნა ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის, დააფიქსიროს ცენტრალური სადისპეტჩეროს ოპერატიულ ჟურნალში;

ვ) სისტემის კომერციულ ოპერატორს, ამ წესების შესაბამისად, მიაწოდოს დამუშავებული ინფორმაცია, პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებული და ფაქტობრივად გაყიდული (შესრულებული) ელექტროენერგიის რაოდენობაზე (მათ შორის ამ წესების 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციაც) შემდეგი წესით:

ვ.ა) ყოველდღიურად მიაწოდოს ყველა იმ მითითებისა და ინსტრუქციის ჩანაწერი, რომელიც მან გასცა წინა დღის განმავლობაში ყველა იმ ცვლილების აღნიშვნით, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ (შეთანხმებულ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ან/და მიწოდების გრაფიკებში; დღის განმავლობაში წარმოებული, გადაცემული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესახებ ინფორმაცია (მათ შორის გამოუყენებელი და გამოყენებული რეზერვის ან/და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესახებ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით; პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია _ ამა თუ იმ ხელშეკრულებაში მოცემული გრაფიკების დარღვევის ან დაცვის აღნიშვნით;

ვ.ბ) ყოველი თვის დამთავრებიდან ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით მიაწოდოს საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებისა და მიღების პუნქტებში მიწოდებული ან გაცემული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მის ხელთ არსებული ფაქტობრივი მონაცემები; საანგარიშო თვის განმავლობაში შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატის ქსელში დაფიქსირებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგების ოდენობა; მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკებში ასახული და მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული (მიწოდებული ან/და მოხმარებული) ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაცია (ცდომილებების მითითებით). ასევე პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია;

ზ) ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამინისტროს გაუგზავნოს მთლიანად ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ცალკეული კვალიფიციური საწარმოების მიერ გამომუშავებული, მიღებისა და მიწოდების პუნქტებში გაცემული და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი ბალანსი, გადაცემის ქსელში დანაკარგების ჩვენებით;

თ) ამ წესების დაცვით დაარეგისტრიროს პირდაპირი ხელშეკრულებები და გააუქმოს ან შეაჩეროს მათი რეგისტრაცია განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით;

ი) გამოავლინოს სისტემაში ყველაზე ეფექტური გარანტირებული სიმძლავრეების წყაროები და კვალიფიციურ საწარმოებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. აგრეთვე განახორციელოს კონტროლი ამ წესების დაცვით კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული სიმძლავრეების გამოყენების შესახებ;

კ) ხელმისაწვდომი გახადოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესყიდული და თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ (კვალიფიციური საწარმოებისა და სიმძლავრეების მითითებით);

ლ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა, დადგენილი წესით განაცხადოს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ და აუთვისებელ სიმძლავრეზე (მათ შორის, სიმძლავრის სასისტემო რეზერვზე შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით), ასევე გამოაცხადოს დატვირთვის რეზერვის გამოყენებაზე შესაბამისი განკარგულება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება ასევე განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე;

მ) წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ შეამციროს კვალიფიციური საწარმოსთვის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სიმძლავრე, გარდა სასისტემო ავარიული სიტუაციის, ფორსმაჟორის, ამ წესების ან პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა;

ნ) ამ წესების შესაბამისად, შეასრულოს კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან განახლების შესახებ.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების დაბალანსება;

ბ) დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას იმგვარად, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;

გ) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა და საიმედო ფუნქციონირება;

დ) მომსახურების სათანადოდ განხორციელების მიზნით, განახორციელოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტი, ექსპორტი ან/და ჩაერთოს მეზობელი ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული პრინციპებისა და პროცედურების დაცვით;

ე) განსაზღვროს შესაბამისი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაცემის ქსელში არსებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგები.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებები:

ა) გამოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია კვალიფიციური საწარმოების ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების მდგომარეობისა და მზადყოფნის ხარისხის შესახებ;

ბ) თავისი შეხედულებისამებრ დაუბრკოლებლად განახორციელოს საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება;

გ) მისი მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის, არასრული გადახდის ან/და გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამ წესების შესაბამისად შეწყვიტოს ან შეზღუდოს კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება;

დ) ელექტროენერგიის დამტკიცებული ლიმიტის (შეთანხმებული დღეღამური გრაფიკები) კვალიფიციური საწარმოს მხრიდან გადაჭარბების შემთხვევაში, მოითხოვოს მოხმარების (სიმძლავრეების) შემცირება, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იმოქმედოს წინამდებარე წესების თანახმად;

ე) გასცეს სათანადო სადისპეტჩერო მითითებები, რათა უზრუნველყოს კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება შეთანხმებული გრაფიკითა და მოცულობით;

ვ) მოითხოვოს კვალიფიციური საწარმოსაგან, ამ წესების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრული ანაზღაურების მიზნით, კვალიფიციური საწარმოს მიერ კომერციული ბანკის საბანკო გარანტიის წარმოდგენა.

ზ) ავარიის შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მართვისა და მდგრადობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად კვალიფიციური საწარმოებისათვის პირდაპირი ხელშეკრულებებით (ბალანსებით დადგენილი) მისაწოდებელი ელექტროენერგია შეზღუდოს გაუფრთხილებლად;

თ) ქვეყანაში ელექტროენერგიის და სიმძლავრის დეფიციტის დროს ან/და ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეზღუდვების გრაფიკის შემოღებისას, კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგია მიაწოდოს ურთიერთშეთანხმებული დამატებითი გრაფიკით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის კორექტირებასთან შესაბამისობაში, ხოლო ურთიერთშეთანხმებული დამატებითი გრაფიკის არარსებობის შემთხვევაში იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მომსახურების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ამ წესებით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ მუხლში მოცემული პრინციპების უპირატესი შესრულება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

თავი VI

                                                                 სიმძლავრის სასისტემო რეზერვი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

    მუხლი 17. ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსება და დაუტვირთავი სიმძლავრე

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და ელექტროენერგიის ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსება შეიძლება განხორციელდეს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული შემდეგი დაუტვირთავი სიმძლავრეების (რეჟიმების) გამოყენებით:

ა) დატვირთვის რეზერვი – სისტემაში არსებული აუთვისებელი სიმძლავრე, რომლის რეალიზაციის დრო შეადგენს არა უმეტეს 60 წამისა, ასევე სიმძლავრის სასისტემო რეზერვი (ამ დატვირთვით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ 1 საათის განმავლობაში);

ბ) სიმძლავრის სასისტემო რეზერვი – გარანტირებული რეზერვის წყაროს მზადყოფნის რეჟიმი, რომლის სრული მოცულობით რეალიზაციის დრო შეადგენს არა უმეტეს 25 წუთისა და დატვირთვას ინარჩუნებს არანაკლებ 1 საათისა;

გ) ცივი რეზერვი – გარანტირებული რეზერვის წყაროს მზადყოფნის რეჟიმი, რომლის სრული მოცულობით რეალიზაციის დრო შეადგენს 1 საათიდან 12 საათამდე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

    მუხლი 18. დაუტვირთავი სიმძლავრე და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის გამოყენება

1. დატვირთვის რეზერვი, სიმძლავრის სასისტემო რეზერვი და ცივი რეზერვი იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და ელექტროენერგიის სათანადო ტექნიკური პარამეტრების შესანარჩუნებლად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დატვირთვის რეზერვის გამოყენებაზე და გასცეს შესაბამისი განკარგულება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული გამოუყენებელი სიმძლავრის დატვირთვის თაობაზე დატვირთვის შენარჩუნებით, არაუმეტეს 1 საათისა. აღნიშნული განკარგულება რეგისტრირდება ოპერატიულ ჟურნალში და დადგენილი წესით უნდა ეცნობოს სისტემის კომერციულ ოპერატორს და გამოცხადდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

3. პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკებისა და პარამეტრების შესრულების მიზნით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დატვირთვის რეზერვის გამოყენების შედეგად გამოყენებული სიმძლავრე დატვირთვიდან ერთი საათის განმავლობაში ჩაანაცვლოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვით ან ცივი რეზერვით.

4. მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული პირობების დაცვით გადაწყვეტილებას გამოყენებული სიმძლავრის სხვა წყაროებით ჩანაცვლებისა და დატვირთვის შესახებ იღებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად.

5. ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის დაცვით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია 1 საათზე მეტი დროით დატვირთოს ელექტროენერგიის ის მწარმოებელი კვალიფიციური საწარმო, რომელსაც წინასწარ განსაზღვრულ ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკებში მოცემული სიმძლავრეები არ აქვს ათვისებული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში და ამ მწარმოებლის დატვირთვა არ გამოიწვევს წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების პირობების დარღვევას. ამ პუნქტში მოცემული პირობა არ ათავისუფლებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.

6. ცივი რეზერვის მზადყოფნის რეჟიმში გარანტირებული რეზერვის წყარო ვალდებულია, მიაწოდოს ელექტროენერგეტიკულ სისტემას მოთხოვნილი სიმძლავრე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებიდან შესაბამისი აგრეგატის ტექნიკურ პარამეტრებზე გაშვების პერიოდში, რაც არ უნდა აღემატებოდეს განკარგულებიდან 12 საათს. მზადყოფნის რეჟიმში ყოფნისას, შესაბამისი გარანტირებული რეზერვის წყაროს მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიუწოდებლობა შესაბამისი აგრეგატის ტექნიკური პარამეტრებზე გაშვების ვადაში, განიხილება როგორც წარმოების საშუალების მზადყოფნის რეჟიმიდან თვითნებური გაყვანა. ასეთ შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები და აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობოს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

    მუხლი 19. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა

1. ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ელექტროენერგიის მიმღები (მომხმარებელი) კვალიფიციური საწარმო (გარდა ავარიული შემთხვევებისთვის უცხო ქვეყნის შესაბამის უფლებამოსილ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროენერგიის ექსპორტისა, აგრეთვე ამ წესების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის დროს გადაცემის ქსელში წარმოქმნილი დანაკარგების ანაზღაურების (შესყიდვის) შემთხვევისა) ვალდებულია საპროგნოზოდ დაარეზერვოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვი, მისი მოხმარების არანაკლებ შემდეგი მოცულობებისა:

ა) 2006 – 2015 წწ. – 10%;

ბ) 2016 – 2019 წწ. – 15%.

2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს დარეზერვებული სიმძლავრის სრული რეალიზაციის ვადა და მოცულობები ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში გატარების ნორმატიული დანაკარგების გათვალისწინებით.

3. პასუხისმგებლობა სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფაზე ეკისრება გარანტირებული რეზერვის წყაროს და რეგულირდება წინამდებარე წესებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით.

4. თუ ვერ სრულდება ხელშეკრულების პირობები სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ, გარანტირებული რეზერვის წყარო ვალდებულია, თვითონ მოიძიოს საჭირო სიმძლავრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიმღები კვალიფიციური საწარმო სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფილი იქნება სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით (სათანადო ანაზღაურების პირობით) ან/და მოყვება შეზღუდვაში (იძულებითი გათიშვის შემთხვევაში).

5. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით მხარეებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ დარეზერვებული სიმძლავრის დატვირთვის შედეგად წარმოებული ელექტროენერგიის სრული მოცულობით შესყიდვაზე; აღნიშნული პირობა განხორციელებისთვის საჭიროებს სათანადო პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ წესების პირობების დაცვით დარეგისტრირებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.

6. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, გარანტირებული რეზერვის წყაროს უფლება არა აქვს, მომსახურების მიმღები ხელშეკრულების მხარის თანხმობის გარეშე, სხვა წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საშუალებით გაყიდოს დარეზერვებული სიმძლავრის დატვირთვის შედეგად წარმოებული ელექტროენერგია (ეს პუნქტი არ ვრცელდება ხელშეკრულებით დაურეზერვებელ სიმძლავრეებზე).

7. თუ ეს თავი სხვა პირობას არ ითვალისწინებს, გარანტირებული რეზერვის წყაროს მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვა- გაყიდვა ხდება ელექტროენერგიის გაყიდვაზე ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

მუხლი 19​1. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან

1. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ გარანტირებული რეზერვის წყაროსთან გაფორმებული და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრირებული ხელშეკრულების საშუალებით.

2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებასა და მასში ცვლილებების რეგისტრაციაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, უარი განაცხადოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სიმძლავრის სასისტემო რეზერვს არ გააჩნია ამ წესებით დადგენილი სტრუქტურა და დისპეტჩერებისათვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი.

4. თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ხელშეკრულების დარეგისტრირების განაცხადი არ ითვალისწინებს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ უკვე დარეზერვებული სიმძლავრის გარდა სხვა შესაძლებელი სიმძლავრის (ნამეტი სიმძლავრის) დარეზერვებას ან სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სიმძლავრის დარეზერვების პერიოდის გარდა სხვა პერიოდში სიმძლავრის დარეზერვებას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დროებით შეაჩეროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციის პროცესი, თუ შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოს ამ წესებით გათვალისწინებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სავალდებულო წილი დარეზერვებული აქვს სისტემის კომერციულ ოპერატორს. ხელშეკრულების რეგისტრაცია შეიძლება გადაიდოს განაცხადის შეტანიდან არა უმეტეს 40 კალენდარული დღით.

5. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეამოწმოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნა (მათ შორის, ტესტირების მეშვეობით) და შემოწმების შედეგების გათვალისწინებით დაადასტუროს ან არ დაადასტუროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის მდგომარეობა.

6. თუ გარანტირებული რეზერვის წყაროს დატვირთვისას ან სიმძალვრის სასისტემო რეზერვის შემოწმებისას არ დადასტურდება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი (მათ შორის, თბოსადგურის შემთხვევაში შესაბამისი საწვავით უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტაცია), დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრამდე ან/და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის განმეორებით შემოწმებამდე შეაჩეროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია, რის თაობაზე იგი დაუყოვნებლივ ატყობინებს ხელშეკრულების მხარეებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს.

7. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების ან შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების მიმღებ კვალიფიციურ საწარმოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვით სტანდარტული პირობის შესაბამისად უზრუნველყოფს სისტემის კომერციული ოპერატორი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

    მუხლი 20. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ყიდვა და გაყიდვა სტანდარტული პირობებით

1. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად სავალდებულო მოცულობებს, რომლებიც არ იქნა დარეზერვებული შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მიერ, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით არეზერვებს სისტემის კომერციული ოპერატორი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილ ხელშეკრულებებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფაზე როგორც სიმძლავრის სასიტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებთან, ასევე გარანტირებული რეზერვის წყაროებთან. ამ ხელშეკრულებების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე3 თავის მოთხოვნები. შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს შესაძლებლობა აქვს სისტემის კომერციულ ოპერატორთან ცალკე პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების გზით უცვლელად მიიღოს სტანდარტული პირობები, რომელიც ექვემდებარება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციას. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ვრცელდება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე, ხოლო მე-6 პუნქტში აღნიშნული კი – გარანტირებული რეზერვის წყაროებზე.

3. თუ ეს მუხლი სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლით დარეგულირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ წესების VI თავით დადგენილი პირობები.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები გამოიყენება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფისთვის, რომელზეც ელექტროენერგიის მყიდველ (მომხმარებელ) კვალიფიციურ საწარმოს არა აქვს რეგისტრირებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით და წესებით.

5. ის კვალიფიციური საწარმო, რომელსაც არ აქვს სრულად ათვისებული ამ წესებით გათვალისწინებული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მისთვის სავალდებულო წილი და მოცულობები, ითვლება პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების მხარედ.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილ ხელშეკრულებას სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც ელექტროენერგეტიკული სისტემა ყოველ საანგარიშო თვეში უზრუნველყოფილი იქნება გარანტირებული რეზერვის წყაროებიდან სიმძლავრის სასისტემო რეზერვით. სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი ხელშეკრულება სიმძლავრის დარეზერვებას უნდა უზრუნველყოფდეს ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში გატარების ნორმატიული დანაკარგების გათვალისწინებით. ამ ხელშეკრულების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე-3 თავის მოთხოვნები.

7. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით (სტანდარტული პირობებით) დასარეზერვებელი საპროგნოზო სიმძლავრის მოცულობები გამოითვლება შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მიერ სავალდებულოდ დასარეზერვებელსა (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის მიხედვით) და სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებებით დარეზერვებულ სიმძლავრის მოცულობებს შორის სხვაობიდან.

8. სისტემის კომერციული ოპერატორი სიმძლავრის საჭირო საპროგნოზო მოცულობებს არეზერვებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საანგარიშო თვის დაწყებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) კვალიფიციური საწარმოების მიერ პირდაპირი ხელშეკრულებებით დარეზერვებული სიმძლავრეები, აგრეთვე მათ მიერ დაურეზერვებელი საპროგნოზო სიმძლავრეები, რომელთა დარეზერვება სავალდებულოა მომავალი საანგარიშო პერიოდისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის მიხედვით;

ბ) გენერაციის ის წყაროები, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას სისტემის კომერციული ოპერატორისთვის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის დაურეზერვებელი მოცულობების უზრუნველყოფისთვის, თითოეული გენერაციის წყაროს მიერ გაცხადებული დარეზერვებისთვის მზადყოფნაში არსებული საპროგნოზო სიმძლავრეებისა და მომავალი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის მიხედვით ელექტროენერგიის წარმოების საპროგნოზო პერიოდების ჩვენებით.

8​1. გენერაციის ის წყაროები, რომლებიც შესაძლებელია მზად იყვნენ სისტემის კომერციული ოპერატორისთვის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის დაურეზერვებელი მოცულობების უზრუნველყოფისთვის საანგარიშო თვის დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგენენ განაცხადს სიმძალვრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) საჭირო დრო (საათი/წუთი) გაჩერებული მდგომარეობიდან (ცივი მდგომარეობიდან) ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციამდე;

ბ) საჭირო დრო (საათი/წუთი) ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციიდან ტექნიკური მინიმუმის მიღწევამდე, ტექნიკური მინიმუმის შესატყვისი სიმძლავრის მითითებით;

გ) საჭირო დრო (საათი/წუთი) ტექნიკური მინიმუმის მიღწევიდან მაქსიმალურ საპროგნოზო სიმძლავრის მიღწევამდე, მაქსიმალური საპროგნოზო ხანგრძლივად შენარჩუნებადი (ან გასაშუალოებული) სიმძლავრის მითითებით;

დ) საჭირო დრო (საათი/წუთი) შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსით გათვალისწინებული გამოსამუშავებელი სიმძლავრიდან მაქსიმალური საპროგნოზო ხანგრძლივად შენარჩუნებადი (ან გასაშუალოებული) სიმძლავრის მიღწევამდე;

ე) მომავალი საანგარიშო პერიოდის ის ზუსტი მონაკვეთები, რომელთა განმავლობაში სიმძალვრის სასისტემო რეზერვი ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის სარემონტო ან/და პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო.

8​2. ამ მუხლის მე-8​1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ გენერაციის წყაროს განაცხადის ფორმას ადგენს და ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.

8​3. საჭიროების შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეამოწმოს გენერაციის იმ წყაროს განცხადებული მონაცემები სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ, რომლის მიერაც ელექტროენერგიის წარმოება მომავალ საანგარიშო პერიოდში არ არის გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის მიხედვით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს ის სრული ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედო გენერაციის წყაროს მიერ განცხადებულ მონაცემებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელებაზე ან მონაცემების წარდგენაზე (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მითითებულ ვადაში) გარანტირებული რეზერვის წყაროს მიერ უარის თქმა წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა არ შეიყვანოს გენერაციის ასეთი წყარო სისტემის კომერციული ოპერატორისთვის წარსადგენ რეზერვის შესაძლოდ უზრუნველმყოფი გენერაციის წყაროების სიაში ან ამოიღოს გენერაციის ასეთი წყარო სისტემის კომერციული ოპერატორისთვის უკვე წარდგენილი შესაბამისი სიიდან, რაზედაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სისტემის კომერციულ ოპერატორს და შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს.

8 ​4. სიმძლავრის საჭირო საპროგნოზო მოცულობების დასარეზერვებლად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სისტემის კომერციულ ოპერატორს აწვდის ინფორმაციას მხოლოდ გენერაციის იმ წყაროს (წყაროების) შესახებ (დასარეზერვებლად თავისუფალი სიმძლავრეების მითითებით), რომელთა მიერ გაცხადებული მონაცემები სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ შეესაბამება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის დადგენილ მახასიათებლებსა და მოთხოვნებს. ასეთ ინფორმაციასთან ერთად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სისტემის კომერციულ ოპერატორს აგრეთვე ატყობინებს შესაბამისი გენერაციის წყაროებისგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ განაცხადების მიღების თარიღსა და დროს.

9. სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოწოდებულ გენერაციის იმ წყაროებს შორის, რომელთა მიერ გაცხადებული მონაცემები სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის მზადყოფნის შესახებ შეესაბამება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის დადგენილ მახასიათებლებსა და მოთხოვნებს, შეარჩევს გენერაციის იმ წყაროს (წყაროებს), რომლის მეშვეობითაც იქნება მომავალ საანგარიშო პერიოდში საპროგნოზოდ უზრუნველყოფილი შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მიერ დაურეზერვებელი სიმძლავრე. სისტემის კომერციული ოპერატორი აღნიშნულის შესახებ სათანადო შეტყობინებას საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე უგზავნის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს (რომელთაც არა აქვთ საკმარისი მოცულობით დარეზერვებული სიმძლავრე) და შერჩეულ გენერაციის წყაროს (წყაროებს). სისტემის კომერციული ოპერატორი გენერაციის წყაროს (წყაროებს) შეარჩევს პირველ რიგში მზადყოფნის ხარისხის, შემდეგ კი ფასების ზრდის მიხედვით, ხოლო თანაბარი ფასების შემთხვევაში – გენერაციის წყაროს განაცხადის წარდგენის თარიღის მიხედვით. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით შერჩეულ გენერაციის წყაროს (წყაროებს) სისტემის კომერციული ოპერატორის შეტყობინების მიღების შემდეგ წარმოეშობა ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის ვალდებულება.

9​1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ყოველ საანგარიშო პერიოდში ტესტირების მეშვეობით (ტესტირება შეიძლება ჩატარდეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ დროს) ამოწმებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილ მოცულობას მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შერჩეული გენერაციის იმ წყაროდან (წყაროებიდან), რომლის მეშვეობითაც იყო საპროგნოზოდ უზრუნველყოფილი კვალიფიციური საწარმოების მიერ დაურეზერვებელი სიმძლავრე. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შერჩეული გენერაციის წყაროს (წყაროების) მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დარღვეული იქნება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის ვალდებულება ან შეუძლებელი აღმოჩნდება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფა (მათ შორის, ავარიის შედეგად), შესაძლებელია სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საპროგნოზო წყაროს მიერ უზრუნველყოფის შეფერხების პერიოდში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტესტირების მეშვეობით აგრეთვე შემოწმდეს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობა გენერაციის სხვა წყაროებიდან, რომლებიც დატვირთულ მდგომარეობაში იყვნენ ასეთი შეფერხების პერიოდში, წარმოადგენდნენ გარანტირებული რეზერვის წყაროს სისტემის კომერციული ოპერატორისთვის და გააჩნდათ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი.

9​2. გენერაციის ის წყარო (წყაროები), რომლის მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობა შემოწმებული და დადგენილი იქნება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტესტირების მეშვეობით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტული პირობების ფორმის ხელშეკრულების (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ) მხარედ. გენერაციის წყაროს მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობის დადგენისა და ტესტირების ჩატარების ტექნიკური ინსტრუქცია დაინტერესებული გენერაციის წყაროების წინადადებების გათვალისწინებით მტკიცდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.

9​3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში სისტემის კომერციულ ოპერატორს აცნობებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილ მოცულობებს (რომლებიც დადგენილია ტესტირების მეშვეობით) საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-92  პუნქტში მითითებული გენერაციის წყაროების მიხედვით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტესტირების მეშვეობით დადგენილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობების ჯამი წარმოადგენს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფილ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სრულ მოცულობას.

10. შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი (გარდა ავარიული შემთხვევებისთვის უცხო ქვეყნის შესაბამის სამართალსუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროენერგიის ექსპორტისა (გაცვლისა)) ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ სისტემის კომერციულ ოპერატორს გასულ საანგარიშო პერიოდში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის (რეზერვის ფაქტობრივად დადგენილი მოცულობის) უზრუნველყოფის საფასური (მათ მიერ ფაქტობრივად მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოცულობების პროპორციულად).

11. ამ მუხლის მიზნებისთვის განაწილების ლიცენზიატის, პირდაპირი მომხმარებლისა და ექსპორტიორისაგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის დარიცხვასა და მათთან ანგარიშსწორებას ახდენს სისტემის კომერციული ოპერატორი. სისტემის კომერციულ ოპერატორს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს ასევე ისარგებლოს კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი საშუალებით.

12. (ამოღებულია).

13. (ამოღებულია).

14. (ამოღებულია).

15. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს პირველ მუხლში აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედება შესაბამისი მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოს 20 კალენდარული დღით ადრე მაინც გაფრთხილების შემთხვევაში, თუ მათ შორის ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.

16. თუ სისტემის კომერციული ოპერატორი ვერ უზრუნველყოფს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის დარეზერვებას სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, კვალიფიციურ საწარმოებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფისა და მომსახურების გადასახადი შეუმცირდებათ პროპორციულად, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ მათთვის დარეზერვებული მოცულობისა და ელექტროენერგიის მოხმარების (სიმძლავრის) გათვალისწინებით.

17. სისტემის კომერციული ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესაბამისი წყაროდან მიუწოდებლობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევებშიც, როდესაც შეუძლებელი იყო ამ სიმძლავრის დარეზერვება სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე. სისტემის კომერციული ოპერატორის პასუხისგებლობის საკითხი დგება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მიუწოდებლობა განპირობებულია მის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

    მუხლი 21. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა

1. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ ორმხრივი განაცხადი, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, აუცილებელია წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.

2. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ იწვევს ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.

3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეაჩეროს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების პროცესი იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ამგვარი შეწყვეტით არ ხდება შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ სავალდებულო წილის სხვა წყაროებიდან უზრუნველყოფა ან/და ირღვევა ამ წესებით გათვალისწინებული სხვა პირობები. ასეთ შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, განსაზღვროს ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ წესებით განსაზრვრული პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტარციის გაუქმების პერიოდს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

    მუხლი 22. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფა საკუთარი წარმოების საშუალებით

1. საკუთარი წარმოების საშუალებით სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფისას შესაბამისი კვალიფიციური საწარმო უფლებამოსილია, გარანტირებული რეზერვის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით თვითონ უზრუნველყოს საკუთარი მოხმარება სიმძლავრის სასისტემო რეზერვით.

2. გარანტირებული რეზერვის წყაროდან წარმოების საკუთარი საშუალებით სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შემთხვევაში, შესაბამისმა კვალიფიციურმა საწარმომ განაცხადის სარეგისტრაციოდ უნდა მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

2​1. საკუთარი წარმოების საშუალებით სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფისას, აღნიშნულ წარმოების საშუალებებს უნდა გააჩნდეთ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი.

2​2. იმ შემთხვევაში, როდესაც კვალიფიციური საწარმოს საკუთარი წარმოების საშუალებით უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვი არ აკმაყოფილებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მზადყოფნის შესაბამის ხარისხს, კვალიფიციური საწარმო ითვლება ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი ხელშეკრულების მხარედ, მიუხედავად შესაბამისი განაცხადის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციისა.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული განაცხადის წარდგენასა და რეგისტრაციაზე, აგრეთვე მასში ცვლილებების განხორციელებასა და მოქმედების შეწყვეტაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, ამ მუხლის თავისებურობათა გათვალისწინებით.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

    მუხლი 22​1. კვალიფიციური საწარმოს შეზღუდვა სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სავალდებულო მოცულობების არქონის შემთხვევაში

თუ განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან ექსპორტიორი ვერ უზრუნველყოფს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სავალდებულო მოცულობების დარეზერვებას კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, სისტემაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიმდინარე დეფიციტის შესაბამისად, პირველ რიგში შეზღუდოს ასეთი კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

                                                                                     თავი VII

ელექტროენერგიის დანაკარგები გადაცემის ქსელში (ტექნოლოგიურ პროცესებში ელექტროენერგიის დანახარჯი)

    მუხლი 23. ელექტროენერგიის შესყიდვა და ელექტრულ ქსელში დანაკარგების ანაზღაურება

1. კვალიფიციური საწარმოს მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესყიდვა ხდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, ხოლო იმპორტის შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნის სისტემასთან დამაკავშირებელ, შესაბამის მიღების პუნქტში.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივი საშუალო დანაკარგი გამოითვლება ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის მიღებისა და მიწოდების პუნქტებში აღრიცხული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობების სხვაობისა და ფაქტობრივი საშუალო დანაკარგების სხვა კომპონენტების (სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგია) გათვალისწინებით. ჯამურ რაოდენობაში არ ხდება სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის ასახვა. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული და ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის ასახვა განხორციელდება ფაქტობრივ საშუალო დანაკარგში. ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის, მათ შორის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული და ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის მაჩვენებლები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორს წარედგინება საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არა უგვიანეს 7 რიცხვისა.

3. პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, მყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით შესყიდული და მიღებული ელექტროენერგია გამოითვლება მყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების პუნქტებში დაფიქსირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგია) გათვალისწინებით.

4. ელექტროენერგიის განაწილების ქსელში ნორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებისა და იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ განაწილების ქსელიდან. დანაკარგების ღირებულება გათვალისწინებულია კომისიის მიერ დადგენილ შესაბამის ტარიფებში.

     5. ზენორმატიული დანაკარგები, გარდა ნორმატიული დანაკარგისა, აგრეთვე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის დროს გადაცემის ქსელში წარმოქმნილი დანაკარგები ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელი ლიცენზიატის (ლიცენზიატების) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად.     

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

    მუხლი 23​1. წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვა საერთო სასადგურო დანახარჯისთვის

წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების საშუალების გაჩერების პერიოდში ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველყოფა ხდება სხვა კვალიფიციური საწარმოსგან შესაბამისი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

                                                                                       თავი VIII

ანგარიშსწორება

    მუხლი 24. სახელშეკრულებო ვალდებულებები

1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაში განსაზღვრული ელექტროენერგიის მოცულობა, მისი გამომუშავების შემთხვევაში, მყიდველის მიერ სრულად იქნება ანაზღაურებული, მიუხედავად ამ კონკრეტული მყიდველის მიერ მისი ფიზიკურად მოხმარების (მიღების) ფაქტის დადგომისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების შესრულებისას საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია ნაკლებია ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში გამომუშავებული და შესყიდული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგია არ არის გაყიდული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში ან/და სააანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია მეტია, ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ სათანადო პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისად გამომუშავებული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის გამყიდველი პირდაპირი ხელშეკრულების ზემოთ რეალიზებული ელექტროენერგიის ნაწილში ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

4. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა შედგეს მხარეების წარმომადგენლობითი კომისია, რომელშიც სისტემის კომერციული ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულნი არიან გამოყონ მათი წარმომადგენელი ან წარმომადგენლები (მხარეების მიერ ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში). ამ პუნქტში მოცემული წესი არ ვრცელდება ამ წესების 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფის შექნასა და მის საქმიანობაზე.

5. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიუწოდებლობის შემთხვევაში (თუ ეს ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს), მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მყიდველს აუანაზღაუროს მისი ბრალით ამ მიუწოდებლობის შედეგად მიყენებული ზიანი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

    მუხლი 25. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა

1. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციურმა საწარმომ 5 დღეზე მეტი ვადით დააგვიანა შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან/და გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების ღირებულების გადახდა, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, ან/და სათანადო განაწილების ლიცენზიატები უფლებამოსილნი არიან, შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს მოსთხოვონ საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში შესასყიდი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

2. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საწარმო ვერ წარადგენს მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიებს კომერციულ ოპერატორს აქვს სრული უფლება არ დაუშვას იგი საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაზე, ხოლო წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და განაწილების ლიცენზიატებს შეწყვიტონ ამ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიისა ან/და მომსახურეობის გაწევა ამ წესების შესაბამისად.

3. თუ ელექტროენერგიის (სიმძლავრის), გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების (მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის) მყიდველი კვალიფიციური საწარმო დააყოვნებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის გადახდას, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამგვარ დაყოვნებასთან დაკავშირებული ზიანი.

4. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 27 დღის განმავლობაში (თუ პირდაპირი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მყიდველი კვალიფიციციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის განსაღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ან ამ მუხლის შესაბამისად საბანკო გარანტიების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი კვალიფიციურ საწარმო ან მომსახურების განმახორციელებელი შესაბამისი ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოსთხოვოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა.

5. ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია აცნობოს შესაბამის მყიდველს ელექტროენერგიის სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ 72 საათით ადრე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამისი კვალიფიციურ საწარმოს ან ლიცენზიატის მიერ არ მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გაგზავნილი მიმართვის შეცვლა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აჩერებს ხელშეკრულების მოქმედებასა და ახორციელებს კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების სრულ ან ნაწილობრივ შეწყვეტას.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

    მუხლი 26. მონაცემთა შეგროვება

1. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია თავის მფლობელობაში ან/და მართვაში არსებული საშუალებებით აღრიცხოს მის მიერ წარმოებული, სალტეზე გაცემული, გადაცემული, მოხმარებული და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ამ წესების შესაბამისად.

2. კვალიფიციურმა საწარმოებმა აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, სისტემის კომერციული ოპერატორისა და აგრეთვე თავისი კონტრაჰენტი მხარეებისათვის.

3. სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც მდებარეობს მიღებისა და მიწოდების პუნქტები უნდა წარმოებდეს საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველების ჩვენებების ოპერატიული ჟურნალები, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ. ოპერატიულ ჟურნალში იწერება საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველის ჩვენებები ყოველსაათობრივად.

4. იმ სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც შეუძლებელია მრიცხველის ჩვენებების ყოველსაათობრივი აღება, მრიცხველის ჩვენებები უნდა იყოს აღებული და შეტანილი ოპერატიულ ჟურნალში სულ მცირე 10 დღეში ერთხელ. აღნიშნული სადგურებისა და ქვესადგურების ნუსხას ადგენს სისტემის კომერციული ოპერატორი.

5. ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, კვალიფიცური საწარმო ვალდებულია მიწოდებისა და მიღების პუნქტებში ელექტროენერგიის მიღებისა და მიწოდების ყველა მონაწილე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად საანგარიშსწორებო მრიცხველის (მრიცხველების) ჩვენებების (ძაბვების მიხედვით) ოპერატიული ჟურნალის ჩანაწერების ბაზაზე დაყრდნობით შეადგინოს დადგენილი ფორმის გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტი (აქტები).

6. აქტების დედნების რაოდენობა განისაზღვრება კვალიფიციური საწარმოს კონტრაჰენტი მხარების რაოდენობით და აგრეთვე, ორი-ორი დედანი კომერციულ ოპერატორს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

7. სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოებისა და გადაცემის ლიცენზიატების მიერ ბრძანებით ინიშნებიან აღრიცხვის კონტროლზე პასუხისმგებელი პირები. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სისტემატური კონტროლი გაუწიოს მრციხველების ჩვენებების აღების სისწორეს, ოპერატიული ჟურნალის წარმოებასა და სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი ბალანსის შედგენას.

8. შესაბამის ოპერატიული ჩვენებების აქტში დაფიქსირებული მონაცემები საანგარიშო პერიოდის დამთავრებისათანავე უნდა გადაეცეს სისტემის კომერციულ ოპერატორსა და დესპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ხოლო სათანადოდ გაფორმებული და კვალიფიციურ საწარმოს მიერ დამოწმებული აქტი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა უნდა იქნეს წარდგენილი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან, რომელიც ამოწმებს მათ და მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა გადასცემს სისტემის კომერციულ ოპერატორს.

9. აღნიშნული აქტების მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობა იწვევს კვალიფიციური საწარმოს დაჯარიმებას კომერციულ ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

10. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტში ცვლილებების შეტანა ხდება იგივე წესით, რაც გათვალისწინებულია ამ აქტის გაფორმებისათვის.

11. იმ შემთხვევაში, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ ეთანხმება წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ასახულ მონაცემებს, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ სისტემის კომერციულ ოპერატორს უთანხმოების დასაბუთებული მიზეზის მითითებით. უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ წესების 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

    მუხლი 27. აღრიცხვიანობის რეესტრი და მონაცემთა მართვა

1. კომერციულ ოპერატორს გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ჩვენებები შეაქვს საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიან ბაზაში.

2. სისტემის კომერციული ოპერატორი 7 კალენდარული დღის ვადაში ამუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებულ ფაქტობრივ მონაცემებს, მათი სახელშეკრულებო მოცულობებთან შედარების გზით და კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს წარუდგენს ინფორმაციას საანგარიშო თვის განმავლობაში მათ მიერ დარეგისტრირებული ხელშეკრულებების შესრულების, რეზერვის გამოყენების, საბალანსო ელექტროენერგიისა და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიღებული და მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.

3. თუ კვალიფიციური საწარმოები არ ეთანხმებიან სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დამუშავებულ და წარგენილ ინფორმაციას, მათ 2 კალენდარული დღის ვადაში ამის შესახებ უნდა აცნობონ კომერციულ ოპერატორს წერილობით, უთანხმოების დასაბუთებული მიზეზების ჩვენებით. უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მონაწილეობით.

4. სამუშაო ჯგუფმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა უმეტეს 2 სამუშაო დღისა ხმების უბრალო უმრავლესობით. სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა გაფორმდეს ოქმის სახით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს იგი გაასაჩივროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტები და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ წესების მე-15 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ოფიციალური ინფორმაცია არის საფუძველი მხარეებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებისათვის, მათ შორის ოპერატიულ ჟურნალში აღნიშნული ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელებული ანგარიშსწორების კორექტირებისათვის.

6.  სისტემის კომერციული ოპერატორი ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 20 დღის ვადაში, კვალიფიციურ საწარმოებს წარუდგენს ანგარიშსწორებისთვის საბოლოო ინფორმაციას – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

თავი IX

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურება

    მუხლი 28. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურება

1. ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ხელშეკრულებით ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე.

2. კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება მათ მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მიწოდების პუნქტებში მიღებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიისათვის, ხოლო გადაცემის ლიცენზიატის მომსახურება გადაცემის ქსელის საშუალებით მიწოდების პუნქტებში გადაცემული ელექტროენერგიის მოცულობით კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.

3. როდესაც ადგილი აქვს კვალიფიციური საწარმოს მიერ გადაცემის ქსელით გადაცემული ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით მიღებას (მოხმარებას), ასეთ შემთხვევაში, გადაცემის მომსახურების საფასურს ქსელის მფლობელი განაწილების ლიცენზიატი იხდის გადაცემის ქსელიდან მიწოდების პუნქტებში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და კვალიფიციური საწარმოს მიერ გადაცემის ქსელის გამოყენებით მიღებული ელექტროენერგიის სხვაობიდან, ხოლო კვალიფიციური საწარმო გადაცემის მომსახურებას იხდის გადაცემის ქსელის გამოყენებით მის კუთვნილ ქსელში მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის სრული მოცულობიდან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

    მუხლი 29. გადაცემის, დისპეტცერიზაციისა ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობის ხელშეკრულება, ელექტრულ ქსელში ურთიერთდაშვების ვალდებულებები

1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება აუცილებელია სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

2. პირდაპირ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება უნდა შედგეს წერილობითი ხელშეკრულების ფორმით. პირდაპირი ხელშეკრულების ასეთი შესწორება ექვემდებარება სარეგისტრაციოდ წარედგინას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.

3. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია გააჩნდეს პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების შესყიდვაზე.

4. კვალიფიციურ საწარმოებს უფლება არ აქვთ უარი უთხრან შესაბამის დაინტერესებულ პირს, მათი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით ან ქსელის გამტარუნარიანობით. გადაცემის ქსელის გარდა, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მოითხოვოს როგორც წარმოების ან განაწილების ლიცენზიატის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან/და პირდაპირი მომხმარებლის კუთვლნილი ქსელით. ასეთ შემთხვევებში:

ა) თუ დაინტერესებული პირი ითხოვს წარმოების ან გამანაწილებელი ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებას, ამ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება არ ავალდებულებს ქსელის მფლობელს ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიის (სიმძლავრით) მომარაგებაზე (თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს). შესაბამისად:

ა.ა) ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიით (სიმძლავრით) მომარაგებაზე შესაბამისი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ქსელის მფლობელის კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) უნებართვო მოხმარებას, ქსელის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და გადაახდევინოს შეუთანხმებლად მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოცულობაზე, შესაბამის საანგარიშსწორებო თვეში, მის მიერ ყველაზე ძვირად შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საფასური;

ა.ბ) ელექტროენერგიის ქსელში ზენორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელის მიერ, მომხმარებლის (მიმღების) ფაქტობრივი საჭიროების უზრუნველსაყოფად შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყველაზე მაღალი ფასით.

ბ) თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება განაწილების ქსელს, ასეთ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გატარების საფასური დგინდება კომისიის მიერ;

გ) თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის ფლობელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და ამ ქსელით სარგებლობისათვის (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებისათვის) მიიღოს სათანადო კომპენსაცია, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

5. წარმოების ლიცენზიატს ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს სათანადო მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგია (სიმძლავრე) უშუალოდ თავიანთი კუთვნილი ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელს ეკისრება მომხმარებლის ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიით (სიმძლავრით) მომარაგების ვალდებულება, თუ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.

6. იმ საცალო მომხმარებლისგან, რომელსაც გაფორმებული აქვს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან, ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურის ამოღების მიზნით ელექტროენერგიის განაწილების ის ლიცენზიატი, რომლის განაწილების ქსელს უკავშირდება ასეთი მომხმარებელი, ვალდებულია (რაიმე დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე) თავისი მოქმედების არეალში მყოფი მითითებული საცალო მომხმარებლებისგან მიიღოს ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების მთელი საფასური და სრულად აუნაზღაუროს იგი შესაბამისად გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს და სისტემის კომერციული ოპერატორს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით გაწეული გადაცემის და დისპეტჩერიზაციის, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურს განაწილების ლიცენზიატი მიიღებს გატარების საფასურთან ერთად იმ საცალო მომხმარებლისგან, რომელსაც გაფორმებული აქვს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

თავი IX​1

 ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

    მუხლი 29​1. პარალელურ რეჟიმში მუშაობის მართვა, განხორციელება და ანგარიშსწორება

1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, სისტემის კომერციულ ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესახებ ხელშეკრულება, ემსახურება როგორც საქართველოს, ისე მისი მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობას ელექტრულ სისტემებში არსებული სიმძლავრეების ურთიერთდაბალანსების (გაცვლის) საფუძველზე.

2. პარალელურ რეჟიმში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული ელექტროენერგიით (სიმძლავრით) ხდება კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემიდან შემოდინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ხარჯზე.

3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობა (ჩართვა) საჭიროებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და სისტემის კომერციულ ოპერატორის ურთიერთთანამშრომლობას (რაც დაწვრილებით შეიძლება გაიწეროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით).

4. საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის ტექნიკურ მართვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საბოლოო ანალიზს, საანგარიშსწორებო ინფორმაციაში ასახვის მიზნით, ახორციელებს სისტემის კომერციული ოპერატორი.

5. პარალელურ რეჟიმში ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემიდან მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემაში გადადინება ხორციელდება შესაბამისი წარმოების, განაწილების ან/და პირდაპირი მომხმარებლების მიერ დაბრუნებული (მიწოდებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ხარჯზე.

6. პარალელურ რეჟიმში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული და კვალიფიციური საწარმოს მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის დაბრუნება მოხდება იმავე მოცულობის ელექტროენერგიით, სისტემის კომერციულ ოპერატორთან და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ურთიერთშეთანხმებული გრაფიკით ან/და პარალელურ რეჟიმში მუშაობისას მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემისთვის ამ ენერგიის საჭიროების ან მათ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

7. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, მათ მიერ პარალელურ რეჟიმში შემოდინებული და მოხმარებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) დააბრუნონ, პირდაპირი ხელშეკრულებით შესყიდული ან წარმოებული იმავე მოცულობის ელექტროენერგიით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ.

8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში მოცემული მიზნებისთვის, კვალიფიციურ საწარმოს არ გააჩნია პირდაპირი ხელშეკრულებით შესყიდული ან წარმოებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სათანადო წყაროები, მის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დაბრუნება მოხდება სტანდარტულ პირობებზე საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვით.

9. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინების შედეგად საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოშობილი ფაქტობრივი დანაკარგები, იფარება მიწოდების პუნქტში ინდივიდუალურად იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებმაც მიიღეს (მოიხმარეს) შემოდინებული ელექტროენერგია მათი ფაქტიური მოხმარების უზრუნველსაყოფად.

10. კვალიფიციურ საწარმოზე პარალელურ რეჟიმში შემოდინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დარიცხვისას გამოიყენება ამ წესებით დადგენილი დანაკარგების გაანგარიშების და დარიცხვის წესი.

11. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებასთან ერთად, ამავე მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან შეიძლება, მოქმედებდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტის ან/და ექსპორტის სხვა ხელშეკრულებებიც.

12. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტის და ექსპორტის საქმიანობისგან განსხვავებით, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება) არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას.

13. პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების გაუქმების საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის ურთიერთშეთანხმებით ისე, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს სისტემაში არსებული კვალიფიციური საწარმოების კანონიერი მოთხოვნები. იგივე პირობა დაცული უნდა იქნეს პარალელური მუშაობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას.

14. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების დამთავრების შემდგომ, ელექტროენერგიის სალდო-გადადინება (გარდა ნულოვანისა), განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი. შესაბამისად, სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს ან ექსპორტიორს წარმოადგენს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, სადაც, იმ შემთხვევაში თუ:

ა) საქართველოდან გადინებული ელექტროენერგიის სალდო-გადადინება მეტია ნულზე და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მეზობელი ქვეყნიდან გადახდილი თანხა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ კვალიფიციური საწარმოების კანონიერ მოთხოვნებს, სხვაობა ანაზღაურდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

ბ) თუ საქართველოში შემოდინებული ელექტროენერგიის სალდო-გადადინება ნაკლებია ნულზე და კვალიფიციურ საწარმოებს მართებთ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ პარალელურ რეჟიმში შემოდინებული და მათ მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დაბრუნება, ისინი ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გადაუხადონ პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების სალდო-გადადინებისთვის დადგენილი ფასით (ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობითი ფასით).

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

თავი X

ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბალანსი

    მუხლი 30. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი

1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური საპროგნოზო ბალანსის შესადგენად, არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 ივლისისა, იღებს კვალიფიციური საწარმოების მიერ წარდგენილ დადგენილი ფორმის განაცხადებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოთხოვნის შესახებ შესაბამისი წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდისათვის.

2. დისპეჩერიზაციის ლიცენზიანტი არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 20 ივლისისა, მიღებული განაცხადებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინა წლის ფაქტობრივი ბალანსის გათვალისწინებით, ამუშავებს და უგზავნის სამინისტროს დასამტკიცებლად ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მომდევნო წლის საპროგნოზო ბალანსს.

3. სამინისტრო, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს ამტკიცებს არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აგვისტოსი. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი მოიცავს პერიოდს მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

4. კვალიფიციური საწარმოები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნისას ვალდებულნი არიან, დამატებით წარადგინონ განაცხადები წლიური ბალანსის კორექტირებისთვის.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

    მუხლი 31. მიწოდებისა და მოხმარების გეგმები

1. დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ფარგლებში გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების ყოველდღიურ და საათობრივ დაგეგმვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, კვალიფიცურ საწარმოებს შორის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებების შესაბამისად.

2. ამ მიზნით პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 4 სამუშაო დღით ადრე მიაწოდონ ხელშეკრულების ფარგლებში მომავალი საანგარიშო პერიოდისთვის მოხმარებისა და მიწოდების საათობრივი გრაფიკები. აღნიშნულ გრაფიკებში ცვლილებების შესახებ მხარემ (მხარეებმა) არანაკლებ ორი სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ხელშეკრულების დანარჩენ მხარეებს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარმოდგენილ მოხმარებისა და მიწოდების გრაფიკებში შეუსაბამობის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს ამის შესახებ და სთავაზობს მათ შეასწორონ უზუსტობა გონივრული ვადის მითითებით. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის ან დაგვიანების, აგრეთვე მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდისათვის წარსადგენი მოხმარებისა და მიწოდების საათობრივი გრაფიკების წარუდგენლობის ან ამ წესების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომავალი დღის მოხმარებისა და მიწოდების განაცხადების წარუდგენლობის შემთხვევებში დისპეტჩერიზაციის ლიცეზიატი უფლებამოსილია მოხმარებისა და მიწოდების დაბალანსება და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმის შედგენა განახორციელოს თავისი შეხედულებისამებრ ან/და წინა საბალანსო წლის ანალოგიური პერიოდის შესატყვისი მიწოდებისა და მოხმარების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით.

3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების გეგმები მათი დამტკიცებისთანავე ოფიციალურად შეატყობინებს კვალიფიციურ საწარმოებს.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შედგენილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, ექსპორტს, იმპორტს, გადაცემას, განაწილებას, დისპეტჩერიზაციას, მოხმარებასა და ტრანზიტს. ეს გეგმები ყოველ მათგანს აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.

5. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან უპირობოდ შეასრულონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გაცემული ოპერატიული მოთხოვნები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს კვალიფიციური საწარმოების მიერ გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების გეგმებში მოცემული ვალდებულებების დაცვის სისტემატური მონიტორინგი.

7. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ისე დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;

ბ) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების დაბალანსება;

გ. ამ წესების პირობების დაცვით, ყოველდღიურად მიაწოდოს სისტემის კომერციულ ოპერატორს მიწოდებისა და მიღების პუნქტებში მიღებული ან/და გაცემული ელექტროენერგიის (სიმძლავრის), მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკებში ასახული და მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული (მიწოდებული ან/და მოხმარებული) ელექტროენერგიის შესახებ, ასევე პირდაპირ ხელშეკრულებების შესრულების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ამასთან ყოველდღიურად უნდა მიაწოდოს, ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა წინა დღის განმავლობაში, ყველა იმ ცვლილების აღნიშვნით, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ან/და მიწოდების გრაფიკებში.

8. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული ტექნიკური ხასიათის გარემოების გამო ვერ ხერხდება ამა თუ იმ ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულება და ეს შეუსრულებლობა აშკარად იმოქმედებს საანგარიშო თვის პერიოდში ხელშეკრულების შესრულებაზე, ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს აღნიშნულის შესახებ, ხოლო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის განმარტების მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, გასცეს წერილობითი დასაბუთება პირდაპირი ხელშეკრულების პირობების შეუსრულობების გამომწვევი მიზეზების განმარტებით (ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში).

9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ოპერატიული შეტყობინენები, მოთხოვნები ან/და დავალებები უნდა დარეგისტრირდეს ორივე მხრიდან. რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს, როგორც წერილობით, ისე ზეპირი (აუდიო) ჩანაწერით. დისპეტჩერის ოპერატიული შეტყობინებები, მოთხოვნები და დავალებები წარმოადგენს ღია ინფორმაციას. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ოპერატიული შეტყობინების ან/და მოთხოვნის ჩანაწერი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და კვალიფიციური საწარმოს მიერ უნდა გაიცეს შესაბამისი დაინტერესებული კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

თავი XI

ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვა

    მუხლი 32. ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზანი

1. ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის ძირითად მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, გამომუშავების, გადაცემის, განაწილების და მოხმარების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიღება კვალიფიციურ საწარმოებს შორის ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე) შესაბამისი ანგარიშსწორების წარმოებისათვის.

2. აღრიცხვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის რაოდენობის და სიმძლავრის გასაშუალოებული მოცულობის შეფასება:

ა) ელექტროსადგურების გენერატორების მიერ გამომუშავებულის;

ბ) ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების საკუთარი და სამეურნეო საჭიროებაზე (ცალ-ცალკე) მოხმარებულის;

გ) ენერგოსექტორში საწარმოო საჭიროებისათვის მოხმარებულის;

დ) უშუალოდ მომხმარებლებთან ელექტროსადგურის სალტეებიდან გამომავალი ხაზებით გაშვებულის (გადაცემულის);

ე) სხვა მესაკუთრის ქსელში გადაცემულის ან მათგან მიღებულის;

ვ) ელექტროქსელიდან მომხმარებლებისადმი მიწოდებულის;

ზ) ექსპორტით გადაცემულის და იმპორტით მიღებულის;

თ) ერთი ქვეყნიდან მეორეში ტრანზიტით გამავალის (საქართველოს გავლით);

ი) დამცავი ძაბვის რეჟიმში მყოფი ელექტროგადამცემ ხაზებში ელექტროენერგიის დანახარჯის;

კ) გადამცემ ქსელში ძაბვების მიხედვით დანაკარგის განსაზღვრა.

3. აქტიური ელექტროენერგიის (სიმძლავრის) აღრიცხვა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ იძლეოდეს ისეთი დასახული ამოცანების გადაჭრის საშუალებას, როგორიცაა:

ა) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე გადაცემული ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობის განსაზღვრა;

ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენასა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალური დანაკარგების დადგენას ელექტროენერგეტიკული სისტემის ძაბვის ყველა საფეხურზე;

გ) კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დადგენილი რეჟიმების და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დაცვის კონტროლი.

4. რეაქტიული ელექტროენერგიის აღრიცხვა უნდა იძლეოდეს საშუალებას:

ა) განისაზღვროს რეაქტიული სიმძლავრე, რომელიც მიეწოდათ კვალიფიციურ საწარმოებს ან იქნა გაცემული მათ მიერ;

ბ) აღირიცხოს მაკომპენსირებელი მოწყობილობების მიერ გამომუშავებული რეაქტიული ელექტროენერგია.

გ) უზრუნველყოს სისტემათაშორისი ხაზებით რეაქტიული ელექტროენერგიის გადაცემის კონტროლი.

დ) განისაზღვროს გენერატორის მიერ გამომუშავებული რეაქტიული სიმძლავრე.

5. აღრიცხვის მოწყობილობები, ასევე ელექტროენერგიის ხარისხის მაკონტროლებელი მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდნენ „ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს და შეტანილი უნდა იყოს გამზომ ხელსაწყოთა რეესტრში. აღნიშნული ხელსაწყოები უნდა დამონტაჟდეს ელექტრომოწყობილობების მოწყობის ინსტრუქციების შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

    მუხლი 33. ელექტროენერგიის აღრიცხვის პრინციპები

1. დადგენილი სტანდარტების, მოქმედი ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად, კვალიფიცირებული საწარმო და გადაცემისა და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს მიღების ან გადაცემის წერტილებში წარმოებული, მიწოდებული, გადაცემული ან მიღებული ელექტროენერგიის და სიმძლავრის სრული რაოდენობა. წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და კომერციულ ოპერატორს აღრიცხვის ყველა მონაცემი და, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი ან ფიზიკურად დაკავშირებული მხარისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია ჩაატაროს ნებისმიერი კვალიფიციური საწარმოს, ლიცენზიატის საანგარიშსწორებო აღრიცხვის სისტემის ინსპექტირება.

2. თითოეული მინაერთისათვის უნდა განისაზღვროს აღრიცხვის წერტილი, რომელშიც უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის მრიცხველი და მოეწყოს აღრიცხვის სისტემა.

3. კვალიფიციური საწარმო, წარმოების, გადაცემის, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია მის აღრიცხვის წერტილში აღრიცხვის სისტემის დამონტაჟებაზე, გამართულობასა და ფუნქციონირებაზე წინამდებარე წესების მოთხოვნების შესაბამისად.

4. კომერციულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიცირებული საწარმოები და ლიცენზიატები პრიორიტეტების ჩამონათვალით, რომელთა საფუძველზეც კვალიფიცირებულმა საწარმოებმა და ლიცენზიატებმა მის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის სისტემები უნდა მოიყვანოს „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში 6 თვის განმავლობაში.

5. საკუთარი აღრიცხვის წერტილებში ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობების დამონტაჟების ან განახლების, გაწყობა-გაშვების, მომსახურებისა და საექსპლოატაციო ხარჯები უნდა გაიღოს კვალიფიციურმა საწარმომ ან/და გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის შესაბამისმა ლიცენზიატმა.

6. ელქტროენერგიის აღრიცხვის სისტემა და მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში არასანქცირებული ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.

7. კვალიფიციურ საწარმოებსა და ლიცენზიატებს უფლება აქვთ მიიღონ ის ინფორმაცია სისტემის კომერციული ოპერატორის აღრიცხვის მონაცემთა ბაზიდან, რომელიც ეხება მათ მიერ წარმოებულ, გადაცემულ თუ მოხმარებულ ელექტროენერგიას და/ან სიმძლავრეს.

8. ელექტროენერგიის აღრიცხვისათვის გამოყენებული გაზომვის მეთოდის მეტროლოგიური კონტროლი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 34. მონაცემთა შენახვა

1. აღრიცხვის მონაცემები, უნდა ინახებოდეს აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში:

ა) 13 თვის განმავლობაში ხელმისაწვდომ ფორმატში;

ბ) 6 წლის განმავლობაში არქივში.

2. ელექტროენერგიის აღრიცხვაში დაშვებული შეცდომების შემთხვევაში აღრიცხვის მონაცემების გადაანგარიშება მოხდება იმ წინა პერიოდიდან, როცა ჩატარდა ხელსაწყოს უკანასკნელი ტექნიკური შემოწმება, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც სააღრიცხვო ელექტროხელსაწყო (მისი მეშვეობით გადაცემულ მონაცემთა ბაზა) იძლევა გადაანგარიშებას დასაქვემდებარებელი უფრო მცირე პერიოდის ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობას.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

    მუხლი 35. პასუხისმგებლობა აღრიცხვაზე

1. საანგარიშსწორებო ხელსაწყოების დაცულობაზე, მათზე დადებული ბრჯენების ხელშეუხებლობაზე, ადამიანთა ჩარევისაგან გამოწვეული დაზიანებაზე, აგრეთვე აღრიცხვის წრედების დარღვევაზე მატერიალურად და იურიდიულად პასუხისმგებელია ის კვალიფიციური საწარმო, ლიცენზიატი, რომელთა ბალანსზეც იმყოფება მრიცხველების განთავსების მოწყობილობა.

2. აღრიცხვის მოწყობილობის თითოეულ ნაწილს (დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების კარადების საფარები, გადაბმის ყუთები, წევის ყუთები, ტერმინალური ყუთები, განშტოების ყუთები, გამოსაცდელი ბლოკები, მრიცხველის საფარები და მრიცხველები) მრიცხველის მეპატრონემ უნდა გაუკეთოს შესაბამისი ნიშანდება (იარლიყი), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციის მონაცემებს.

3. კვალიფიციური საწარმოები და გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს სისტემის კომერციული ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლის შეუზღუდავი დაშვება საანგარიშსწორებო ხელსაწყოებთან.

    მუხლი 36. აღრიცხვიანობის რეესტრი

1. სისტემის კომერციულმა ოპერატორმა უნდა შექმნას და აწარმოოს აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრი, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა აღრიცხვის წერტილების შესახებ სრულ ინფორმაციას.

2. რეესტრი უნდა მოიცავდეს:

ა) აღრიცხვის წერტილების რეგისტრაციას;

ბ) აღრიცხვის წერტილების შემოწმების შესახებ მონაცემებს.

თავი XI​1

დერეგულირებული ელექტროსადგურები

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

    მუხლი 36 ​1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები

1. თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მიღების პუნქტში გადაცემული ელექტროენერგია (მთლიანად ან ნაწილობრივ) არ არის შესყიდული წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ითვლება ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულებით.

2. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი, მცირე სიმძლავრის დერეგულირებული ელექტროსადგურებისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვისას, ანგარიშსწორებას ახორციელებს:

ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული ყველაზე მაღალი ელექტროენერგიის ტარიფით;

ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.

3. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს მათ მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაზე დადებული ხელშეკრულების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მათი წარმოების საშუალებისათვის ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის“ საპროგნოზო მოცულობების ფარგლებში.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 8 წლის 10 ნოემბრი ს ბრძანება № 98 - სსმ III, № 163 , 14 . 11 .200 8 წ., მუხ. 1644

თავი XII

დავების გადაწყვეტა

    მუხლი 37. დავების გადაწყვეტა

ამ წესებთან დაკავშირებული დავები გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 37​1. სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის დროებითი წესი

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი გარანტირებული რეზერვის წყაროსთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შესაბამისი მოცულობით შეისყიდის (დაარეზერვებს) სიმძლავრის სასისტემო რეზერვს.

2. სისტემის კომერციულმა ოპერატორმა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარების არანაკლებ 10% ოდენობის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით.

3. სიმძლავრის სასისტემო რეზერვი იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად. ამასთან, გარანტირებული რეზერვის წყაროს (ელექტროენერგიის შესაბამის მწარმოებელის) მიერ ელექტროენერგიის გაყიდვა, წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორთან წინასწარ შეთანხმებით.

4. განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებულია აუნაზღაუროს სისტემის კომერციულ ოპერატორს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის სრული საფასური. სისტემის კომერციულ ოპერატორს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს ასევე ისარგებლოს კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული გადახდის უზრუნველყოფის საშუალებით.

5. განაწილების ლიცენზიატის, პირდაპირი მომხმარებლისა და ექსპორტიორისაგან სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურის ამოღებასა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსთვის ანაზღაურებას ახდენს სისტემის კომერციული ოპერატორი.

6. კომერციულ ოპერატორს შეუძლია შეწყვიტოს პირველ მუხლში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებების მოქმედება მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოს მიმართ 20 კალენდარული დღით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, თუ მათ შორის ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.

7. ამ მუხლის მოქმედების ვადის ამოწურვა არ ათავისუფლებს მხარეებს ფინანსური ვალდებულების შესრულებისაგან. (მოქმედებს 2007 წლის 1 სექტემბრამდე)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

თავი XIII

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 38. ამ წესების შემოღებასთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდისათვის დასარეგულირებელი საკითხები

1. (ამოღებულია).

2. აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ სისტემის კომერციულ ოპერატორს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტსა ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ასეთ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ წესების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი.

3. 2006 წლის ივლისსა და აგვისტოში კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველების მიერ კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის საფასურისა და საწევროს გადაუხელობის შემთხვევაში ელექტრობაზარი უფლებამოსილია მოსთხოვოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ან შეზღუდვა.

4. (ამოღებულია).

5. ამ წესების თანახმად, ინფორმაციის მიწოდება წარმოებს წერილობითი ფორმით. ამასთან, წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია, ინფორმაციის მიწოდება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის, ტელეფონოგრამის, ფაქსის და სხვა საშუალებებით.

6. აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებამდე, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადასახდელი ან მისგან მისაღები თანხების გადაცემის ლიცენზიატებს შორის გასანაწილებლად საჭირო აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებამდე, გამოყენებულ იქნეს იგივე პროპორცია, რა პროპორციაც არსებობს კომისიის მიერ დადგენილ სს ,,საქრუსენერგოსა“ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადაცემის ქსელში ნორმატიულ დანაკარგებს შორის. ამასთან, ამ პუნქტის მოქმედება განისაზღვროს 2007 წლის 1 ივლისამდე.

7. აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებისთანავე ან/და შესაბამისი გადამცემი ქსელის ფარგლებში ამ წესების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შესაძლებლობისთანავე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს აღნიშნულის შესახებ და მიუთითოს ამ მოწესრიგებით მიღებულ შედეგებზე, მათ შორის, ამ მოწესრიგების შედეგად გადაცემის ქსელში მიღებული, გადაცემული, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სიზუსტით აღრიცხვასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე.

8. ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი და 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

9. წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემების მოწესრიგებამდე (ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში), ელექტროენერგიის წარმოების საშუალების ერთ საანგარიშო პერიოდზე ნაკლები დროით გაჩერებისას, ამ პერიოდში მის მიერ სისტემიდან მიღებულ და წარმოებულ ელექტროენერგიას შორის მეტობის შემთხვევაში, მიღებულ მოცულობაზე (ნაშთზე) ანგარიშსწორება მოხდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის ურუნველყოფა სრულად ხდება სხვა კვალიფიციური საწარმოსთან გაფორმებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებებით.

10. 2007 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობების ფორმით დარეგისტრირებული ხელშეკრულებით დასარეზერვებელი საპროგნოზო სიმძლავრის მოცულობები არ გამოითვლება, გენერაციის ის წყაროები, რომელთა მეშვეობით იქნება 2007 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის საპროგნოზოდ უზრუნველყოფილი კვალიფიციური საწარმოების მიერ დაურეზერვებელი სიმძლავრე, არ შეირჩევა, ხოლო სიმძალავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის საფასურის ანაზღაურება განხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობების ფორმით დარეგისტრირებული ხელშეკრულების (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ) მიხედვით და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტესტირების მეშვეობით დადგენილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი მოცულობების საფუძველზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 25 აპრილი ს ბრძანება № 31 - სსმ III, № 58 , 26 . 04 .200 7 წ., მუხ. 628

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 28 ივნისი ს ბრძანება № 46 - სსმ III, № 92 , 29 . 06 .200 7 წ., მუხ. 990

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 200 7 წლის 31 ოქტომბრი ს ბრძანება № 88 - სსმ III, № 153 , 31 . 10 .200 7 წ., მუხ. 1707

    მუხლი 39. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის განსაკუთრებული წესი

1. ამ მუხლის მიზნებისთვის გარანტირებული რეზერვის წყაროს ასევე მიეკუთვნებიან ის თბოელექტროსადგურებიც, რომლებიც ელექტროენერგიის (სიმძლავრის) არსებული საპროგნოზო ბალანსის მოქმედების პერიოდში არ იყვნენ განსაზღვრულნი გარანტირებული რეზერვის წყაროდ.

2. 2009 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასური ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თბოელექტროსადგურებს აუნაზღაურდებათ მათ მიერ განცხადებული ელექტროენერგიის წლიური გამომუშავების (სალტეზე გაცემა) მოცულობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოქმედი საპროგნოზო ბალანსით გათვალისწინებულ მომხმარებლებზე მიწოდებისა (აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის გამოკლებით) და ექსპორტის ჯამური წლიური მოცულობის 10%-ისა, რომელსაც გამოაკლდება თბოელექტროსადგურის მიერ მიმდინარე საბალანსო წლის განმავლობაში სალტეზე ფაქტობრივად გაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა.

 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროები (თბოელექტროსადგურები) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა, წარუდგენენ უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესახებ განაცხადს.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში აფიქსირებს უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობას, რომელიც სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ამ მუხლში მითითებული ყოველი წყაროსათვის გამოითვლება, როგორც შესაბამისი წყაროს მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის განაცხადში მითითებულ მოცულობასა და მის ფაქობრივი გამომუშავებას (სალტეზე გაცემა) შორის სხვაობა.

5. უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის გადანაწილება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე ხდება თანაბარწილად 2009 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს 2009 წლის 5 მაისისა, წარუდგენს სისტემის კომერციულ ოპერატორს და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროებს. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისტემის კომერციული ოპერატორი 2009 წლის მაისიდან 2009 წლის აგვისტოს ჩათვლით, არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ, შესაბამის საანგარიშო პერიოდში გასაყიდი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობას (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის კონკრეტული წყაროს მიხედვით) ანაწილებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ თითოეულ კვალიფიციურ საწარმოზე იმავე საანგარიშო პერიოდში სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივი ჯამურ მოხმარებაში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს ფაქტობრივი მოხმარების წილის პროპორციულად. სისტემის კომერციული ოპერატორი აღნიშნულ ინფორმაციას (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის კონკრეტული წყაროსა და უზრუნველყოფილი მოცულობების მითითებით) უგზავნის შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოადგენს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს, აგრეთვე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის ანგარიშსწორების საფუძველს. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოები უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურს ანაზღაურებენ შესაბამისი წყაროსათვის კანონმდებლობის თანახმად დადგენილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფისა (ზედა ზღვარი) და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მათ მიერ შესასყიდი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობის გათვალისწინებით, სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისად.

8. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წყაროებზე, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით წარადგენენ განაცხადს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილი ს ბრძანება № 3 8 - სსმ III, №4 8 , 2 1. 04 .2009წ., მუხ.549

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232-7/