საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.01.2007 ძალადაკარგული 28.02.2018
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.034.009.810
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 17/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (29)

შემდგომი ცვლილებები (19)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.810

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №56

2007 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594

1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმIII, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225

6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1136-სსმIII, №157, 29.10.2008წ.; მუხ.1567

7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447

8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1028-სსმIII, №157, 01.11.2010წ; მუხ.2222

9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2504

10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: „შსს მომსახურების სააგენტო“ ან „მომსახურების სააგენტო“.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე.

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, ლოგო, მრგვალი ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6 ​1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

7. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებს და საქმიანობის წესს.

8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.

მუხლი 2. სააგენტოს ფუნქციები, საქმიანობის საგანი და მიზნები

1. სააგენტოს ფუნქცია და საქმიანობის საგანია – თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; საფელდეგერო მომსახურება; სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის განხორციელება; სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებების, ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელება, განვითრება, დახვეწა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება.

3. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების, ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ციფრული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა; ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, ციფრული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1028-სსმIII, №157, 01.11.2010წ; მუხ.2222

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.

    მუხლი 3. სააგენტოს დირექტორი, მისი უფლება-მოვალეობები

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. სააგენტოს დირექტორი:

ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამსახურის საქმიანობას ეხება;

ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს სააგენტოს წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორ წარმათვაზე;

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სააგენტოს ყველა მოსამსახურისათვის;

დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

დ1 ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

დ ​2 ) ამტკიცებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებას (დებულებას);

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;

ე ​1 ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელს;

ვ) სამინისტროს თანხმობით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

თ) წარმოადგენს სააგენტოს ან უფლებას ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არა არის გათვალისწინებული;

ი) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;

კ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

ლ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;

ლ1 ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს;

ლ2 ) გააჩნია ამ მუხლის „დ“, „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება;

მ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.

    მუხლი 4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, მათი უფლება-მოვალეობები

1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.

2. მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.

3. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831

    მუხლი 5. სააგენტოში სამუშაოდ მიღების წესი

1. სააგენტოში სამუშაოდ მიიღებიან:

ა) პოლიციელები;

ბ) სამოქალაქო პირები.

2. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა და სოციალური დაცვის გარანტია, რომელიც კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მომსახურეთათვის.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსის, სააგენტოს შინაგანაწესისა ან/და შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447

    მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის წესი

1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ამ დებულებითა და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

2. სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიძლება დამატებით შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.

    მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) თბილისის სამმართველო:

ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება;

ა.ა.ა) სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების ქვეგანყოფილება;

ა.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება;

ა.გ) საგამოცდო განყოფილება;

ა.გ.ა) პრაქტიკული გამოცდის ქვეგანყოფილება;

ა.გ.ბ) (ამოღებულია - 23.06.2011, №528) ;

ა.გ.გ) საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო:

ბ.ა) ამოღებულია ;

ბ.ბ) ქ. თელავის განყოფილება;

ბ.გ) ქ. გორის განყოფილება;

ბ.დ) ქ. ახალციხის განყოფილება;

ბ.ე) ხეითის განყოფილება;

ბ.ვ) სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილება;

გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველო:

გ.ა) ქ. ქუთაისის განყოფილება;

გ.ა.ა) (ამოღებულია - 23.06.2011, №528) ;

გ.ბ) ქ. ფოთის განყოფილება;

გ.გ) ქ. ზუგდიდის განყოფილება;

გ.დ) ქ. ბათუმის განყოფილება;

გ.ე) ოზურგეთის განყოფილება;

გ.ვ) საჩხერე-ამბროლაურის განყოფილება;     

დ) მონიტორიგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო:

დ.ა) I განყოფილება;

დ.ბ) II განყოფილება;

დ.გ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება;

ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:

ე.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება;

ე.ა.ა) ამოღებულია;

ე.ბ) სანომრე ნიშნების განყოფილება;

ე.გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;

ე.გ.ა) ტრანსპორტის ქვეგანყოფილება;

ე.გ.ბ) ამოღებულია;

ე.გ.გ) საკომენდანტო ქვეგანყოფილება;

ე.გ.გ.ა) სამეურნეო-ტექნიკური ჯგუფი;

ე.დ) კადრების განყოფილება;

ე.ე) შესყიდვებისა და მომარაგების განყოფილება;

ე.ე.ა) საწყობისა და აღრიცხვის ქვეგანყოფილება;

ე.ე.ბ) ამოღებულია;

ვ) საქმის წარმოების ორაგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია);

ზ) სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველო:

ზ.ა) საცნობარო მომსახურების განყოფილება;

ზ.ბ) სანებართვო მომსახურების განყოფილება;

ზ.გ) ქ. თბილისის საფელდეგერო მომსახურების განყოფილება;

ზ.დ) სამხარეო და საერთაშორისო მარშრუტების საფელდეგერო მომსახურების განყოფილება;

თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

თ.ა) I განყოფილება;

თ.ბ) II განყოფილება;

თ.გ) საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება:

თ.გ.ა) I ქვეგანყოფილება;

თ.გ.ბ) II ქვეგანყოფილება;

თ.გ.გ) III ქვეგანყოფილება;

 ი) ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1136-სსმIII, №157, 29.10.2008წ.; მუხ.1567

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1028-სსმIII, №157, 01.11.2010წ; მუხ.2222

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.

    მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კომპეტეცია

1. თბილისის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თბილისის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილება:

ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ა.ბ) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილებაში შემავალი სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების ქვეგანყოფილება ახორციელებს იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექნიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

 ბ) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს; ახორციელებს საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

გ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება:

გ.ა) ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „C“, „D“, „E“, „T1“, „T2“ „T3“ „T4“ კატეგორიებით, მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას, მართვის უფლე-ბის მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას;

გ.ბ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღადგენს დაკარგულ მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობებს;

გ.გ.) გასცემს საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობებს;

დ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილებაში შემავალი პრაქტიკული გამოცდის ქვეგანყოფილება:

დ.ა)   ახორციელებს „A“, „B“, „C“, „D“, „E“, „T1“, „T2“ „T3“ „T4“ კატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;

დ1) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილებაში შემავალი მართვის მოწმობების შეცვლისა და აღდგენის უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება დადგენილი წესით ცვლის და აღადგენს დაკარგულ მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობებს;

დ2) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილებაში შემავალი საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება ახორციელებს თეორიული გამოცდისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვას და რეგისტრაციას, ასევე გაცემული მართვის მოწმობების ნამდვილობის შემოწმებას შესაბამის სარეესტრო ჩანაწერებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ე) თბილისის სამმართველო დაქვემდებარებაში არსებულ გაყოფილებებთან ერთად თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას.

2. აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო და დასავლეთ საქართველოს სამმართველო თავის განყოფილებებთან ერთად რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავისი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას;

ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს;

ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A”, „B”, „C”, „D”, „E”, „T1”, „T2” „T3” „T4“ კატეგორიებით; მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დადგენილი წესით დაკარგული ან დაზიანებული მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, და აღდგენას; საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობების გაცემას;

ვ) „A”, „B”, „C”, „D”, „E”, „T1”, „T2” „T3” „T4“ კატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;

ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

თ) საქმისწარმოების ორგანიზებას;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

21 . (ამოღებულია - 23.06.2011, №528).

3. მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) I განყოფილება უზრუნველყოფს:

ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულად შემოწმებას;

ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალური) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;

ა.გ) შემდგომი სამართლებრივი შეფასების მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების შემოწმების შედეგების, აგრეთვე გამოვლენილი კონკრეტული დარღვევების შესახებ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსათვის მასალების გადაცემას;

ა.დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;

ა.ე) კვარტალში ერთხელ სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას;

ა.ვ) სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს;

ა.ზ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას და შემდგომი რეაგირებისათვის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსათვის გადაცემას;  

ა.თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას;

ბ) II განყოფილება ახორციელებს:

ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის სახით სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას;

ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;

ბ.გ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;

ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას;

ბ.ე) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;

ბ.ვ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას;

გ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს სააგენტოს კომპიუტერულ მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.

4. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო, განყოფილებებთან და ქვეგანყო-ფილებებთან ერთად უზრუნველყოფს სააგენტოს საკადრო ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას:

ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება:

ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);

ა.ბ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას;

ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას;

ა.დ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;

ა.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას;

ა.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სანომრე ნიშნების განყოფილება უზრუნველყოფს:

ბ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას;

ბ.ბ) დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას;

გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება, ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს:

გ.ა) კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, საწვავის აღრიცხვასა და საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

გ.ბ) საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ახორციელებს მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარებას;

გ.გ) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და უსაფ-რთხოების ტექნიკის დაცვაზე კონტროლს;

გ.დ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;

გ.ე) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;

გ.ვ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;

გ.ზ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლს;

გ.თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას;

დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:

დ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;

დ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;

დ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;

დ.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;

დ.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;

დ.ვ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;

დ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

დ.თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

დ.ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;

დ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას;

ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი შესყიდვებისა და მომარაგების განყოფილება ქვეგანყოფილებასთან ერთად უზრუნველყოფს:

ე.ა) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;

ე.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;

ე.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;

ე.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;

ე.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი იარაღის ჩაბარებას, აგრეთვე შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის, ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

ე.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას;

ე.ზ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას;   

ე.თ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა.შ) მიღებას, შენახვას და დადგენილი წესით დანაყოფებზე გადაცემას;

ე.ი) საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;

ე.კ) ახდენს სააგენტოზე მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას;

ე.ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე;

 ე.მ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;

5. საქმის წარმოების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების (კანცელარიის) უფლება-მოვალეობები:

ა) უზრუნველყოფს შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;

ბ) ახორციელებს ინსპექტირებისათვის კორესპოდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;

გ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

6. სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველო განყოფილებებთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს:   ა) სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველოს საცნობარო მომსახურების განყოფილება – მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრასპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;

ბ) სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველოს სანებართვო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემას, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების გაცემას, აგრეთვე იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას, ახორციელებს იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

გ) ქ. თბილისის საფელდეგერო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს ქ. თბილისში:

გ.ა) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ან სხვა პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების (გზავნილების, სპეცტვირთების), ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულებისამებრ უსაფრთხოდ მიტანას ადრესატამდე;

გ.ბ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ქმნის მუდმივ მიწისზედა (სარკინიგზო, საავტომობილო) მარშრუტების დახურულ ქსელს;

გ.გ) სარგებლობს კორესპონდენციების გადასატანად მარშრუტებისა და გრაფიკის შერჩევის, კორესპონდენციების მიტანის წესის, მათი რაოდენობისა და სახეობის ზღვრული ნორმების გადატანის რიგითობის განსაზღვრის უფლებით;

 დ) სამხარეო და საერთაშორისო მარშრუტების საფელდეგერო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს საქართველოში (გარდა ქ. თბილისისა) და მის ფარგლებს გარეთ:

დ.ა) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ან სხვა პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების (გზავნილების, სპეცტვირთების), ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულებისამებრ უსაფრთხო მიტანას ადრესატამტე;

დ.ბ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ქმნის მუდმივ მიწისზედა (სარკინიგზო, საავტომობილო, საავიაციო, საჭიროების შემთხვევაში – სანაოსნო) მარშრუტების დახურულ ქსელს;

დ.გ) სარგებლობს კორესპონდენციების გადასატანად მარშრუტებისა და გრაფიკის შერჩევის, კორესპონდენციების მიტანის წესის, მათი რაოდენობისა და სახეობის ზღვრული ნორმების გადატანის რიგითობის განსაზღვრის უფლებით.

7. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი I განყოფილება, თავის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს:

ა.ა) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;

ა.ბ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი დისციპლინის დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების განხილვას, სამართლებრივ შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;

ა.გ) თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების წარმოებას;

ა.დ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სააგენტოს დირექტორთან წარდგენას;

ა.ე) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას;

ა.ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

ა.ზ) თავისის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;

ა.თ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს და იცავს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში და სხვა პირებთან;

ა.ი) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს;

ა.კ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას და სხვა იურიდიული საკითხების გადაწყვეტას;

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი II განყოფილება უზრუნველყოფს:

ბ.ა) ყოველთვიურად დანაყოფების მიერ გაწეული მომსახურეობების სტატისტიკური მონაცემების შეჯამებასა და ანალიზს;

ბ.ბ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მათზე რეაგირებას;

ბ.გ) ახორციელებს სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემურ უზრუნველყოფას;

ბ.დ) ამოღებულია;

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს:

გ.ა) სააგენტოში მოქალაქეთა ინფორმირებას მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე:

გ.ბ) დღე-ღამის განმავლობაში დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინაა ღ მდეგო ხელყოფისაგან;

გ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვას.

7​1. ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას; ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურებას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; საბაჟო დამუშავების ოპერაციის ან/და რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და საექსპერტო შემოწმებას და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისანიჭებელი გამოცდის მიღებას და მძღოლის მოწმობის გაცემას, აგრეთვე შეცვლას და აღდგენას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემა ს ; სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

8)  სააგენტოს და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უფლება აქვთ გამოიყენონ როგორც მატერიალური დოკუმენტები, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმIII, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1136-სსმIII, №157, 29.10.2008წ.; მუხ.1567

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1028-სსმIII, №157, 01.11.2010წ; მუხ.2222

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2504

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.

    მუხლი 9. ქონება

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურზე ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594

მუხლი 10.  დაფინანსება

1.  სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების (საქმიანობის) განხორციელებას, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმIII, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.

    მუხლი 11. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძება, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ოდენობის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმIII, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447

    მუხლი 12. საბუღალტრო ანგარიშგება

1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 14. სააგენტოს ლიკვიდაცია

სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს დირექტორი.

    მუხლი 15. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება

სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 16. დასკვნითი დებულება

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №56, 17.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.810 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68554-10/