საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (29)
შემდგომი ცვლილებები (27)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.810
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №56
2007 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე.
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
6. სააგენტოს აქვს ბეჭედი, შტამპი, სიმბოლიკა, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
7. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებს და საქმიანობის წესს.
8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

მუხლი 2. სააგენტოს ფუნქციები, საქმიანობის საგანი და მიზნები
1. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია – იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნებართვების გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემა; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის რეგისტრაცია; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება; სატრანსპორტო საშუალებების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათი მისაბმელების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილებები); სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობების გაცემა; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვა, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობის განხორციელება.
2. სააგენტოს მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების გაუმჯობესება.
მუხლი 3. სააგენტოს დირექტორი, მისი უფლება-მოვალეობები
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორი:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამსახურის საქმიანობას ეხება;
ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს სააგენტოს წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორ წარმათვაზე;
გ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სააგენტოს ყველა მოსამსახურისათვის;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;
ვ) სამინისტროს თანხმობით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
თ) წარმოადგენს სააგენტოს ან უფლებას ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არა არის გათვალისწინებული;
ი) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;
კ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ლ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
მ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, მათი უფლება-მოვალეობები
1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
2. მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.
3. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
მუხლი 5. სააგენტოში სამუშაოდ მიღების წესი
1. სააგენტოში სამუშაოდ მიიღებიან:
ა) პოლიციელები;
ბ) სამოქალაქო პირები.
2. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა და სოციალური დაცვის გარანტია, რომელიც კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მომსახურეთათვის.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის წესი
1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ამ დებულებითა და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
2. სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიძლება დამატებით შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.
მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) თბილისის სამმართველო:
ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება;
ა.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების ქვეგანყოფილება;
ა.გ) საგამოცდო განყოფილება;
ა.დ) საცნობარო განყოფილება.
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო:
ბ.ა) ქ. რუსთავის განყოფილება;
ბ.ბ) ქ. თელავის განყოფილება;
ბ.გ) ქ. გორის განყოფილება;
ბ.დ) ქ. ახალციხის განყოფილება;
ბ.ე) ქურთას განყოფილება;
გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველო:
გ.ა) ქ. ქუთაისის განყოფილება;
გ.ბ) ქ. ფოთის განყოფილება;
გ.გ) ქ. ზუგდიდის განყოფილება;
გ.დ) ქ. ბათუმის განყოფილება;
გ.ე) ქ. ოზურგეთის განყოფილება;
დ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:
დ.ა) I განყოფილება;
დ.ბ) II განყოფილება;
დ.გ) III განყოფილება;
დ.დ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება.
ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ე.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშების განყოფილება;
ე.ბ) შესყიდვების ქვეგანყოფილება;
ე.გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება:
ე.გ.ა) სანომრე ნიშნების ქვეგანყოფილება;
ე.გ.ბ) ტრანსპორტის ქვეგანყოფილება;
ე.გ.გ) საწყობისა და მომარაგების ქვეგანყოფილება (ქვეგანყოფილების უფროსია საწყობის გამგე)
ე.გ.დ) საკომენდატურო ჯგუფი;
ე.დ) კადრების განყოფილება.
ვ) საქმის წარმოების ორაგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კომპეტეცია
1. თბილისის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თბილისის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო განყოფილება:
ა.ა) ახდენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციას; სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას; სარეგისტრაციო ნიშნების (სანომრე ნიშანის, სატრანზიტო და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის, ტექნიკური ტალონის, TEST-ი) გაცემას, შეცვლას და დაკარგული სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენას;
ა.ბ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციის არსებობისას, ახორციელებს მოგირავნესათვის დაგირავებულ ნივთზე კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;
ა.გ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის ან დატვირთვის აღრიცხვას, აღრიცხვის გაუქმებას;
ბ) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების ქვეგანყოფილება – თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს;
გ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება:
გ.ა) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებას და მძღოლის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებლად საკვალიფიკაციო გამოცდების მიღებას;
გ.ბ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღადგენს დაკარგულ სატრანსპორტო საშუალების ეროვნულ და საერთაშორისო მართვის(მძღოლის) მოწმობებს;
დ) თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილება ახორციელებს – იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნებართვების გაცემას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემას; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე სამართლებრივი შეზღუდვებისა და დატვირთვების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას.
ე) თბილისის სამმართველო დაქვემდებარებაში არსებულ განყოფილებებთან ერთად თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმის წარმოების ორგანიზებას.
2. აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო და დასავლეთ საქართველოს სამმართველო თავის განყობილებებთან ერთად რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავისი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ:
ა) ახდენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციას; სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას; სარეგისტრაციო ნიშნების (სანომრე ნიშანის, სატრანზიტო და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის, ტექნიკური ტალონის, TEST-ი) გაცემას, შეცვლას და დაკარგული სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენას;
ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის ან დატვირთვის რეგისტრაცია და ამ რეგისტრაციის გაუქმება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს;
ე) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებას და მძღოლის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებლად საკვალიფიკაციო გამოცდების მიღებას;
ვ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღდგენს დაკარგულ სატრანსპორტო საშუალების ეროვნულ და საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობებს;
ზ) იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნებართვების გაცემას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემას; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;
თ) საქმის წარმოების ორგანიზებას;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო გაცნობისა და შეფასების მიზნით ამოწმებს სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; უზრუნველყოფს სააგენტოს ადგილობრივ (რეგიონალურ) სტრუქტურულ ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვ-ნების შესრულებაზე კონტროლს; ახორციელებს სააგენტოს ერთიანი სისტემის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შემოწმების შედეგების, გამოვლენილი დარღვევების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და სააგენტოს დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას; სააღრიცხვო ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ახორციელებს ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას; კვარტალში ერთხელ აჯამებს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს სააგენტოს დირექტორს; სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს და უწევს მათ პრაქტიკულ დახმარებას; საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში; კანონდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცეცხსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების და დამატებების შესატანად; წარმოადგენს და იცავს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში და სახვა პირებთან; სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს; განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მათზე რეაგირებას; კომპიუტერულ მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას; კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს დანაყოფები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) I განყოფილება უზრუნველყოფს:
ა.ა) გაცნობისა და შეფასების მიზნით ამოწმებს სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს ადგილობრივ (რეგიონალურ) სტრუქტურულ ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.გ) ახორციელებს სააგენტოს ერთიანი სისტემის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შემოწმების შედეგების, გამოვლენილი დარღვევების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და სააგენტოს დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
ა.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;
ა.ვ) სააღრიცხვო ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ახორციელებს ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას;
ა.ზ) კვარტალში ერთხელ აჯამებს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს სააგენტოს უფროს;
ა.თ) სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს;
ა.ი) პრაქტიკულ დახმარებას უწევს სააგენტოს სტრუქტურულ ერთელებს;
ბ) II განყოფილება ახორციელებს:
ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში;
ბ.ბ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;
გ) III განყოფილება უზრუნველყოფს:
გ.ა) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას;
გ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;
გ.გ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს და იცავს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში და სხვა პირებთან;
გ.დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს;
გ.ე) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მათზე რეაგირებას;
დ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება – სააგენტოს კომპიუტერულ მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.
4. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო, განყოფილებებთან და ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს სააგენტოს საკადრო ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას:
ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება:
ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);
ა.ბ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მისი სწორ ორგანიზაციას;
ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას;
ა.დ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;
ა.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას;
ა.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი შესყიდვების ქვეგანყოფილება:
ბ.ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;
ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;
ბ.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას.
გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს:
გ.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვების ქვეგანყოფილებასთან ერთად პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკა-ციის მიხედვით სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე;
გ.ბ) უზრუნველყოფს შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
გ.გ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას;
გ.დ) საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ახორციელებს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
გ.ე) ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირებისგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას და უფლებამოსილ პირზე სათანადო ინფორმაციის მიწოდებას;
გ.ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა.შ) მიღებას, შენახვას და დადგენილი წესით გაცემას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
გ.ზ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას;
გ.თ) დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას;
გ.ი) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე კონტროლს;
გ.კ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;
გ.ლ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;
გ.მ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობისა და მატერიალური პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;
გ.ნ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლს;
გ.ო) აღრიცხავს და აკონტროლებს სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებებზე ლიმიტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯვას და ადგენს შესაბამის დოკუმენტაციას;
გ.პ) ახდენს საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;
გ.ჟ) ახდენს სააგენტოზე მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას.
დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:
დ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;
დ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;
დ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
დ.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;
დ.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;
დ.ვ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
დ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
დ.თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
დ.ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;
დ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას.
5. საქმის წარმოების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების (კანცელარიის) უფლება-მოვალეობები:
ა) უზრუნველყოფს შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;
ბ) ახორციელებს ინსპექტირებისათვის კორესპოდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;
გ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 9. ქონება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურზე ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. სააგენტოს დაფინანსების წყაროები
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამსახურის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 11. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძება, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ოდენობის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედება-თა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 12. საბუღალტრო ანგარიშგება
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი
1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 14. სააგენტოს ლიკვიდაცია
სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს დირექტორი.
მუხლი 15. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 16. დასკვნითი დებულება
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2
+

დ.დ) პროგრამული უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება.

დ) პროგრამული უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება – სააგენტოს კომპიუტერულ მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე.
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
6. სააგენტოს აქვს ბეჭედი, შტამპი, სიმბოლიკა, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
7. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებს და საქმიანობის წესს.
8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
მუხლი 2. სააგენტოს ფუნქციები, საქმიანობის საგანი და მიზნები🔗
1. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია – იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნებართვების გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემა; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის რეგისტრაცია; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება; სატრანსპორტო საშუალებების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათი მისაბმელების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილებები); სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობების გაცემა; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვა, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობის განხორციელება.
1. სააგენტოს ფუნქცია და საქმიანობის საგანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; იარაღის ან/და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა; იარაღის ან/და საბრძოლო მასალის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვა, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე „A“, „B“, „C“, „D“, „E“, „T1“, „T 2“ „T 3“ „T 4“ კატეგორიების მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მართვის ან ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემა, შეცვლა, დაკარგულის აღდგენა; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა; განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების, ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულების ადგილზე ადრესატებისათვის დადგენილი მარშრუტებითა და წესით ოპერატიულად მიტანა და ჩაბარება, კორესპონდენციის გადასატანად მარშრუტებისა და გრაფიკის შერჩევა, კორესპონდენციების (გზავნილების) მიტანის წესის, მათი რაოდენობისა და სახეობების ზღვრული ნორმების, გადატანის რიგითობის განსაზღვრა, საფელდეგერო მოსახურების სხვა პირობებისა და ფასების განსაზღვრა, კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. სააგენტოს მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების გაუმჯობესება.
2. სააგენტოს მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს კონტ როლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების გაუმჯობესება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
მუხლი 3. სააგენტოს დირექტორი, მისი უფლება-მოვალეობები🔗
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორი:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამსახურის საქმიანობას ეხება;
ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს სააგენტოს წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორ წარმათვაზე;
გ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სააგენტოს ყველა მოსამსახურისათვის;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;
ვ) სამინისტროს თანხმობით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
თ) წარმოადგენს სააგენტოს ან უფლებას ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არა არის გათვალისწინებული;
ი) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;
კ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ლ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
ლ1 ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს;
ლ2 ) გააჩნია ამ მუხლის „დ“, „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება;
მ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
მუხლი 4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, მათი უფლება-მოვალეობები🔗
1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
2. მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.
3. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
მუხლი 5. სააგენტოში სამუშაოდ მიღების წესი🔗
1. სააგენტოში სამუშაოდ მიიღებიან:
ა) პოლიციელები;
ბ) სამოქალაქო პირები.
2. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა და სოციალური დაცვის გარანტია, რომელიც კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მომსახურეთათვის.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის წესი🔗
1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ამ დებულებითა და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
2. სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიძლება დამატებით შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.
მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები🔗
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) თბილისის სამმართველო:
ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება;
ა.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების ქვეგანყოფილება;
ა.ა.ა) სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების ქვეგანყოფილება;
ა.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება;
ა.გ) საგამოცდო განყოფილება;
ა.დ) საცნობარო განყოფილება.
ა.გ.ა) პრაქტიკული გამოცდის ქვეგანყოფილება;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო:
ბ.ა) ქ. რუსთავის განყოფილება;
ბ.ა) ამოღებულია ;
ბ.ბ) ქ. თელავის განყოფილება;
ბ.გ) ქ. გორის განყოფილება;
ბ.დ) ქ. ახალციხის განყოფილება;
ბ.ე) ქურთას განყოფილება;
ბ.ე) ხეითის განყოფილება;
გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველო:
გ.ა) ქ. ქუთაისის განყოფილება;
გ.ბ) ქ. ფოთის განყოფილება;
გ.გ) ქ. ზუგდიდის განყოფილება;
გ.დ) ქ. ბათუმის განყოფილება;
გ.ე) ქ. ოზურგეთის განყოფილება;
დ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:
დ) მონიტორიგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო:
დ.ა) I განყოფილება;
დ.ბ) II განყოფილება;
დ.გ) III განყოფილება;
დ.გ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება;
დ.დ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება.
ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ე.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშების განყოფილება;
ე.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება;
ე.ბ) შესყიდვების ქვეგანყოფილება;
ე.ა.ა) შემოსავლებისა და ანგარიშგების ქვეგანყოფილება;
ე.გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება:
ე.ბ) სანომრე ნიშნების განყოფილება;
ე.გ.ა) სანომრე ნიშნების ქვეგანყოფილება;
ე.გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;
ე.გ.ბ) ტრანსპორტის ქვეგანყოფილება;
ე.გ.ა) ტრანსპორტის ქვეგანყოფილება;
ე.გ.გ) საწყობისა და მომარაგების ქვეგანყოფილება (ქვეგანყოფილების უფროსია საწყობის გამგე)
ე.გ.ბ) საწყობისა და აღრიცხვის ქვეგანყოფილება;
ე.გ.დ) საკომენდატურო ჯგუფი;
ე.გ.გ) საკომენდანტო ქვეგანყოფილება;
ე.დ) კადრების განყოფილება.
ე.დ) კადრების განყოფილება;
ვ) საქმის წარმოების ორაგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია).
ე.ე) შესყიდვებისა და მომარაგების განყოფილება;
ე.ე.ა) შესყიდვების ქვეგანყოფილება;
ე.ე.ბ) მომარაგების ქვეგანყოფილება;
ვ) საქმის წარმოების ორაგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია);
ზ) სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველო:
ზ.ა) საცნობარო მომსახურების განყოფილება;
ზ.ბ) სანებართვო მომსახურების განყოფილება;
ზ.გ) ქ. თბილისის საფელდეგერო მომსახურების განყოფილება;
ზ.დ) სამხარეო და საერთაშორისო მარშრუტების საფელდეგერო მომსახურების განყოფილება;
თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
თ.ა) I განყოფილება;
თ.ბ) II განყოფილება;
თ.გ) საინფორმაციო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კომპეტეცია🔗
1. თბილისის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თბილისის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო განყოფილება:
ა) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილება:
ა.ა) ახდენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციას; სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას; სარეგისტრაციო ნიშნების (სანომრე ნიშანის, სატრანზიტო და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის, ტექნიკური ტალონის, TEST-ი) გაცემას, შეცვლას და დაკარგული სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენას;
ა.ა) ახდენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციას; სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას;
ა.ბ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციის არსებობისას, ახორციელებს მოგირავნესათვის დაგირავებულ ნივთზე კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;
ა.ბ) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილებაში შემავალი სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების ქვეგანყოფილება ახორციელებს შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექნიკურ სატრანსპორტო სასუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს), TEST-ის სანომრე ნიშნების გაცემას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციასა და მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრასპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სამართლებრივი შეზღუდვებისა და დატვირთვების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას; იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემას; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;
ა.გ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის ან დატვირთვის აღრიცხვას, აღრიცხვის გაუქმებას;
ბ) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს;
ბ) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების ქვეგანყოფილება – თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს;
გ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება:
გ.ა) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებას და მძღოლის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებლად საკვალიფიკაციო გამოცდების მიღებას;
გ.ა) ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „C“, „D“, „E“, „T1“, „T2“ „T3“ „T4“ კატეგორიებით, მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას, მართვის უფლე-ბის მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას;
გ.ბ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღადგენს დაკარგულ სატრანსპორტო საშუალების ეროვნულ და საერთაშორისო მართვის(მძღოლის) მოწმობებს;
გ.ბ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღადგენს დაკარგულ მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობებს;
დ) თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილება ახორციელებს – იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნებართვების გაცემას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემას; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე სამართლებრივი შეზღუდვებისა და დატვირთვების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას.
გ.გ.) გასცემს საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობებს;
ე) თბილისის სამმართველო დაქვემდებარებაში არსებულ განყოფილებებთან ერთად თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმის წარმოების ორგანიზებას.
დ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილებაში შემავალი პრაქტიკული გამოცდის ქვეგანყოფილება:
დ.ა) ახორციელებს „A“, „B“, „C“, „D“, „E“, „T1“, „T2“ „T3“ „T4“ კატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;
ე) თბილისის სამმართველო დაქვემდებარებაში არსებულ გაყოფილებებთან ერთად თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას.
2. აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო და დასავლეთ საქართველოს სამმართველო თავის განყობილებებთან ერთად რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავისი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ:
ა) ახდენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციას; სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას; სარეგისტრაციო ნიშნების (სანომრე ნიშანის, სატრანზიტო და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის, ტექნიკური ტალონის, TEST-ი) გაცემას, შეცვლას და დაკარგული სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენას;
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლი-ლებების შეტანას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას;
ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის ან დატვირთვის რეგისტრაცია და ამ რეგისტრაციის გაუქმება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს;
ე) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებას და მძღოლის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებლად საკვალიფიკაციო გამოცდების მიღებას;
ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „C“, „D“, „E“, „T1“, „T2“ „T3“ „T4“ კატეგორიებით; მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დადგენილი წესით დაკარგული ან დაზიანებული მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, და აღდგენას; საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობების გაცემას;
ვ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღდგენს დაკარგულ სატრანსპორტო საშუალების ეროვნულ და საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობებს;
ვ) „A“, „B“, „C“, „D“, „E“, „T1“, „T2“ „T3“ „T4“ კატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;
ზ) იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნებართვების გაცემას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემას; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;
ზ) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემას; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;
თ) საქმის წარმოების ორგანიზებას;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო გაცნობისა და შეფასების მიზნით ამოწმებს სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; უზრუნველყოფს სააგენტოს ადგილობრივ (რეგიონალურ) სტრუქტურულ ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვ-ნების შესრულებაზე კონტროლს; ახორციელებს სააგენტოს ერთიანი სისტემის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შემოწმების შედეგების, გამოვლენილი დარღვევების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და სააგენტოს დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას; სააღრიცხვო ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ახორციელებს ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას; კვარტალში ერთხელ აჯამებს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს სააგენტოს დირექტორს; სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს და უწევს მათ პრაქტიკულ დახმარებას; საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში; კანონდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცეცხსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების და დამატებების შესატანად; წარმოადგენს და იცავს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში და სახვა პირებთან; სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს; განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მათზე რეაგირებას; კომპიუტერულ მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას; კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს დანაყოფები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
3. მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) I განყოფილება უზრუნველყოფს:
ა.ა) გაცნობისა და შეფასების მიზნით ამოწმებს სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულად შემოწმებას;
ა.ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს ადგილობრივ (რეგიონალურ) სტრუქტურულ ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალური) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.გ) ახორციელებს სააგენტოს ერთიანი სისტემის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.გ) შემდგომი სამართლებრივი შეფასების მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების შემოწმების შედეგების, აგრეთვე გამოვლენილი კონკრეტული დარღვევების შესახებ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსათვის მასალების გადაცემას;
ა.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შემოწმების შედეგების, გამოვლენილი დარღვევების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და სააგენტოს დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
ა.დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;
ა.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;
ა.ე) კვარტალში ერთხელ სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას;
ა.ვ) სააღრიცხვო ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ახორციელებს ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას;
ა.ვ) სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს;
ა.ზ) კვარტალში ერთხელ აჯამებს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს სააგენტოს უფროს;
ა.ზ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას და შემდგომი რეაგირებისათვის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსათვის გადაცემას;
ა.თ) სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს;
ა.ი) პრაქტიკულ დახმარებას უწევს სააგენტოს სტრუქტურულ ერთელებს;
ბ) II განყოფილება ახორციელებს:
ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში;
ბ.ბ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;
ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;
გ) III განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ.გ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;
გ.ა) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას;
გ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს სააგენტოს კომპიუტერულ მომსახუ-რებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.
გ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;
4. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო, განყოფილებებთან და ქვეგანყო-ფილებებთან ერთად უზრუნველყოფს სააგენტოს საკადრო ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას:
გ.გ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს და იცავს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში და სხვა პირებთან;
გ.დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს;
გ.ე) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მათზე რეაგირებას;
დ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება – სააგენტოს კომპიუტერულ მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.
4. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო, განყოფილებებთან და ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს სააგენტოს საკადრო ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას:
ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება:
ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);
ა.ბ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მისი სწორ ორგანიზაციას;
ა.ბ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას;
ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას;
ა.დ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;
ა.დ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;
ა.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას;
ა.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ა.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სანომრე ნიშნების განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი შესყიდვების ქვეგანყოფილება:
ბ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას;
ბ.ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;
ბ.ბ) დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას;
ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;
ბ.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას.
გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს:
გ.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვების ქვეგანყოფილებასთან ერთად პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკა-ციის მიხედვით სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე;
გ.ა) შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
გ.ბ) უზრუნველყოფს შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას;
გ.გ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას;
გ.გ) საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ახორციელებს მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარებას;
გ.დ) საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ახორციელებს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
გ.დ) ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას და უფლებამოსილ პირზე სათანადო ინფორმაციის მიწოდებას;
გ.ე) ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირებისგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას და უფლებამოსილ პირზე სათანადო ინფორმაციის მიწოდებას;
გ.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა.შ) მიღებას, შენახვას და დადგენილი წესით გაცემას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
გ.ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა.შ) მიღებას, შენახვას და დადგენილი წესით გაცემას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
გ.ვ) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა–ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე კონტროლს;
გ.ზ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას;
გ.ზ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;
გ.თ) დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას;
გ.თ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;
გ.ი) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე კონტროლს;
გ.ი) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;
გ.კ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;
გ.კ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლს;
გ.ლ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;
გ.ლ) ახდენს საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;
გ.მ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობისა და მატერიალური პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;
გ.მ) ახდენს სააგენტოზე მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას.
გ.ნ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლს;
გ.ო) აღრიცხავს და აკონტროლებს სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებებზე ლიმიტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯვას და ადგენს შესაბამის დოკუმენტაციას;
გ.პ) ახდენს საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;
გ.ჟ) ახდენს სააგენტოზე მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას.
დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:
დ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;
დ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;
დ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;
დ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
დ.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;
დ.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;
დ.ვ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
დ.ვ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
დ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
დ.თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
დ.ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;
დ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას.
დ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას;
ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი შესყიდვებისა და მომარაგების განყოფილება ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს:
ე.ა) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;
ე.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;
ე.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;
ე.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;
ე.ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე.
5. საქმის წარმოების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების (კანცელარიის) უფლება-მოვალეობები:
ა) უზრუნველყოფს შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;
ბ) ახორციელებს ინსპექტირებისათვის კორესპოდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;
გ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
6. სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველო განყოფილებებთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს: ა) სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველოს საცნობარო მომსახურების განყოფილება – მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრასპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;
ბ) სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველოს სანებართვო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემას, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების გაცემას, აგრეთვე იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას, ახორციელებს იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
გ) ქ. თბილისის საფელდეგერო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს ქ. თბილისში:
გ.ა) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ან სხვა პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების (გზავნილების, სპეცტვირთების), ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულებისამებრ უსაფრთხოდ მიტანას ადრესატამდე;
გ.ბ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ქმნის მუდმივ მიწისზედა (სარკინიგზო, საავტომობილო) მარშრუტების დახურულ ქსელს;
გ.გ) სარგებლობს კორესპონდენციების გადასატანად მარშრუტებისა და გრაფიკის შერჩევის, კორესპონდენციების მიტანის წესის, მათი რაოდენობისა და სახეობის ზღვრული ნორმების გადატანის რიგითობის განსაზღვრის უფლებით;
დ) სამხარეო და საერთაშორისო მარშრუტების საფელდეგერო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს საქართველოში (გარდა ქ. თბილისისა) და მის ფარგლებს გარეთ:
დ.ა) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ან სხვა პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების (გზავნილების, სპეცტვირთების), ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულებისამებრ უსაფრთხო მიტანას ადრესატამტე;
დ.ბ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ქმნის მუდმივ მიწისზედა (სარკინიგზო, საავტომობილო, საავიაციო, საჭიროების შემთხვევაში – სანაოსნო) მარშრუტების დახურულ ქსელს;
დ.გ) სარგებლობს კორესპონდენციების გადასატანად მარშრუტებისა და გრაფიკის შერჩევის, კორესპონდენციების მიტანის წესის, მათი რაოდენობისა და სახეობის ზღვრული ნორმების გადატანის რიგითობის განსაზღვრის უფლებით.
7. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართვე-ლოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი I განყოფილება, თავის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს:
ა.ა) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.ბ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი დისციპლინის დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების განხილვას, სამართლებრივ შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ა.გ) თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების წარმოებას;
ა.დ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სააგენტოს დირექტორთან წარდგენას;
ა.ე) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას;
ა.ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
ა.ზ) თავისის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;
ა.თ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს და იცავს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში და სხვა პირებთან;
ა.ი) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს;
ა.კ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას და სხვა იურიდიული საკითხების გადაწყვეტას;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი II განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ.ა) ყოველთვიურად დანაყოფების მიერ გაწეული მომსახურეობების სტატისტიკური მონაცემების შეჯამებასა და ანალიზს;
ბ.ბ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მათზე რეაგირებას;
ბ.გ) ახორციელებს სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემურ უზრუნველყოფას;
ბ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელბს ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საინფორმაციო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება უზრუნველყოფს სააგენტოში მოქალაქეთა ინფორმირებას მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
მუხლი 9. ქონება🔗
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურზე ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
მუხლი 10. სააგენტოს დაფინანსების წყაროები🔗
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამსახურის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 11. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას🔗
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძება, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ოდენობის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედება-თა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 12. საბუღალტრო ანგარიშგება🔗
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი🔗
1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 14. სააგენტოს ლიკვიდაცია🔗
სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს დირექტორი.
მუხლი 15. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება🔗
სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 16. დასკვნითი დებულება🔗
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №56, 17.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.810 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68554-2/