საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (29)
შემდგომი ცვლილებები (14)
წინა ცვლილებები (15)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.810
2007 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმ III, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმ III, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმ III, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმ III, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831
5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმ III, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225
6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1136-სსმ III, №157, 29.10.2008წ.; მუხ.1567
7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმ III, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447
8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1028-სსმ III, №157, 01.11.2010წ; მუხ.2222
9 . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ.2504
10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება № 598 - ვებგვერდი, 14.07 .2011წ.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №696 - ვებგვერდი, 19.08.2011წ.
13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №771 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1006 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 12.02.2013 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: „შსს მომსახურების სააგენტო“ ან „მომსახურების სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე.
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, ლოგო, მრგვალი ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6 1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
7. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებს და საქმიანობის წესს.
8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
მუხლი 2. სააგენტოს ფუნქციები, საქმიანობის საგანი და მიზნები
1. სააგენტოს ფუნქცია და საქმიანობის საგანია – თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის განხორციელება; სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა; სააგენტოს მიერ საკუთარი სახელისა და საქმიანობის რეკლამირება; სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისათვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გაწევა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებების, ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელება, განვითრება, დახვეწა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება.
3. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების, ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ციფრული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა; ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, ციფრული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

მუხლი 3. სააგენტოს დირექტორი, მისი უფლება-მოვალეობები
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორი:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამსახურის საქმიანობას ეხება;
ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს სააგენტოს წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორ წარმათვაზე;
გ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სააგენტოს ყველა მოსამსახურისათვის;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ1 ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
დ 2 ) ამტკიცებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებას (დებულებას);
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;
ე 1 ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელს;
ვ) სამინისტროს თანხმობით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
თ) წარმოადგენს სააგენტოს ან უფლებას ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არა არის გათვალისწინებული;
ი) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;
კ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ლ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
ლ1 ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს;
ლ2) გააჩნია ამ მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „თ“, „კ“ „ლ“ და „ლ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება;
მ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №598 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, მათი უფლება-მოვალეობები
1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
2. მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.
3. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
მუხლი 5. სააგენტოში სამუშაოდ მიღების წესი
1. სააგენტოში სამუშაოდ მიიღებიან:
ა) პოლიციელები;
ბ) სამოქალაქო პირები.
2. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა და სოციალური დაცვის გარანტია, რომელიც კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მომსახურეთათვის.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსის, სააგენტოს შინაგანაწესისა ან/და შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე.
მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის წესი
1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ამ დებულებითა და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
2. სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიძლება დამატებით შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.
მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) თბილისის სამმართველო:
ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება;
ა.ა.ა) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება;
ა.ბ) სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება;
ა.გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება;
ა.დ) საგამოცდო განყოფილება;
ა.დ.ა) საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება;
ა.ე) პრაქტიკული გამოცდის განყოფილება;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო:
ბ.ა) სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილება;
ბ.ბ) ხეითის განყოფილება;
ბ.გ) ქ. თელავის განყოფილება;
ბ.დ) ქ.გორის განყოფილება;
ბ.ე) ქ. ახალციხის განყოფილება;
გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველო:
გ.ა) ქ. ქუთაისის განყოფილება;
გ.ბ) საჩხერე-ამბროლაურის განყოფილება;
გ.გ) ქ. ფოთის განყოფილება;
გ.დ) ქ. ზუგდიდის განყოფილება;
გ.ე) ქ. ბათუმის განყოფილება;
გ.ვ) ოზურგეთის განყოფილება;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
დ.ა) I განყოფილება;
დ.ბ) II განყოფილება;
დ.გ) საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება:
დ.გ.ა) I ქვეგანყოფილება;
დ.გ.ბ) II ქვეგანყოფილება;
დ.გ.გ) III ქვეგანყოფილება;
ე) მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველო:
ე.ა) I განყოფილება;
ე.ბ) II განყოფილება;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო:
ვ.ა) I განყოფილება;
ვ.ბ) II განყოფილება;
ზ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ზ.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება;
ზ.ბ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;
ზ.ბ.ა) სამეურნეო-ტექნიკური ქვეგანყოფილება;
ზ.გ) ტრანსპორტის განყოფილება;
ზ.გ.ა) I ქვეგანყოფილება;
ზ.გ.ბ) II ქვეგანყოფილება;
ზ.დ) შესყიდვების განყოფილება;
ზ.ე) მომარაგების განყოფილება;
ზ.ე.ა) საწყობისა და აღრიცხვის ქვეგანყოფილება;
ზ.ვ) სანომრე ნიშნების განყოფილება;
ზ.ზ) კადრების განყოფილება;
ზ.თ) ქონების მართვის ქვეგანყოფილება.
თ) სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველო:
თ.ა) საცნობარო მომსახურების განყოფილება;
თ.ბ) სანებართვო მომსახურების განყოფილება;
ი) საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია);
კ) ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №696 - ვებგვერდი, 19.08.2011წ.
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კომპეტეცია
1. თბილისის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თბილისის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილება:
ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ა.ა.ბ) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება ახორციელებს სამმართველოს მიერ შესრულებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხებას და ასახული ინფორმაციის დაარქივებას;
ბ) თბილისის სამმართველოს სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება ახორციელებს იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექნიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
გ) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს; ახორციელებს საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს;
დ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება:
დ.ა.ა) ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით, მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას, მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას;
დ.ა.ბ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღადგენს დაკარგულ მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობებს;
დ.ა.გ) გასცემს საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობებს;
დ.ბ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილების საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება ახორციელებს თეორიული გამოცდისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვას და რეგისტრაციას, ასევე გაცემული მართვის მოწმობების ნამდვილობის შემოწმებას შესაბამის სარეესტრო ჩანაწერებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ე) თბილისის სამმართველოს პრაქტიკული გამოცდის განყოფილება:
ე.ა) ახორციელებს „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიების და „A1“,„B1“,„C1“, „C1E“ „ D1“„D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;
ვ) თბილისის სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას.
2. აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს სამმართველოები რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავის კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას;
ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებენ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას;
დ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენენ რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს;
ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“,„D1E“ ქვეკატეგორიებით; მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დადგენილი წესით დაკარგული ან დაზიანებული მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, და აღდგენას; საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობების გაცემას;
ვ) „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიების და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;
ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას;
თ) საქმისწარმოების ორგანიზებას;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს.
3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს I განყოფილება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა.ა) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სააგენტოს დირექტორთან წარდგენას;
ა.გ) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას;
ა.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
ა.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას;
ა.ვ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების სასამართლოში და სხვა პირებთან წარმოდგენას და დაცვას;
ა.ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირების იურიდიულ კონსულტაციას;
ა.თ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას და სხვა იურიდიული საკითხების გადაწყვეტას;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს II განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ.ა) დანაყოფების მიერ ყოველთვიურად გაწეული მომსახურებების სტატისტიკური მონაცემების შეჯამებასა და ანალიზს;
ბ.ბ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირებას;
ბ.გ) სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაციას;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:
გ.ა) მოქალაქეთა ინფორმირებას სააგენტოში მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე:
გ.ბ) დღე-ღამის განმავლობაში დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
გ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვას.
4. მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) I განყოფილება უზრუნველყოფს:
ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულად შემოწმებას;
ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალურ) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.გ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი მოსამსახურეთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების, სამსახურებრივი გადაცდომისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ა.დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;
ა.ე) კვარტალში ერთხელ სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას;
ა.ვ) სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს;
ა.ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას.
ბ) II განყოფილება ახორციელებს:
ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის სახით სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას;
ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;
ბ.გ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;
ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას;
ბ.ე) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;
ბ.ვ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას.
5. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო უზრუნველყოფს სააგენტოს სრულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიურ მომსახურებას, კერძოდ:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს I განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას, ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შექმნასა და მათ გამართულ მუშაობას;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს II განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფასა და ამ მიზნით შესაბამისი სამუშაოების წარმოებას.
6. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს სააგენტოს საკადრო ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას, კერძოდ:
ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება:
ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელძღვანელობისთვის წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);
ა.ბ) ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას;
ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას;
ა.გ.ა) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;
ა.დ) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და შემდგომი რეაგირებისთვის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელძღვანელობისთვის წარდგენას;
ა.ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს.
ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს:
ბ.ა) კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებებისა და საწვავის აღრიცხვას და საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
ბ.ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ინვენტარიზაციის განხორციელების პროცედურებში;
ბ.გ) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და ტექნიკის უსაფრთხოების დაცვაზე კონტროლს;
გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის განყოფილება უზრუნველყოფს:
გ.ა) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;
გ.ბ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;
გ.გ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალური პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;
გ.დ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ–საცხები მასალით მომარაგებას დადგენილი წესით, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა–კონტროლს;
გ.ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.
დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
დ.ა) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;
დ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;
დ.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;
დ.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;
დ.ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე;
დ.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას;
ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მომარაგების განყოფილება უზრუნველყოფს:
ე.ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვის და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა. შ.) მიღებას, შენახვას და დადგენილი წესით დანაყოფებზე გადაცემას;
ე.ბ) საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;
ე.გ) ახდენს სააგენტოზე მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას;
ე.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი იარაღის ჩაბარებას, აგრეთვე შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის, ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
ე.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ–საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას;
ე.ზ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას;
ე.თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელებაზე;
ე.ი) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
ვ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სანომრე ნიშნების განყოფილება უზრუნველყოფს:
ვ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას;
ვ.ბ) დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას;
ზ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:
ზ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;
ზ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;
ზ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
ზ.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;
ზ.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;
ზ.ვ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ზ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
ზ.თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
ზ.ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;
ზ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას.
თ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ქონების მართვის ქვეგანყოფილება ახორციელებს:
თ.ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს ბალანსზე არსებული ან/და გადმოცემული ქონების სარგებლობაში გადაცემისა და განკარგვისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
თ.გ) ქონების გადაცემისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან დადგენილი წესით საკითხის შეთანხმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
თ.დ) შენობა-ნაგებობების ასაშენებლად შესაბამისი ნებართვების მიღებასა და დოკუმენტაციის მომზადებას, სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმებას; ასევე, მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების დადგენილ ვადაში ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფას;
თ.ე) უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენას;
თ.ვ) ხელს უწყობს სააგენტოს შესაბამის კომისიას ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებაზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით;
თ.ზ) საფინანსო–საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ამზადებს სააგენტოს გამგებლობაში არსებული გამოუსადეგარი (ამორტიზებული) შენობა–ნაგებობებისა და სხვა გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერასა და განკარგვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას შესაბამისი კომისიების მუშაობის უზრუნველსაყოფად;
თ.თ.) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ქონების განკარგვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
7. სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველოს საცნობარო მომსახურების განყოფილება ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრასპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;
ბ) სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველოს სანებართვო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს - თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემას, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების გაცემას, აგრეთვე იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას, ახორციელებს იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია) უზრუნველყოფს:
ა) შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;
ბ) ინსპექტირებისათვის კორესპოდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;
გ) დოკუმენტების დადგენილი წესით დაარქივებას;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
9. ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას; ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურებას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; საბაჟო დამუშავების ოპერაციის ან/და რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და საექსპერტო შემოწმებას და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისანიჭებელი გამოცდის მიღებას და მძღოლის მოწმობის გაცემას, აგრეთვე შეცვლას და აღდგენას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას; სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
10. სააგენტოს და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათზე დაკისრებული უფლება–მოვალეობების განხორციელებისას უფლება აქვთ გამოიყენონ როგორც მატერიალური დოკუმენტები, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტები.

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურზე ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების (საქმიანობის) განხორციელებას, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

მუხლი 11. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძება, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ოდენობის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 12. საბუღალტრო ანგარიშგება
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 14. სააგენტოს ლიკვიდაცია
სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს დირექტორი.
მუხლი 15. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.810 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №56+
2007 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594 1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. მერაბიშვილი შეტანილი ცვლილებები:1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმ III, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმ III, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმ III, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმ III, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831
5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმ III, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225
6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1136-სსმ III, №157, 29.10.2008წ.; მუხ.1567
7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმ III, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447
8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1028-სსმ III, №157, 01.11.2010წ; მუხ.2222
9 . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ.2504
10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება № 598 - ვებგვერდი, 14.07 .2011წ.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №696 - ვებგვერდი, 19.08.2011წ.
13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №771 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1006 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 12.02.2013 წ.
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი+
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: „შსს მომსახურების სააგენტო“ ან „მომსახურების სააგენტო“. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე. 5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, ლოგო, მრგვალი ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.61 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
7. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებს და საქმიანობის წესს. 8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1006 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ. მუხლი 2. სააგენტოს ფუნქციები, საქმიანობის საგანი და მიზნები+
1. სააგენტოს ფუნქცია და საქმიანობის საგანია – თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის განხორციელება; სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა; სააგენტოს მიერ საკუთარი სახელისა და საქმიანობის რეკლამირება; სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისათვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გაწევა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.2. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებების, ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელება, განვითრება, დახვეწა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება.
3. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების, ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ციფრული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა; ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, ციფრული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1028-სსმIII, №157, 01.11.2010წ; მუხ.2222 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №771 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ. მუხლი 3. სააგენტოს დირექტორი, მისი უფლება-მოვალეობები+
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. სააგენტოს დირექტორი: ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამსახურის საქმიანობას ეხება; ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს სააგენტოს წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორ წარმათვაზე; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სააგენტოს ყველა მოსამსახურისათვის; დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;დ1 ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
დ2 ) ამტკიცებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებას (დებულებას);
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;ე1 ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელს;
ვ) სამინისტროს თანხმობით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; თ) წარმოადგენს სააგენტოს ან უფლებას ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არა არის გათვალისწინებული; ი) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას; კ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას; ლ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;ლ1 ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს;
ლ2) გააჩნია ამ მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „თ“, „კ“ „ლ“ და „ლ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება;
მ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №598 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. მუხლი 4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, მათი უფლება-მოვალეობები+
1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. 2. მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი. 3. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1006 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ. მუხლი 5. სააგენტოში სამუშაოდ მიღების წესი+
1. სააგენტოში სამუშაოდ მიიღებიან: ა) პოლიციელები; ბ) სამოქალაქო პირები. 2. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა და სოციალური დაცვის გარანტია, რომელიც კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მომსახურეთათვის. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსის, სააგენტოს შინაგანაწესისა ან/და შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447 მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის წესი+
1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ამ დებულებითა და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 2. სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიძლება დამატებით შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები. მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები+
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) თბილისის სამმართველო: ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება; ა.ა.ა) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება; ა.ბ) სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება; ა.გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება; ა.დ) საგამოცდო განყოფილება; ა.დ.ა) საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება; ა.ე) პრაქტიკული გამოცდის განყოფილება; ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო: ბ.ა) სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილება; ბ.ბ) ხეითის განყოფილება; ბ.გ) ქ. თელავის განყოფილება; ბ.დ) ქ.გორის განყოფილება; ბ.ე) ქ. ახალციხის განყოფილება; გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველო: გ.ა) ქ. ქუთაისის განყოფილება; გ.ბ) საჩხერე-ამბროლაურის განყოფილება; გ.გ) ქ. ფოთის განყოფილება; გ.დ) ქ. ზუგდიდის განყოფილება; გ.ე) ქ. ბათუმის განყოფილება; გ.ვ) ოზურგეთის განყოფილება; დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო: დ.ა) I განყოფილება; დ.ბ) II განყოფილება; დ.გ) საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება: დ.გ.ა) I ქვეგანყოფილება; დ.გ.ბ) II ქვეგანყოფილება; დ.გ.გ) III ქვეგანყოფილება; ე) მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველო: ე.ა) I განყოფილება; ე.ბ) II განყოფილება; ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო: ვ.ა) I განყოფილება; ვ.ბ) II განყოფილება; ზ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო: ზ.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება; ზ.ბ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება; ზ.ბ.ა) სამეურნეო-ტექნიკური ქვეგანყოფილება; ზ.გ) ტრანსპორტის განყოფილება; ზ.გ.ა) I ქვეგანყოფილება; ზ.გ.ბ) II ქვეგანყოფილება; ზ.დ) შესყიდვების განყოფილება; ზ.ე) მომარაგების განყოფილება; ზ.ე.ა) საწყობისა და აღრიცხვის ქვეგანყოფილება; ზ.ვ) სანომრე ნიშნების განყოფილება; ზ.ზ) კადრების განყოფილება;ზ.თ) ქონების მართვის ქვეგანყოფილება.
+
1. თბილისის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თბილისის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილება: ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ა.ა.ბ) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება ახორციელებს სამმართველოს მიერ შესრულებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხებას და ასახული ინფორმაციის დაარქივებას; ბ) თბილისის სამმართველოს სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება ახორციელებს იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექნიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; გ) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს; ახორციელებს საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს; დ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება: დ.ა.ა) ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით, მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას, მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დ.ა.ბ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღადგენს დაკარგულ მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობებს; დ.ა.გ) გასცემს საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობებს; დ.ბ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილების საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება ახორციელებს თეორიული გამოცდისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვას და რეგისტრაციას, ასევე გაცემული მართვის მოწმობების ნამდვილობის შემოწმებას შესაბამის სარეესტრო ჩანაწერებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ე) თბილისის სამმართველოს პრაქტიკული გამოცდის განყოფილება: ე.ა) ახორციელებს „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიების და „A1“,„B1“,„C1“, „C1E“ „ D1“„D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას; ვ) თბილისის სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას. 2. აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს სამმართველოები რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავის კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას; ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებენ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას; გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; დ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენენ რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს; ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“,„D1E“ ქვეკატეგორიებით; მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დადგენილი წესით დაკარგული ან დაზიანებული მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, და აღდგენას; საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობების გაცემას; ვ) „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიების და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას; ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას; თ) საქმისწარმოების ორგანიზებას; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს. 3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს I განყოფილება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა.ა) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს; ა.ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სააგენტოს დირექტორთან წარდგენას; ა.გ) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას; ა.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას; ა.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას; ა.ვ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების სასამართლოში და სხვა პირებთან წარმოდგენას და დაცვას; ა.ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირების იურიდიულ კონსულტაციას; ა.თ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას და სხვა იურიდიული საკითხების გადაწყვეტას; ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს II განყოფილება უზრუნველყოფს: ბ.ა) დანაყოფების მიერ ყოველთვიურად გაწეული მომსახურებების სტატისტიკური მონაცემების შეჯამებასა და ანალიზს; ბ.ბ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირებას; ბ.გ) სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაციას; გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს: გ.ა) მოქალაქეთა ინფორმირებას სააგენტოში მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე: გ.ბ) დღე-ღამის განმავლობაში დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; გ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვას. 4. მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) I განყოფილება უზრუნველყოფს: ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულად შემოწმებას; ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალურ) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს; ა.გ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი მოსამსახურეთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების, სამსახურებრივი გადაცდომისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას; ა.დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას; ა.ე) კვარტალში ერთხელ სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას; ა.ვ) სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს; ა.ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას. ბ) II განყოფილება ახორციელებს: ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის სახით სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას; ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; ბ.გ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას; ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას; ბ.ე) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; ბ.ვ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას. 5. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო უზრუნველყოფს სააგენტოს სრულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიურ მომსახურებას, კერძოდ: ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს I განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას, ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შექმნასა და მათ გამართულ მუშაობას; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს II განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფასა და ამ მიზნით შესაბამისი სამუშაოების წარმოებას. 6. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს სააგენტოს საკადრო ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას, კერძოდ: ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება: ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელძღვანელობისთვის წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე); ა.ბ) ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას; ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას; ა.გ.ა) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას; ა.დ) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და შემდგომი რეაგირებისთვის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელძღვანელობისთვის წარდგენას; ა.ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს. ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს: ბ.ა) კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებებისა და საწვავის აღრიცხვას და საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;ბ.ბ) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარებას;
ბ.ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ინვენტარიზაციის განხორციელების პროცედურებში;
ზ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;
+
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურზე ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594 მუხლი 10. დაფინანსება+
1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების (საქმიანობის) განხორციელებას, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმIII, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ. მუხლი 11. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას+
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძება, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ოდენობის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმIII, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447 მუხლი 12. საბუღალტრო ანგარიშგება+
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი+
1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 14. სააგენტოს ლიკვიდაცია+
სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს დირექტორი. მუხლი 15. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება+
სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 16. დასკვნითი დებულება+
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.2
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.810
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №56
+
2007 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმ III, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმ III, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმ III, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმ III, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831
5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმ III, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225
6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1136-სსმ III, №157, 29.10.2008წ.; მუხ.1567
7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმ III, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447
8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1028-სსმ III, №157, 01.11.2010წ; მუხ.2222
9 . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ.2504
10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება № 598 - ვებგვერდი, 14.07 .2011წ.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №696 - ვებგვერდი, 19.08.2011წ.
13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №771 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1006 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 12.02.2013 წ.
16. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №703 - ვებგვერდი, 10.09.2013 წ.
დანართი
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
+
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: „შსს მომსახურების სააგენტო“ ან „მომსახურების სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე.
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, ლოგო, მრგვალი ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
61 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
7. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებს და საქმიანობის წესს.
8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1006 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
მუხლი 2. სააგენტოს ფუნქციები, საქმიანობის საგანი და მიზნები
+
1. სააგენტოს ფუნქცია და საქმიანობის საგანია – თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის განხორციელება; სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა; სააგენტოს მიერ საკუთარი სახელისა და საქმიანობის რეკლამირება; სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისათვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გაწევა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებების, ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელება, განვითრება, დახვეწა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება.
3. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების, ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ციფრული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა; ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, ციფრული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1028-სსმIII, №157, 01.11.2010წ; მუხ.2222
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №771 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.
მუხლი 3. სააგენტოს დირექტორი, მისი უფლება-მოვალეობები
+
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორი:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამსახურის საქმიანობას ეხება;
ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს სააგენტოს წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორ წარმათვაზე;
გ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სააგენტოს ყველა მოსამსახურისათვის;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ1 ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
დ2 ) ამტკიცებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებას (დებულებას);
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;
ე1 ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელს;
ვ) სამინისტროს თანხმობით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
თ) წარმოადგენს სააგენტოს ან უფლებას ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არა არის გათვალისწინებული;
ი) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;
კ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ლ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
ლ1 ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს;
ლ2) გააჩნია ამ მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „თ“, „კ“ „ლ“ და „ლ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება;
მ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №598 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, მათი უფლება-მოვალეობები
+
1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
2. მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.
3. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისივე დავალებით, პირველი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის დავალებით - ერთ-ერთი მოადგილე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1006 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №703 - ვებგვერდი, 10.09.2013 წ.
მუხლი 5. სააგენტოში სამუშაოდ მიღების წესი
+
1. სააგენტოში სამუშაოდ მიიღებიან:
ა) პოლიციელები;
ბ) სამოქალაქო პირები.
2. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა და სოციალური დაცვის გარანტია, რომელიც კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მომსახურეთათვის.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსის, სააგენტოს შინაგანაწესისა ან/და შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447
მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის წესი
+
1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ამ დებულებითა და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
2. სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიძლება დამატებით შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.
მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები
+
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) თბილისის სამმართველო:
ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება;
ა.ა.ა) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება;
ა.ბ) სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება;
ა.გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება;
ა.დ) საგამოცდო განყოფილება;
ა.დ.ა) საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება;
ა.ე) პრაქტიკული გამოცდის განყოფილება;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო:
ბ.ა) სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილება;
ბ.ბ) ხეითის განყოფილება;
ბ.გ) ქ. თელავის განყოფილება;
ბ.დ) ქ.გორის განყოფილება;
ბ.ე) ქ. ახალციხის განყოფილება;
გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველო:
გ.ა) ქ. ქუთაისის განყოფილება;
გ.ბ) საჩხერე-ამბროლაურის განყოფილება;
გ.გ) ქ. ფოთის განყოფილება;
გ.დ) ქ. ზუგდიდის განყოფილება;
გ.ე) ქ. ბათუმის განყოფილება;
გ.ვ) ოზურგეთის განყოფილება;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
დ.ა) I განყოფილება;
დ.ბ) II განყოფილება;
დ.გ) საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება:
დ.გ.ა) I ქვეგანყოფილება;
დ.გ.ბ) II ქვეგანყოფილება;
დ.გ.გ) III ქვეგანყოფილება;
ე) მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველო:
ე.ა) I განყოფილება;
ე.ბ) II განყოფილება;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო:
ვ.ა) I განყოფილება;
ვ.ბ) II განყოფილება;
ზ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ზ.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება;
ზ.ბ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;
ზ.ბ.ა) სამეურნეო-ტექნიკური ქვეგანყოფილება;
ზ.გ) ტრანსპორტის განყოფილება;
ზ.გ.ა) I ქვეგანყოფილება;
ზ.გ.ბ) II ქვეგანყოფილება;
ზ.დ) შესყიდვების განყოფილება;
ზ.ე) მომარაგების განყოფილება;
ზ.ე.ა) საწყობისა და აღრიცხვის ქვეგანყოფილება;
ზ.ვ) სანომრე ნიშნების განყოფილება;
ზ.ზ) კადრების განყოფილება;
ზ.თ) ქონების მართვის ქვეგანყოფილება.
თ) სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველო:
თ.ა) საცნობარო მომსახურების განყოფილება;
თ.ბ) სანებართვო მომსახურების განყოფილება;
ი) საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია);
კ) ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1136-სსმIII, №157, 29.10.2008წ.; მუხ.1567
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1028-სსმIII, №157, 01.11.2010წ; მუხ.2222
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №696 - ვებგვერდი, 19.08.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1006 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 12.02.2013 წ.
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კომპეტეცია
+
1. თბილისის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თბილისის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილება:
ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ა.ა.ბ) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება ახორციელებს სამმართველოს მიერ შესრულებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხებას და ასახული ინფორმაციის დაარქივებას;
ბ) თბილისის სამმართველოს სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება ახორციელებს იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექნიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
გ) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს; ახორციელებს საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს;
დ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება:
დ.ა.ა) ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით, მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას, მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას;
დ.ა.ბ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღადგენს დაკარგულ მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობებს;
დ.ა.გ) გასცემს საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობებს;
დ.ბ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილების საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება ახორციელებს თეორიული გამოცდისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვას და რეგისტრაციას, ასევე გაცემული მართვის მოწმობების ნამდვილობის შემოწმებას შესაბამის სარეესტრო ჩანაწერებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ე) თბილისის სამმართველოს პრაქტიკული გამოცდის განყოფილება:
ე.ა) ახორციელებს „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიების და „A1“,„B1“,„C1“, „C1E“ „ D1“„D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;
ვ) თბილისის სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას.
2. აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს სამმართველოები რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავის კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას;
ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებენ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას;
დ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენენ რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს;
ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“,„D1E“ ქვეკატეგორიებით; მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დადგენილი წესით დაკარგული ან დაზიანებული მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, და აღდგენას; საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობების გაცემას;
ვ) „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიების და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;
ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას;
თ) საქმისწარმოების ორგანიზებას;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს.
3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს I განყოფილება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა.ა) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სააგენტოს დირექტორთან წარდგენას;
ა.გ) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას;
ა.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
ა.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას;
ა.ვ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების სასამართლოში და სხვა პირებთან წარმოდგენას და დაცვას;
ა.ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირების იურიდიულ კონსულტაციას;
ა.თ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას და სხვა იურიდიული საკითხების გადაწყვეტას;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს II განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ.ა) დანაყოფების მიერ ყოველთვიურად გაწეული მომსახურებების სტატისტიკური მონაცემების შეჯამებასა და ანალიზს;
ბ.ბ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირებას;
ბ.გ) სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაციას;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:
გ.ა) მოქალაქეთა ინფორმირებას სააგენტოში მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე:
გ.ბ) დღე-ღამის განმავლობაში დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
გ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვას.
4. მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) I განყოფილება უზრუნველყოფს:
ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულად შემოწმებას;
ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალურ) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.გ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი მოსამსახურეთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების, სამსახურებრივი გადაცდომისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ა.დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;
ა.ე) კვარტალში ერთხელ სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას;
ა.ვ) სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს;
ა.ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას.
ბ) II განყოფილება ახორციელებს:
ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის სახით სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას;
ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;
ბ.გ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;
ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას;
ბ.ე) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;
ბ.ვ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას.
5. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო უზრუნველყოფს სააგენტოს სრულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიურ მომსახურებას, კერძოდ:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს I განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას, ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შექმნასა და მათ გამართულ მუშაობას;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს II განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფასა და ამ მიზნით შესაბამისი სამუშაოების წარმოებას.
6. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს სააგენტოს საკადრო ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას, კერძოდ:
ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება:
ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელძღვანელობისთვის წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);
ა.ბ) ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას;
ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას;
ა.გ.ა) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;
ა.დ) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და შემდგომი რეაგირებისთვის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელძღვანელობისთვის წარდგენას;
ა.ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს.
ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს:
ბ.ა) კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებებისა და საწვავის აღრიცხვას და საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
ბ.ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ინვენტარიზაციის განხორციელების პროცედურებში;
ბ.გ) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და ტექნიკის უსაფრთხოების დაცვაზე კონტროლს;
გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის განყოფილება უზრუნველყოფს:
გ.ა) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;
გ.ბ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;
გ.გ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალური პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;
გ.დ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ–საცხები მასალით მომარაგებას დადგენილი წესით, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა–კონტროლს;
გ.ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.
დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
დ.ა) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;
დ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;
დ.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;
დ.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;
დ.ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე;
დ.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას;
ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მომარაგების განყოფილება უზრუნველყოფს:
ე.ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვის და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა. შ.) მიღებას, შენახვას და დადგენილი წესით დანაყოფებზე გადაცემას;
ე.ბ) საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;
ე.გ) ახდენს სააგენტოზე მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას;
ე.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი იარაღის ჩაბარებას, აგრეთვე შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის, ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
ე.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ–საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას;
ე.ზ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას;
ე.თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელებაზე;
ე.ი) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
ვ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სანომრე ნიშნების განყოფილება უზრუნველყოფს:
ვ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას;
ვ.ბ) დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას;
ზ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:
ზ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;
ზ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;
ზ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
ზ.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;
ზ.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;
ზ.ვ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ზ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
ზ.თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
ზ.ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;
ზ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას.
თ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ქონების მართვის ქვეგანყოფილება ახორციელებს:
თ.ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს ბალანსზე არსებული ან/და გადმოცემული ქონების სარგებლობაში გადაცემისა და განკარგვისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
თ.გ) ქონების გადაცემისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან დადგენილი წესით საკითხის შეთანხმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
თ.დ) შენობა-ნაგებობების ასაშენებლად შესაბამისი ნებართვების მიღებასა და დოკუმენტაციის მომზადებას, სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმებას; ასევე, მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების დადგენილ ვადაში ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფას;
თ.ე) უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენას;
თ.ვ) ხელს უწყობს სააგენტოს შესაბამის კომისიას ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებაზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით;
თ.ზ) საფინანსო–საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ამზადებს სააგენტოს გამგებლობაში არსებული გამოუსადეგარი (ამორტიზებული) შენობა–ნაგებობებისა და სხვა გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერასა და განკარგვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას შესაბამისი კომისიების მუშაობის უზრუნველსაყოფად;
თ.თ.) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ქონების განკარგვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
7. სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველოს საცნობარო მომსახურების განყოფილება ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრასპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;
ბ) სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველოს სანებართვო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს - თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემას, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების გაცემას, აგრეთვე იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას, ახორციელებს იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია) უზრუნველყოფს:
ა) შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;
ბ) ინსპექტირებისათვის კორესპოდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;
გ) დოკუმენტების დადგენილი წესით დაარქივებას;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
9. ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას; ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურებას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; საბაჟო დამუშავების ოპერაციის ან/და რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და საექსპერტო შემოწმებას და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისანიჭებელი გამოცდის მიღებას და მძღოლის მოწმობის გაცემას, აგრეთვე შეცვლას და აღდგენას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას; სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
10. სააგენტოს და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათზე დაკისრებული უფლება–მოვალეობების განხორციელებისას უფლება აქვთ გამოიყენონ როგორც მატერიალური დოკუმენტები, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1256-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1499
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №187-სსმIII, №25, 19.02.2008წ.; მუხ.269
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №625-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.831
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმIII, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1136-სსმIII, №157, 29.10.2008წ.; მუხ.1567
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1028-სსმIII, №157, 01.11.2010წ; მუხ.2222
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1184-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2504
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №696 - ვებგვერდი, 19.08.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1006 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 12.02.2013 წ.
მუხლი 9. ქონება
+
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურზე ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №571-სსმIII, №55, 20.04.2007წ.; მუხ.594
მუხლი 10. დაფინანსება
+
1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების (საქმიანობის) განხორციელებას, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმIII, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
მუხლი 11. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
+
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძება, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ოდენობის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №844-სსმIII, №112, 06.08.2008წ.; მუხ.1225
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №1262-სსმIII, №125, 16.10.2009წ.; მუხ.1447
მუხლი 12. საბუღალტრო ანგარიშგება
+
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი
+
1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 14. სააგენტოს ლიკვიდაცია
+
სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს დირექტორი.
მუხლი 15. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
+
სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 16. დასკვნითი დებულება
+
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №56, 17.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.810 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68554-15/