საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.04.2009 ბოლო ცვლილება 20.02.2015
ნომერი
№2-85
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.032.013.019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 27/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-85

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის  დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-137 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-137 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის  და სურსათის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-137 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანება;

ბ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 12 ივნისის №2-80 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის  დეპარტამენტის დებულება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-137 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნების მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-137 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მეცხოველეობის, მემცენარეობის, მეთევზეობის, ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის, სასოფლო - სამეურნეო ტექნოლოგიების და რეგიონალური განვითარების თაობაზე პოლიტიკის შემუშავება;

ბ) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

გ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო - სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

დ) სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების, მანქანათა გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ოპტიმალური ფორმების შემუშავება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება - მოვალეობათა განხორციელება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-69 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.804

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანება №2-48 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-137 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულებისათვის;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის მინისტრის ზეპირი განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების, ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ზ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის;

თ) მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე.

4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

ე) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.

6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

7. სამმართველოს უფროსი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

8. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

9. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.

მუხლი 3​1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

  დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დარგობრივი განვითარების სამმართველო;

ბ) სასოფლო - სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველო;

გ) რეგიონებთან ურთიერთობისა და ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სამმართველო;

დ) სურსათის უვნებლობის სამმართველო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-137 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

    მუხლი 4. დეპარატამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. დარგობრივი განვითარების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მემცენარეობაში, მეცხოველეობაში და მეთევზეობაში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება - დამუშავება და დარგის განვითარებისათვის ეფექტური რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და რეგიონული განვითარების თაობაზე პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) სოფლის მეურნეობის ცალეკეული დარგების მიხედვით ფერმერთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და   პერიოდული განახლება;

დ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო - სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) სოფლის მეურნეობაში ცალკეული მიმართულებების განვითარების პროგრამების შემუშავება, შესაბამისი აგროკლიმატური პირობებისა და მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით;

ზ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ეკონომიკური შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

  თ) სასოფლო - სამეურნეო კულტურების მეთესლეობის სისტემის და სარგავი მასალის წარმოების განვითარების ხელშეწყობა;

ი) მეცხოველეობისა და თევზის სანაშენე საქმის განვითარების ხელშეწყობა;

კ) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. სასოფლო - სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: 

ა) აგროსაინჟინრო პოლიტიკის შემუშავებისათვის სათანადო წინადადებების მომზადება;

ბ) ქვეყანაში არსებული სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის მოკვლევა და ანალიზის ჩატარება მათი ნომენკლატურის, რაოდენობისა და ეფექტური ფუნქციონირების დადგენის მიზნით;

გ) სასოფლო - სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ და შესანახ საწარმოებში არსებული ტექნოლოგიური მოწყობილობების მოკვლევა და ანალიზი, მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით;

დ) მოწინავე აგრარულ ქვეყნებში აპრობირებული მაღალეფექტური სასოფლო - სამეურნეო კულტურების მოვლა - მოყვანის ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ფერმერებისათვის;

ე) სასოფლო - სამეურნეო პროდუქტების პირველადი გადამამუშავებელი და შესანახი საწარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიური და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა - განახლების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) ფერმერებისა და მიწათმოსარგებლების ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სოფლის მეურნეობის ტექნიკური უზრუნველყოფის არსებული სისტემის ფორმირებისათვის, მუდმივად განახლების რეჟიმში, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ზ) თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის მიზნით ბუკლეტების, ბროშურების და საინფორმაციო მასალების/რეკომენდაციების მომზადება ფერმერთა და მიწათმოსარგებლეთათვის;

თ) სახელმწიფო და კერძო აგროსაინჟინრო სერვისცენტრებისა და ამხანაგობების ეფექტური მუშაობისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და ხელშეწყობა;

ი) რეგიონალური ექსტენციის ცენტრებისათვის და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მეთოდური რეკომენდაციების მომზადება და ხელშეწყობა, მაღალკვალიფიციური მექანიკოს - ოპერატორების მომზადების მიზნით;

კ) დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

ლ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3. რეგიონებთან ურთიერთობისა და ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) კანონით დადგენილი წესით   რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან   ურთიერთობის კოორდინაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, განვითარების შემაფერხებელი ძირითადი პრობლემებისა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, რეკომენდაციების მომზადება და რეგიონებთან კოორდინირებული საქმიანობა;

გ) შესაბამის უწყებებთან და სპეციალისტებთან ერთად, რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის,   სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან და სპეციალისტებთან ერთად რეგიონების განვითარების პროგრამების,  სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირებისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სასოფლო - სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციებით დაფინანსებული რეგიონული საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მიმდინარეობის მონიტორინგი;

თ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან და სპეციალისტებთან ერთად რეგიონებში მცირემიწიან ფერმერთა კოოპერირების პროცესის ხელშეწყობა;

კ) მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურებთან კოორდინაცია;

ლ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

მ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

4. სურსათის უვნებლობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში   ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

გ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებზე, არსებულ საერთაშორისო აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, წინადადებების მომზადება;

ე) კრიზისული მდგომარეობის მართვისა და საგანგებო ზომების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მეთოდური რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო, სამეცნიერო   და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული საქმიანობა;

ი) სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯანმრთელობისათვის აუცილებელი, დეფიციტური ინგრედიენტებით (მიკროელემენტებით, ვიტამინები და სხვა) სურსათის გამდიდრების (ფორტიფიცირების) მიზნით პროგრამების შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა, მათი დაძლევის შესახებ წინადადებების შემუშავება;

მ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-69 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.804

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანება №2-48 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-137 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-85, 14.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.019 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83374-3/