საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.212
.საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №448
2009 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №146 ბრძანება.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და ამ დებულებით.
მუხლი 3.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 4.
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი“, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5.
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი და ეფექტური სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო (ვადიანი) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა დროული დაკომპლექ-ტების, აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, შენარჩუნებისა და კარიერის მართვის უზრუნველყოფა;
დ) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ქვედანაყოფების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურული წინადადებებიდან გამომდინარე ოპტიმალური საშტატო სტრუქტურების შემუშავება;
ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ანალიზი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა პატივისა და ღირსების დაცვისათვის სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პატრიოტული და მხედრული სულისკვეთების გაძლიერების, მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების, ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო-პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის შესწავლის ღონისძიებების უზრუნველყოფა.
მუხლი 6.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
ბ) რეკრუტების, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვა სამხედრო უწყებიდან გადმოსულ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა, ჯარების ერთი სახეობიდან მეორეში მათი გადაყვანის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა მიღებისა და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის (შეფასებების) საფუძველზე, მათი თანამდებობრივი გადაადგილების (განაწილების), დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამოქალაქო პირთა მიერ შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
დ) სამხედრო მოსამსახურეთათვის, მათი განათლებისა და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მინიჭების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) მსმენელებით (კურსანტებით) სამხედრო სასწავლებლებისა და კურსების დაკომპლექტების, სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა შერჩევისა და განაწილების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
ვ) კაპრალ-სერჟანტთა, ოფიცერთა და სამოქალაქო პირთათვის პირველადი, მორიგი (ვადამდე) სამხედრო წოდებების კანონმდებლობის შესაბამისად მისანიჭებლად სათანადო მასალებისა და ბრძანების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება, უარყოფითი მოტივებით დათხოვნის მიზეზთა გაანალიზება-განზოგადება;
თ) სამხედრო მოსამსახურეთა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ სამოქალაქო პირთა პირადი საქმეების წარმოება, მათი ალფაბეტური, სტატისტიკური და პერსონალური აღრიცხვა;
ი) სამხედრო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინებისათვის სათანადო სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებულად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო სისტემის მიხედვით პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვასა და მობილიზაციის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსებით დაკომპლექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ლ) ეფექტური საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, საშტატო საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მომზადება, შტატების, შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავება;
მ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შეტანა. მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოთხოვნის შესაბამისად, თემატური და სტატისტიკური ინფორმაციის გაცემა, ცენტრალური მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება მონაცემთა ბაზიდან საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი და პირადი შემადგენლობის მართვის ოპტიმიზაციის წინადადებების შემუშავება;
ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის (პლასტიკური) მოწმობების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება;
ო) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეების სახელმწიფო და უწყებრივ ჯილდოებზე დასაჯილდოებლად წარდგენისთვის დოკუმენტაციის მომზადება;
პ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშება და საბუთების გადაგზავნა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დასანიშნად;
ჟ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს;
რ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
ს) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ტ) NATO-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სამხედრო პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი.
თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 7.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 8.
დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 9.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 10.
დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.
მუხლი 11.
დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 12.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართვე-ლოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამ-დებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) ამოღებულია ;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელს აწერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისაღები (დასაქირავებელი) პირადი შემადგენლობის ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს);
კ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;
ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93
თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი, ფუნქციები და მმართველობა
მუხლი 13.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო;
ბ) საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო;
გ) ადმინისტრაციული სამმართველო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93
მუხლი 14.
1. პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო, მასში შემავალი სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების დაკომპლექტების განყოფილების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაკომპლექტების განყოფილების, პირადი შემადგენლობის განათლების, დაწინაურების და კარიერის დაგეგმვის განყოფილების, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მინიჭებისა და აღრიცხვის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავებასა და გატარებას;
ბ) სამხედრო მოსამსახურეთა გადანაწილების, დაწინაურების, მათი კარიერული და პროფესიული ზრდის დაგეგმვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფას. თანამდებობათა სამუშაო აღწერის ფორმების შემუშავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და მათ სისტემატურ დახვეწას;
გ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან დაკავშირებით (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, დათხოვნა, გათავისუფლება);
დ) სხვადასხვა სასწავლო კურსებზე სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების შერჩევის ღონისძიებების უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენას და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ე) სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობას;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების ზედამხედველობას;
ზ) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების დაგეგმვასა და მათ პროცედურულ უზრუნველყოფას;
თ) პირადი შემადგენლობის შენარჩუნების ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სათანადო მოხსენებებისა და წინადადების მომზადება-წარდგენას;
ი) კადრების განკარგულებაში მყოფ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის მსურველ პირთა შემდგომი დასაქმების საკითხების განხილვას, სათანადო თანამდებობების შეთავაზებასა და შესაბამისი წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადებას;
კ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით ჯარის სხვადასხვა სახეობების დაკომპლექტების საკითხების ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს;
ლ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას იღებს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამოყალიბებაში;
მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასანერგად შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო წესების, ინსტრუქციების ჩამოყალიბებას, შესაბამისი სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელების კონტროლს;
ნ) ნატო-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებით სამხედრო პერსონალის კუთხით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმვას, აღსრულებასა და კონტროლს;
ო) პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების მომზადებასა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;
პ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის კოდების განსაზღვრას, მათი მინიჭებისა და აღრიცხვისათვის საჭირო პროცედურების მომზადებას.
2. საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი საორგანიზაციო-საშტატო განყოფილების და დისლოკაციის აღრიცხვისა და შეიარაღების განსაზღვრის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე სახეობების, ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის წინადადებების შემუშავებას;
ბ) საშტატო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადებასა და წარდგენას დასამტკიცებლად;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავებასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ უფლებამოსილ პირთან დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფას;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციების ადგილების აღრიცხვასა და კონტროლს. ქვედანაყოფების ბეჭდების, ლუქების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებულად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამობილი-ზაციო სისტემის ოპტიმიზაციაში და მობილიზებული რესურსებით საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას.
3. ადმინისტრაციული სამმართველო, მასში შემავალი ადმინისტრაციული და საქმისწარმოების განყოფილების, პირადი საქმეების აღრიცხვისა და უზრუნველყოფის განყოფილების, მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფის განყოფილების და სოციალურ საკითხთა და დაჯილდოების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას;
ბ) დეპარტამენტში წარმოებული (საწარმოებელი) წიგნების, ჟურნალების, საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვას, წარმოებაზე კონტროლსა და დადგენილი წესით შენახვას;
გ) მოქმედ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავების, აღრიცხვაზე აყვანისა და შენახვის უზრუნველყოფას;
დ) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების გადამოწმებასა და შესაბამის ორგანოებში გადასაგზავნად მომზადებას;
ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული დეპარტამენტების (სამმართველოების) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურების შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად;
ვ) დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ქონების აღრიცხვასა და კონტროლს;
ზ) დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის გეგმის შემუშავება და დაზუსტება;
თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის და საორგანიზაციო სტრუქტურების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და სისტემატურ განახლებას;
ი) ინფორმაციის პერიოდულ ანალიზს, ტენდენციების დადგენასა და წინადადებების მომზადება-წარდგენას; კ) ქვედანაყოფებიდან პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ სათანადო პერიოდული მოხსენებების მიღებასა და დამუშავებას;
ლ) პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მონაცემთა მოხსენებების სისტემების შემუშავებას, დახვეწასა და მათი მართვისა და კონტროლის განხორციელებას;
მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დამზადებას, აღრიცხვიანობასა და გაცემის ორგანიზებას;
ნ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა პატრიოტული და მხედრული სულისკვეთების გაძლიერებისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების, ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის შესწავლისათვის ღონისძიებების დაგეგმვას;
ო) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამ-სახურეებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფი ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებასა (კომპეტენციის ფარგლებში) და კონტროლს;
პ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშებასა და სათანადო საბუთების მომზადებას;
ჟ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს;
რ) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის, საჯარო მოსამსახურეთა) უწყებრივი მედლებითა და სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადებას.

მუხლი 15.
სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 16.
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ.
მუხლი 17.
დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემავალი ერთეულების ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.212
.საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №448
2009 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №146 ბრძანება.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №602 - ვებგვერდი, 20.06.2013 წ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1.🔗
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2.🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და ამ დებულებით.
მუხლი 3.🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 4.🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი“, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
მუხლი 5.🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი და ეფექტური სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო (ვადიანი) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა დროული დაკომპლექ-ტების, აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, შენარჩუნებისა და კარიერის მართვის უზრუნველყოფა;
დ) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ქვედანაყოფების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურული წინადადებებიდან გამომდინარე ოპტიმალური საშტატო სტრუქტურების შემუშავება;
ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ანალიზი;
ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება და ანალიზი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა პატივისა და ღირსების დაცვისათვის სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პატრიოტული და მხედრული სულისკვეთების გაძლიერების, მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების, ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო-პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის შესწავლის ღონისძიებების უზრუნველყოფა.
ზ) სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის დაგეგმვა, კოორდინაცია და განვითარების მხარდაჭერა.
თ) სამხედრო ძალების რეზერვის და მობილიზაციის მართვის ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.
მუხლი 6.🔗
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
ბ) რეკრუტების, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვა სამხედრო უწყებიდან გადმოსულ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა, ჯარების ერთი სახეობიდან მეორეში მათი გადაყვანის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა მიღებისა და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) რეკრუტების, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვა სამხედრო უწყებიდან გადმოსულ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა მიღებისა და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის (შეფასებების) საფუძველზე, მათი თანამდებობრივი გადაადგილების (განაწილების), დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამოქალაქო პირთა მიერ შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
გ) სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის (შეფასებების) საფუძველზე, მათი თანამდებობრივი გადადგილების (განაწილების), დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
დ) სამხედრო მოსამსახურეთათვის, მათი განათლებისა და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მინიჭების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) მსმენელებით (კურსანტებით) სამხედრო სასწავლებლებისა და კურსების დაკომპლექტების, სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა შერჩევისა და განაწილების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
ვ) კაპრალ-სერჟანტთა, ოფიცერთა და სამოქალაქო პირთათვის პირველადი, მორიგი (ვადამდე) სამხედრო წოდებების კანონმდებლობის შესაბამისად მისანიჭებლად სათანადო მასალებისა და ბრძანების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) რიგითთა, კაპრალ-სერჟანტთა, ოფიცერთა და სამოქალაქო პირთათვის პირველადი, მორიგი (მათ შორის, ვადამდე) სამხედრო წოდებების კანონმდებლობის შესაბამისად მისანიჭებლად სათანადო მასალებისა და ბრძანების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება, უარყოფითი მოტივებით დათხოვნის მიზეზთა გაანალიზება-განზოგადება;
თ) სამხედრო მოსამსახურეთა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ სამოქალაქო პირთა პირადი საქმეების წარმოება, მათი ალფაბეტური, სტატისტიკური და პერსონალური აღრიცხვა;
თ) სამხედრო მოსამსახურეთა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე სამოქალაქო პირთა პირადი საქმეების წარმოება, მათი სტატისტიკური და პერსონალური აღრიცხვა;
ი) სამხედრო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინებისათვის სათანადო სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
ი) სამხედრო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინებისათვის სათანადო სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება;
კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებულად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო სისტემის მიხედვით პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვასა და მობილიზაციის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსებით დაკომპლექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
კ) (ამოღებულია - 19.06.2013, №602);
ლ) ეფექტური საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, საშტატო საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მომზადება, შტატების, შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავება;
მ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შეტანა. მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოთხოვნის შესაბამისად, თემატური და სტატისტიკური ინფორმაციის გაცემა, ცენტრალური მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება მონაცემთა ბაზიდან საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი და პირადი შემადგენლობის მართვის ოპტიმიზაციის წინადადებების შემუშავება;
ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის (პლასტიკური) მოწმობების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება;
ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის (პლასტიკური) მოწმობების და ჟეტონების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება;
ო) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეების სახელმწიფო და უწყებრივ ჯილდოებზე დასაჯილდოებლად წარდგენისთვის დოკუმენტაციის მომზადება;
პ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშება და საბუთების გადაგზავნა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დასანიშნად;
ჟ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს;
რ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
რ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
ს) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ტ) NATO-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სამხედრო პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი.
ტ) NATO-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სამხედრო პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი;
უ) სამხედრო ძალების რეზერვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, შესწავლა და რეზერვის კატეგორიების დაკომპლექტების დაგეგმვა;
ფ) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;'
ქ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამობილიზაციო გეგმებისა და დოკუმენტაციის ფორმების, სახელმძღვანელო ნორმატიული აქტების შემუშავება;
ღ) სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის მართვის სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის საორგანიზაციო და ნორმატიული ბაზის ცვლილებების პროექტების შემუშავება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.
მუხლი 7.🔗
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 8.🔗
დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 9.🔗
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 10.🔗
დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.
მუხლი 11.🔗
დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 12.🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართვე-ლოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამ-დებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) ამოღებულია ;
თ) ამოღებულია;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელს აწერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისაღები (დასაქირავებელი) პირადი შემადგენლობის ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს);
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელს აწერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისაღები (დასაქირავებელი), სამხედრო სამსახურის გავლის და სასწავლებელში ჩარიცხულ/წარსაგზავნ პირადი შემადგენლობის ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს);
კ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;
ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.
მუხლი 13.🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო;
ა) დაკომპლექტების სამმართველო;
ბ) საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო;
ბ) პირადი შემადგენლობის კარიერული დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;
გ) ადმინისტრაციული სამმართველო.
გ) საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო;
დ) ადმინისტრაციული სამმართველო;
ე) რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.
მუხლი 14.🔗
1. პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო, მასში შემავალი სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების დაკომპლექტების განყოფილების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაკომპლექტების განყოფილების, პირადი შემადგენლობის განათლების, დაწინაურების და კარიერის დაგეგმვის განყოფილების, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მინიჭებისა და აღრიცხვის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
1. დაკომპლექტების სამმართველო, მასში შემავალი სახმელეთო ჯარების დაკომპლექტების განყოფილების და გაერთიანებული შტაბის დაკომპლექტების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავებასა და გატარებას;
ა) გაერთიანებული შტაბის და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის სახმელეთო ჯარების, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო პირთა დროული დაკომპლექტების უზრუნველყოფას;
ბ) სამხედრო მოსამსახურეთა გადანაწილების, დაწინაურების, მათი კარიერული და პროფესიული ზრდის დაგეგმვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფას. თანამდებობათა სამუშაო აღწერის ფორმების შემუშავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და მათ სისტემატურ დახვეწას;
ბ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან (გაწვევა, დანიშვნა, კონტრაქტის გაფორმება, გადაადგილება, მოვალეობის დაკისრება, სამსახურებრივი მივლინება, წოდების მინიჭება, უფლებამოსილების შეჩერება, კადრების განკარგულებაში გადაყვანა, დათხოვნა, გათავისუფლება) დაკავშირებით;
გ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან დაკავშირებით (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, დათხოვნა, გათავისუფლება);
გ) სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შესაბამისი კონტრაქტების (ხელშეკრულებების) გაფორმების უზრუნველყოფას;
დ) სხვადასხვა სასწავლო კურსებზე სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების შერჩევის ღონისძიებების უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენას და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას;
დ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დაკომპლექტების საკითხების ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს;
ე) სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობას;
2. პირადი შემადგენლობის კარიერული დაგეგმვისა და მართვის სამმართველო, მასში შემავალი პირადი შემადგენლობის განათლების მართვის განყოფილების, შერჩევის საბჭოების უზრუნველყოფის განყოფილების, პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების განვითარების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების ზედამხედველობას;
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავებასა და გატარებას;
ზ) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების დაგეგმვასა და მათ პროცედურულ უზრუნველყოფას;
ბ) სამხედრო მოსამსახურეთა გადანაწილების, დაწინაურების, მათი კარიერული და პროფესიული ზრდის დაგეგმვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფას. თანამდებობათა სამუშაო აღწერის ფორმების შემუშავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და მათ სისტემატურ დახვეწას;
თ) პირადი შემადგენლობის შენარჩუნების ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სათანადო მოხსენებებისა და წინადადების მომზადება-წარდგენას;
გ) სასწავლო კურსებზე და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების შერჩევის ღონისძიებების უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენას და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ი) კადრების განკარგულებაში მყოფ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის მსურველ პირთა შემდგომი დასაქმების საკითხების განხილვას, სათანადო თანამდებობების შეთავაზებასა და შესაბამისი წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადებას;
დ) სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობას;
კ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით ჯარის სხვადასხვა სახეობების დაკომპლექტების საკითხების ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების ზედამხედველობას;
ლ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას იღებს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამოყალიბებაში;
ვ) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების დაგეგმვასა და მათ პროცედურულ უზრუნველყოფას;
მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასანერგად შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო წესების, ინსტრუქციების ჩამოყალიბებას, შესაბამისი სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელების კონტროლს;
ზ) პირადი შემადგენლობის შენარჩუნების ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სათანადო მოხსენებებისა და წინადადების მომზადება-წარდგენას;
ნ) ნატო-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებით სამხედრო პერსონალის კუთხით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმვას, აღსრულებასა და კონტროლს;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას იღებს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამოყალიბებაში;
ო) პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების მომზადებასა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;
ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასანერგად შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო წესების, ინსტრუქციების ჩამოყალიბებას, შესაბამისი სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელების კონტროლს;
პ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის კოდების განსაზღვრას, მათი მინიჭებისა და აღრიცხვისათვის საჭირო პროცედურების მომზადებას.
კ) ნატო-სთან თანამშრომლობის გეგმებით სამხედრო პერსონალის კუთხით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების დაგეგმვას, აღსრულებასა და კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში;
2. საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი საორგანიზაციო-საშტატო განყოფილების და დისლოკაციის აღრიცხვისა და შეიარაღების განსაზღვრის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ლ) პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების ნატო-სთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების მომზადებასა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;
ა) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე სახეობების, ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის წინადადებების შემუშავებას;
მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის კოდების განსაზღვრას, მათი მინიჭებისა და აღრიცხვისათვის საჭირო პროცედურების მომზადებას.
ბ) საშტატო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადებასა და წარდგენას დასამტკიცებლად;
3. საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი საორგანიზაციო-საშტატო განყოფილების და დისლოკაციის აღრიცხვის და შეიარაღების განსაზღვრის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავებასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ უფლებამოსილ პირთან დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფას;
ა) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე სახეობის, ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის წინადადებების შემუშავებას;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციების ადგილების აღრიცხვასა და კონტროლს. ქვედანაყოფების ბეჭდების, ლუქების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
ბ) საშტატო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადებასა და წარდგენას დასამტკიცებლად;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებულად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამობილი-ზაციო სისტემის ოპტიმიზაციაში და მობილიზებული რესურსებით საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას.
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავებასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფას;
3. ადმინისტრაციული სამმართველო, მასში შემავალი ადმინისტრაციული და საქმისწარმოების განყოფილების, პირადი საქმეების აღრიცხვისა და უზრუნველყოფის განყოფილების, მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფის განყოფილების და სოციალურ საკითხთა და დაჯილდოების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციების ადგილების აღრიცხვასა და კონტროლს. ქვედანაყოფების ბეჭდების და ლუქების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
ა) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას;
4. ადმინისტრაციული სამმართველო, მასში შემავალი ადმინისტრაციული და საქმისწარმოების განყოფილების, პირადი საქმეების აღრიცხვისა და უზრუნველყოფის განყოფილების, მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფის განყოფილების და სოციალურ საკითხთა და დაჯილდოების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას;
ბ) დეპარტამენტში წარმოებული (საწარმოებელი) წიგნების, ჟურნალების, საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვას, წარმოებაზე კონტროლსა და დადგენილი წესით შენახვას;
გ) მოქმედ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავების, აღრიცხვაზე აყვანისა და შენახვის უზრუნველყოფას;
გ) მოქმედ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავების, აღრიცხვაზე აყვანისა და შენახვის უზრუნველყოფას;
დ) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების გადამოწმებასა და შესაბამის ორგანოებში გადასაგზავნად მომზადებას;
დ) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების გადამოწმებასა და შესაბამის ორგანოებში სათანადო სამსახურების მეშვეობით გადაგზავნის უზრუნველყოფას;
ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული დეპარტამენტების (სამმართველოების) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურების შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად;
ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების (რომელთაც არ გააჩნიათ საკადრო სამსახური) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურების შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად;
ვ) დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ქონების აღრიცხვასა და კონტროლს;
ზ) დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის გეგმის შემუშავება და დაზუსტება;
ზ) დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის გეგმის შემუშავებას და დაზუსტებას;
თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის და საორგანიზაციო სტრუქტურების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და სისტემატურ განახლებას;
თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის და საორგანიზაციო სტრუქტურების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და სისტემატიურ განახლებას;
ი) ინფორმაციის პერიოდულ ანალიზს, ტენდენციების დადგენასა და წინადადებების მომზადება-წარდგენას; კ) ქვედანაყოფებიდან პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ სათანადო პერიოდული მოხსენებების მიღებასა და დამუშავებას;
ი) ინფორმაციის პერიოდულ ანალიზს, ტენდენციების დადგენასა და წინადადებების მომზადება-წარდგენას;
ლ) პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მონაცემთა მოხსენებების სისტემების შემუშავებას, დახვეწასა და მათი მართვისა და კონტროლის განხორციელებას;
კ) ქვედანაყოფებიდან პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ სათანადო პერიოდული მოხსენებების მიღებასა და დამუშავებას;
მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დამზადებას, აღრიცხვიანობასა და გაცემის ორგანიზებას;
ლ) პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მონაცემთა მოხსენებების სისტემების შემუშავებას, დახვეწასა და მათი მართვისა და კონტროლის განხორციელებას;
ნ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა პატრიოტული და მხედრული სულისკვეთების გაძლიერებისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების, ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის შესწავლისათვის ღონისძიებების დაგეგმვას;
მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და ჟეტონების დამზადებას, აღრიცხვიანობასა და გაცემის ორგანიზებას;
ო) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამ-სახურეებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფი ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებასა (კომპეტენციის ფარგლებში) და კონტროლს;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში;
პ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშებასა და სათანადო საბუთების მომზადებას;
ო) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშებასა და სათანადო საბუთების მომზადებას;
ჟ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს;
პ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს;
რ) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის, საჯარო მოსამსახურეთა) უწყებრივი მედლებითა და სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადებას.
ჟ) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა უწყებრივი მედლებითა და სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადებას.
5. რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი რეზერვის დაგეგმვის განყოფილების და მობილიზაციის დაგეგმვის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) რეზერვის პირადი შემადგენლობის აღრიცხვასა და დაგეგმვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას;
ბ) რეზერვის პირადი შემადგენლობის სტანდარტების დადგენას, შეფასებას, როტაციის დაგეგმვას;
გ) მატერიალურ–ტექნიკური რეზერვის აღრიცხვას, დაგეგმვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას;
დ) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვას;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას;
ვ) სამობილიზაციო ბრძანებების, დოკუმენტთა ფორმების, საინსტრუქციო ნორმატიული აქტების შემუშავებას;
ზ) სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას, საქართველოს სინამდვილეზე ადაფტირებას და შესაბამისი საორგანიზაციო და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების შემუშავებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.
მუხლი 15.🔗
სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 16.🔗
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ.
მუხლი 17.
მუხლი 17. (ამოღებულია - 19.06.2013, №602)🔗
დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემავალი ერთეულების ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №602 - ვებგვერდი, 20.06.2013 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №448, 19.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84424-1/