საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.212
.საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №448
2009 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №146 ბრძანება.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და ამ დებულებით.
მუხლი 3.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 4.
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი“, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5.
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი და ეფექტური სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო (ვადიანი) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა დროული დაკომპლექ-ტების, აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, შენარჩუნებისა და კარიერის მართვის უზრუნველყოფა;
დ) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ქვედანაყოფების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურული წინადადებებიდან გამომდინარე ოპტიმალური საშტატო სტრუქტურების შემუშავება;
ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ანალიზი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა პატივისა და ღირსების დაცვისათვის სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პატრიოტული და მხედრული სულისკვეთების გაძლიერების, მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების, ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო-პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის შესწავლის ღონისძიებების უზრუნველყოფა.
მუხლი 6.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
ბ) რეკრუტების, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვა სამხედრო უწყებიდან გადმოსულ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა, ჯარების ერთი სახეობიდან მეორეში მათი გადაყვანის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა მიღებისა და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის (შეფასებების) საფუძველზე, მათი თანამდებობრივი გადაადგილების (განაწილების), დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამოქალაქო პირთა მიერ შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
დ) სამხედრო მოსამსახურეთათვის, მათი განათლებისა და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მინიჭების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) მსმენელებით (კურსანტებით) სამხედრო სასწავლებლებისა და კურსების დაკომპლექტების, სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა შერჩევისა და განაწილების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
ვ) კაპრალ-სერჟანტთა, ოფიცერთა და სამოქალაქო პირთათვის პირველადი, მორიგი (ვადამდე) სამხედრო წოდებების კანონმდებლობის შესაბამისად მისანიჭებლად სათანადო მასალებისა და ბრძანების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება, უარყოფითი მოტივებით დათხოვნის მიზეზთა გაანალიზება-განზოგადება;
თ) სამხედრო მოსამსახურეთა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ სამოქალაქო პირთა პირადი საქმეების წარმოება, მათი ალფაბეტური, სტატისტიკური და პერსონალური აღრიცხვა;
ი) სამხედრო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინებისათვის სათანადო სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებულად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო სისტემის მიხედვით პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვასა და მობილიზაციის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსებით დაკომპლექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ლ) ეფექტური საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, საშტატო საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მომზადება, შტატების, შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავება;
მ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შეტანა. მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოთხოვნის შესაბამისად, თემატური და სტატისტიკური ინფორმაციის გაცემა, ცენტრალური მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება მონაცემთა ბაზიდან საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი და პირადი შემადგენლობის მართვის ოპტიმიზაციის წინადადებების შემუშავება;
ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის (პლასტიკური) მოწმობების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება;
ო) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეების სახელმწიფო და უწყებრივ ჯილდოებზე დასაჯილდოებლად წარდგენისთვის დოკუმენტაციის მომზადება;
პ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშება და საბუთების გადაგზავნა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დასანიშნად;
ჟ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს;
რ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
ს) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ტ) NATO-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სამხედრო პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი.
თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 7.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 8.
დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 9.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 10.
დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.
მუხლი 11.
დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 12.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართვე-ლოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამ-დებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) ამტკიცებს შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელს აწერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისაღები (დასაქირავებელი) პირადი შემადგენლობის ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს);
კ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;
ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე.
თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი, ფუნქციები და მმართველობა
მუხლი 13.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო;
ბ) საორგანიზაციო-საშტატო და სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვის სამმართველო;
გ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;
დ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო;
ე) ადმინისტრაციული სამმართველო;
ვ) დაგეგმარებისა და ნატოსთან თავსებადობის განყოფილება.
მუხლი 14.
1. პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო, მასში შემავალი სახმელეთო ძალების დაკომპლექტების განყოფილების, სამხედრო-საჰაერო ძალების დაკომპლექტების განყოფილების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაკომპლექტების განყოფილების, პირადი შემადგენლობის დაწინაურების, კარიერის დაგეგმვისა და მართვის განყოფილების, პირადი შემადგენლობის განათლების დაგეგმვის განყოფილების, შერჩევის საბჭოების უზრუნველყოფის განყოფილებისა და პირადი შემადგენლობის რეკრუტირების და შენარჩუნების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავებასა და გატარებას;
ბ) სამხედრო მოსამსახურეთა გადანაწილების, დაწინაურების, მათი კარიერული და პროფესიული ზრდის ღონისძიებების დაგეგმვას. თანამდებობათა სამუშაო აღწერის ფორმების შემუშავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და მათ სისტემატურ დახვეწას;
გ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
დ) სხვადასხვა სასწავლო კურსებზე სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების შერჩევა-დაგეგმვას და გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენას. სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობას. სასწავლებლად წარგზავნასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების ზედამხედველობას;
ვ) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების დაგეგმვასა და მათ პროცედურულ უზრუნველყოფას;
ზ) სამხედრო მოსამსახურეთა გაწვევის (რეკრუტირების) და შენარჩუნების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სათანადო თემატური და სტატისტიკური მონაცემების მომზადებას, ანალიზსა და სათანადო მოხსენებებისა და წინადადების მომზადება-წარდგენას;
თ) კადრების განკარგულებაში მყოფ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის მსურველ პირთა შემდგომი დასაქმების საკითხების განხილვას, სათანადო თანამდებობების შეთავაზებასა და შესაბამისი წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადებას;
ი) სავალდებულო (ვადიანი) სამხედრო მოსამსახურეებით ჯარის სხვადასხვა სახეობების დაკომპლექტების და დემობილიზაციის საკითხების დაგეგმვას, ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს.
2. საორგანიზაციო-საშტატო და სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი საორგანიზაციო-საშტატო და შეიარაღების განყოფილებისა და სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე სახეობების, ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების ოპტიმიზაციისთვის წინადადებების შემუშავებას;
ბ) საშტატო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადებასა და წარდგენას დასამ-ტკიცებლად;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავებასა და დასამტკიცებლად დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენას;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციების ადგილების აღრიცხვასა და კონტროლს. ქვედანაყოფების ბეჭდების, ლუქების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებულად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო სისტემის შემუშავებასა და მობილიზაციის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსებით დაკომპლექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას.
3. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო, მასში შემავალი საინფორმაციო ცენტრისა და პირადი შემადგენლობის აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ერთიანი ინფორმაციული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და სისტემატურ განახლებას;
ბ) ინფორმაციის პერიოდულ ანალიზს, ტენდენციე-ბის დადგენასა და წინადადებების მომზადება-წარდგენას;
გ) პირადი შემადგენლობის რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, დეპარტამენტის მონაცემთა ბაზასთან შედარებას;
დ) პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მონაცემთა მოხსენებების სისტემების შემუშავებას, დახვეწასა და მათი მართვისა და კონტროლის განხორციელებას;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის მოწმობების დამზადებას, აღრიცხვიანობასა და გაცემის ორგანიზებას.
4. პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო, მასში შემავალი პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილებისა და სოციალურ საკითხთა და დაჯილდოების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა პატრიოტული და მხედრული სულისკვეთების გაძლიერებისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების, ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის შესწავლისთვის ღონისძიებების დაგეგმვას;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფი ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებასა (კომპეტენციის ფარგლებში) და კონტროლს;
გ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშებასა და სათანადო საბუთების მომზადებას;
დ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს;
ე) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის, საჯარო მოსამსახურეთა) უწყებ-რივი მედლებითა და სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადებას.
5. ადმინისტრაციული სამმართველო, მასში შემავალი ადმინისტრაციული და საქმისწარმოების განყოფილების, პირადი საქმეების აღრიცხვისა და უზრუნველყოფის განყოფილებისა და იურიდიული ჯგუფის მეშვეობით ახორციელებს:
ა) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას;
ბ) დეპარტამენტში წარმოებული (საწარმოებელი) წიგნების, ჟურნალების, საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვას, წარმოებაზე კონტროლსა და დადგენილი წესით შენახვას;
გ) მოქმედ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავებას, აღრიცხვაზე აყვანასა და შენახვის უზრუნველყოფას;
დ) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების გადამოწმებასა და შესაბამის ორგანოებში გადასაგზავნად მომზადებას;
ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული დეპარტამენტების (სამმართველოების) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად;
ვ) დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ქონების აღრიცხვასა და კონტროლის;
ზ) დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის შემუშავებასა და დაზუსტებას;
თ) მონაწილეობს დეპარტამენტში შესრულებული სხვადასხვა სამართლებრივი აქტების შეფასებასა და ვიზირებაში.
6. დაგეგმარებისა და ნატოსთან თავსებადობის განყოფილება:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას იღებს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამოყალიბებაში;
ბ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასანერგად შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო წესების, ინსტრუქციების ჩამოყალიბებას, იმპლემენტა-ციის სამოქმედო გეგმების გაწერასა და უშუალო მო-ნაწილეობას იმპლემენტაციის პროცესში პოლიტიკის სწორად გატარების უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოფს NATO-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებით სამხედრო პერსონალისთვის განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების დაგეგმვას, აღსრულებასა და კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო მოხსენებების მომზადებასა და წარდგენას;
დ) ახორციელებს პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების მომზა-დებასა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას.
მუხლი 15.
სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 16.
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ.
მუხლი 17.
დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემავალი ერთეულების ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
+

საქართველოს თავდაცვის
.საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №448
2009 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბერის № 297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის” დებულება;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №146 ბრძანება.
3. (ამოღებულია - 29.01.2014, №3).
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
შეტანილი ცვლილებები:
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №602 - ვებგვერდი, 20.06.2013 წ.
3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 2 ივლისის ბრძანება №687 - ვებგვერდი, 02.07.2013 წ.
4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი (შემდგომში - ,,დეპარტამენტი”) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და ამ დებულებით.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და ამ დებულებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
მუხლი 3.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
მუხლი 4.
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი”, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი“, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5.
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი და ეფექტური სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო (ვადიანი) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა დროული დაკომპლექ-ტების, აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, შენარჩუნებისა და კარიერის მართვის უზრუნველყოფა;
დ) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ქვედანაყოფების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურული წინადადებებიდან გამომდინარე ოპტიმალური საშტატო სტრუქტურების შემუშავება;
ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება და ანალიზი;
ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ანალიზი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა პატივისა და ღირსების დაცვისათვის სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის დაგეგმვა, კოორდინაცია და განვითარების მხარდაჭერა.
ზ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პატრიოტული და მხედრული სულისკვეთების გაძლიერების, მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების, ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო-პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის შესწავლის ღონისძიებების უზრუნველყოფა.
თ) სამხედრო ძალების რეზერვის და მობილიზაციის მართვის ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში.
ი) ჯარებში ჯანსაღი მორალურ–ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფორმირების და შენარჩუნების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 2 ივლისის ბრძანება №687 - ვებგვერდი, 02.07.2013 წ.
მუხლი 6.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
ბ) რეკრუტების, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვა სამხედრო უწყებიდან გადმოსულ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა მიღებისა და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) რეკრუტების, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვა სამხედრო უწყებიდან გადმოსულ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა, ჯარების ერთი სახეობიდან მეორეში მათი გადაყვანის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა მიღებისა და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის (შეფასებების) საფუძველზე, მათი თანამდებობრივი გადადგილების (განაწილების), დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
გ) სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის (შეფასებების) საფუძველზე, მათი თანამდებობრივი გადაადგილების (განაწილების), დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამოქალაქო პირთა მიერ შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
დ) სამხედრო მოსამსახურეთათვის, მათი განათლებისა და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მინიჭების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) მსმენელებით (კურსანტებით) სამხედრო სასწავლებლებისა და კურსების დაკომპლექტების, სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა შერჩევისა და განაწილების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
ვ) რიგითთა, კაპრალ-სერჟანტთა, ოფიცერთა და სამოქალაქო პირთათვის პირველადი, მორიგი (მათ შორის, ვადამდე) სამხედრო წოდებების კანონმდებლობის შესაბამისად მისანიჭებლად სათანადო მასალებისა და ბრძანების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) კაპრალ-სერჟანტთა, ოფიცერთა და სამოქალაქო პირთათვის პირველადი, მორიგი (ვადამდე) სამხედრო წოდებების კანონმდებლობის შესაბამისად მისანიჭებლად სათანადო მასალებისა და ბრძანების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება, უარყოფითი მოტივებით დათხოვნის მიზეზთა გაანალიზება-განზოგადება;
თ) სამხედრო მოსამსახურეთა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე სამოქალაქო პირთა პირადი საქმეების წარმოება, მათი სტატისტიკური და პერსონალური აღრიცხვა;
თ) სამხედრო მოსამსახურეთა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ სამოქალაქო პირთა პირადი საქმეების წარმოება, მათი ალფაბეტური, სტატისტიკური და პერსონალური აღრიცხვა;
ი) სამხედრო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინებისათვის სათანადო სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება;
ი) სამხედრო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინებისათვის სათანადო სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
კ) (ამოღებულია - 19.06.2013, №602);
კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებულად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო სისტემის მიხედვით პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვასა და მობილიზაციის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსებით დაკომპლექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ლ) ეფექტური საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, საშტატო საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მომზადება, შტატების, შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავება;
მ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შეტანა. მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოთხოვნის შესაბამისად, თემატური და სტატისტიკური ინფორმაციის გაცემა, ცენტრალური მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება მონაცემთა ბაზიდან საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი და პირადი შემადგენლობის მართვის ოპტიმიზაციის წინადადებების შემუშავება;
ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის (პლასტიკური) მოწმობების და ჟეტონების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება;
ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის (პლასტიკური) მოწმობების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება;
ო) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეების სახელმწიფო და უწყებრივ ჯილდოებზე დასაჯილდოებლად წარდგენისთვის დოკუმენტაციის მომზადება;
პ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშება და საბუთების გადაგზავნა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დასანიშნად;
ჟ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს;
რ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
რ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
ს) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ტ) NATO-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სამხედრო პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი;
ტ) NATO-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სამხედრო პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი.
უ) სამხედრო ძალების რეზერვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, შესწავლა და რეზერვის კატეგორიების დაკომპლექტების დაგეგმვა;
ფ) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ქ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამობილიზაციო გეგმებისა და დოკუმენტაციის ფორმების, სახელმძღვანელო ნორმატიული აქტების შემუშავება;
ღ) სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის მართვის სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის საორგანიზაციო და ნორმატიული ბაზის ცვლილებების პროექტების შემუშავება;
ყ) სამხედრო მოსამსახურეებში სამსახურისადმი სოციალურ–ფსიქოლოგიურ დამოკიდებულების და პოზიტიური განწყობის ფორმირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
შ) ჯარების მორალური მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება და იმპლემენტაციის ზედამხედველობა;
ჩ) მეთაურის თანაშემწეთა მუშაობის კოორდინირება და სამხედრო მოძღვართა (კაპელანთა) ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 2 ივლისის ბრძანება №687 - ვებგვერდი, 02.07.2013 წ.
თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 7.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 8.
დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 9.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
მუხლი 10.
დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს.
დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
მუხლი 11.
დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 12.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართვე-ლოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამ-დებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) ამოღებულია;
თ) ამტკიცებს შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელს აწერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისაღები (დასაქირავებელი), სამხედრო სამსახურის გავლის და სასწავლებელში ჩარიცხულ/წარსაგზავნ პირადი შემადგენლობის ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს);
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელს აწერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისაღები (დასაქირავებელი) პირადი შემადგენლობის ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს);
კ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;
ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი, ფუნქციები და მმართველობა
მუხლი 13.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) დაკომპლექტების სამმართველო;
ა) პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო;
ბ) პირადი შემადგენლობის კარიერული დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;
ბ) საორგანიზაციო-საშტატო და სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვის სამმართველო;
გ) საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო;
გ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;
დ) ადმინისტრაციული სამმართველო;
დ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო;
ე) რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო;
ე) ადმინისტრაციული სამმართველო;
ვ) ჯარების მორალურ–ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველო.
ვ) დაგეგმარებისა და ნატოსთან თავსებადობის განყოფილება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 2 ივლისის ბრძანება №687 - ვებგვერდი, 02.07.2013 წ.
მუხლი 14.
1. დაკომპლექტების სამმართველო, მასში შემავალი სახმელეთო ჯარების დაკომპლექტების განყოფილების და გენერალური შტაბის დაკომპლექტების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
1. პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო, მასში შემავალი სახმელეთო ძალების დაკომპლექტების განყოფილების, სამხედრო-საჰაერო ძალების დაკომპლექტების განყოფილების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაკომპლექტების განყოფილების, პირადი შემადგენლობის დაწინაურების, კარიერის დაგეგმვისა და მართვის განყოფილების, პირადი შემადგენლობის განათლების დაგეგმვის განყოფილების, შერჩევის საბჭოების უზრუნველყოფის განყოფილებისა და პირადი შემადგენლობის რეკრუტირების და შენარჩუნების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) გენერალური შტაბის და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის სახმელეთო ჯარების, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო პირთა დროული დაკომპლექტების უზრუნველყოფას;
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავებასა და გატარებას;
ბ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან (გაწვევა, დანიშვნა, კონტრაქტის გაფორმება, გადაადგილება, მოვალეობის დაკისრება, სამსახურებრივი მივლინება, წოდების მინიჭება, უფლებამოსილების შეჩერება, კადრების განკარგულებაში გადაყვანა, დათხოვნა, გათავისუფლება) დაკავშირებით;
ბ) სამხედრო მოსამსახურეთა გადანაწილების, დაწინაურების, მათი კარიერული და პროფესიული ზრდის ღონისძიებების დაგეგმვას. თანამდებობათა სამუშაო აღწერის ფორმების შემუშავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და მათ სისტემატურ დახვეწას;
გ) სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შესაბამისი კონტრაქტების (ხელშეკრულებების) გაფორმების უზრუნველყოფას;
გ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
დ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დაკომპლექტების საკითხების ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს;
დ) სხვადასხვა სასწავლო კურსებზე სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების შერჩევა-დაგეგმვას და გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენას. სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობას. სასწავლებლად წარგზავნასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას;
2. პირადი შემადგენლობის კარიერული დაგეგმვისა და მართვის სამმართველო, მასში შემავალი პირადი შემადგენლობის განათლების მართვის განყოფილების, შერჩევის საბჭოების უზრუნველყოფის განყოფილების, პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების განვითარების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების ზედამხედველობას;
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავებასა და გატარებას;
ვ) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების დაგეგმვასა და მათ პროცედურულ უზრუნველყოფას;
ბ) სამხედრო მოსამსახურეთა გადანაწილების, დაწინაურების, მათი კარიერული და პროფესიული ზრდის დაგეგმვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფას. თანამდებობათა სამუშაო აღწერის ფორმების შემუშავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და მათ სისტემატურ დახვეწას;
ზ) სამხედრო მოსამსახურეთა გაწვევის (რეკრუტირების) და შენარჩუნების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სათანადო თემატური და სტატისტიკური მონაცემების მომზადებას, ანალიზსა და სათანადო მოხსენებებისა და წინადადების მომზადება-წარდგენას;
გ) სასწავლო კურსებზე და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების შერჩევის ღონისძიებების უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენას და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას;
თ) კადრების განკარგულებაში მყოფ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის მსურველ პირთა შემდგომი დასაქმების საკითხების განხილვას, სათანადო თანამდებობების შეთავაზებასა და შესაბამისი წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადებას;
დ) სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობას;
ი) სავალდებულო (ვადიანი) სამხედრო მოსამსახურეებით ჯარის სხვადასხვა სახეობების დაკომპლექტების და დემობილიზაციის საკითხების დაგეგმვას, ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს.
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების ზედამხედველობას;
2. საორგანიზაციო-საშტატო და სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი საორგანიზაციო-საშტატო და შეიარაღების განყოფილებისა და სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ვ) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების დაგეგმვასა და მათ პროცედურულ უზრუნველყოფას;
ა) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე სახეობების, ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების ოპტიმიზაციისთვის წინადადებების შემუშავებას;
ზ) პირადი შემადგენლობის შენარჩუნების ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სათანადო მოხსენებებისა და წინადადების მომზადება-წარდგენას;
ბ) საშტატო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადებასა და წარდგენას დასამ-ტკიცებლად;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას იღებს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამოყალიბებაში;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავებასა და დასამტკიცებლად დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენას;
ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასანერგად შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო წესების, ინსტრუქციების ჩამოყალიბებას, შესაბამისი სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელების კონტროლს;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციების ადგილების აღრიცხვასა და კონტროლს. ქვედანაყოფების ბეჭდების, ლუქების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
კ) ნატო-სთან თანამშრომლობის გეგმებით სამხედრო პერსონალის კუთხით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების დაგეგმვას, აღსრულებასა და კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებულად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო სისტემის შემუშავებასა და მობილიზაციის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსებით დაკომპლექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას.
ლ) პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების ნატო-სთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების მომზადებასა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;
3. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო, მასში შემავალი საინფორმაციო ცენტრისა და პირადი შემადგენლობის აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის კოდების განსაზღვრას, მათი მინიჭებისა და აღრიცხვისათვის საჭირო პროცედურების მომზადებას.
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ერთიანი ინფორმაციული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და სისტემატურ განახლებას;
3. საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი საორგანიზაციო-საშტატო განყოფილების და დისლოკაციის აღრიცხვის და შეიარაღების განსაზღვრის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ბ) ინფორმაციის პერიოდულ ანალიზს, ტენდენციე-ბის დადგენასა და წინადადებების მომზადება-წარდგენას;
ა) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე სახეობის, ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის წინადადებების შემუშავებას;
გ) პირადი შემადგენლობის რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, დეპარტამენტის მონაცემთა ბაზასთან შედარებას;
ბ) საშტატო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადებასა და წარდგენას დასამტკიცებლად;
დ) პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მონაცემთა მოხსენებების სისტემების შემუშავებას, დახვეწასა და მათი მართვისა და კონტროლის განხორციელებას;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავებასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფას;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის მოწმობების დამზადებას, აღრიცხვიანობასა და გაცემის ორგანიზებას.
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციების ადგილების აღრიცხვასა და კონტროლს. ქვედანაყოფების ბეჭდების და ლუქების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
4. პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო, მასში შემავალი პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილებისა და სოციალურ საკითხთა და დაჯილდოების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
4. ადმინისტრაციული სამმართველო, მასში შემავალი ადმინისტრაციული და საქმისწარმოების განყოფილების, პირადი საქმეების აღრიცხვისა და უზრუნველყოფის განყოფილების, მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფის განყოფილების და სოციალურ საკითხთა და დაჯილდოების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა პატრიოტული და მხედრული სულისკვეთების გაძლიერებისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების, ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის შესწავლისთვის ღონისძიებების დაგეგმვას;
ა) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფი ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებასა (კომპეტენციის ფარგლებში) და კონტროლს;
ბ) დეპარტამენტში წარმოებული (საწარმოებელი) წიგნების, ჟურნალების, საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვას, წარმოებაზე კონტროლსა და დადგენილი წესით შენახვას;
გ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშებასა და სათანადო საბუთების მომზადებას;
გ) მოქმედ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავების, აღრიცხვაზე აყვანისა და შენახვის უზრუნველყოფას;
დ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს;
დ) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების გადამოწმებასა და შესაბამის ორგანოებში სათანადო სამსახურების მეშვეობით გადაგზავნის უზრუნველყოფას;
ე) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის, საჯარო მოსამსახურეთა) უწყებ-რივი მედლებითა და სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადებას.
ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების (რომელთაც არ გააჩნიათ საკადრო სამსახური) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურების შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად;
5. ადმინისტრაციული სამმართველო, მასში შემავალი ადმინისტრაციული და საქმისწარმოების განყოფილების, პირადი საქმეების აღრიცხვისა და უზრუნველყოფის განყოფილებისა და იურიდიული ჯგუფის მეშვეობით ახორციელებს:
ვ) დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ქონების აღრიცხვასა და კონტროლს;
ა) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას;
ზ) დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის გეგმის შემუშავებას და დაზუსტებას;
ბ) დეპარტამენტში წარმოებული (საწარმოებელი) წიგნების, ჟურნალების, საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვას, წარმოებაზე კონტროლსა და დადგენილი წესით შენახვას;
თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის და საორგანიზაციო სტრუქტურების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და სისტემატიურ განახლებას;
გ) მოქმედ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავებას, აღრიცხვაზე აყვანასა და შენახვის უზრუნველყოფას;
ი) ინფორმაციის პერიოდულ ანალიზს, ტენდენციების დადგენასა და წინადადებების მომზადება-წარდგენას;
დ) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების გადამოწმებასა და შესაბამის ორგანოებში გადასაგზავნად მომზადებას;
კ) ქვედანაყოფებიდან პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ სათანადო პერიოდული მოხსენებების მიღებასა და დამუშავებას;
ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული დეპარტამენტების (სამმართველოების) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად;
ლ) პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მონაცემთა მოხსენებების სისტემების შემუშავებას, დახვეწასა და მათი მართვისა და კონტროლის განხორციელებას;
ვ) დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ქონების აღრიცხვასა და კონტროლის;
მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და ჟეტონების დამზადებას, აღრიცხვიანობასა და გაცემის ორგანიზებას;
ზ) დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის შემუშავებასა და დაზუსტებას;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში;
თ) მონაწილეობს დეპარტამენტში შესრულებული სხვადასხვა სამართლებრივი აქტების შეფასებასა და ვიზირებაში.
ო) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშებასა და სათანადო საბუთების მომზადებას;
6. დაგეგმარებისა და ნატოსთან თავსებადობის განყოფილება:
პ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს;
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას იღებს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამოყალიბებაში;
ჟ) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა უწყებრივი მედლებითა და სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადებას.
ბ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასანერგად შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო წესების, ინსტრუქციების ჩამოყალიბებას, იმპლემენტა-ციის სამოქმედო გეგმების გაწერასა და უშუალო მო-ნაწილეობას იმპლემენტაციის პროცესში პოლიტიკის სწორად გატარების უზრუნველსაყოფად;
5. რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი რეზერვის დაგეგმვის განყოფილების და მობილიზაციის დაგეგმვის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
გ) უზრუნველყოფს NATO-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებით სამხედრო პერსონალისთვის განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების დაგეგმვას, აღსრულებასა და კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო მოხსენებების მომზადებასა და წარდგენას;
ა) რეზერვის პირადი შემადგენლობის აღრიცხვასა და დაგეგმვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას;
დ) ახორციელებს პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების მომზა-დებასა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას.
ბ) რეზერვის პირადი შემადგენლობის სტანდარტების დადგენას, შეფასებას, როტაციის დაგეგმვას;
გ) მატერიალურ–ტექნიკური რეზერვის აღრიცხვას, დაგეგმვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას;
დ) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვას;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას;
ვ) სამობილიზაციო ბრძანებების, დოკუმენტთა ფორმების, საინსტრუქციო ნორმატიული აქტების შემუშავებას;
ზ) სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას, საქართველოს სინამდვილეზე ადაფტირებას და შესაბამისი საორგანიზაციო და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების შემუშავებას.
6. ჯარების მორალურ–ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველო, მასში შემავალი ჯარების სოციალურ–ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განყოფილების და ჯარების მორალური მხარდაჭერის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) სამხედრო მოსამსახურეების ინდივიდუალურ–ფსიქოლოგიური თვისებების, ქვედანაყოფებში სოციალურ–ფსიქოლოგიური პროცესებისა და მოვლენების შესწავლა/ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) ქვედანაყოფებში ჯანსაღი მორალურ–ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფორმირებას და შენარჩუნების ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირად შემადგენლობის ფსიქოლოგიურ კონსულტირებას და ფსიქოკორექციულ მუშაობას. ასევე მათი ოჯახის წევრებთან პერიოდული შეხვედრების ორგანიზება/ჩატარებას;
დ) სამეთაურო რგოლთან ტრენინგების ორგანიზება/ ჩატარებას;
ე) საბრძოლო მომზადების და სწავლებების პროცესში პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მზაობის შესწავლა/ანალიზს. ამ პროცესების ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
ვ) რეკრუტების პიროვნული თავისებურებების შესწავლას და მათი რაციონალურად გადანაწილების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
ზ) პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მახასიათებლების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას;
თ) ჯარების მორალური მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებას და იმპლემენტაციის ზედამხედველობას;
ი) საკუთარი ძალების ნეგატიური საინფორმაციო ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით შესაბამისი თემატიკის განსაზღვრა/დამუშავებას, ქვედანაყოფებში დაგზავნას და აღსრულებაზე კონტროლს;
კ) მეთაურის თანაშემწეთა მუშაობის კოორდინირებას და სამხედრო მოძღვართა (კაპელანთა) ინსტიტუტებთან აქტიურ თანამშრომლობას;
ლ) პირად შემადგენლობასთან და მათი ოჯახის წევრებთან კულტურულ–შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში;
მ) სამხედრო მოსამსახურეებში სამსახურისადმი სოციალურ–ფსიქოლოგიურ დამოკიდებულების და პოზიტიური განწყობის ფორმირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ნ) სუიციდის რისკის და სოციალურ–ფსიქოლოგიური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებას;
ო) ფსიქოდიაგნოსტიკური სამუშაოს ჩატარებას სამშვიდობო მისიაში წარსაგზავნ სამხედრო მოსამსახურეებთან, ზემდგომ ხელმძღვანელობასთან რეკომენდაციების წარდგენას, აგრეთვე სამეთაურო რგოლთან ფსიქოლოგიური ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა უნარ–ჩვევების განვითარების მიზნით;
პ) სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის კვლევას და მათთან ფსიქოკორექციული ღონისძიებების გატარებას;
ჟ) ზედამხედველობს ჯარებში სახელმწიფოებრივი მომზადებისა და საინფორმაციო საათის მიმდინარეობას, კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №45, სსმ III, №9, 27.01.2010წ., მუხ.93
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 2 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 2 ივლისის ბრძანება №687 - ვებგვერდი, 02.07.2013 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
მუხლი 15.
სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
მუხლი 16.
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ.
მუხლი 17. (ამოღებულია - 19.06.2013, №602)🔗
მუხლი 17.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №602 - ვებგვერდი, 20.06.2013 წ.
დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემავალი ერთეულების ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №448, 19.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84424-5/