საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (32)
შემდგომი ცვლილებები (17)
წინა ცვლილებები (15)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №118
2005 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 4 ივნისის №567 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანდართული დებულება.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საბჭოს თანათავმჯდომარე
რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი აბდუშელიშვილი – სსიპ – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“-ს აღმასრულებელი დირექტორი
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე
ვახტანგ ბალავაძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე
ლაშა გოცირიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
ირაკლი კვაშილავა – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
კობა სუბელიანი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ანი ქათამიძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №9, 24.01.2007 წ., მუხ.83
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №269 - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1924
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის დადგენილება №28 - სსმ III, №28, 22.02.2008 წ., მუხ.296
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №184 - სსმ III, №133, 09.09.2008 წ., მუხ.1327
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის დადგენილება №49 - სსმ III, №34, 20.03.2009 წ., მუხ.397
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №143 - სსმ III, №103, 19.08.2009 წ., მუხ.1137
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 სექტემბრის დადგენილება №155 - სსმ III, №109, 04.09.2009 წ., მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივლისის დადგენილება №118 - სსმ III, №49, 28.04.2010 წ., მუხ.722
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის დადგენილება №212 - სსმ III, №92, 28.07.2010 წ., მუხ.1359
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №9, 24.01.2007 წ., მუხ.83
4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №218 - სსმ III, №140, 09.10.2007 წ., მუხ.1549
5. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №269 - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1924
6. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის დადგენილება №28 - სსმ III, №28, 22.02.2008 წ., მუხ.296
7. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის დადგენილება №74 - სსმ III, №47, 28.03.2008 წ., მუხ.523
8. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №184 - სსმ III, №133, 09.09.2008 წ., მუხ.1327
9. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის დადგენილება №49 - სსმ III, №34, 20.03.2009 წ., მუხ.397
10. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილება №137 - სსმ III, №97, 06.08.2009 წ., მუხ.1067
11. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №143 - სსმ III, №103, 19.08.2009 წ., მუხ.1137
12. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 სექტემბრის დადგენილება №155 - სსმ III, №109, 04.09.2009 წ., მუხ.1245
13. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივლისი ს დადგენილება №118 - სსმ III, №49, 28.04.2010 წ., მუხ.722
14. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისი ს დადგენილება №212 - სსმ III, №92, 28.07.2010 წ., მუხ.1359
15. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №272 - სსმ III, №118, 16.09.2010 წ., მუხ.1743
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის
დებულება
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის (თემების) ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიების (მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურებისა და გეოთერმული) ობიექტების განვითარებას, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური ბაზის შექმნას, საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შეღავათიანი სესხების გაცემის უზრუნველყოფას, უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბიზნესის განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების გაწევას, საქართველოში კონფლიქტების შედეგად მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზარალის აღმოფხვრას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფონდი თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და მოსახლეობასთან, ახდენს სახსრების მობილიზებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, დონორი სააგენტოებიდან და უცხო ქვეყნებიდან, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.
3. ფონდი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა დონონებთან საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულების, სამოქმედო სახელმძღვანელოსა და ამ დებულების შესაბამისად.
4. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭო.
5. ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე.
6. ფონდს აქვს დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი, საბანკო სპეციალური და მიმდინარე ანგარიშები და ბეჭედი.
7. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №218 - სსმ III, №140, 09.10.2007 წ., მუხ.1549
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის დადგენილება №74 - სსმ III, №47, 28.03.2008 წ., მუხ.523
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №184 - სსმ III, №133, 09.09.2008 წ., მუხ.1327
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილება №137 - სსმ III, №97, 06.08.2009 წ., მუხ.1067
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №272 - სსმ III, №118, 16.09.2010 წ., მუხ.1743
მუხლი 2. ფონდის ვალდებულებები და ფუნქციები
1. ფონდი პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დონორებისაგან მიღებული და ძირითადი და საპროცენტო თანხების სახით ფონდის სესხებიდან ამონაგები სახსრების მართვისათვის, რომელთა მიზანია ადგილობრივი და რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და შესაბამისი ტექნიკური დახმარების დაფინანსება.
2. ფონდის ვალდებულებებია:
ა) ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ფონდის სახსრების პოტენციური მსესხებლის სესხის აღების შესაძლებლობათა შეფასება, რაც ეფუძნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;
გ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების შეფასება, რაც ეფუძნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;
დ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის დონორებს შორის შეთანხმებული პროცედურებისა და პირობების მიხედვით;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის ინიციატივით შემუშავებული მიკროპროექტების განხორციელება;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრირების უნარის განვითარება, თვითმმართველი ერთეულის ქონებისა და ფინანსური სახსრების მართვასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი ორგანოების ანგარიშგების გაუმჯობესება;
ზ) ფონდის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;
თ) ტექნიკური დახმარების თანხების მობილიზება, ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით;
ი) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების კონტრაქტების განხორციელების ზედამხედველობა;
კ) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების ღონისძიებათა კოორდინირება შესაბამის სამინისტროებსა და სხვა სააგენტოებთან;
ლ) ტექნიკური დახმარების პროგრამების კოორდინირება სხვა დონორებთან;
მ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების საბუღალტრო და ფინანსური მართვის განხორციელება;
ნ) დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ ფონდის ანგარიშების ყოველწლიური აუდიტის განხორციელების უზრუნველყოფა საერთაშორისო სააუდიტო სტანდარტების შესაბამისად;
ო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფონდს შორის გაფორმებული პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება;
პ) საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია;
ჟ) წყალდიდობებისაგან დაზარალებული საირიგაციო და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურის აღდგენა;
რ) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ს) განახლებადი ენერგიის (მცირე ზომის ჰიდროელექტრო და გეოთერმული სადგურები) ფონდის მენეჯმენტის უზრუნველყოფა;
ტ) იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური ბაზის განვითარების ხელშეწყობა;
უ) სახელმწიფო პროგრამის ,,იაფი კრედიტის“ მენეჯმენტის უზრუნველყოფა;
ფ) უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბიზნესის განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების გაწევა;
ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში კონფლიქტების შედეგად მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზარალის სარეაბილიტაციოდ საჭირო პროექტების მართვა, იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი და მუდმივი თავშესაფრით უზრუნველყოფისა და მათთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის ხელშეწყობა, ამ კონფლიქტებით წარმოქმნილ პრობლემათა გადასაჭრელად დაგეგმილი სხვა პროექტების მართვა, განხორციელება და ზედამხედველობა.

მუხლი 3. ფონდის სტრუქტურა და მართვა
1. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით.
2. საბჭო იკრიბება ექვს თვეში ერთხელ მაინც.
3. საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოების, მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების განხილვა და დამტკიცება;
ბ) ფონდის გრძელვადიანი გეგმის განხილვა და დამტკიცება;
გ) სოციალური ინვესტიციების მიკროპროექტების დამტკიცება;
დ) სასესხო ხელშეკრულებისა და ფონდის სხვა საკონტრაქტო დოკუმენტების პირობების განხილვა და დამტკიცება;
ე) ფონდის წლიური ბიუჯეტის და/ან ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა და დამტკიცება. ფონდის საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;
ვ) ფონდის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან დადებულ ხელშეკრულებათა განხილვა და დამტკიცება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;
ზ) ფონდის სასესხო პირობებში, მათ შორის, სესხის გადახდის ვადებში, საპროცენტო განაკვეთებსა და გადასახადებში შეტანილი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტების განხილვა და დამტკიცება;
ი) ფონდის მიერ განსახორციელებელი ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის პროგრამების განხილვა და დამტკიცება;
კ) ფონდის მიერ წლიური ბიუჯეტის შესრულების და/ან საჭიროებისამებრ სხვა საკითხებზე წარსადგენი ერთჯერადი ანგარიშების განხილვა;
ლ) გარე აუდიტორების და წლიურ სააუდიტო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებისა და დასკვნების განხილვა.
4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. თითოეულ წევრს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების დაფიქსირება სხდომის ოქმში.
6. ფონდს მართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავსუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
7. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
71. ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
8. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:
ა) წარმართავს ფონდის მიმდინარე საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ფონდს სამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან ურთიერთობისას და ხელს აწერს ნებისმიერი სახის კორესპონდენციას;
გ) ამზადებს ფონდის გრძელვადიან გეგმას;
დ) კოორდინირებას უწევს ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოებსა და მათში შესატან ნებისმიერ ცვლილებათა მომზადებას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;
ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ფონდის თანამშრომლებთან, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
ვ) კონტრაქტების საფუძველზე ქირაობს სათანადო კონსულტანტებს კონკრეტული დროებითი სამუშაოს შესასრულებლად;
ზ) დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ფონდის წლიურ ბიუჯეტს (და/ან მასში შესატან ცვლილებებს);
თ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
ი) მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე;
კ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს და აღნიშნულ სხდომათა ოქმებს;
ლ) ფონდის სახელით ხელს აწერს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან დადგენილი წესით დადებულ ხელშეკრულებებს, ფონდის მიერ დაფინანსებული ინვესტიციების ან ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ სასესხო და/ან საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს, მათ შორის, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს;
მ) ხელს აწერს ფონდის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტს;
ნ) უზრუნველყოფს მჭიდრო კოორდინაციას ფონდის მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ღონისძიებებსა და ტექნიკურ დახმარებას შორის;
ო) კოორდინაციას უწევს ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის პროგრამების იდენტიფიკაციას, მომზადებასა და შესრულებას, აგრეთვე ახორციელებს ფონდის საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებას;
პ) კოორდინაციას უწევს ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადებას, რომელიც ფონდის მიერ დასაფინანსებელი საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების დასამტკიცებლად სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციათა საფუძველს წარმოადგენს;
ჟ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციებს ფონდის მიერ დასაფინანსებელ საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების ობიექტებთან დაკავშირებით;
რ) ზედამხედველობას უწევს პროექტის საერთო მიმდინარეობას;
ს) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და/ან ნებისმიერი სხვა დონორისათვის წარსადგენ ანგარიშებს ან/და სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და/ან სხვა დონორების მიერ მოთხოვნილ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;
ტ) ტენდერის საფუძველზე შეარჩევს გარე აუდიტორებს ფონდის ფინანსური უწყისების წლიური აუდიტის მოსაწყობად და პასუხისმგებელია აუდიტორებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის;
უ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ფ) ანაწილებს მოადგილეთა შორის ფუნქციებს. მისი დროებით არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს პირველი მოადგილე;
ქ) ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, შექმნას კომისიები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება.
9. ფონდის სტრუქტურა, საქმიანობა, პროცედურები და საშტატო განრიგი განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

მუხლი 4. ფონდის ფინანსური რესურსები
1. ფონდი თავისი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად მობილიზებას უწევს და იყენებს შემდეგ ფინანსურ რესურსებს:
ა) ფონდის სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი სესხებიდან და პროცენტებიდან მიღებულ თანხებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ფონდს სრულად გადასცემს ამ დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
ბ) საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებიდან გამოყოფილი რესურსების, ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების ფარგლებში მიღებულ თანხებს და არასამთავრობო ორგანიზაციათა შენატანებს;
გ) საქართველოს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან თანადაფინანსებით გამოყოფილ თანხებს;
დ) საქართველოს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მობილიზებულ რესურსებს;
ე) საქველმოქმედო შენატანებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა წყაროებს.
2. მობილიზებული ფინანსური რესურსები გამოიყენება შემდეგი მიზნების განსახორციელებლად:
ა) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება;
ბ) ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
გ) ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება.
3. ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება ხორციელდება როგორც ფონდის სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი საპროცენტო თანხებიდან, ისე დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო და/ან საგრანტო რესურსებიდან.

მუხლი 5. ფინანსური მართვა და აუდიტი
1. ფონდმა უნდა აწარმოოს თავისი ანგარიშები საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად და პერიოდულად გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები თავის ვებ-გვერდზე.
2. ფონდმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები, რომლებიც მომზადებულია საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად და აუდიტირებულია კვალიფიციური, კომპეტენტური, გამოცდილი და დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ საერთაშორისო აუდიტის პრაქტიკის თანახმად.

მუხლი 6. ანგარიშგების ღონისძიებები
ფონდი პასუხისმგებელია, რომ დროულად მოამზადოს და სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა დონორებს განსახილველად წარუდგინოს შემდეგი ანგარიშები:
ა) ფინანსური მართვის კვარტალური ანგარიშები;
ბ) ფონდის ფინანსური უწყისებისა და სპეციალური ანგარიშების წლიური აუდიტის ანგარიშები;
გ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის კვარტალური ანგარიშები;
დ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის დეტალური წლიური ანგარიში;
ე) სხვა ანგარიშები მოთხოვნის მიხედვით.

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი
ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილება №137 - სსმ III, №97, 06.08.2009 წ., მუხ.1067
მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანა
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

+

13. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივლისის დადგენილება №118 - სსმ III, №49, 28.04.2010 წ., მუხ.722
14. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის დადგენილება №212 - სსმ III, №92, 28.07.2010 წ., მუხ.1359

ტ) ტენდერის საფუძველზე შეარჩევს გარე აუდიტორებს ფონდის ფინანსური უწყისების წლიური აუდიტის მოსაწყობად და პასუხისმგებელია აუდიტორებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის.

16. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №375-სსმ III, №162, 13.12.2010 წ., მუხ.2285
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის
დებულება
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის (თემების) ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიების (მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურებისა და გეოთერმული) ობიექტების განვითარებას, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური ბაზის შექმნას, საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შეღავათიანი სესხების გაცემის უზრუნველყოფას, უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბიზნესის განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების გაწევას, საქართველოში კონფლიქტების შედეგად მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზარალის აღმოფხვრას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფონდი თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და მოსახლეობასთან, ახდენს სახსრების მობილიზებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, დონორი სააგენტოებიდან და უცხო ქვეყნებიდან, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.
3. ფონდი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა დონონებთან საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულების, სამოქმედო სახელმძღვანელოსა და ამ დებულების შესაბამისად.
4. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭო.
5. ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე.
6. ფონდს აქვს დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი, საბანკო სპეციალური და მიმდინარე ანგარიშები და ბეჭედი.
7. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №218 - სსმ III, №140, 09.10.2007 წ., მუხ.1549
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის დადგენილება №74 - სსმ III, №47, 28.03.2008 წ., მუხ.523
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №184 - სსმ III, №133, 09.09.2008 წ., მუხ.1327
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილება №137 - სსმ III, №97, 06.08.2009 წ., მუხ.1067
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №272 - სსმ III, №118, 16.09.2010 წ., მუხ.1743
მუხლი 2. ფონდის ვალდებულებები და ფუნქციები🔗
1. ფონდი პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დონორებისაგან მიღებული და ძირითადი და საპროცენტო თანხების სახით ფონდის სესხებიდან ამონაგები სახსრების მართვისათვის, რომელთა მიზანია ადგილობრივი და რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და შესაბამისი ტექნიკური დახმარების დაფინანსება.
2. ფონდის ვალდებულებებია:
ა) ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ფონდის სახსრების პოტენციური მსესხებლის სესხის აღების შესაძლებლობათა შეფასება, რაც ეფუძნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;
გ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების შეფასება, რაც ეფუძნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;
დ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის დონორებს შორის შეთანხმებული პროცედურებისა და პირობების მიხედვით;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის ინიციატივით შემუშავებული მიკროპროექტების განხორციელება;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრირების უნარის განვითარება, თვითმმართველი ერთეულის ქონებისა და ფინანსური სახსრების მართვასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი ორგანოების ანგარიშგების გაუმჯობესება;
ზ) ფონდის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;
თ) ტექნიკური დახმარების თანხების მობილიზება, ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით;
ი) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების კონტრაქტების განხორციელების ზედამხედველობა;
კ) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების ღონისძიებათა კოორდინირება შესაბამის სამინისტროებსა და სხვა სააგენტოებთან;
ლ) ტექნიკური დახმარების პროგრამების კოორდინირება სხვა დონორებთან;
მ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების საბუღალტრო და ფინანსური მართვის განხორციელება;
ნ) დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ ფონდის ანგარიშების ყოველწლიური აუდიტის განხორციელების უზრუნველყოფა საერთაშორისო სააუდიტო სტანდარტების შესაბამისად;
ო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფონდს შორის გაფორმებული პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება;
პ) საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია;
ჟ) წყალდიდობებისაგან დაზარალებული საირიგაციო და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურის აღდგენა;
რ) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ს) განახლებადი ენერგიის (მცირე ზომის ჰიდროელექტრო და გეოთერმული სადგურები) ფონდის მენეჯმენტის უზრუნველყოფა;
ტ) იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური ბაზის განვითარების ხელშეწყობა;
უ) სახელმწიფო პროგრამის ,,იაფი კრედიტის“ მენეჯმენტის უზრუნველყოფა;
ფ) უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბიზნესის განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების გაწევა;
ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში კონფლიქტების შედეგად მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზარალის სარეაბილიტაციოდ საჭირო პროექტების მართვა, იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი და მუდმივი თავშესაფრით უზრუნველყოფისა და მათთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის ხელშეწყობა, ამ კონფლიქტებით წარმოქმნილ პრობლემათა გადასაჭრელად დაგეგმილი სხვა პროექტების მართვა, განხორციელება და ზედამხედველობა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №218 - სსმ III, №140, 09.10.2007 წ., მუხ.1549
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის დადგენილება №74 - სსმ III, №47, 28.03.2008 წ., მუხ.523
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №184 - სსმ III, №133, 09.09.2008 წ., მუხ.1327
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილება №137 - სსმ III, №97, 06.08.2009 წ., მუხ.1067
მუხლი 3. ფონდის სტრუქტურა და მართვა🔗
1. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით.
2. საბჭო იკრიბება ექვს თვეში ერთხელ მაინც.
3. საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოების, მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების განხილვა და დამტკიცება;
ბ) ფონდის გრძელვადიანი გეგმის განხილვა და დამტკიცება;
გ) სოციალური ინვესტიციების მიკროპროექტების დამტკიცება;
დ) სასესხო ხელშეკრულებისა და ფონდის სხვა საკონტრაქტო დოკუმენტების პირობების განხილვა და დამტკიცება;
ე) ფონდის წლიური ბიუჯეტის და/ან ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა და დამტკიცება. ფონდის საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;
ვ) ფონდის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან დადებულ ხელშეკრულებათა განხილვა და დამტკიცება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;
ზ) ფონდის სასესხო პირობებში, მათ შორის, სესხის გადახდის ვადებში, საპროცენტო განაკვეთებსა და გადასახადებში შეტანილი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტების განხილვა და დამტკიცება;
ი) ფონდის მიერ განსახორციელებელი ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის პროგრამების განხილვა და დამტკიცება;
კ) ფონდის მიერ წლიური ბიუჯეტის შესრულების და/ან საჭიროებისამებრ სხვა საკითხებზე წარსადგენი ერთჯერადი ანგარიშების განხილვა;
ლ) გარე აუდიტორების და წლიურ სააუდიტო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებისა და დასკვნების განხილვა.
4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. თითოეულ წევრს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების დაფიქსირება სხდომის ოქმში.
6. ფონდს მართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავსუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
7. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
71. ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
8. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:
ა) წარმართავს ფონდის მიმდინარე საქმიანობას;
ა) ხელმძღვანელობს ფონდს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს ფონდს სამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან ურთიერთობისას და ხელს აწერს ნებისმიერი სახის კორესპონდენციას;
გ) ამზადებს ფონდის გრძელვადიან გეგმას;
დ) კოორდინირებას უწევს ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოებსა და მათში შესატან ნებისმიერ ცვლილებათა მომზადებას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;
ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ფონდის თანამშრომლებთან, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს, ამტკიცებს შინაგანაწესს;
ვ) კონტრაქტების საფუძველზე ქირაობს სათანადო კონსულტანტებს კონკრეტული დროებითი სამუშაოს შესასრულებლად;
ზ) დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ფონდის წლიურ ბიუჯეტს (და/ან მასში შესატან ცვლილებებს);
თ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
ი) მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე;
კ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს და აღნიშნულ სხდომათა ოქმებს;
ლ) ფონდის სახელით ხელს აწერს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან დადგენილი წესით დადებულ ხელშეკრულებებს, ფონდის მიერ დაფინანსებული ინვესტიციების ან ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ სასესხო და/ან საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს, მათ შორის, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს;
მ) ხელს აწერს ფონდის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტს;
ნ) უზრუნველყოფს მჭიდრო კოორდინაციას ფონდის მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ღონისძიებებსა და ტექნიკურ დახმარებას შორის;
ო) კოორდინაციას უწევს ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის პროგრამების იდენტიფიკაციას, მომზადებასა და შესრულებას, აგრეთვე ახორციელებს ფონდის საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებას;
პ) კოორდინაციას უწევს ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადებას, რომელიც ფონდის მიერ დასაფინანსებელი საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების დასამტკიცებლად სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციათა საფუძველს წარმოადგენს;
ჟ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციებს ფონდის მიერ დასაფინანსებელ საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების ობიექტებთან დაკავშირებით;
რ) ზედამხედველობას უწევს პროექტის საერთო მიმდინარეობას;
ს) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და/ან ნებისმიერი სხვა დონორისათვის წარსადგენ ანგარიშებს ან/და სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და/ან სხვა დონორების მიერ მოთხოვნილ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;
ტ) ტენდერის საფუძველზე შეარჩევს გარე აუდიტორებს ფონდის ფინანსური უწყისების წლიური აუდიტის მოსაწყობად და პასუხისმგებელია აუდიტორებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის;
უ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ფ) ანაწილებს მოადგილეთა შორის ფუნქციებს. მისი დროებით არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს პირველი მოადგილე;
ქ) ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, შექმნას კომისიები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება.
ქ) ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, შექმნას კომისიები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;
ღ) ამტკიცებს ფონდის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;
ყ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის ატრიბუტიკას.
9. ფონდის სტრუქტურა, საქმიანობა, პროცედურები და საშტატო განრიგი განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №184 - სსმ III, №133, 09.09.2008 წ., მუხ.1327
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილება №137 - სსმ III, №97, 06.08.2009 წ., მუხ.1067
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №272 - სსმ III, №118, 16.09.2010 წ., მუხ.1743
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №375-სსმ III, №162, 13.12.2010 წ., მუხ.2285
მუხლი 4. ფონდის ფინანსური რესურსები🔗
1. ფონდი თავისი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად მობილიზებას უწევს და იყენებს შემდეგ ფინანსურ რესურსებს:
ა) ფონდის სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი სესხებიდან და პროცენტებიდან მიღებულ თანხებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ფონდს სრულად გადასცემს ამ დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
ბ) საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებიდან გამოყოფილი რესურსების, ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების ფარგლებში მიღებულ თანხებს და არასამთავრობო ორგანიზაციათა შენატანებს;
გ) საქართველოს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან თანადაფინანსებით გამოყოფილ თანხებს;
დ) საქართველოს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მობილიზებულ რესურსებს;
ე) საქველმოქმედო შენატანებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა წყაროებს.
2. მობილიზებული ფინანსური რესურსები გამოიყენება შემდეგი მიზნების განსახორციელებლად:
ა) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება;
ბ) ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
გ) ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება.
3. ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება ხორციელდება როგორც ფონდის სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი საპროცენტო თანხებიდან, ისე დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო და/ან საგრანტო რესურსებიდან.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
მუხლი 5. ფინანსური მართვა და აუდიტი🔗
1. ფონდმა უნდა აწარმოოს თავისი ანგარიშები საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად და პერიოდულად გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები თავის ვებ-გვერდზე.
2. ფონდმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები, რომლებიც მომზადებულია საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად და აუდიტირებულია კვალიფიციური, კომპეტენტური, გამოცდილი და დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ საერთაშორისო აუდიტის პრაქტიკის თანახმად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №184 - სსმ III, №133, 09.09.2008 წ., მუხ.1327
მუხლი 6. ანგარიშგების ღონისძიებები🔗
ფონდი პასუხისმგებელია, რომ დროულად მოამზადოს და სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა დონორებს განსახილველად წარუდგინოს შემდეგი ანგარიშები:
ა) ფინანსური მართვის კვარტალური ანგარიშები;
ბ) ფონდის ფინანსური უწყისებისა და სპეციალური ანგარიშების წლიური აუდიტის ანგარიშები;
გ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის კვარტალური ანგარიშები;
დ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის დეტალური წლიური ანგარიში;
ე) სხვა ანგარიშები მოთხოვნის მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილება №137 - სსმ III, №97, 06.08.2009 წ., მუხ.1067
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი🔗
ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილება №137 - სსმ III, №97, 06.08.2009 წ., მუხ.1067
მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანა🔗
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
მუხლი 9. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია🔗
ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“, №118, 23.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.252 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9328-15/