საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (32)
შემდგომი ცვლილებები (30)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №118
2005 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 4 ივნისის №567 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანდართული დებულება.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ედუარდ სურმანიძე – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ანი ქათამიძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
ლაშა შანიძე – სსიპ – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნის ის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის
დებულება
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის (თემების) ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესებას, აგრეთვე საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას.
2. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფონდი თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებთან და მოსახლეობასთან, ახდენს სახსრების მობილიზებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, დონორი სააგენტოებიდან და უცხო ქვეყნებიდან, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.
3. ფონდი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა დონონებთან საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულების, სამოქმედო სახელმძღვანელოსა და ამ დებულების შესაბამისად.
4. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭო.
5. ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.
6. ფონდს აქვს დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი, საბანკო სპეციალური და მიმდინარე ანგარიშები და ბეჭედი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
მუხლი 2. ფონდის ვალდებულებები და ფუნქციები
1. ფონდი პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დონორებისაგან მიღებული და ძირითადი და საპროცენტო თანხების სახით ფონდის სესხებიდან ამონაგები სახსრების მართვისათვის, რომელთა მიზანია ადგილობრივი და რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და შესაბამისი ტექნიკური დახმარების დაფინანსება.
2. ფონდის ვალდებულებებია:
ა) ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ფონდის სახსრების პოტენციური მსესხებლების სესხის აღების შესაძლებლობათა შეფასება, რაც ეფუძნება სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;
გ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების შეფასება, რაც ეფუძნება სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;
დ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის დონორებს შორის შეთანხმებული პროცედურებისა და პირობების მიხედვით;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და მოსახლეობის ინიციატივით შემუშავებული მიკროპროექტების განხორციელება;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების ადმინისტრირების უნარის განვითარება, თვითმმართველობის ერთეულების ქონებისა და ფინანსური სახსრების მართვასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი ორგანოების ანგარიშგების გაუმჯობესება;
ზ) ფონდის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;
თ) ტექნიკური დახმარების თანხების მობილიზება, აგრეთვე სხვა ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებისათვის;
ი) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების კონტრაქტების განხორციელების ზედამხედველობა;
კ) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების ღონისძიებათა კოორდინირება შესაბამის სამინისტროებსა და სხვა სააგენტოებთან;
ლ) ტექნიკური დახმარების პროგრამების კოორდინირება სხვა დონორებთან;
მ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების საბუღალტრო და ფინანსური მართვის განხორციელება;
ნ) დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ ფონდის ანგარიშების ყოველწლიური აუდიტის განხორციელების უზრუნველყოფა საერთაშორისო სააუდიტო სტანდარტების შესაბამისად;
ო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფონდს შორის გაფორმებული პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება;
პ) საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია;
ჟ) წყალდიდობებისაგან დაზარალებული საირიგაციო და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურის აღდგენა;
რ) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა.

მუხლი 3. ფონდის სტრუქტურა და მართვა
1. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით.
2. საბჭო იკრიბება სამ თვეში ერთხელ მაინც.
3. საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოს, მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების განხილვა და დამტკიცება;
ბ) ფონდის ყოველწლიური და გრძელვადიანი ბიზნესგეგმის, მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების განხილვა და დამტკიცება;
გ) სოციალური ინვესტიციების მიკროპროექტების დამტკიცება;
დ) სასესხო ხელშეკრულებისა და ფონდის სხვა საკონტრაქტო დოკუმენტების პირობების განხილვა და დამტკიცება;
ე) ფონდის წლიური ბიუჯეტის და/ან ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა და დამტკიცება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;
ვ) ფონდის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან დადებულ ხელშეკრულებათა განხილვა და დამტკიცება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;
ზ) ფონდის სასესხო პირობებში, მათ შორის, სესხის გადახდის ვადებში, საპროცენტო განაკვეთებსა და გადასახადებში შეტანილი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ფონდის სესხებისა და გრანტების დამტკიცება;
ი) ფონდის მიერ განსახორციელებელი ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის პროგრამების განხილვა და დამტკიცება;
კ) ფონდის მიერ პროექტის წლიური ბიუჯეტის შესრულების ფინანსური მდგომარეობის და/ან საჭიროებისამებრ სხვა საკითხებზე წარსადგენი კვარტალური ან სხვა პერიოდული და ერთჯერადი ანგარიშების განხილვა;
ლ) გარე აუდიტორების და წლიურ სააუდიტორო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებისა და დასკვნების დამტკიცება.
4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. თითოეულ წევრს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების დაფიქსირება სხდომის ოქმში.
6. ფონდს მართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავსუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
7. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
8. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:
ა) წარმართავს ფონდის მიმდინარე საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ფონდს სამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან ურთიერთობისას და ხელს აწერს ნებისმიერი სახის კორესპონდენციას;
გ) ამზადებს ფონდის ყოველწლიურ და გრძელვადიან ბიზნესგეგმასა და მასში შესატან ნებისმიერ ცვლილებებს;
დ) კოორდინირებას უწევს ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოსა და მასში შესატან ნებისმიერ ცვლილებათა მომზადებას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;
ე) სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ფონდის თანამშრომლებთან, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად;
ვ) კონტრაქტების საფუძველზე ქირაობს სათანადო კონსულტანტებს კონკრეტული დროებითი სამუშაოს შესასრულებლად;
ზ) დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ფონდის წლიურ ბიუჯეტს (და/ან მასში შესატან ცვლილებებს);
თ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
ი) მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე;
კ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს და აღნიშნულ სხდომათა ოქმებს;
ლ) ფონდის სახელით ხელს აწერს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან დადგენილი წესით დადებულ ხელშეკრულებებს, ფონდის მიერ დაფინანსებული ინვესტიციების ან ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ სასესხო და/ან საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს, მათ შორის, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს;
მ) ხელს აწერს ფონდის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტს;
ნ) უზრუნველყოფს მჭიდრო კოორდინაციას ფონდის მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ღონისძიებებსა და ტექნიკურ დახმარებას შორის;
ო) კოორდინაციას უწევს ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის პროგრამების იდენტიფიკაციას, მომზადებასა და შესრულებას, აგრეთვე ახორციელებს ფონდის საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებას;
პ) ხელს აწერს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებსა და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ფონდის მიერ დასაფინანსებელი საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების დასამტკიცებლად სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციათა საფუძველს წარმოადგენენ;
ჟ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციებს ფონდის მიერ დასაფინანსებელ საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების ობიექტებთან დაკავშირებით;
რ) ზედამხედველობას უწევს პროექტის საერთო მიმდინარეობას;
ს) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის, საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და/ან ნებისმიერი სხვა დონორისათვის წარსადგენ კვარტალურ ანგარიშებს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პერიოდულ და ერთჯერად ანგარიშებს, და/ან სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს და/ან სხვა დონორების მიერ მოთხოვნილი ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;
ტ) ტენდერის საფუძველზე შეარჩევს გარე აუდიტორებს ფონდის ფინანსური უწყისების წლიური აუდიტის მოსაწყობად და პასუხისმგებელია აუდიტორებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის.
9. ფონდის სტრუქტურა, საქმიანობა, პროცედურები და პერსონალი განსაზღვრულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სამოქმედო სახელმძღვანელოში და შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.

მუხლი 4. ფონდის ფინანსური რესურსები
1. ფონდი თავისი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად მობილიზებას უწევს და იყენებს შემდეგ ფინანსურ რესურსებს:
ა) ფონდის სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი სესხებიდან და პროცენტებიდან მიღებულ თანხებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ფონდს სრულად გადასცემს ამ დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
ბ) საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებიდან გამოყოფილი რესურსების, ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების ფარგლებში მიღებულ თანხებს და არასამთავრობო ორგანიზაციათა შენატანებს;
გ) საქართველოს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან თანადაფინანსებით გამოყოფილ თანხებს;
დ) საქართველოს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მობილიზებულ რესურსებს;
ე) საქველმოქმედო შენატანებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა წყაროებს.
2. მობილიზებული ფინანსური რესურსები გამოიყენება შემდეგი მიზნების განსახორციელებლად:
ა) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება;
ბ) ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
გ) ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება.
3. ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება ხორციელდება როგორც ფონდის სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი საპროცენტო თანხებიდან, ისე დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო და/ან საგრანტო რესურსებიდან.

მუხლი 5. ფინანსური მართვა და აუდიტი
1. ფონდმა უნდა აწარმოოს თავისი ანგარიშები საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად და პერიოდულად გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები.
2. ფონდმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები, რომლებიც მომზადებულია საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად და აუდიტირებულია კვალიფიციური, კომპეტენტური, გამოცდილი და დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ საერთაშორისო აუდიტის პრაქტიკის თანახმად.

მუხლი 6. ანგარიშგების ღონისძიებები
ფონდი პასუხისმგებელია იმისათვის, რომ დროულად მოამზადოს და სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობას, ფინანსთა სამინისტროსა და სხვა დონორებს განსახილველად წარუდგინოს შემდეგი ანგარიშები:
ა) ფინანსური მართვის კვარტალური ანგარიშები;
ბ) ფონდის ფინანსური უწყისებისა და სპეციალური ანგარიშების წლიური აუდიტის ანგარიშები;
გ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის კვარტალური ანგარიშები;
დ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის დეტალური წლიური ანგარიში;
ე) სხვა ანგარიშები მოთხოვნის მიხედვით.

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი
ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანა
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

+

ლაშა შანიძე – სსიპ – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ლაშა შანიძე – სსიპ – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის
დებულება
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის (თემების) ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესებას.
1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის (თემების) ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესებას, აგრეთვე საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას.
2. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფონდი თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებთან და მოსახლეობასთან, ახდენს სახსრების მობილიზებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, დონორი სააგენტოებიდან და უცხო ქვეყნებიდან, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.
3. ფონდი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა დონონებთან საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულების, სამოქმედო სახელმძღვანელოსა და ამ დებულების შესაბამისად.
4. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭო.
5. ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.
6. ფონდს აქვს დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი, საბანკო სპეციალური და მიმდინარე ანგარიშები და ბეჭედი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
მუხლი 2. ფონდის ვალდებულებები და ფუნქციები
1. ფონდი პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დონორებისაგან მიღებული და ძირითადი და საპროცენტო თანხების სახით ფონდის სესხებიდან ამონაგები სახსრების მართვისათვის, რომელთა მიზანია ადგილობრივი და რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და შესაბამისი ტექნიკური დახმარების დაფინანსება.
2. ფონდის ვალდებულებებია:
ა) ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ფონდის სახსრების პოტენციური მსესხებლების სესხის აღების შესაძლებლობათა შეფასება, რაც ეფუძნება სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;
გ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების შეფასება, რაც ეფუძნება სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;
დ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის დონორებს შორის შეთანხმებული პროცედურებისა და პირობების მიხედვით;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და მოსახლეობის ინიციატივით შემუშავებული მიკროპროექტების განხორციელება;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების ადმინისტრირების უნარის განვითარება, თვითმმართველობის ერთეულების ქონებისა და ფინანსური სახსრების მართვასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი ორგანოების ანგარიშგების გაუმჯობესება;
ზ) ფონდის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;
თ) ტექნიკური დახმარების თანხების მობილიზება, აგრეთვე სხვა ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებისათვის;
ი) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების კონტრაქტების განხორციელების ზედამხედველობა;
კ) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების ღონისძიებათა კოორდინირება შესაბამის სამინისტროებსა და სხვა სააგენტოებთან;
ლ) ტექნიკური დახმარების პროგრამების კოორდინირება სხვა დონორებთან;
მ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების საბუღალტრო და ფინანსური მართვის განხორციელება;
ნ) დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ ფონდის ანგარიშების ყოველწლიური აუდიტის განხორციელების უზრუნველყოფა საერთაშორისო სააუდიტო სტანდარტების შესაბამისად;
ო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფონდს შორის გაფორმებული პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება.

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე –რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ედვარდ სურმანიძე – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ედუარდ სურმანიძე – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ანი ქათამიძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
ლაშა შანიძე – სსიპ – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ლაშა შანიძე – სსიპ – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №9, 24.01.2007 წ., მუხ.83
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 - სსმ III, №5, 24.01.2006 წ., მუხ.33
2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №9, 24.01.2007 წ., მუხ.83
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის
დებულება
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის (თემების) ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესებას, აგრეთვე საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას.
2. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფონდი თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებთან და მოსახლეობასთან, ახდენს სახსრების მობილიზებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, დონორი სააგენტოებიდან და უცხო ქვეყნებიდან, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.
3. ფონდი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა დონონებთან საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულების, სამოქმედო სახელმძღვანელოსა და ამ დებულების შესაბამისად.
4. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭო.
5. ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.
6. ფონდს აქვს დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი, საბანკო სპეციალური და მიმდინარე ანგარიშები და ბეჭედი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
მუხლი 2. ფონდის ვალდებულებები და ფუნქციები🔗
1. ფონდი პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დონორებისაგან მიღებული და ძირითადი და საპროცენტო თანხების სახით ფონდის სესხებიდან ამონაგები სახსრების მართვისათვის, რომელთა მიზანია ადგილობრივი და რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და შესაბამისი ტექნიკური დახმარების დაფინანსება.
2. ფონდის ვალდებულებებია:
ა) ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ფონდის სახსრების პოტენციური მსესხებლების სესხის აღების შესაძლებლობათა შეფასება, რაც ეფუძნება სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;
გ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების შეფასება, რაც ეფუძნება სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;
დ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის დონორებს შორის შეთანხმებული პროცედურებისა და პირობების მიხედვით;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და მოსახლეობის ინიციატივით შემუშავებული მიკროპროექტების განხორციელება;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების ადმინისტრირების უნარის განვითარება, თვითმმართველობის ერთეულების ქონებისა და ფინანსური სახსრების მართვასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი ორგანოების ანგარიშგების გაუმჯობესება;
ზ) ფონდის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;
თ) ტექნიკური დახმარების თანხების მობილიზება, აგრეთვე სხვა ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებისათვის;
ი) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების კონტრაქტების განხორციელების ზედამხედველობა;
კ) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების ღონისძიებათა კოორდინირება შესაბამის სამინისტროებსა და სხვა სააგენტოებთან;
ლ) ტექნიკური დახმარების პროგრამების კოორდინირება სხვა დონორებთან;
მ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების საბუღალტრო და ფინანსური მართვის განხორციელება;
ნ) დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ ფონდის ანგარიშების ყოველწლიური აუდიტის განხორციელების უზრუნველყოფა საერთაშორისო სააუდიტო სტანდარტების შესაბამისად;
ო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფონდს შორის გაფორმებული პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება;
პ) საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია;
ჟ) წყალდიდობებისაგან დაზარალებული საირიგაციო და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურის აღდგენა;
რ) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის დადგენილება №128 - სსმ III, №89, 03.07.2006 წ., მუხ.1189
მუხლი 3. ფონდის სტრუქტურა და მართვა🔗
1. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით.
2. საბჭო იკრიბება სამ თვეში ერთხელ მაინც.
3. საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოს, მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების განხილვა და დამტკიცება;
ბ) ფონდის ყოველწლიური და გრძელვადიანი ბიზნესგეგმის, მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების განხილვა და დამტკიცება;
გ) სოციალური ინვესტიციების მიკროპროექტების დამტკიცება;
დ) სასესხო ხელშეკრულებისა და ფონდის სხვა საკონტრაქტო დოკუმენტების პირობების განხილვა და დამტკიცება;
ე) ფონდის წლიური ბიუჯეტის და/ან ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა და დამტკიცება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;
ვ) ფონდის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან დადებულ ხელშეკრულებათა განხილვა და დამტკიცება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;
ზ) ფონდის სასესხო პირობებში, მათ შორის, სესხის გადახდის ვადებში, საპროცენტო განაკვეთებსა და გადასახადებში შეტანილი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ფონდის სესხებისა და გრანტების დამტკიცება;
ი) ფონდის მიერ განსახორციელებელი ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის პროგრამების განხილვა და დამტკიცება;
კ) ფონდის მიერ პროექტის წლიური ბიუჯეტის შესრულების ფინანსური მდგომარეობის და/ან საჭიროებისამებრ სხვა საკითხებზე წარსადგენი კვარტალური ან სხვა პერიოდული და ერთჯერადი ანგარიშების განხილვა;
ლ) გარე აუდიტორების და წლიურ სააუდიტორო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებისა და დასკვნების დამტკიცება.
4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. თითოეულ წევრს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების დაფიქსირება სხდომის ოქმში.
6. ფონდს მართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავსუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
7. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
8. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:
ა) წარმართავს ფონდის მიმდინარე საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ფონდს სამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან ურთიერთობისას და ხელს აწერს ნებისმიერი სახის კორესპონდენციას;
გ) ამზადებს ფონდის ყოველწლიურ და გრძელვადიან ბიზნესგეგმასა და მასში შესატან ნებისმიერ ცვლილებებს;
დ) კოორდინირებას უწევს ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოსა და მასში შესატან ნებისმიერ ცვლილებათა მომზადებას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;
ე) სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ფონდის თანამშრომლებთან, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად;
ვ) კონტრაქტების საფუძველზე ქირაობს სათანადო კონსულტანტებს კონკრეტული დროებითი სამუშაოს შესასრულებლად;
ზ) დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ფონდის წლიურ ბიუჯეტს (და/ან მასში შესატან ცვლილებებს);
თ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
ი) მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე;
კ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს და აღნიშნულ სხდომათა ოქმებს;
ლ) ფონდის სახელით ხელს აწერს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან დადგენილი წესით დადებულ ხელშეკრულებებს, ფონდის მიერ დაფინანსებული ინვესტიციების ან ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ სასესხო და/ან საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს, მათ შორის, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს;
მ) ხელს აწერს ფონდის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტს;
ნ) უზრუნველყოფს მჭიდრო კოორდინაციას ფონდის მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ღონისძიებებსა და ტექნიკურ დახმარებას შორის;
ო) კოორდინაციას უწევს ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის პროგრამების იდენტიფიკაციას, მომზადებასა და შესრულებას, აგრეთვე ახორციელებს ფონდის საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებას;
პ) ხელს აწერს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებსა და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ფონდის მიერ დასაფინანსებელი საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების დასამტკიცებლად სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციათა საფუძველს წარმოადგენენ;
ჟ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციებს ფონდის მიერ დასაფინანსებელ საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების ობიექტებთან დაკავშირებით;
რ) ზედამხედველობას უწევს პროექტის საერთო მიმდინარეობას;
ს) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის, საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და/ან ნებისმიერი სხვა დონორისათვის წარსადგენ კვარტალურ ანგარიშებს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პერიოდულ და ერთჯერად ანგარიშებს, და/ან სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს და/ან სხვა დონორების მიერ მოთხოვნილი ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;
ტ) ტენდერის საფუძველზე შეარჩევს გარე აუდიტორებს ფონდის ფინანსური უწყისების წლიური აუდიტის მოსაწყობად და პასუხისმგებელია აუდიტორებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის.
9. ფონდის სტრუქტურა, საქმიანობა, პროცედურები და პერსონალი განსაზღვრულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სამოქმედო სახელმძღვანელოში და შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
მუხლი 4. ფონდის ფინანსური რესურსები🔗
1. ფონდი თავისი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად მობილიზებას უწევს და იყენებს შემდეგ ფინანსურ რესურსებს:
ა) ფონდის სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი სესხებიდან და პროცენტებიდან მიღებულ თანხებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ფონდს სრულად გადასცემს ამ დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
ბ) საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებიდან გამოყოფილი რესურსების, ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების ფარგლებში მიღებულ თანხებს და არასამთავრობო ორგანიზაციათა შენატანებს;
გ) საქართველოს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან თანადაფინანსებით გამოყოფილ თანხებს;
დ) საქართველოს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მობილიზებულ რესურსებს;
ე) საქველმოქმედო შენატანებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა წყაროებს.
2. მობილიზებული ფინანსური რესურსები გამოიყენება შემდეგი მიზნების განსახორციელებლად:
ა) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება;
ბ) ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
გ) ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება.
3. ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება ხორციელდება როგორც ფონდის სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი საპროცენტო თანხებიდან, ისე დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო და/ან საგრანტო რესურსებიდან.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
მუხლი 5. ფინანსური მართვა და აუდიტი🔗
1. ფონდმა უნდა აწარმოოს თავისი ანგარიშები საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად და პერიოდულად გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები.
2. ფონდმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები, რომლებიც მომზადებულია საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად და აუდიტირებულია კვალიფიციური, კომპეტენტური, გამოცდილი და დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ საერთაშორისო აუდიტის პრაქტიკის თანახმად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
მუხლი 6. ანგარიშგების ღონისძიებები🔗
ფონდი პასუხისმგებელია იმისათვის, რომ დროულად მოამზადოს და სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობას, ფინანსთა სამინისტროსა და სხვა დონორებს განსახილველად წარუდგინოს შემდეგი ანგარიშები:
ა) ფინანსური მართვის კვარტალური ანგარიშები;
ბ) ფონდის ფინანსური უწყისებისა და სპეციალური ანგარიშების წლიური აუდიტის ანგარიშები;
გ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის კვარტალური ანგარიშები;
დ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის დეტალური წლიური ანგარიში;
ე) სხვა ანგარიშები მოთხოვნის მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი🔗
ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანა🔗
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
მუხლი 9. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია🔗
ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება № 4 - სსმ III, № 5 , 24.01 .20 06 წ., მუხ. 33
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“, №118, 23.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.252 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9328-2/